forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ეპისკოპოსი ქრისტეფორე, წამალაიძე 9 აპრილი....
მამა-ჯეMალი
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8320
წევრი No.: 54170
რეგისტრ.: 23-February 08

გამოგზავნილია: 9 Apr 2009, 05:00  #13300176      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
9 აპრილს სიმბოლურად გავხსენი მეუფე ქრისტეფორეზე თემა...

ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე მონაწილეობდა 1989 წლის 9 აპრილის მანიფესტაციებში და შიმშილობდა, აგრეთვე მონაწილეობდა 9 აპრილამდე მოწყობილ მანიფესტაციებში საქართველოს საბჭოთა კავშირიდან განთავისუფლების მოთხოვნით და საერთოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოზრაობაში. პატრიარქ ილია II-ს არც მანიფესტაციებში მიუღია მონაწილეობა და არც სიტყვით უჭერდა მხარს მათ.... 9 აპრილს კი ილია II საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გამოძახებით მივიდა (და მათი ავტომანქანით) მიტინგზე და ხალხს მოუწოდა დაიშალეთო. დარბევა რომ დაიწყო პატრიარქი უბრალოდ გაიქცა.... დღეს კი ეპისკოპოსი ქრისტეფორე გაგდებულია ეკლესიიდან და დევნილია, ხოლო პატრიარქი ილიაII 9 აპრილის დარბევის მსხვერპლთა პანაშვიდებს იხდის პარლამენტის წინ. ქართულმა საზოგადოებამ უსამართლოდ დაივიწყა ეპისკოპოსი ქრისტეფორე და მისი გმირობა საბჭოთა პერიოდში. ეკლესიამ კი უსამართლოდ დევნა იგი....
----------------------------------------------------


საპატრიარქოს კანცელარია
# 178 17.07.2001წ.
ტელ: 98-95-40
იოანე გოგუა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სინოდს
ასლი: საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელს
ეპისკოპოს ქრისტეფორეს წამალაიძის


პ რ ო ტ ე ს ტ ი

(“საპატრიარქოს უწყებანი”-ს 2001 წლის 7-13 ივლისის #27-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის გამო)


