#12761171 · 27 Feb 2009, 04:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | რა მოგივიდათ, რამ შეგაშინათ, გავიწმინდოთ ცოტა აზროვნებაში, არა ?!
თუ გინდათ უკნიდან დაიწყეთ მოსმენა, თუ გინდა წინიდან, არსი გასაგებია - გინდ დაეთანხმეთ, გინდ არა,
მაგრამ
ნათელს პოზიციას მაინც მოისმენთ |
ბატონო onavara უკაცრავად აქ რომ გწერთ და გპასუხობთ იმ კითხვაზე,რომელიც პოლიტიკის განყოფილებაში დასვით ყველას მიმართ. იქ მოსაზრების გამოთქმას შევეცადე და არასაკმარისი პოსტების რაოდენობის გამო ვერ მოვახერხე. თქვენ კითხვაზე კი ვერ გავძელი არ მეპასუხა,რომ დუმილი შიშის გამო კი არ იყო გამოწვეული ამ თემასთან დაკავშირებით, არამედ როგორც აღვნიშნე უუფლებობოსა გამო. ხოდა იმის თქმა მინდოდა,რომ ასეთი განსხვავებული აზრი პირველად მოვისმინე და იმისიც,რომ ასეთი აზროვნებას აქ ჩვენთან ქვებით დახვდებიან მიუხედავდ ყბადაღებული დემოკრატიისა.უმალ დამყაყებული, ძველი, კომუნისტური აზროვნების მქონე ხალხს დაუკრავენ ტაშს,ყველანაირი ყოფისთვის მორგებას რომ ცდილობენ,ვიდრე ახლებურს,რომელიც ყოველგვარი მიკერძოების გარეშე პრობლემას აშუქებს და სა საკუთარ თავში გვახედებს და ხსნას და გამოსავალს სააკაშვილის შეცვლაში კი არ ხედავს, არამედ თითოეულის თავის შეცვლაში. ხომ ბრძანებს უფალი ძველ ტიკებში ახალი არ ჩაესხმებაო და იმასაც ბრძანებს თუ რა მოუვა ძველ ტიკებს ჩასხმის შემთხვევაში. ხოდა სრულდება მისი სიტყვები. გამოცვლილ და ახალ ქვეყანას ასე რომ მიველტვით დასავლეთს,მხოლოდ გამოცვლილი ხედვა აშენებს, რომლის მიღებაც ჩვენ არ გვსურს. თუ ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება ღმერთის ნების გარეშე,მაშინ კანონზომიერებაა სამყაროში ყველანაირ მოვლენაში.ხოდა სწორედ იმ ტიკებს ვგავართ ახლის ჩასხმის დროს რომ გასკდა და ძველიც დაიღვარა ახალზე რომ არაფერი ვთქვათ. ხომ გვაქვს პრეტენზია,რომ ქრისტიანები ვართ და თანაც მეოთხე საუკუნეში გაქრისტიანებულნი,კაცი არ მოიპოვება დღეს საქართველოში სულიერი მოღვაწეების ჩათვლით, რომ ეს მიმდინარე პროცესები თეოლოგიური კუთხით გააშუქოს და დაგვანახოს "რა ზნე გვჭირსა". ღმერთი ჩვენთვის მარტო ეკლესიებშია გამომწყვდეული და არაფერში არ ერევა.პრობლემა კი მხოლოდ სხვების დადანაშაულებით არ მოგვარდება ყველაფერი ხან რუსის ბრალი როა და ხანაც ამერიკელის.სიახლე ისე გვაშინებს,ისევ იმ წუმპეში დაბრუნებას ვირჩევთ 70 წელი რომ ვიჯექით და დავანგრიეთ,უფრო მეტიც მივტირით ძველ ყოფას და მთელი ეშხებითაც ვიხსენებთ რა კარგი დრო იყო,ყველაფერი მუქთათ და უზრუნველად რომ გვქონდა.ერთი რამე აკლდა ჩვენს ბედნიერებას-დამოუკიდებლობა და მივაღწიეთ თუ არა ერთმანეთს დავერიეთ. არადა გამოსავალი არის, თუ ღმერთს მოვუხმობთ დასახმარებლად და არა რუსებს და ამერიკელებს , სულ დაპყრობილები კი არ ვიქნებით და ტერიტორია წართმეულები,არამედ მთელს ტერირორიებს დაგვიბრუნებს და იმაზე მეტსაც დაგვაპყრობინებს საკუთარ თავებს რომ დავიპყრობთ ჯერ. ეს გახლდათ ბატონო onavara ჩემი მოკრძალებული მოსაზრება ამასთან დაკავშირებით,რაც იქით ვერ გითხარით. პატივისცემით.
--------------------
The Bible is a compass, pointing you in the right direction.
|