likajorjoladzisfaniვინ ვერ გიმტკიცებს, იესომ ნათლად თქვა ის რაც მან და მისმა მამამ ძველ აღთქაში დაუწესეს ადამიანებს... მან უფრო გაამკაცრა კანონები... შენ გაგება არ გინდა ჩვენ რა ვქნათ?

და რას ნიშნავს რატომ არის? მარტო ქრისტეს ენდობი? უამრავ ფრაზას დაგისახელებ:
9. ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი,
10. ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.
11. ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.
12. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე ვერაფერი დამიმონებს.
მარტო პავლეა? ვნახოთ იესო რას ამბობს:
27. თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო.
28. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.
29. თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.
31. ესეცა თქმულა: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს გაყრის წერილი.
32. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას, და ვინც განაშვებს შეირთავს, მრუშობს.
აქ დავამატებ - ერთ პასაჟში იესო მეორედ ქორწინებას კრძალავს!იესოს ზოგადად სუფთა გართობაზე არაფერი უთქვამს... ანუ არც მუსიკის მოსმენა აუკრძალავს ან რამე ეგეთი...
არ მესმის რა მტკიებულებები გინდა...
თქვენზეა ეს ნათქვამი, უფრო სწორად ფსევდოქრისტიანებზე:
8. ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან.
9. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებებსა და მცნებებს.
აი ესეც :
17. ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირით შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა.
18. ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს.
19. ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაციკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი;
20. ესენი არიან კაცის შემბილწველნი, ხოლო ხელდაუბანლად ჭამა არ ბილწავს კაცს.
და ბოლოს იესოს მოწოდება:
"Estote ergo vos perfecti sicut et Pater vester caelestis perfectus est!!!" რაც ნიშნავს:
48. მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.
This post has been edited by Lashab on 29 May 2009, 20:17
Estote ergo vos perfecti sicut et Pater vester caelestis perfectus est! Non quod intrat in os, coínquinat hóminem : sed quod procédit ex ore, hoc coínquinat hóminem. Et erunt duo in carne una. Ítaque jam non sunt duo, sed una caro. Qui non díligit, non novit Deum : quóniam Deus cáritas est!