კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მონაკვეთი წიგნიდან
"სულიერი მეომარი"კითხვა: შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით აღწეროთ სხვადასხვა წმინდა წერილებისა და სულიერი მოძღვრების როლი ცნობიერების განვითარებაში?
პასუხი: ბიბლია, ყურანი, თორა, ვედები, პურანები და სხვა წმინდა წერლიები, ასევე წინასწარმეტყველები: მუჰამედი, იესო, ბუდა, ზარატუსტრა, მადჰავაჩარია და სხვა დიადი მასწავლებლები, - ყველა ეს წყარო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს სულიერ ზრდაში. რა თქმა უნდა ხანდახან ვაწყდებით არაკეთილსინდისიერ, ცრუ მასწავლებლებს, მაგრამ ყველა ჭეშმარიტი მასწავლებელი ერთი და იმავე მისიას ანხორციელებს. ისინი იძლევიან ცოდნას ადგილის, დროისა და გარემოების შესაბამისად, ცოდნას, რომელიც ორიენტირებულია კაცობრიობის სულიერი განვითარებისკენ. თუ ყურადღებით გავაანალიზებთ ამ ტექსტებს, შეგვიძლია გავიგოთ, რომ არსით ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ერთადერთი განსხვავება ინფორმაციის კოდირების იმ მეთოდშჳა, რომლებიც ამ ტექსტების შემდგენელებმა აირჩიეს.
ყველა რელიგიურ ტრადიციას გააჩნია ეგზოთერული და ეზოთერული ასპექტები. ეგზოთერული ასპექტი საკუთარ თავში მოიცავს ფილოსოფიის გარეგნულ მხარეს. ადამიანები, რომლებისთვისაც მეტი მნიშვნელობა აქვთ ეგზოთერულ ასპექტს, როგორც წესი სექტანტურ შეხედულებებს იზიარებენ და თავისი რელიგიას ერთადერთ ჭეშმარიტებად აღიარებენ. ისინი, ვისაც რელიგიის ეზოთერული ასპექტი იზიდავს, უფრო ღრმა რელიგიური გამოცდილებისკენ ისწრაფვიან. იძირებიან რა რელიგიური სისტემის სიღმეებში, ისინი უნივერსალურ ჭეშმარიტებებთან მოდიან შეხებაში. ისინი არ აღიქვამენ სხვა რელიგიურ სისტემებს, როგორც საფრთხეს და ამიტომ არ მტრობენ მათ. თუკი მივყვებით დიად მასწავლებლებს, რომლებიც უნივერსალური ჭეშმარიტებების სრულყოფილ ცოდნას ფლობენ, ჩვენ უეჭველად წინ წავიწევთ სულიერ გზაზე.
არსებობენ ბნელი ძალები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ამხედრებენ არა მხოლოდ რასას რასაზე, ან ტომს ტომზე, არამედ რელიგიას რელიგიაზეც. უფრო მეტად ძლევამოსილი დემონური არსებები სხვადასხვა ტრადიციის სულიერ იერარქიაში იკავებდნენ ადგილებს და განხეთქილებებს იწვევდნენ. მრავალი, თანამედროვე ე.წ. სუყლიერ მოძღვართაგან, დაკავშირებულია ამ დემონურ ენერგიებთან, და ზოგიერთი მათგანი მართლაც რომ შეპყრობილია. თუ, მაგალითად ადამიანს შეუძლია ავადმყოფის განკურნება, ეს აუცილებელი არაა ნიშნავდეს იმას, რომ მისი ძალა ღვთაებრივი წყაროებიდან მოდის. ადამიანს შეუძლია მდაბალ არსებებს უხმოს, რომლებიც მის ცნობიერებაში შეაღწევენ და უზარმაზარ ფსიქიკურ შესაძლებლობებს მისცემენ მას. ასეთი ფსიქიკური ძალები სხვა ადამიანების დამონებისთვის და მატერიალური სიძნელეების გაზრდისთვის გამოიყენება.
მომავალ წლებში ჩვენ განსაკუთრებით დიდი გარჩევის უნარი უნდა გვქონდეს ინფორმაციის წყაროებთან დაკავშირებით. შეისწავლეთ კონტაქტიორების, მისტიკოსების, მედიუმების, ასტროლოგებისა და ნათელმხილველების ცხოვრება. რას ამბობენ და რას აკეთებენ? მოაქვს მათ ქადაგებას ამაღლება და განთავისუფლება? კონცენტრირებულნი არიან ისინი სიყვარულისა და ერთგულების, თუ ძალაუფლების, კონტროლისა და მანიპულაციის კულტურაზე? ყურადღებით დააკვირდით მათი ცხოვრების სახეს – სათნოა ის, თუ ცოდვილი? პიროვნების ასეთი ღრმა ანალიზი დაგეხმარებათ, პოზიტიურია მისი მოცემული გზა თუ ნეგატიური.
This post has been edited by cinemamu on 21 Feb 2012, 14:18