ვკითხულობ, მაგრამ სერიოზულად ვერ აღვიქვამ. ბევრ ხუმრობებს წერ და სერიოზული ნაწილი ხუმრობებში იკარგება, ვეღარ გამიგია ხოლმე, შაყირი ანუ აგდებული ტონი სად მთავრდება და ძირს ჩამოგდებული ტონი სად იწყება. )) ბიბლიას კი, განსაკუთრებით, ძველ ხელნაწერებს, აი მცხეთური ბიბლია რომ ჰქვია, მაგალითად, სულაც არ ვკითხულობ აგდებით. პირიქით, მაინტერესებს შინაარსიც და განსაკუთრებით კი, გამოხატვის ფორმაც, ძველი ქართული. რუსთაველზე ნაკლები საკითხავი არაა, ათასწლეულის წინანდელი წინაპრების დიქციას უსმენ მაგ დროს ფაქტობრივად, ხუმრობა საქმე არაა...
ანაქრონიზმი და ანატონიზმი (ანუ ტონების აღრევა) არის პრობლემა. ძველ ქართველებს რომ თანამედროვე სლენგებით ეწერათ, მგონი მაშინაც არ მივქცევდი დიდ ყურადღებას, გაყალბებულად ჩავთვლიდი ტექსტებს.