თუ დაკვირვებით წაიკითხავ ჩვენ გვიწერია:
1) "ღმერთმა ადამიანთა სულების (ე.ი.ადამის მოდგმის)ადგილსამყოფებლად ზეციური სამოთხე შექმნა,--- ხოლო
2)მიწიერი სამოთხე ადამის და ევას საცხოვრებლად დაარსა(ედემის ბაღი).
----- ბიბლიური სამოთხის მდებარეობა მიაჩნდათ ორი მესოპოტამიის (შუამდინარეთის) სათავეებთან: ერთმხრივ ტიგრისა და ევფრატის (მესოპ.1) მეორე მხრივ კი მტკვრის და არაქსის (მესოპ. 2) ოთხივე მდინარე სათავეს გეოგრაფიულად იშვიათი ბუნების ძალიან მცირე მონაკვეთზე იღებს.
("დაბადება", მეორე მოთხრობა)

და კიდევ:
ძველ აღთქმაში (დაბადება I, 10-14) სწერია: @”მდინარე მოედინება ედემას ბაღის მოსარწყავად. მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი. ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა.(არგონავტები რისთვის იყვნენ კოლხიდაში???) მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის ქუშის ქვეყანას, მესამე მდინარის სახელია ტიგროსი; იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ევფრატი.”
წაიკითხეთ ვი9საც არა გაქვთ წაკითხული :
'ქართული რასის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში'
http://www.link.ge/file/323931/Revaz--Gabasvili.rar.htmlგაბაშვილის ნაშრომიც ამას მიუთითებს..............ბაბილონის ოთხი უბნიდან სამს ქართული სახელი ერქვა -ბაბილ, კასრი ,ხილა შესაბამისათ ,ყვავილი, კოშკი. ხილის კალათა.
მთელ ბაბილონის იმპერიას ერქვა "ქარდუხია" ღვთაება ქართუს გამო და საიდანაც მოდის დღევანდელი საქართველოს სახელწოდება-
სა-ქართუ-ელო: ქართუ, ქალდუ, ქალდეა და მარდუ(ჰ)-იც მხოლოთ ერთი და იმავე სახელის განსხვავებული დამწერლობაა.
მთელი რიგი სუმერო -ბაბილონ -ურართუს სახელები, იგივე ქალდეური ქართულშიც მოიპოვება
ურ --სოფელი მესხეთში ურუკ-სოფელი დასავლეთ საქართველოში ლარსა-სოფელი დარიალს ხეობაში კიშ -სოფელი კახეთში. ბაბა -ნუნუ -ევფრატის ძველი სახელწოდება 2000წელი ქრისტე- შობამდე რაც "პურ -ღვინოს" ნიშნავს ამავე ევფრატმა "ჰეროდოტეს მიხედვით"
მიიღო სახელი ალაზანი . ბაბა -ნუნუ და ალაზანი ქართული სიტყვებია.
ბიბლიური თქმულების თანახმად, ადამიანები ბაბილონის გოდოლის შენებას მაშინ შესდგომიან, როცა დედამიწაზე
ერთი ენა არსებობდა.......ეს იმას მიუთითებს რომ დღესაც არსებობს ერთი ცოცხალი ერი.ლიტერატურული ცოცხალი ენით.რომელსაც თავისი ლექსიკონის განძში სემონახული აქვს არამც თუ სუმერო-ბაბილო-ურართული, არამედ სხვა ცოცხალი ერბის გამოთქმები, გრამატიკული კანონები და ფორმები. ეს არის ქართული ენა თავისი იდეალური ანბანით მდიდარი, მოქნილი და ლოგიკურად აწყობილი გრამატიკული წესებითა და კანონებით.
იმავეს ამტკიცებს ზვიად გამსახურდიას „საქართველოს სულიერი მისსია“,
http://www.amsi.ge/istoria/zg/missia.html სადაც ავტორი იშველიებს ისეთ ავტორიტეტებს, როგორიცაა ნიკო მარრი, ივანე ჯავახიშვილი, ჰუმბოლდტი. აქ ნათქვამია, რომ პროტოიბერიული, პელაზგური კულტურა განფენილი იყო მესოპოტამიიდან ესპანეთამდე, ამასვე უკავშირდება მინოსური კულტურაც კრეტაზე და ასევე საინტერესოა ამ თვალსაზრისით ფესტოსის დისკოს გაშიფრვა, რაზეც არსებობს ქმ განყოფილებაში თემა და აღარ ჩავუღრმავდები. თუმცა, ფესტოსის დისკოს წაკითხვას ბევრი თანამედროვე ისტორიკოსი სკეპტიკურად უყურებს. რა თქმა უნდა, არაა უბრალო დამთხვევა, რომ ესპანეთიც იბერიაა. ეს თეორია ასევე მარტივად ხსნის ბასკურის კავშირს ქართულთან. თუნდაც ირლანდიელი პიქტების იბერიული წარმოშობა .............................................................