#23436889 · 13 Jan 2011, 10:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Dorian
| QUOTE | | . მე მჯერა, რომ სამყაროს იმ განზომილებებში, სადაც დომინანტი გახლავთ ბოროტება, არსებობს ამ იდეით ნაკარნახევი სიცოცხლის ფორმები ... აზროვნების მიმართულება ... ეს იდეა(ბოროტება) აყალიბებს მთელ რიგ პროცესებს, ჰკარნახობს, განსაზღვრავს, ჰქადაგებს ... მისით ხელმძღვანელობენ ... მისით არსებობენ ... და იგი უწმიდესია ... მისი პირველსაწყისი, საიდანაც იგი განეფინება სამყაროს "სიგნალების" სახით გახლავთ წმიდა ... შეურყვნელი და უმანკო ... ბოროტების სათნოების მქადაგებელი ... არ ვაფეტიშებ გაითვალისწინეთ - ეს მსჯელობაა ... ჩვენი სამყარო(განზომილება) კი ჩემის აზრით გახლავთ საზღვარი სამყაროს ორი(2) ძირითადი იდეოლოგიის შერკინებისა ... |
ამაზე მეც ბევრი მიფიქრია და ეხლაც ვფიქრობ. როგორი შეიძლება იყოს მსოფლიო რომელიც ჩვენს მიერ აღქმული ბოროტებით იმართება? ვინ გამოვა იმ ადამიანისაგან რომელსაც ბავშვობაში სიკეთის იდეალების ნაცვლად ბოროტების იდეალები ჩაუნერგეს? დღევანდელ საზოგადოებაშიც სიტყვა ბოროტების ხსენებაც შიშს ჰგვრის მრავალ ადამიანს, მაგრამ შიშის დასაძლევად მასთან თვალის გასწორებაა საჭირო. ჩემი სუბიექტური თვალსაზრისით, თუ ადამიანს სურს გაიგოს რაა პირადად მისთვის სიკეთე, ჯერ ბოროტება უნდა შეიცნოს "სულიერადაც და ხორციელადაც".
--------------------
ცხოვრება უსამართლოა შვილო. რაც უფრო მალე მიხვდები ამას, მით უფრო მალე გაგიადვილდება მასთან შეგუება. ქართულმა ელიტამ გადაარჩინა თბილისი გადაგვარებას !!! (c) PNG ძაან გაუგებრობაა და ჩამოვიდეს ქრისტე მეორედ და აგვიხსნას რა ჯანდაბაა ეს პოსტდმოდერნი და როგორ ვიცხოვროთ. (c) Pioneer
|