მე, ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე) მრავალი წლის მანძილზე პირნათლად ვემსახურები ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს. არ დამიზოგავს ძალა და ღონე, რათა ჩემი მწირი შეძლებისამებრ იოტის ოდენით მაინც ავამაღლო მისი ღირსება და სახელი, სადაც კი მიხდება ყოფნა. სანაცვლოდ ამისა 1981 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს არაეროვნული ორგანოებისაგან და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მოკალათებულ არა ეროვნულ სასულიერო პირთაგან, წილადმხვდა ყოველგვარი დევნა-შევიწროება. მიუხედავად ამისა, მე არც ერთხელ არ გამომითქვამს არც უკმაყოფილება და არც აღშფოთება ასეთი ჯერ არ სმენილი და არ ნახული უსამართლობის გამო, რაც გამოიხატა ჩემს ეპარქიებსა და ბოლოს კი ჩემს სამყოფელშიც შეიარაღებულ პირთა (სამღვდელოების თანხლებით) შემოჭრით და უსასტიკესი მუქარით, ამან მაიძულა წმ. სინოდისთვის გადამეცა მამხილებელი საბუთები, რომლებზეც აქამდე მთელი ამ ხნის მანძილზე არავითარი რეაგირება არ მოახდინა საპატრიარქომ. ამის მერე სხვა გზა აღარ დამრჩენოდა გარდა იმისა, რომ დროებით გავცლოდი ჩემს საყვარელ სამშობლოს.
ამჟამად, ჩემდა გასაოცრად და გასაკვირად, კვლავ წამოემართა ჩემსკენ ყოვლად უსაფუძვლო ათვალწუნების მღვრიე ტალღები, საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემს მიმართ საჯაროდ გამოითქვა სინოდის მუქარა. სინოდისათვის მე არ მიმიცია მიზეზი. მუქარისათვის უმცირესიც კი. ვაცხადებ მტკიცე პროტესტს ამა ყოვლისა გამო. დაბეჯითებით და კატეგორიულად მოვითხოვ ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს ჩემი სახელის აგრე უაზრო და უმიზეზო წაღმა-უკუღმა ბრუნებას. მითუმეტეს, რომ 1999 წლის 2 თებერვალს სინოდის მიერ შექმნილმა კომისიამ წამომიყენა ერთადერთი, ეგრეთწოდებული ბრალდება, ჩემი საზღვარგარეთ გამგზავრების გამო. კომისიის მიერ გამოტანილ დასკვნაში ჩემი გამართლებაა გამოტანილი და იგი თქვენს ხელთაა (ეს დასკვნა). ეს დასკვნა თქვენ გადმოგეცათ 2000 წლის 23 ივნისს და თქვენს კანცელარიაში გატარებულია 351 ნომრით. აქვე დავსძენ, რომ Mმთელი ჩემი სასულიერო მოღვაწეობის მანძილზე მე ეკლესიის მმართველობისგან არასოდეს არ მიმიღია მცირე შენიშნვნაც კი.
სამშობლოში დაბრუნებისთანავე 1998 წლის 18 აპრილს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსა და წმიდა სინოდის სახელზე გავაგზავნე წერილი, თუმცა არც კთოლიკოს-პატრიარქმა და არც წმიდა სინოდმა პასუხი არ გამცა წერილზე და არც გასაუბრებისთვის გამომიძახა. მეორე წერილი გავაგზავნე 1998 წლის 10 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოს, მაღალყოვლად უსამღვდელოეს იობის სახელზე. არც ამ წერილზე გამეცა პასუხი. მესამე წერილი გავაგზავნე 1998 წლის 20 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმიდა სინოდის სახელზე, არც ამ წერილზე გამეცა პასუხი.
წმიდა სინოდმა დანიშნა კომისია მაღალყოვლადუსამღვდელოეს კონსტანტინეს (მელიქიძე) თავმჯდომარეობით. კომისია ჩატარდა 1999 წლის 2 თებერვალს ქ. ზესტაფონში. კომისიას ნათლად აუხსენი ჩემი უცხოეთში გამგზავრების შესახებ მიზეზი. კომისიის წევრებთან იყო გულთბილი საუბარი შემპირდნენ, რომ კომისიის დასკვნას დაწერდნენ და გადმომცემდნენ. სატელეფონო საუბრით რამოდენიმეჯერ ვთხოვე კომისიის თავმჯდომარეს გადმოეგზავნათ ჩემთვის კომისიის დასკვნა, მაგრამ მისი გამოგზავნა ხუთი თვის მანძილზე ვერ მოახერხეს. ივნისის თვეში 1999 წელს, ჩავედი კომისიის თავმჯდომარესთან და მოვითხოვე დასკვნა, მითხრა ჯერ არ გამიკეთებია დავწერ და გამოგიგზავნითო. ამ დღიდან გავიდა კიდევ ათი თვე და დასკვნა მაინც ვერ მივიღე. ისევ ჩავედი ზესტაფონში 2000 წლის მარტის თვეში და ისევ მოვთხოვე დასკვნა. მიტროპოლიტმა მითხრა კათოლიკოს-პატრიარქი გადაწყვეტს თქვენ საკითხსო და გადმომცა ათი კითხვა კომისიის მიერ შედგენილი, რასაც იქვე გავეცი პასუხი. ამ კითხვარებზე პასუხები გადავეცი იმავე დღეს 2000 წლის 27 მარტს. კითხვარებს გაეცნო მიტროპოლიტი და რეზოლუცია დაადო 2000 წლის 29 მარტს. მითხრა წაბრძანდით თქვენ და დასკვნას ხვალე გამოვატან ჩემს მორჩილსო. ამის შემდეგ გავიდა ორთვენახევარი და არც წერილი მომსვლია და არც მორჩილი. 2000 წლის 12 ივნისს წერილობით მივმართე კომისიის თავმჯდომარეს. და მან დაწერა დასკვნა ათი კითხვარის მეოთხე ფურცელზე და გადმომცა. დასკვნაში ჩემი გამართლებაა მოცემული. დასკვნა უნდა განეხილა წმიდა სინოდს, მაგრამ სინოდმა 2000 წლის 14 ივნისიდან არ განიხილა დასკვნა და არც მე გამომიძახა გასაუბრებისათვის.
ჩემი პირველი წერილის გაგაზავნიდან 1998 წლის 18 აპრილიდან გავიდა დღემდე 39 (ოცდაცხრამეტი) თვე.
კომისიის ჩატარებიდან დასკვნის მოცემამდე 28 (ოცდარვა) თვე და დასკვნის გაგაზავნიდან დღემდე გავიდა 39 ოცდაცხრამეტი) თვე და ამ ხნის განმავლობაში არც საპატრიარქოში და არც სინოდის სხდომაზე არ გამოუძახებივარ და არც წერილობით და არც უშუალოდ არავის პასუხი არ გაუცია ჩემთვის.
პირიქით საპატრიარქო ყოველნაირად ცდილობს ჩემი სახელისა და ავტორიტეტის შელახვას ხალხში.
თუ კი ჩემს წინააღმდეგ არ შეწყდება ასეთი მოქმედება, მაშინ თავს უფლებას მივცემ, საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინო ჩემს ხელთ არსებული ჩემი სამართლის დასტურმყოფელი მრავალი დოკუმენტი, რაც ფრიად არა საკეთილო აღმოჩნდება ჩემს აგრე უმართებულოდ და უმიზეზოდ ავის მოსურნეთათვის.


