თუ თქვენ მხოლოდ იესო ქრისტეს ისტორიული პიროვნების მტკიცებულებებს ეძებთ მემგონი ეს ძალიან ადვილია.
უფრო რთულია როცა საქმე ეხება იმის რწმენას და იმის მტკიცებას, რომ იესო ქრისტე იმავე დროს ღმერთიც იყო.
მეცნიერულ გამოკვლევებზე რა გითხრა ჩემო ვოლფსპელლ, იესო ქრისტე აქცენტს რწმენაზე აკეთებს.
უნდა ვირწმუნოთ მისი და მისი სიტყვის. ჭეშმარიტების ძებნის სიყვარულია საჭირო სანამ რაიმეს ძებნას დავიწყებთ.
თუ ჩვენ იმ თავითვე გვინდა რომ დავამტკიცოთ მისი არ ასებობა, ალბათ ძალიან ბევრ ფაქტებს მოვძებნით დღევანდელ დღეს ამის გასამაგრებლად.
მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია,თუ რატომ ვსვავთ ესე საკითხს და რატომ ვუდგებით ამ საკითხს ესეთი კუთხით.
მიუხედავად ზემორე შესავალისა, აი ზოგიერთი ფაქტი რომელიც დაგვეხმარება ობიექტურად გავცეთ პასუხი ამ თემაში დასმულ
შეკითხვაზე:
http://en.wikipedia.org/wiki/Historical_Jesus1. ქრისტეს დაბადებიდან ახალი წელთაღრიცხვის დაწყება.
2. თითქმის მთელი მსოფლიო აღნიშნავს ქრისტიანობის ორ დიდ დღესასწაულს.(რომლის დროსაც ყველა ათეისტების ჩათვლით, სხვადასხვანაირად სიამოვნებით ისვენებს ყოველდღიური შრომა და ჯაფისაგან)
3. ბიბლია(რომელიც იესო ქრისტეზეა დაწერილი) ყველაზე მეტი ტირაჟით გამოცემული წიგნია მსოფლიოში,რომელიც 5000 ენაზეა ნათარგმნი.
4. იესო ქრისტე ის პიროვნებაა, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა კაცობრიობის ისტორიულ განვითარებაზე.
5. 2 მილიარდი ქრისტეს მიმდევარი(ჭეშმარიტი თუ არა ჭეშმარიტი) დღევანდელ დღეს.
6. ამ პიროვნებაზეა დაწერილი იმდენი მასალა(ეს თემაც ამისი კარგი დადასტურებაა), რომელიც არ დაწერილა არცერთ სხვა პიროვნებაზე.
7. ისტორიკოსები როგორიც იყვენენ იუდაველი ფლავიუსი (94 წელს ახალი წელთაღიცხვით) , ტაციტუსი (114 წელი) წერენ და გვაწვდიან ინფორმაციას მის შესახებ.
ნუთუ შეიძლება ამდენი რამე დაკავშირებული იყოს არა რეალურ პიროვნებასთან, ან მოგონილ ფიქტიურ გმირთან?უბრალოდ ძალიან ბევრს არ ასვენებს იმის აზრი და კითხვა, რომ ვაიდა მართალია რასაც იესო ქრისტე ამბობს,ის რომ ერთ დღეს ყველა წავრდგებით მის წინაშე.მდიდარი თუ ღარიბი,მცოდნე თუ არა მცოდნე, პრეზიდენტი თუ პატრიარქი,მოდერატორი თუ უბრალო იუზერი რათა ყველამ პასუხი ვაგოთ და ანგარიში ჩავაბაროთ მას ჩვენი მიწიერი ცხოვრების შესახებ.
პ.ს. ეს რაც უცბად მომივიდა თავში იმედია სხვა იუზერები უფრო მეტად გაამაგრებენ ჩემს პოზიციას.
This post has been edited by jbakur on 12 Mar 2009, 21:54