ბიბლიაში კერძოდ მაგაზე არაა მოწოდება, მაგრამ:
29. რადგან ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისსავე განკითხვას ჭამს და სვამს, რაკიღა ვერ არჩევს უფლის სხეულს. (1 კორ 11:29)
აქ მინიშნებაა რომ უფლის სხეულს პატივისცემა უნდა...
12. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე ვერაფერი დამიმონებს. (1 კორ 6:12)
ესეგი რაც დაგიმონებს ცოდვად უნდა ჩაითვალოს...
18. ერიდეთ სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის მიმართ სცოდავს.
19. ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს? (1 კორ 6:19,20)
აქ მითითებაა რომ სხეულს გაუფრთხილით რადგან უფალმა მოგცათო.

31. ასე რომ, ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ. (1 კორ 10:31)
მემგონი არავინ ფიქრობს რომ ღვთის სადიდებლად სიგარეტის გაბოლება ნორმალურია

მოკლედ მეტს არ დავწერ თორემ გაოფდა თემა
This post has been edited by Lashab on 11 Feb 2009, 16:54