4(17) ივლისის 2001 წელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე

This post has been edited by მამა-ჯეMალი on 9 Apr 2009, 05:01
ჯვაროსანი
Casus belli


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1914
წევრი No.: 87765
რეგისტრ.: 30-March 09

გამოგზავნილია: 9 Apr 2009, 05:23  #13300270      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
მამა-ჯეMალი

ნუ ქრისტეფორე წამალაიძეზე ეხლა აქ საუბარი არ ღირს, აზრი არ აქვს. გერმანიაში რომ იყო წასული ისიც დაწეროს მოხსენებაში, რას აკეთებდა იქა.

ეს ჯანდაბას, მაგრამ აი ეს:

QUOTE
პატრიარქ ილია II-ს არც მანიფესტაციებში მიუღია მონაწილეობა და არც სიტყვით უჭერდა მხარს მათ.... 9 აპრილს კი ილია II საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გამოძახებით მივიდა (და მათი ავტომანქანით) მიტინგზე და ხალხს მოუწოდა დაიშალეთო. დარბევა რომ დაიწყო პატრიარქი უბრალოდ გაიქცა.... დღეს კი ეპისკოპოსი ქრისტეფორე გაგდებულია ეკლესიიდან და დევნილია, ხოლო პატრიარქი ილიაII 9 აპრილის დარბევის მსხვერპლთა პანაშვიდებს იხდის პარლამენტის წინ. ქართულმა საზოგადოებამ უსამართლოდ დაივიწყა ეპისკოპოსი ქრისტეფორე და მისი გმირობა საბჭოთა პერიოდში. ეკლესიამ კი უსამართლოდ დევნა იგი....


სადმე 1 გრამი სინდისი დაგრჩა?! ღირსება აღარ გაქვს საერთოდ? რეებს წერ? რა მანიფესტაციებში? უნდა ეშიმშილა პატრიარქს? შიმშილობა რა არის საერთოდ აზრზე ხარ? და თანაც როდესაც ეპისკოპოსი დაიწყება ამას თუ დაფიქრებულხარ რას ნიშნავს??

არავინ არაა გაგდებული, თავად გაიგდო თავი, საკუთარი სურვილითა და ნებით. ეგ ერთ-ერთი მოთავე იყო ზვიადის წრეში, ეკლესიაში ბუნტისა.

