#25408140 · 11 May 2011, 16:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
A-G-A-P-E
QUOTE | თემის გამხსნელი ცდილობდა დაემტკიცებინა რომ ბიბლიის კანონიკური წიგნები დაუდგენია ნიკეის და კართაგენის კრებას თუ არ ვცდები |
ნამდვილად!!!! ეკლესიის წიაღში დაიწერა და ეკლესიამ დაადგინა რომელია კანონიკური და რომელი არა
QUOTE | საბედნიეროდ, მილიონობით ადამიანისთვის ცნობილია რომ მანამ სანამ ნიკეის (ახ.წ. 325) კრება ან კართაგენის (ახ. წ. 397) საეკლესიო კრებები შედგებოდა, მორწმუნე ადამიანებისათვის კარგად იყო ცნობილი თუ რომლები იყო ღვთის სიტყვის, ბიბლიის კანონიკური წიგნები. |
ამ თემის პირველივე პოსტშში მშვენივრად არის ჩამოყალიბებული თუ როგორ იყო მეოთხე საუკუნემდე ზოგი 18 წიგნს აღიარებდა ზოგი 21 და ზოგი კიდევ პირიქით უარყოფდა (იოანეს გამოცხადება)......მეოთხე საუკუნემდე არასდროს არ ყოფილა ახალი აღთქმის წიგნები ასე შეკრული როგორც დღეს გვაქვს ეს უნდა გაითავისო ჩემო კარგო აგაპევ რომელის შენ ასე გიჭირს ამის აღიარება მაგრამ მაგრამ ფაქტი ხომ იცი როგორი ჯიუტია  QUOTE | ეხლა ვნახოთ რა ხდება სინამდვილეში. კართაგენის კრებაზე შეკრებილი მღვდლები, თავიანთთვის იღებენ გადაწყვეტილებას თუ რომელი წიგნები აღიარონ კანონიკურად. |
დიახაც ეგრე იყო რადგან მანამდე როგორც ზემოთ დავწერე ეკლესიის მრევლს სამწუხაროდ არ ქონდათ სრულად ეს წიგნები, ყოველთვის იყო დავა თუ რომელი იყო კანონიკური და რომელი არა და ამის საჭიროებამ მოითხოვა რომ ერთხელ და სამუდამოთ დაესვათ წერტილი ამ საკითხს, ამის შემდეგ გაიცა ბრძანება რომ მხოლოდ ეს წიგნები აღიარონ და მხოლოდ ეს 27 წიგნი იკითხებოდეს ეკლესიიის წიაღში QUOTE | ბიბლიის კანონიკური წიგნები რომელსაც I და II საუკუნეში იყენებდნენ ქრისტეს მიერ დაფუძნებული ქრისტიანული კრების წევრები, კარგად იყო ცნობილი კართაგენში შეკრებილი მღვდლებისთვის. |
კართაგენში შეკრებილი მღვდლებისთვის მართლაც კარგად იყო ცნობილი I და II საუკუნის ქრისტიანული კრებებში თუ როგორი განხეთქილებები იყო ზოგი აღიარებდა და ზოგი არა და ამიტომ გადააწყვეტინათ კართაგენის მღვდლებს რომ ეს პრობლემა ეკლესიის წიაღში საბოლოოდ მოეგვარებინათ  QUOTE | მათ არც არაფერი დაუდგენიათ და არც არაფერი გამოურჩევიათ. და თუ უკვე აღიარებული და დადგენილი კანონიკური წიგნები მათაც აღიარეს, ეს არ ნიშნავს რომ ისინი თუ არ აღიარებდნენ სხვებიც მათ გზას გაჰყვებოდნენ. |
