მშვენიერი წერილია

ანუ კეთილი ვინებოთ და საკითხები განვიხილოთ სულიერ პლანზე გადაშლილ რეალობაზე
მივხვდი, მაგრამ გამიჭირდება
არ-არსებულზე საუბარი..
მე უბრალო მეთევზე ვარ, ეგ კი რჩეულთა ხვედრია...
ღვთის წყალობით საკმარისად არიან ფორუმზე გნოსტიციზმ/ეზოთერიკოსები რომლებთანაც - როდესაც დრო მქონდა - დიდი სიამოვნებით ვურთიერთობდი.
ძალიან საინტერესოა. იმედია მეც შემოგიერთდებით ხოლმე.
უფალმა დაგლოცოთ ძვირფასო.
p.s. რაც შეეხება
თომა აქვინელს, ვისაც აინტერესებს -
ჩემი ზედა წერილის(პოსტის) დაწერის დროს ნაკლებ ინფორმაციას ვფლობდი.
ამ დღეებში ზევით დადებული ნაშრომის ''CONTRA ERRORES GRAECORUM'' (ბერძენთა ცდომილების წინააღმდეგ)
პროლოგისა და ეპილოგის გაცნობა გადავწყვიტე,
რადგანაც ძალიან დამაინტერესა გაჩენილმა კითხვებმა (ზევით დავსვი)
ისე დაწვრილებით და იმდენს წერს სწორედ ჩემს შეკითხვაზე, რომ
თითქმის ყველაფერი გასაგებია - უმეტესობა მაინც.
თავად აქვინელი არ ენდობოდა თარგმანებს რომლითაც სარგებლობდა,
როდესაც პაპმა ეს დავალება მისცა....
სევდიანი ისტორიაა.
თავის საქმეში ძლიერი პიროვნება და მასწავლებელია;
სხვის საქმეში კი - ვერ ... ან არ გაწია