მაგ სახელების დარქმევა სუფთა მარკეტინგის მომენტია და მეტი არაფერი, გინდა ქუჩაში იყიდებოდეს და გინდა ინტერნეტ
საიტზე ნახოთ რეცეპტი, თუ ლამაზად გაფორმებული და გინდა სახლში გააკეთოს ვინმემ.
სიტყვაზე, მე თუ კარტოფილს ჩავშუშავ მწვანილებში და ამას ჩაქაფულს დავარქმევ, არ ნიშნავს, რომ ჩაქაფულს ვჭამ, მოხარშულ
კარტოფილს ვჭამ და მეტი არაფერი

ანდა სხვადასხვა ბოსტნეულს ავურევ ერთმანეთში და შევწვავ, რეალურად შემწვარ ბოსტნეულს ვჭამ
და არა კატლეტს. მაკარონს მოვხარშავ და ტომატს მოვასხამ, რეალურად მაკარონს და ტომატს ვჭამ და არა სპაგეტის
თუ ადამიანს ძალიან უყვარს ხორცი, "კარტოფილის ჩაქაფული" მას ამ ხორცს ვერანაირად ვერ შეუცვლის და ვერც ხორცის ჭამით განცდილ
სიამოვნებას მიიღებს ამ კარტოფილის ჩაქაფულის ჭამით.
რაც არ უნდა ერქვას ამა თუ იმ კერძს, ის რეალურად არის უბრალოდ ლობიო, სოკო, კარტოფილი ან სოიო (ან სხვა ბოსტნეული). მორჩა.
მთავარი აქ ისაა, რომ არ უნდა ჩაიციკლო საჭმელზე და მუდმივ საზრუნავად არ გაიხადო, თუ რა უნდა ჭამო.
სანამ ეკლესიურობა და მარხვა "მოდაში" შემოვიდოდა, მანამდეც ჭამდა ხალხი იგივე პროდუქტებს, ხან შემწვარს და ხან მოხარშულს,
უბრალოდ ახლა გახდა ეს ასე აფიშირებული და კვების ობიექტებმაც მოიგონეს ხალხის მოზიდვის ხრიკები. შუადღეს სამსახურიდან
შესვენებაზე რომ გახვალ ადამიანი და ლობიანს შეჭამ, რა მნიშვნლეობა აქვს, ამას "ლობიანი" ერქმევა თუ "ლობიურმა" (მაგრად გამეცინა ამ სახელზე

),
სინამდვილეში ლობიო და ცომია ხო? რომ გაიგოთ, რომ მომარხულემ ლობიო ჭამა, რეაქცია არ გექნებათ და რომ გაიგოთ, რომ ლობიურმა ჭამა,
გაკიცხავთ

(მე პირადად გარეთ არ ვჭამ არცერთს, დედაჩემის ან დედამთილის მიერ გამომცხვარ ლობიანს ვჭამ მარტო).
არავის არ მოეთხოვება თვითგვემა და წყალსა და პურზე ყოფნა, ჩვეულებრივ ხალხს ვგულისხმობ.
ისე, ეს საკვებზე არჩაციკვლა და არანაყროვანება არასამარხვო პერიოდშიც ასე უნდა იყოს
ეგ ყველაფერი თვითეულ ინდივიდზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს. აფიშირება არ უნდა გააკეთო და არ უნდა იყვირო,
რომ მარხვაზე ხარ. ჩუმად უნდა მიხედო საკუთარ კუჭს

ისე, მარაზმული გადახრები ძირითადად ახალ დაწყებულ მომარხულეებს ემართებათ ხოლმე (ყველას არ ვგულისხმობ და იმედია საკუთარ თავზე არ
მიიღებს არავინ), რასაც დავაკვირდი. წლების განმავლობაში ვინც ეკლესიურად ცხოვრობს და მარხულობს, ისინი არასოდეს არ ლაპარაკობენ ამაზე,
საერთოდ არ აქცევენ ამას ყურადღებას. და ეს ბუნებრივიცაა.
მოკლედ, ვისაც წაკითხვა დაეზარა, ჩემი პოსტის მოკლე შინაარსი ის არის, რომ არა აქვს მნიშვნელობა, მარხვაა თუ არა, ასევე საკვებს რა ერქმევა, მთავარია
ზომიერება ყველაფერში და სულ სხვა ფასეულობებზე ფიქრი.
This post has been edited by Breaky on 21 Mar 2009, 16:12
გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ (c) მარკ ტვენი
--
Калории-это такие мелкие пакостники, которые приходят ночью и ушивают твою одежду.
--
un-bee-lievable