ბერძნული ხალხური ლეგენდის (მითის) მიხედვით, საბერძნეთის კუნძულ კეფალონიაზე თურქი მეკობრეების შემოსევისგან თავდასაცავად, მონასტრის დედები შეევედრნენ ღვთისმშობელს დაეცვა ისინი თურქთაგან გაუპატიურებას.. ლეგენდის თანახმად უფალმა თურმე მონაზვნები გველებად გადააქცია...
ეს ერთი ვერსია...
მეორე ვერსიის თანახმად, უფალმა მონაზვნები კი არ გადააქცია გველებად, არამედ... დედები ევედრნენ ღვთისმშობელს და მოხდა საოცრება, აგრესიული გველები შემოერტყნენ მონასტერს და დაიცვეს მეკობრეთა შემოტევისაგან.
უფალმა მის მსგავსად და ხატად შექმნილი ადამიანი რომ გველებად გადააქციოს, ეს უდიდესი მკრეხელობა და სრულიად უცხოა ქრისტიანული რელიგიისთვის!
ადამიანის რაიმე ცხოველად გადაქცევა, მით უმეტეს ღმერთმა მონაზონი გველად გადაქციოს, გველი რომელიც ბიბლიურად სატანის სიმბოლოა....
ეს გადმოცემა როგორც სასწაული, არ არის შეტანილი სასწაულთა კანონიკურ წიგნებში. ამ მოვლენას არა აქვს ეკლესიური შეფასება მინიჭებული და არ არის შეტანილი სასწაულთა საეკლესიო კანონიკურ წიგნებში.
თუმცა ამ გადმოცემას დაუკავშირეს ის ფაქტი, რომელიც ხდება საბერძნეთში კუნძულ კეფალონიაზე...
ზოგიერთი სასულიერო პირის და მრევლის გადმოცემით, მარიამობას გველები თავისით მოდიან ტაძარში და ემთხვევიან/თაყვანს სცემენ ღვთისმშობლის ხატს...
ანუ გველების მონასტერში ვიზიტი დაკავშირებულია იმ გადმოცემასთან, რომლის თანახმადაც ღმერთმა აგრესიული გველები მოავლინა მონასტრის თურქთაგან დასაცავად...
გველები, რომლებიც "თავისით მოდიან" თურმე ტაძარში, ეგრევე უვნებელნი ხდებიან და ადამიანებს თავს არ ესხმიან, მაგრამ როგორც კი გავლენ ტაძრიდან ეგრევე საშიშნი ხდებიან და აგრესიულები.
მაგრამ, რეალობა სულ სხვაა!
გველის სახეობა, რომელიც ამ ტაძარში "თავისით მოდის", ამ სახეობას ქვია TELESCOPUS FALLAX, რომელიც შხამიანია მაგრამ ადამიანს ვერ კბენს ისე აქვს კბილები განლაგებული პირის ღრუში, ვერ დაგესლავს ადამიანს და ამიტომაც არაა ადამიანისთვის საშიში, არც ეკლესიაში და არც მის გარეთ
http://en.wikipedia.org/wiki/European_cat_snake "The snake is a venomous species, but it is considered no threat to humans because it is rear-fanged and does not possess the ability to deliver the venom to humans"
ტაძარში "უვნებელი გველების" სანახავად უამრავი ტურისტი ჩადის, რომ თავად ნახონ და დარწმუნდნენ კეთილი გველების შესახებ.
ალბათ რთული მისახვედრი არაა ის, რომ უამრავი ტურისტის მოსაზიდად გველები არა თავისით, არამედ თავად ადგილობრივებს ან ეკლესიის მმართველებს მიჰყავთ ტაძარში...
და რა ხდება ამ დროს ეკლესიაში?
გველები დასრიალებენ ხატებზე...
და ხდება ისეთი რამ, რაც სრულიად უცხო და მიუღებელია ქრისტიანული ეკლესიისთვის: ამ გველებს ემთხვევიან ადამიანები და კოცნიან, გველებს ადებენ ადამიანებს თითქოს ისინი კურნავენ ხალხს... და ეს ყველაფერი ხდება ტაძარში
რაიმე ცხოველის და მით უმეტეს ქვეწარმავალის თაყვანისცემა ეკლესიაში, ეწინააღმდეგება ქრისტეს ეკლესიის სწავლებას და მსგავსი რამ არასდროს დადგენილა ეკლესიაში!
აქ დააკვირდით, ეპისკოპოსს წირვაზე გველი ხელში უჭირავს და პანაღიაზეც ჰყავს დასმული, ამგვარი ფაქტიც სრულიად უცხო და მიუღებელიცაა ქრისტეს ეკლესიის ტრადიციისთვის
http://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=hVQYRZbbg7s This post has been edited by მამა-ჯეMალი on 1 May 2012, 02:17