კაი გეტყვიიი
1) ქრისტეს საფლავზე სააღდგომოდ ცეცხლის გადმოსვლა, ოღონდ არ თქვა მანდ შიგნით რარაცას მაიმუნობენო.. რატო რომის პაპმა, გრიგორიანელთა და პროტესტანტთა ეკლეიის წინამძღვრებმა ვერ იმაიმუნეს.. და რაც მთავარია ეს ცეცხლი არ წვავს.. პირადა მე მაქვს გამოცდილი..
2) პირადად მე მაქვს ნანახი ხატს როგორ მოსდის ურიცხვი აოდენობის მირონი, ხატს ვედროები ედგა რომლებიც ივსებოდნენ და ივსებოდნენ.. იმედია ეს სხვისგანაც გექნება გაგონილი..
3) მატყოფის ღვთაების მონასტერში ყოველ კვირა დღეს ამოდის მოხუცი ქალი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს იქ ამოვიდა ინვალიდის სავარძლით და იქიდან საკუთარი ფეხით ჩავიდა, ამ ქალის მონაყოლით ვიცი მე ეს ამბავი, მე პირადად არ შევსწრებულვარ..
4) რუსეთის ტელევიზიით ვნახე ზიარების შემდეგ, გარეთ გამოსულ კაცს ქრისტეს ხორცი შემთხვევით გადმოუვარდა პირიდან, ფუტკრებმა ის აიღეს, ეკლესიის მახლობლად ხესთან შეგროვდნენ და იქ დაასვენეს, ხალხმა რო შეამჩნია ამდენი ფუტკარი ეკლესიასთან მათი გაყრა მოინდომეს და სწორედ მაშინ ნახეს ეს წმინდა ნაწილი, მერეე ცხონებული ალექსი მეორეც იყო იქ მისული და იმ წმინდა ნაწილს პარაკლისი გადაუხადა..
5) და ბოლოს დროების გადაცემიდან გეტყვი ერთ სასწაულს ამ რეპორტაჯს მოიძიებ თუ მოინდომებ, საბერძნეთის ერთ ერთ ქალაქში არის მონასტერი, უდაბნოში.. ხოოდა რომელიღაცა დღესასწაული იყო არ მახსოვს ყოველ წელს შხამიანი გველები ადიან ამ მონასტერში, რომლებიც არავის არ ერჩიან.. ადამიანები ხელში იყვანენ, ეფერებიან მაგამ არაფერს არ უშავებენ. ეს დღესასწაული რომ ჩაივლის მერე ეცლებიან ამ მონასტერს უდაბნოში გადიან და ისევ შხამიან გველებად იქცევიან..
ეს შენ 5 სასწაული რაც ამ ჩვენ დროებაში არის მომხდაი დააა დანარჩენზე არც გავაგრძელებ ლაპარაკს..