#52717486 · 15 May 2018, 08:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა არის მედიტაცია... რას აკეთებენ ადამიანები მედიტაციის დროს... რატომ მედიტირებენ... ერთის მხრივ მარტივ ხოლო მეორეს მხრივ ურთულეს საკითხს ვეხებით, რაში მდგომარეობს მიზანი? მიზანი ერთია იმ სამყაროებში შესვლა და მათი დანახვა რომლებსაც ფიზიკური თვალებით ვერ ვხედავთ, რომელნიც ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში არ ჩანანან მაგრამ სხვა განზომილებებში არსებობენ, ჩახედვა საკუთარი სულის სიღრმეებში... მედიტაცია ნერვების დასამშვიდებლად არ მოუგონიათ, მას გაცილებით უფრო ღრმა და სერიოზული დანიშნულება აქვს.
უფრო კონკრეტულად... ყველაფერი იწყება იმით რომ ჯერ სხეულის მყარ პოზაში გაუნძრევლად გაჩერება უნდა ისწავლოთ, შემდეგ გონების აზრისმიერი განშლა უნდა შეკავდეს ანუ უნდა დაიწყოს აზრთა მიერ სხვადასხვა ფორმების მიღების პროცესის მართვა, შეკავდეს აზრის, ემოციის, გრძნობის აღელვება, რაც განაპირობებს მათ მიერ სხვადასხვა სახის აზრფორმებისა თუ ემოციური მღელვარების წარმოშობის შეჩერებას.
როგორ უნდა შევძლოთ მედიტირება... ჯერ აზრთა შეჩერება ანუ გონების უშფოთველობა უნდა იქნას მიღწეული, შემდეგ ერთ დომინანტ აზრზე ყურადღების მოხვეჭა(ანუ კონცენტრაცია) უნდა მოხდეს, შემდეგ ამ კონცენტრაციის გაღრმავება უნდა გაიაროს ადმიანმა ისე რომ მინიმუმ 12 წუთი კონცენტრირდეს 1 აზრზე და ამის შემდეგ მიადგება ჭვრეტის ანუ მედიტაციის პირველ საფეხურს....მედიტაციას დროით ვერ განსაზღვრავ, იგი იწყება 12 წამით და შეიძლება 12 საათის განმავლობაში გაგრძელდეს... ისე რომ მჭვრეტელმა ვერც კი იგრძნოს თუ რა დრო გავიდა, გააჩნია რას ჭვრეტს, რატომ და რამდენად ღრმად შედის მძებნელი სხვადასხვა სამყაროში, მედიტაცია სწორედ მესამე თვალის ,,აჯნას" ცენტრის გახსნას ისახავს მიზნად და შემდეგ მის გამოყენებას სხვა უფრო მაღალი და კეთილშობილური მიზნების მისაღწევად.
საფრთხე...არსებობს, თუ პროცესი არ არის მართული გამოცდილი ადამიანის მიერ, რადგან არავინ იცის ვინ სად შეიხედავს და რას დაინახავს.
|