მართლა რაჭულად გამომდის, მაგრამ ხან დროს ვერ ვნახულობდი, ხან მავიწყდებოდა, არადა ამ თემაზე ინტერესი ერთერთი ფორუმელის მიერ სიამაყით დადებულმა უსაზიზღრესმა ვიდეომ გამიჩინა.
აღარ მახსოვს ვინ დადო და რომელ თემაში (იმედია ვინმეს გაახსენდება და დადებს), მაგრამ ვიდეოში ერთ-ერთი "სულიერი მამა" საუბრობდა იმაზე, უნდა გადაუხადო თუ არა მღვდელს საფასური ნათლობისთვის, ჯვრისწერისთვის და ასე შემდეგ.
ერთი წუთით დავივიწყოთ, რა ამაზრზენი ფორმით გამოხატავდა ეს ვაჟბატონი თავის მდაბალ აზრებს.
ჩემი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ ის ლანძღავდა ხალხს, რომელიც ცდილობს, რომ მომსახურეობა უფასოდ მიიღოს, როდესაც თვით ღმერთი ამბობს, რომ...
ახლა საქმე რაშია.
კანადაში სამედიცინო მომსახურეობა უფასოა, მაგრამ მე რომ ექიმთან მივდივარ და ფულს არ ვუხდი, საერთოდ არ ვთვლი, რომ უფასოდ მომემსახურა იმიტომ, რომ ჩვენ ვიხდით გადასახადებს (ჩემს შემთხვევაში საკმაოდ სოლიდურს), საიდანაც ფინანსდება ჩემი სამედიცინო მომსახურეობა.
ჰოდა, თუ საქართველოს მთავრობა აფინანსებს საპატრიარქოს, მაინტერესებს, რატომ უნდა გადაუხადოს ადამიანმა მღვდელს მომსახურეობაში თანხა და თუ არ გადაიხდის, რატომ ითვლება ეს უფასოდ მიღებულ მომსახურეობად და მღვდლის გადაგდებად (როგორც იმ ვიდეოში ეს, არათუ მღვდლობისთვის, არამედ უბრალოდ წესიერი ადამიანობისათვის შეუფერებელი სუბიექტი ირწმუნება).
25 მილიონი დიდი თანხა არაა, მაგრამ მაინც.. რაში მიდის ეს ფული?
მოდი, ერთი წამით გავაანალიზოთ ხელფასები.
რიცხვები, რომლებიც დაბლა მიწერია ჩემი ვარაუდებია და გამოკვლევა არ ჩამიტარებია.
ჩემი აზრით, ყველაფერი გადაჭარბებით შევაფასე, მაგრამ მინდოდა მაქსიმუმებით გამომეთვალა.
თუ რომელიმე რიცხვი მეშლება, დიდად მადლობელი დავრჩები თუ გამისწორებთ.
რამდენი მოქმედი ეკლესიაა საქართველოში?
არ ვიცი, მაგრამ მოდი ვეცდები, რომ შევაფასო.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანა მხოლოდ 70 ათასი კვადრატული კილომეტრია (საქართველოს საპატრიარქოს "კონტროლირებადი" ტერიტორია კი ბევრად ნაკლები) და ქვეყანაში მხოლოდ 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, არა მგონია, რომ 100-ზე მეტი მოქმედი ეკლესია გვქონდეს.
ვთქვათ, საშუალო ეკლესიაში ათი ადამიანი (მათ შორის რვაკლას-დამთავრებული სანთლების გამყიდველი) მუშაობს.
თითო თანამშრომელს რომ თვეში ათასი ლარი ქონდეს, ამაზე წელიწადში წავიდოდა 100 * 10 * 1,000 * 12 =12,000,000
ანუ, ბიუჯეტიდან მიღებული თანხის ნახევარი საკმარისი იქნებოდა, რომ ეკლესიის მსახურებს საქართველოში საშუალოზე მაღალი ხელფასები ქონოდათ.
+ არ დაგავიწყდეთ, რომ შემოწირულობებსაც საკმაოდ იღებენ.
ჰოდა, რა უფლება აქვს ვიღაც ვიგინდარას, რომ გაჭირვებულ ადამიანს გადამგდები უწოდოს, თუ მისი მომსახურეობა უკვე სრულადაა დაფარული სახელმწიფოს მიერ?
დათიკოს რომ ვკითხე ხელფასები ამ თანხიდან თუ იფარება მეთქი, არ ვიციო.
იმის გამო, რომ თანხის განკარგვაში გამჭვირვალობა საერთოდ არ არსებობს, რათქმაუნდა, საპატრიარქოს (ან მის ფორუმელ დამცველებს) შეუძლია თქვას, რომ ეს თანხა ხელფასებში კი არა საავადმყოფოებში და სამშობიაროებში მიდის - მიდი და უმტკიცე, რომ არ მიდის, საბუთების და ინფორმაციის გარეშე რას გააწყობ?
აქ კი ზოგზოგი ფიქრობს, რომ თანხას თუ მისცემ, შენ ვინ გეკითხება, რაში იხარჯებაო. მაგრამ არაა რა ეგრე. ასეთი სტილის თანხები, როგორც წესი მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს.
მაგრამ, ამას რომ თავი დავანებოთ, რატომ უნდა უხდიდეს საპატრიარქო თანხას საავადმყოფოს, თუ თავის მღვდლებს ხელფასს ვერ გადაუხდის და ეს მღვდელი გაჭირვებულ ადამიანს, რომელსაც შვილის მონათვლა უნდა, მაგრამ ფული არა აქვს, მათხოვარს და გადამგდებს დაუძახებს?
ჰოდა, ამ შემთხვევაში ვინაა გადამგდები და ვინ არღვევს ქრისტეს ნათქვამს გასამრჯელოს გაცემაზე?
გაჭირვებული ადამიანი, რომელიც არაოფიციალურად დაწესებულ თანხას ვერ იხდის, თუ საპატრიარქო, რომელიც ბიუჯეტიდან მიღებულ მილიონებს ისე ანაწილებს (ვთქვათ, მჯერა), რომ თავის მღვდლებს სამსახურისთვის ხელფასს ვეღარ უხდის?
ისე კი, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოა.
საპატრიარქო რომ ამ თანხებს მართლა საავადმყოფოებში და სკოლებში ხარჯავდეს, ვერავინ დაასწრებდა მათ ასეთი დოკუმენტების გამოქვეყნებას.
მოკლედ, საბუთების გარეშე ამ ლაპარაკს აზრი არა აქვს.
ვთქვათ საქართველოში 50 საავადმყოფოა.
თითოეულს რომ წელიწადში 100 ათასი გადაურიცხო, მხოლოდ 5 მილიონია.
ან რატომ უნდა გადაურიცხოს საპატრიარქომ საავადმყოფოებს ასი ათასი, ჯანმრთელობის სამინისტროა?
მაგრამ იტყვიან, რომ 500-ს ვრიცხავთო და უყარე კაკალი.
ჰოდა, სულ ტყუილად დავხარჯე ამ პოსტინგში ჩემი ძვირფასი დრო, სრული უაზრობაა.
მაგრამ, გულს მაინც მოვიფხან და იმ "მღვდელს" შევუთვლი, რომ მათხოვარი არაკაცია.
აი ასე