D-zineმარტო ერთი თემა არაა, გაბნეულია ამ განყოფილებაში, მაგრამ მხოლოდ მათთან საუბრები ცხადია არ ყოფილა გადამწყვეტი, სხვა ბევრმა ფაქტორებმაც ითამაშა ქვეცნობიერი როლი, ეხლადა ეხლა უკეთ ვაცნობიერებ.
რამდენიმე ძირითადის გამოყოფა შეიძლება:
1. რომაულ-ლათინური წესი და ტრადიცია სერიოზულად მომხიბლველი აღმოჩნდა ჩემთვის. იგულისხმება წირვაც.
2. ჩემთვის უპირატესი აღმოჩნდა კათოლიკური ეკლესიის სწავლება და დოგმატიკა, მას შემდეგ როდესაც გადავხედე და შედარებები მოვახდინე. თუმცა სულაც არ ნიშნავს რომ მართლმადიდებლობას რაიმეთი ვაკნინებ.
3. ორი დღით არ ვარ აქ, შვილები მყავს და შესაბამისად სულაც არ მაქვს სურვილი ესენი გაიზარდნონ როგორც ტრადციით მართლმადიდებლები და სინამდვილეში ათეისტები, როდესაც საქართველოში ჩასვლისას ეკლესიაში შესვლით და სანთლის დანთებით დაკმაყოფილდებიან მხოლოდ. ჩემთვის დეკლარირებულ და სუფრაზე განცხადებულ მართლმადიდებლობაზე ძვირფასი ცოცხალი ქრისტიანობაა და ვიპოვე კიდეც.
4. იმდენად დიდი შოკი იყო შორიდან დანახული დღევანდელი მდგომარეობა ზოგადად მართლმადიდებელი ეკლესიებისა, ერთმანეთში სრული ქაოსი, გაურკვევლობა, შეუთანხმებლობა უამრავ საკითხებში, არაორგანიზებულობა, რომ სერიოზულად შემაცბუნა. საქართველოში ეს ყველაფერი არ ჩანს, ანუ რა ხდება ზოგადად მართლმადიდებელ სამყაროში, აქედან ჩანს და არც თუ ძალიან სასიამოვნოდ.
5. მე არ ვარ წვრილმანებს გამოკიდებული, ყველა მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურად (საქართველო არაოფიციალურად გმობს), აღიარებს კათოლიკური ეკლესიის მადლმოსილებას და ცხონების შესაძლებლობას, შესაბამისად მე როგორც ქრისტიანს მთავარ მიზნად ჩემი სულის ცხონება მაქვს და არა დოგმატებში განსხვავებების ქექვა, ამიტომ როგორც უწინ იყო, ისე მოვიქეცი, ბიზანტიური წესიდან, რომელსაც დღეს ბერძნულ-სლავური ჰქვიან, გადავედი რომაულ-კათოლიკურ წესსზე.

ესაა სულ ძალიან მოკლედ.