გთხოვ წაიკითხე ეს მთლიანად, სრულ პასუხს ვწერ ამ თემაზე:
გამოსვლის 6:3-ში წერია:
3. მე გამოვეცხადე აბრაამს, ისაკს და იაკობს, როგორც ყოვლადძლიერი ღმერთი (ელ შადაი). ხოლო ჩემი სახელი - იჰვჰ - არ გამიმხელია მათთვის.
თუმცა გამოსვლის 3:15-ში აი რა წერია:
15. კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: იჰვჰ-მ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა, იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.
ბოლო წინადადებას დააკვირდი...
პირველად ეს სახელი გვხვდება დაბადების 2:4-ში:
4. ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისას, როცა ქმნიდა იჰვჰ ღმერთი მიწას და ცას.
ეხლა გადავიდეთ დეტალებზე:
ფსალმუნები 82 თავი:
17. აავსე მათი პირი სირცხვილით, ვიდრე მოიძიებდნენ შენს სახელს, იჰვჰ.
18. შერცხვებიან და შეძრწუნდებიან სამარადჟამოდ, და სირცხვილნაჭამნი დაიღუპებიან.
19. მიხვდებიან, რომ შენი სახელია იჰვჰ, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე.
აგერ ესაია 42:8
8. მე ვარ იჰვჰ ღმერთი, ესე არს სახელი ჩემი. დიდებაჲ ჩემი სხუასა არა მივსცე, არცა სათნოებანი ჩემნი წახნაგებულთა.
ინგლისურში წერია: მე ვარ იჰვჰ, ეს არის ჩემი სახელი...
აი ეხლა იმაზე რომ ღმერთს სხვა სახელებიც აქვს:
მართლმადადიდებლების დიდი ნაწილი ამბობს რომ ღმერთს სხვა სახელებიც აქვს, როგორიცაა- "ელ", "ელოჰიმ", "საბაოთ", "საშურელ" და სხვები... გადახედეთ ორტოდოქსი.გე-ს "აპოლოგეტიკას"...
ეხლა საქმეზე გადავიდეთ, განვიხილოთ როგორ წერია ადგილები სადაც ეს სახელები წერია:
პირველად ტეტრაგრამატონი გვხვდება დაბადების 2:4-ში ასეთი სახით:
אֵלֶּה תֹולְדֹות הַשָּׁמַיִם וְהָאָרֶץ בְּהִבָּרְאָם בְּיֹום עֲשֹׂות יְהוָה אֱלֹהִים אֶרֶץוְשָׁמָיִם׃
ქართულად ასეა:
4. ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი(იეჰოვა) ღმერთი(ელოჰიმ) მიწას და ცას.
ასე რომ ელოჰიმ გადაწყდა!!! ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია, უბრალოდ რა აზრი აქვს...
ეხლა "ელ"-ისგან ნაწარმოები სხვა სახელი:
დაბადება 21:33
ויטע אשל בבאר שבע ויקרא־שם בשם יהוה אל עולם׃
33. დარგო იალღუნი ბერშებაში აბრაამმა და ახსენა იქ უფლის(იეჰოვა), საუკუნო ღმერთის[ელ ეონ] სახელი.
ეხლა გადავიდეთ "ადონაიზე"- ბევრი რომ ამ სახელით სპეკულირებს:
დაბადება 15:2
ויאמר אברם אדני יהוה מה־תתן־לי ואנכי הולך ערירי ובן־משק ביתי הוא דמשק אליעזר
ქართულად ასეა:
2. უთხრა აბრამმა: უფალო(იეჰოვა) ღმერთო(ადონაი), რა უნდა მიბოძო? უშვილოდ გადავდივარ, ჩემი სახლის მოურავი დამასკოელი ელეაზარია.
ადონაიც- ჩაბარდა წარსულს...
აბა რა დარჩა?
საშურელი და საბაოთი? კი ბატონო, ვნახოთ:
გამოსვლა 34:14
14. რამეთუ არა ჴელ-გეწიფების თქუენ თაყუანის-ცემად ღმერთთა უცხოთა, რამეთუ უფალი ღმერთი მოშურნე სახელი არს, ღმერთი მოშურნე არს.
აპოლოგეტიკაში უწერიათ საერთოდ დამახინჯებულად:
„და ნუ თაყუანის-სცემ უცხოსა მას ღმერთსა, რამეთუ უფალი ღმერთი სახელად საშურელ არს, ღმერთი მოშურნე არს“ (გამ. 34, 14);
და რეალურად როგორ არის?
כי לא תשתחוה לאל אחר כי יהוה קנא שמו אל קנא הוא׃
ანუ:
„და ნუ თაყუანის-სცემ უცხოსა მას ღმერთსა(ელ), რამეთუ უფალი(იეჰოვა) ღმერთი სახელად საშურელ არს, ღმერთი მოშურნე არს“ (გამ. 34, 14);
მაგრამ ამის რეალური თარგმანი ასეა:
14. რადგან არ უნდა სცემდეთ თაყვანს უცხო ღმერთს, ვინაიდან საშურელია იეჰოვას სახელი, შურიანი ღმერთია იგი.
ანუ მისი სახელი არის შურის აღმძვრელიო... რა თქმა უნდა ეს არის სახელ იეჰოვას ეპითეტი...
ასევეა საბაოთზე:
ესაია 47:4
גאלנו יהוה צבאות שמו קדוש ישראל׃
ქართულში წერია:
„ჩვენი მხსნელი - საბაოთ(მხედრობათა) უფალია(იეჰოვა) მისი სახელი - ისრაელის წმიდაა“ (ეს. 47, 4).
ანუ არის ესე- იჰვჰ მხედრობათა, და არამც და არამც - საბაოთ უფალი!!!
და ბოლოს: რა საჭირო იყო ეგ სახელი?
აი: 3 მეფეთა 18 თავი:
21. მივიდა ხალხთან ელია და უთხრა: როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ იჰვჰ-ა ღმერთი, გაყევით მას, თუ ბაალია, მას გაჰყევით. სიტყვა არ დაუძრავს ხალხს.
22. უთხრა ელიამ ხალხს: მე ერთი დავრჩი იჰვჰ-ს წინასწარმეტყველი, ბაალის წინასწარმეტყველნი კი ოთხასორმოცდაათი კაცია.
და მთავარი:
24. ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი და მეც ვახსენებ იჰვჰ-ს სახელს; და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ნამდვილად ღმერთი იქნება. მიუგო ხალხმა და უთხრა: კეთილი!
იჰვჰ-ც ისეთივე სახელი იყო როგორც ბაალი... არადა ბაალი ებრაულად ნIშნავს- მმართველს, ქმარს, უფროსს... ისევე როგორც იჰვჰ- "მე ვიქნები რომელიც ვიქნები."
Estote ergo vos perfecti sicut et Pater vester caelestis perfectus est! Non quod intrat in os, coínquinat hóminem : sed quod procédit ex ore, hoc coínquinat hóminem. Et erunt duo in carne una. Ítaque jam non sunt duo, sed una caro. Qui non díligit, non novit Deum : quóniam Deus cáritas est!