ამით არაფერს აკეთებ ეხლა შენ, უტიფრად აფათურებ ხელებს იქ, სადაც აშკარად არაფერია. გეყოს რა.


--------------------
Bis vincit qui se vincit in victoria
მამა-ჯეMალი
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8320
წევრი No.: 54170
რეგისტრ.: 23-February 08

გამოგზავნილია: 9 Apr 2009, 05:27  #13300283      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯვაროსანი

QUOTE
თავად გაიგდო თავი, საკუთარი სურვილითა და ნებით.


QUOTE
ამით არაფერს აკეთებ ეხლა შენ, უტიფრად აფათურებ ხელებს იქ, სადაც აშკარად არაფერია. გეყოს რა.




კარგი, მეც დავისჯი ამისთვის თავს და გავაკეთებ 1500 მეტანიას, რომ ორი კვირა ფეხზე ვერ გავიარო cry.gif cry.gif
farviz
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1042
წევრი No.: 20026
რეგისტრ.: 29-May 06

გამოგზავნილია: 9 Apr 2009, 13:30  #13303363      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მამაო ჯემალ

ბოდიში მამითხოვნია და, მიედ-მოედები მართლა sad.gif


რაც ცუდია და სამხილებელი, ისე უნდა ამხილო, რომ შენ თვითონ უარესი სიცრუე და უსამართლობა არ გამოგივიდეს...



--------------------
სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს...
asaqara
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1113
წევრი No.: 75438
რეგისტრ.: 20-November 08

გამოგზავნილია: 9 Apr 2009, 13:35  #13303429      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე - ერთ-ერთი უაშვიათესი ეპისკოპოსი, რომელსაც ბოღმა კი არა, სიყვარული ამოძრავებს.
Nnino
ღრმად პროვინციელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4262
წევრი No.: 68633
რეგისტრ.: 30-July 08

გამოგზავნილია: 9 Apr 2009, 14:55  #13304688      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
9 აპრილს კი ილია II საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გამოძახებით მივიდა (და მათი ავტომანქანით) მიტინგზე და ხალხს მოუწოდა დაიშალეთო.


დაიშალეთო, არ უთქვამს, ეკლესიაში წავიდეთ ყველანიო (11 წლის ვიყავი მაშინ, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ეს მოვლენები)... მარხვა იყო და თუნდაც ამიტომ კურთხევა მრევლს (მეუფე ქრისტეფორესაც) უნდა შეესრულებინა... "არა, არა" ვინც იყვირა, გაქცევით ისინიც გაიქცნენ (ახლა უმეტესობა გზა მართალს არის, აცხონოთ ღმერთმა)... ჩახოცეს ნარჩევი გოგო-ბიჭები, არც მეუფე ქრისტეფორე და არც ერთი აქტივისტი არ დაზარალებულა. მას შემდეგ კიდევ ბევრი შეეწირა სამშობლოს, მაგრამ ისინი რაღაცნაირად, სხვანაირად მტკივა, პირველი შოკი იყო და იმიტომ, ალბათ. სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგანო, - რუსთაველმა თქვა.

ამიტომ, ჯემალ ბატონო, გასაგებია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისებურად აღიქვას რეალობა, მაგრამ მან ეს უფლება ბოროტად არ უნდა გამოიყენოს... ნუ ახვევ თავზე ხალხს მახინჯად, დემაგოგიის ჭრილში აღქმულ რეალობას...


--------------------
სულ ვამბობდი, ცხოვრებაში მთავარია ტანკები-მეთქი, - ავიაცია ყოფილა!

რა უყავ ჩემს წილ სინათლეს, ღმერთო,
მეც ხომ მინდა, რომ მივიდე სახლში?!

