#46748198 · 17 Jan 2016, 11:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საერთოდ ქრისტიანულ ქვეყნებში მიღებული იყო წელთ არღიცხვის სამი სისტემა "ქრისტესით"," დასაბამიდან" და "ქრონიკონით". წელტაღრიცხვა "ქრისტესით" ყველა ქრისტიანული ხალხისათვის საყოველთაო და ერთნაირი იყო . ეს წელთაღრიცხვა ეხლაც კარგათ ცნობილია. წელთაღრიცხვა "ქრონიკონით" 532იანი ციკლით ხდებოდა. ეს ციკლი კი ცნობილია როგორც ა-ლ-ფ-ა , ეს იმიტომ რომ ამ სიტყვის ასო ნიშნების რიცხვითი მნიშვნელობის ჟამი როგორც ბერძნულაD ისე ქართულათ 532 -ს შეადგენს (1+30+500+1= 532 ) 532 -წლიანი მოქცევა არის მზის 28-წლიანი ციკლისა და მთვარის 19 წლიანი ციკლის ნამრავლი 28 X 19=532 ქრონიკონული წელთ აღრიცხვა ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში მიღებული არ იყო, მაგრამ 532წლიანი ციკლი ე.წ. "დიდი ინდიქტონი, ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში მიღებული იყო როგორც ე.წ. "პასქალური სისტემა.............. ................. ძველი ქართული კალენდრის შესწავლის საფუძველზე პავლე ინგოროყვამ გაარკვია რომ გამოსავალი თარიღი ქართული ქრონიკონული წალთაღრიცხვისა არის 284წ ძ.წ. მართლაც ცნობილია ,რომ ახ.წ.-ის 780წელს დასრულდა მე 12-ტე მოქცევა ხოლო 1312წ მე 13 მოქცევა (780+532=1312) შესაბამისათ მე-11 მოქცევა უნდა დასრულებულიყო 780-532=248წ ა.წ.-ით ხოლო 10 მოქცევა დასრულდა ქრისტეს დაბადებამდე 248წ თუ თითო მოქცევა არის 532წლიანი ციკლი 10 მოქცევა იქნება დასაბამიდან 5320წ თუ ამას დავემატებთ 248წ მივიღებთ რომ ქვეყნის გაჩენიდან ქრისტეს დაბადებამდე გასულა 5320+248=5604წ ხოლო დასაბამიდან ვღემდე კი არის 5604წ დამატებული ქრისტეს დაბადებიდან დღემდე გასული დრო 2016წ ე.ი. 5604+2016=7620წ დასაბამიდან დღემდე გასულა 7620 წ მომავალ წელს იქნება 7621 და ა.შ.
ეს რაც დავწერე არის ქართული . ისე ცნობილია დასაბამიდან ქრისტეს შობამდე ---
1) 5189წელი დასაბამიდან -ევსევი კესარიელისა. 2)5492წ -----------------------პანდორე ალექსანდრიელისა, 3)5500წ------------------------ანიანე ალექსანდრიელისა 4)5508წ-------------------------ბიზანტიელებისა (ბიზანტიური ერა ) და ბევრი სახვა..........................................................ო.კ
|