ElGeorgia
17 Mar 2009, 22:45 ] ჩემთვის მისი წიგნის წაკითხვა შოკი იყო. დადებითი შოკი.
ეს ადამიანი თავისი წიგნით პირაპირ უპირისპირდება ქართულ ეკლესიაში ფესვებგადგმულ უსამართლობას და პირდაპირ ურტყავს მახინჯ აზრებს, გაუკუღმართებულ ფსევდო ქრისტიანობას.
რამდენიმე ფაქტი წიგნის შესახებწიგნს გამოსვლისთანავე ბევრი მტერი გამოუჩნდა, რადგან ის პირდაპირ ურტყავდა თბილ ადგილზე მოკალათებულ "მღვდლებს". წიგნის გაყიდვა აიკრძალა ეკლესიებში, მიზეზით თითქოსდა მასში გატარებული აზრები მავნებელი იყო ქრისტიანებისთვის. მაგრამ წიგნი მალულად იყიდებოდა დახლებსქვემოდან, მასზე დიდი მოთხოვნილების გამო. ამის შემდეგ მამა გიორგის აუკრძალა მსახურება ვინმე მეუფე კალისტრატემ, რათა ადამიანებს არ ჰქონოდათ მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს აკრძალვა არ იყო პატრიარქთან შეთანხმებული, იყო თვითნებურად მიღებული და ზეპირად, დოკუმენტურად დაუდასტურებელი. მას ემუქრებოდნენ, რომ "თუ არ მოეშვებოდა გაზეთებში წერას", ცუდად წაუვიდოდა საქმე.
მოგვიანებით, პატირარქის საქმეში ჩარევის შემდეგ მას აღუდგინეს მსახურების უფლება. წიგნის სათაურია "ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი". გამოვიდა მეორე წიგნიც მის შესახებ, თუ არ მეშლება სახელი უნდა იყოს "მამა გიორგი". ამ ცოტა ხნის წინ კი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს პირველი წიგნის შემდგენელი ქალბატონი.
წიგნში გატარებული აზრებიბევრ ადამიანს აქვს გული აცრუებული ტაძრებში გამეფებული ფარისევლების შემყურეს; და რაც ყველაზე უარესია, მათ დააკანონეს ეს ფარისევლობა და ვინც ხმას ამოიღებს, ყველანაირად, მათ შორის ფიზიკურადაც უსწორდებიან მას.
წიგნში გამოთქმული სიტყვები ლოგიკურად აცამტვერებს ასეთ ასეთ დაკანონებულ უსამართლობას.
რამდენიმე გამორჩეული სიმახინჯე, რომლებსაც წიგნი ურტყავს
მართალი სიტყვით.
№1. "მღვდლის განსჯა არ შეიძლება"შეიძლება და მერე როგორ! სახარების სიტყვები "ნუ განსჯი და არ განისჯები" ფარისევლებმა თავის სასარგებლოდ მოირგეს, არადა ეს სიტყვები მათ არ ეხებოდათ. სხვისი განსჯა არ შეიძლება თორემ, "შავზე რომ თქვა შავიაო, ეს შეიძლება! ცუდი მღვდელი თავსაც იღუპავს და მრევლასაც ღუპავს". ბრმა მეორე ბრმას ვერ გაუძღვება წინ, ორივენი თხრილში ჩაიჩეხებიან. როცა მღვდელი არ ვარგა, ეს ხმამაღლა უნდა უთხრა მათ, ვისზეც გული შეგტკივა, თორემ არასწორ გზაზე დააყენებს. როცა მღვდელი ცუდია და საერთოდ ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას, ქრისტიანი ვალდებულიცაა სხვას უთხრას ეს.
ერთ კაცთან ყოველდღე მიდიოდნენ ადამიანები და ის საკვებს აძლევდა მათ. მაგრამ შენ დაინახე რომ ეს კაცი საშინლად დაბინძურებული ხელებით ამზადებდა საჭმელს და ხალხს ისე აჭმევდა, გააგებინებ თუ არა მათ ამის შესახებ? თუ გულდამშვიდებული უყურებ როგორ მოიწამლებიან ისინი? მავანნი იტყვიან "ღმერთი მიუზღავს", სინამდვილეში კი ადამიანები იწამლებიან, ქრისტიანი ვალდებულია გააგებინოს მათ.
№2. "ვარდს ყველა მღვდლის ხელში თანაბარი სურნელი ასდის"ეს მონაჩმახი სავარაუდოდ ცოდვილ მღვდლებს ეკუთვნის. მისი "მორალი" ის არის, რომ ხალხმა თვალი დახუჭოს მის ცოდვებზე.
"ასეთი მღვდლისგან მადლი არ გადმოდის, რადგან მისი სული ყარს".
№3. "თუ მოძღვარს შეიცვლი, ღმერთი დაგსჯის"მოძღვარი ისეთუ უნდა იპოვო, რომელთანაც ყოფნა შენს გულს სიამოვნებს. თუ მასთან ყოფნისას შფოთი და მოუსვენრობა გეუფლება და ვერ ჰპოვებ სულიერ სიმშვიდეს, როგორღა გაგიძღვება ის წინ? ეძებეთ ისეთი მოძღვარი, რომელიც თქვენთვის ყველაზე ახლობელი იქნება. "ფარისევლებს როცა უყურებთ, მათგან თითქოს იფრქვევა სიბრძნე და განსწავლულობა, მაგრამ სულიერად კი სიცივეს გრძნობთ. ნამდვლი მღვდელთან კი თქვენ სულიერად მშვიდდებით".
საბოლოოდ როცა უღირსს საერთოდ შემოეფანტება მრევლი, იქნებ მერე მაინც მიხვდეს და შეეშვას ამ საქმეს, საქმეს, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს.
ეს სამი ადგილი გამოვარჩიე განსაკუთრებულად, რადგან ეს სიტყვები შეიძლება სახეში ააფარო იმას, ვინც გაზეპირებული ფრაზებით საუბრობს. წიგნში კიდევ ბევრი სიმართლე წერია, რომელის კითხვისას გულს მეფონებოდა. ყველას გირჩევთ იშოვოთ და წაიკითხოთ.
ცოტა რამ მამა გიორგის შესახებ.
ის მსახურობს მოწამეთაში. იყო ბერი გაბრიელის მეგობარი; ბერ გაბრიელს მან მიაწოდა ასანთი, როცა მან პარადზე ლენინის დიდი პლაკატი დაწვა.
ის თავისი მართალი სიტყვის გამო ორჯერ მოწამლეს.
იფიქრეთ ამ სიტყვებზე, იმსჯელეთ და გაავრცელეთ მართალი სიტყვა, რომელსაც ასე ჩქმალავენ.
___________________________________________________________
მე მაქვს მამა გიორგის წიგნები წაკითხული და ესეთი რაღაცეები არ წერიათქვენ საიდან მოგაქვთ ეს ნაწერები რომელწიგნიდან?
This post has been edited by lomi86 on 25 May 2012, 17:10