აუ აუ ჯემალჯან შენი "ფაქტებით" რა მაგარი ხარ ვაღიარებ "უსერიოზულესი" აჯიკიანი "არგუმენტები" გაქ "დიდგორის" მიმართ. რა სასაცილო ხარ. ე მაი თითი რომ გაგიშვერია ნახევარმთვარისკენ ჩამოწიე თორემ ისლამის ქადაგებას დაიწყებ.

რომელი გონებადაბნელებული გაბედავს წამოსცდეს მოხსენიება ასეთი (პაპისტებთან თანამლოცველი პატრიარქის) სახელისა? ვინც სულიწმიდის მიერ არის განკვეთილი, როგორც ღმერთზე და წმიდანებზე აჯანყებული, და ამით თავად გახდეს ღმერთის მტერი? ვინ შეამჩნია მასში (პატრიარქში) ანდა მასთან ერთობაში მყოფთა შორის გამოსწორების სურვილი? სად არის სინანული ავი საქმეების გამო? რა თქმა უნდა ასეთი პატრიარქები უკანასკნელ ადგილსაც კი არ იმსახურებენ, მაშინ როგორღა იქნებიან წინამძღვარნი? ტფუუ! ფურთხის ღირსნი არიან მხოლოდ! ‘’აი, ასე ამხილეს ათონელმა ბერებმა კონსტანტინეპოლის პატრიარქი - იოანე ვეკკა მეფის წინაშე, როდესაც მეფე და პატრიარქი ლათინებთან გაერთიანებას ცდილობდნენ.
ამ მხილების შემდეგ ლათინებმა ათონელი ბერები დახოცეს. ვინ მოსთვლის, იმ საშინელებებს, და წმიდა მამათა იმ ხოცვა-ჟლეტას, რაც ლათინებს ათონის მთის დალაშქვრისას ჩაუდენიათ...ხოლო ნახეთ, დღეს ეს ცრუ პატრიარქები და ცრუ მართლმადიდებლები როგორ ამბორსყოფენ ლათინებს, როგორ თანალოცულობენ ღვთის მტრებთან და როგორ სასიყვარულო ტრაპეზებს უმართავენ, რითაც ტოლი და სწორი ხდებიან მათთან ერთად; მწვალებლური დაცემის და ხდებიან ასევე მათდამი განწესებული სასჯელის თანამდებნი. როგორი დიდია თქვენი დაცემა, რომ კარგად უწყით წმ. მოციქულთა 45 კანონი და თქვენივე თავის წარსაწყმედლად, მაინც ფეხქვეშ თელავთ მას: „თუ ეპისკოპოსმა მწვალებელთან ერთად ილოცოს აეკრძალოს მღვდლობა და განიკვეთოს ,,ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობითა და უსჯულოებით ხართ აღვსილნი. იქედნეთა ნაშობო გველებო! როგორ გაექცევით გეენიის სასჯელს? (მათე 23;28, 33)