ღმერთო, მიხსენი მეგობრებისაგან, მტრებს თავადაც გავუსწორდები...
奧吉
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 70
წევრი No.: 88442
რეგისტრ.: 9-April 09

გამოგზავნილია: 9 Apr 2009, 18:11  #13307847      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
9 აპრილს კი ილია II საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გამოძახებით მივიდა (და მათი ავტომანქანით) მიტინგზე და ხალხს მოუწოდა დაიშალეთო. დარბევა რომ დაიწყო პატრიარქი უბრალოდ გაიქცა
ანუ შენი აზრით შავი თეთრია....? როგორი ბოღმა და უპატივცემულობა უნდა გქონდეს ეს რომ დაცერო...
no.gif
Nshoshia505
ამბოხებული


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5793
წევრი No.: 33348
რეგისტრ.: 18-April 07

გამოგზავნილია: 10 Apr 2009, 03:26  #13316036      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ თემის გამო, იუზერებმა მასობრივად რომ განეკიცხათ ილიას მამხილებელი, ბევრჯერ დარეგისტრირდნენ, რომ აბა და ბევრნი გამოვჩნდეთ, მასა ვართო biggrin.gif


--------------------
http://nukriko.blogspot.com/

www.planeta.ge

http://www.youtube.com/watch?v=XXp0eAgqJBY

Мой грех - есть зависть к доблести

in peace vigilance in war victory in death sacrifice
lost_for_words
back to reality


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4191
წევრი No.: 32983
რეგისტრ.: 13-April 07

გამოგზავნილია: 10 Apr 2009, 03:40  #13316121      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რატომ წავიკითხე ამხელა უაზრო პოსტი ღამის ოთხის ნახევარზე rolleyes.gif


--------------------
We Don't Need To Die To Find Paradise...
Prezidenta
კანონისტი :)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2413
წევრი No.: 8863
რეგისტრ.: 19-February 05

გამოგზავნილია: 10 Apr 2009, 16:54  #13323285      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ჩემი პირველი წერილის გაგაზავნიდან 1998 წლის 18 აპრილიდან გავიდა დღემდე 39 (ოცდაცხრამეტი) თვე.

QUOTE
4(17) ივლისის 2001 წელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე


წმ. სინოდის 2000 წლის 14 დეკემბრის სხდომა
VI. წმიდა სინოდმა განიხილა მღველმოქმედება აკრძალული ეპიკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძის) წერილი კათოლიკოს-პატრიარქისა და წმ. სინოდისადმი და მისი პასუხები სინოდის მიერ დანიშნული კომისიის თავმჯდომარის, აწ გარდაცვლილ მიტროპოლიტ კონსტანტინესგან (მელიქიძე) მისთვის დასმულ კითხვებზე.

ვაინაიდან პასუხები სრულიად შეუსაბამოდ და არადამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული, წმ. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე) დარჩეს მღვდელმოქმედების აკრძალვაში და, თანახმად დიდი სჯულის კანონისა, მიეცეს საბოლოო გაფრთხილება, რომ თუ იგი არ შეწყვეტს მღვდელმოქმედებას, სრულიად განიკვეთება სამღვდელო ხარისხიდან.

წმ. სინოდის 2003 წლის 18 აგვისტოს სხდომა
წმიდა სინოდმა განიხილა მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) მიმართვა სინოდისადმი.

მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოსი ქრისტეფორე ასრულებს ცრუ ღვთისმსახურებას და შეცდომაში შეყავს მორწმუნე მრევლი; მისი მღვდელმოქმედება არაკანონიკურია.

წმიდა სინოდმა განაჩინა: მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოსი ქრისტეფორე გაიგზავნოს შიომღვიმის მონასტერში მოსანანიებლად. მონანიების შემთხვევაში, მის შესახებ იმსჯელებს წმიდა სინოდის შემდგომ სხდომაზე.

წმ. სინოდის 2006 წლის 21 დეკემბრის სხდომა
10. წმინდა სინოდმა მოისმინა მღვდელმოქმედება აკრძალული ქრისტეფორე წამალაიძის წერილი და ამჟამად შეუძლებლად მიიჩნია მისი სამღვდელმთავრო ხარისხში აღდგენა. წმინდა სინოდი განაწესებს მას შიომღვიმის მონასტერში და მოუწოდებს სინანულისაკენ.