იმ დროისთვის და ეხლაც ასეა ქრისტიანის კრების წევრები ყოველთვის ემორჩილებოდა ეკლესიას, ამის შემდეგ რაც ეკლესიის მამებმა დაადგინეს რომ ამ 27 წიგნით ეხელმძღვანელათ ამის შემდეგ ყველაფერი მოგვარდა ის ვინც მანამდე არ აღიარებდა იმ 27 წიგნიდან ერთ-ერთს კრების მერე დაემორჩილა ეკლესიას ეს ასეა და სიმართლეს თვალები უნდა გავუსწოროთ ჩემო აგაპევ QUOTE | მათ მიერ (კართაგენის კრებაზე შეკრებილთ ვგულისხმობ), კანონიკურ წიგნებად სულიწმინდის მიერ უკვე დადგენილი წიგნების აღიარება არ უნდა ავურიოთ და გავაიგივოთ იმაში, რასაც დღეს გაიძახიან ზოგიერთები, რომ თუ არა კართაგენის კრება, ან ჩვენი კათოლიკური (ან თუნდაც მართლმადიდებელი) ეკლესია, ვის ეცოდინებოდაო რომელია ბიბლიის კანონიკური წიგნი და რომელი არაო. ეს მილიონობით ადამიანისთვის ღიმილის მომგვრელი განაცხადია. |
დიახაც ზუსტად სულიწმინდის კარნახით დაადგინეს კართაგენის კრებაზე რაც მანამდე არ ქონდათ ეკლესიის წევრებს, ეხლაც ასეა წმინდა სინოდის განჩინებას ყოველთვის ემორჩილება მრევლი და ასე იქნება წუთისოფლის აღსასრულემდე.....ეს შენ გინდა თუ არ გინდა მაინც ასე იქნება
QUOTE | კართაგენის კრებამდე, არსებობდა ბიბლიის კანონიკურ წიგნთა სია, კატალოგები. ამიტომ, ისინი, ვინც ცდილობენ დააბნიონ ზოგიერთები და კანონიკური წიგნების "დადგენა" მიისაკუთრონ არ გამოუვათ ცხადია. რადგან, (გავიმეორებ), არსებობენ ისეთი ადამიანებიც რომლებმაც კარგად იციან რომ კართაგენის კრებამდე გაცილებით ადრე, უკვე კარგად იყო ცნობილი თუ რომელი წიგნები იყო კანონიკური და რომელი არა. ახლა საკითხს შევხედოთ ცოტა უფრო შორიდან, ანუ უცხო თვალით. |
გეშლება ჩემო აღაპევ, სია კი იყო მაგრამ არასრული!!!! 27 წიგნთა სისრულე არავის ქონდა რაც დათიკომ დაწერა ამ თემის პირველივე პოსტში თუ როგორ იყო..... შეგიძლია გადაავლო თვალი სინამდვილეში როგორ იყო მანამდე და მერე კართაგენის მერე როგორ მოაღწია ჩვენამდე იმის მერე აღარავის გაჩენია იმის ეჭვი ეს კანონიკურია თუ არა რადგან ისევ ვიმეორებ ქრისტიანები ყოველთვის ემორჩილებოდა ეკლესიას და მის გადაწყვეტილებებს
მომიყვანე თუ შეგიძლია (რაღაც არა მგონია რომ შეძლო) ისტორიიდან რაიმე ფაქტები რომ ქრისტიანები კართაგენამდე აღიარებდნენ ოცდაშვიდივე წიგნთა სიას და დაგანებებ თავს და ვაღიარებ რომ შენ მართალი ხარ....შენ ამბობ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეგრეა, ისტორიკოსებიდან დადე ფაქტი თუ ვინმე აღიარებდა ამ სრულ სია და ვაღიარებ ღმერთის წინაშე რომ მე ნამდვილად ვცდებოდი, მანამდე კი ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმ კრებების დადგენილებით რაც მოხდა მეოთზე საუკუნეში მადლობა ღმერთს ამისთვის რომ მე მიკავია ეს 27 წიგნთა სრული სია და არა 18 თუ 26 წიგნი არამედ ოცდაშვიდი სრული წიგნი, თქვენც მადლობელები უნდა იყოთ მაგრამ რას ვიზამთ
სასაცილო იცი რა არის? ეკლესიის წიაღში დაიწერა ეს 27 წიგნი რომელიც და მათ დაწერილ წიგნებზე ედავებით მოწმეები რომ ეს ესე არ არისო იესო ღმერთი არ არისო, სული არ არისო, ჯოჯოხეთი არ არისო..........
--------------------
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება *** სადაც სიტყვა 'ყველას' წააწყდები პირდაპირი გაგებით კი ნუ იგეფ რო ყველა იგულისხმება. (c) დაისი
|