აყალბებ მეთქი.
არასწორად წაიკითხე ჩემი დაწერილი

დაბოლებაში ის ვიგულისხმე, რომ ვისაც ბუღალტერია ესმის, მიხვდება, რომ ამ ინფორმაციას პირველადი დოკუმენტების გარეშე ვერ მიაწოდებო.
სხვათაშორის, ბუღალტერია და დებეტ-კრედიტი შემიძლია ისე გასწავლო, რომ პირველადი დოკუმენტი თვალითაც არ დაგანახო და საერთოდაც, გამოგონილ კომპანიებზე და გატარებებზე ასწავლიან ხოლმე ბუღალტერიას.
საქმე იმაშია, რომ თუ არ იქნება კონტროლი, ნებისმიერი პირველადი დოკუმენტის გაყალბება შეიძლება.
საქართველოში ერთ დიდ წარმოებაში ვმუშაობდი ცოტა ხნით.
უცხოელმა ინვესტორმა დააბანდა თანხა და ცდილობდა ახალგაზრდა და საბჭოთა კავშირის დროს არ-ნამუშევარი ხალხი მიეყვანა.
ფულის მოტეხვის ასეთი სქემა გაიშიფრა სულ რამდენიმე კვირაში:
დგებოდა ოქმი, რომ რაღაც გაფუჭებული იყო (ძირითადი საშუალება, მარაგები...) - ხელს აწერდა რამდენიმე თანამშრომელი და ეს ყველაფერი ჩამოიწერებოდა
ორიოდე დღეში ხდებოდა იგივე რამის ვითომ შესყიდვა - ფული მიდიოდა რამდენიმე ბობოლას ჯიბეში.
ცხადია, ფიზიკურად არაფერი იცვლებოდა, მხოლოდ ქაღალდზე.
თუ გინდა სულ დაწვრილებით ჩამოგიწერ ამას ყველაფერს ბუღალტრულად, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ სუფთა გარიგება დგებოდა?
ან, მაგალითად შენ ხარ ჩემი დეიდაშვილი და ჩამოაყალიბე კომპანია, რომელიც კომპიუტერს, რომელიც თავისუფალ ბაზარზე 1,000 დოლარი ღირს, ჩემს კომპანიას 1,500 დოლარად მოყიდის და ჩემი ხარჯები სხვის მიერ ფინანსდება.
როგორ ფიქრობ, გამიჭირდება ამ შეთანხმების ბუღალტრულად გატარება?
ახლა სანამ გიჩხუბია

, გეტყვი, არ ვამბობ საპატრიარქო ასეთ რამეს აკეთებს მეთქი

მაგრამ შენ რაც ატვირთე, არც ის ამტკიცებს, რომ თანხები მიზნობრივად იხარჯება.
ხალხი ამბობს, კონტროლის პალატას საპატრიარქოში არ უშვებენო და შენ თვლი, რომ ეჭვების გასაქრობად ესაა საკმარისი?
საქართველოს საპატრიარქო - 22,800.0
ხარჯები - 17,503.8
სუბსიდიები - 17,503.8
არაფინანსური აქტივების ზრდა - 5,296.2
ისე კი, ალბათ დათიკო მადლობელი დაგრჩება.
ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტს ეძებდა გამწარებული

მეც მადლობელი ვარ

გავიგე, რომ ხელფასები ამ 25 მილიონში არ შედის

მაგრამ ნეტავი სასულიერო განათლების და ხელშეწყობის გრანტი რას ემსახურება და 13.5 მილიონი რაზე დაიხარჯხა 2009 და 2010 წლებში.
* * *
ჰო, ისევ ხელფასებს დავუბრუნდები

რაღაც გამოთვლები ჩავატარე:
ხელფასები 25 მილიონიდან არ ფინანსდებაო
1,000-მდე ეკლესიააო
20 ათასამდე იქნება ეკლესიის მსახურთა რაოდენობაო
ჰოდა, 4 მილიონიანი მოსახლეობიდან 75% თუა მარლთმადიდებელი და რელიგიური, გამოდის, რომ სამმა მილიონმა კაცმა უნდა შეინახოს 20 ათასი "მღვდელი" (პირობითად - მესმის, რომ საეკლესიო მსახური მარტო მღვდელი არაა)
ანუ, 150 კაცმა ერთი მღვდელი უნდა არჩინოს
საშუალო ოჯახი თუ 4-კაციანია, დაახლოებით 36 ოჯახმა (დავამრგვალე - 12-ზე მინდოდა გაყოფილიყო) უნდა არჩინოს ერთი მღვდელი
ანუ, სამმა ოჯახმა უნდა შეინახოს ერთი მღვდელი (და მისი ოჯახი) მთელი თვის განმავლობაში
ახლა, ამ შენახვაში რა შედის, ანუ მღვდლის შემოსავალს აღარ შევაფასებ, რომ კიდევ არ ავცდე, მაგრამ ჩემთვის მაინც საინტერესო იყო ამ ჭრილში ყველაფრის დანახვა
თან მარტო მღვდლის ხელფასები ხომ არაა
+ ახალი ეკლესიების მშენებლობა და ძველების გარემონტება.
ალბათ, აქაც წელიწადში მინიმუმ რამდენიმე მილიონზე ვლაპარაკობთ
სხვა ხარჯები შედარებით პატარაა ალბათ.
ჰოდა, მაგრად მაინტერესებს, მართლა უჯდება საშუალო ქართულ ოჯახს მართლმადიდებლობა წელიწადში რამდენიმე ასეული ლარი ?