ეს უსინდისო ადამიანი კი არსადაც არ მიდის, თან იტყუება, არავინ მაქცევს ყურადღებასო.....


--------------------
ძალა ერთობაშია!
ჯუღაშვილი
ილაპარაკე, რათა გაგიცნო!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5456
წევრი No.: 70219
რეგისტრ.: 2-September 08

გამოგზავნილია: 10 Apr 2009, 17:02  #13323410      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მამა-ჯეMალი
ამ სისულეელებში რამდენს გიხდის იაღოვა biggrin.gif






---------------------


--------------------
უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“

- დაშლა ყველა შედგენილი ნივთის თვისებაა. გულმოდგინედ იღვაწეთ საკუთარი ხსნისთვის!
奧吉
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 70
წევრი No.: 88442
რეგისტრ.: 9-April 09

გამოგზავნილია: 10 Apr 2009, 17:29  #13323881      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იაღოვა არა მაგას ერთი დეკანოზ-ყოფილი ამარაგებს,არა კი არ ამარაგებს ასაზრდოებს.. yes.gif
zuraini
2+2=4


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5422
წევრი No.: 76508
რეგისტრ.: 29-November 08

გამოგზავნილია: 10 Apr 2009, 17:34  #13324012      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მამა-ჯეMალი
ეგ სიცრუეა,და ამას ბევრი მოწმე ყავს,პატრიარქი მანამდე არ წასულა სანამ ნიჩბიანი არ მიადგა და არ დაემუქრა.ბოლომდე იქ იყო,მოწოდებაც გააკეთა.მარა ხალხი არ დაემორჩილა.მეტი რაექნა ბეტეერებზე ერტყა ჯოხი?
ეგრი
bizwebmaster


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27952
წევრი No.: 26365
რეგისტრ.: 1-December 06

გამოგზავნილია: 10 Apr 2009, 17:41  #13324126      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
zuraini
QUOTE
სანამ ნიჩბიანი არ მიადგა

პატრიარქს მიადგა ნიჩბიანი?

საიდან გაქვს ეგ ინფო?


--------------------
www.bizwebmaster.com - საიტების დამზადება
==========================================
საუკეთესო ხარისხი, ფასები, დამზადების ვადა.
უფასო დომენი.
zuraini
2+2=4


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5422
წევრი No.: 76508
რეგისტრ.: 29-November 08

გამოგზავნილია: 10 Apr 2009, 17:41  #13324127      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მამა-ჯეMალი
ეგ შენს გარდა არავის უთქვამს.სირცხვილია უბრალოდ.პირველად გავიგონე
* * *
ეგრი
QUOTE
საიდან გაქვს ეგ ინფო?

ეგ მეუფე იოანემ ცურტაველმა ეპისკოპოსმა თქვა.გუშინ,ისიც პატრიარქის გვერდით იყო
* * *
奧吉
QUOTE
იაღოვა არა მაგას ერთი დეკანოზ-ყოფილი ამარაგებს,არა კი არ ამარაგებს ასაზრდოებს..

ნამდვილად yes.gif ეგ ბევრმა არ იცის.
* * *
ცუდია როცა ადამიანს საკუთარი აზრი არ გააჩნია
* * *
ეგრი
ეგ ხდებოდა პირველ სკოლასა და პარლამენტს შორის.მან უარი თქვა ამ შენობაში თავის შეფარებაზე.
* * *
ჯვაროსანი

QUOTE
ნუ ქრისტეფორე წამალაიძეზე ეხლა აქ საუბარი არ ღირს, აზრი არ აქვს. გერმანიაში რომ იყო წასული ისიც დაწეროს მოხსენებაში, რას აკეთებდა იქა.

ეს ჯანდაბას, მაგრამ აი ეს:

მომაცოდე ინფორმაცია თუ შეგიძლია ქრისტეფორეს გერმანიაში ვიზიტზე.და რა ხარისხშია?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0247 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]