გამარჯობა შინიგამი!
ნიკეის კრებაზეც კი იყვნენ არიანელები, უმრავლესობაში არ იყვნენ მაგრამ 50-მდე მაინც იყვნენ 300-იდან...

ამის გარდა 1800-მდე ეკლესიის მამა იყო მაგ დროს და 300-ით რომ გადაწყდა ჭეშმარიტება...
ან ის რომ ცნობილი ფაქტია რომ ზოგმა ნიკეის კრებაზე ძალით მოაწერა ხელი... თUნდაც მახსენდება- ევსები ნიკოდემოელი(რომელიც არიანელად დარჩა და კოტეს კარგი მეგობარი იყო, ბოლოს მან მონათლა

)
სიტუაცია იყო ასეთი- ევსები ნიკოდემოელი მეთაურობდა არიანელთა მხარეს... ამტკიცებდნენ რომ იესო ქმნილებაა... მაგრამ არიოზის სრული მრწამსი რომ წაიკითხეს- თქვეს რომ ეს იყო ღვთისგმობა! მაგრამ სამება არ უღიარებია იმ ხალხს, უბრალოდ აზრიოზის სხვა მოსაზრებებს არ დაეთანხმნენ... და ამის შემდეგ რა თქმა უნდა არიანიზმის ცეცხლი ჩაქვრა...
თუმცა ევსები და სხვებიც აგრძელებდნენ ურთიერთობას არიანელებთან... მან აღიარა რომ ძალიტ მოაწერა ხელი და კოტემ გადაასახლა, თუმცა მერე დამეგობრდნენ როგორც ვთქვი...

ევსები კეისარიელი ამბობდა რომ - სამების იდეა არის პანთეიზმი, ხოლო ერთობა- არის საბელიანიზმიო... ამიტომაც ეთანხმებოდა არიანელებს...
ერთი რამ მინდა გკითხო- სულის უკვდავება და სამოთხე/ჯოჯოხეთის იდეა რომელ კრებაზე დამტკიცდა?