სულ რაღაც 2 დღის უკან სამარშუტო ტაქსში ვიყავი...ჩემი ყურადღება მიიპყრო ორმა ახალგაზრდამ,ორივეს ერთნაირად ეცვა(თავისი ჰალსტუხებით დათეთრი პერანგებით,და ჩანთით),ქართველებს არ გავდნენ,და თან გულზე რაღაც საშვისმაგვარი ლამინირებული ცნობარი ეკიდათ,რაზეც ეწერა უხუცესი კოტე დამეორეს უხუცესი ნიკა,იესო ქრიტეს ეკლასია,ნუ მივხვდი რომ რაღაც სექტის წარმომადგენლები იყვნენ..ისე მოვახერხე რომ მათ შუაში ჩავჯექი,(ჩავეკვეხე),კი გაუკვირდათ მარა ცნობისმოყვარეობამ გასწყვიტა ჩემი შუბლის ძარღვი,უცხოური გარეგნობის გამო მორიდებით ვკითხე ქართული თუ იცი მეთქი,და გახარებულმა მითხრა კიიი,აქედან დაიწყო ჩემი შეკითხვების კორიანტელი. რათქმა უნდა სასაუბროდ უხუცესი კოტე ავირჩიე(მაინც უხუცესია რა)
მე. რა მიმდინარეობაა?
უ.კ. ეს არის იესო ქრისტეს ეკლესიაა.
მე. ე.ი. ქრისტიანები ხართ?
უ.კ. კი ქრისტიანები ვართ.
მე. კოტე გქვია თუ დაგარქვეს ?(ყალბი ღიმილი)
უ.კ. ხო დამარქვეს,რომ ქართველებისათვის ადვილი გამოსათქმელი ყოფილიყო.მღვდელმა დამარქვა.
მე. შენ მისიონერი ყოფილხარ.
უ.კ. კი, მე უხუცესი მისიონერი ვარ..
მე. რამდენი წლის ხარ?
უ.კ. 22.მაგრამ დიდი ხანია მისიონერი ვარ..
მე. რა უნდა გააკეთო რომ უხუცესი გახდე....
უ.კ. რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა მოვაქციოთ,შევასწავლოთ ჭეშმარიტება..
მე. რას ასწავლით.?
უ.კ. ვასწავლით რომ არ იმრუშონ არ მოწიონ სიგარეტი,ცოლის ერთგული რომ იყონ,ჩვენ ვცხოვრობთ 10 მცნებით..
მე. მაგას ბევრი რელიგია ქადაგებს თითქმის ყველა..რითი განსხვავდება თქვენი რელიგია სხვა რელიგიებისაგან???ვის ემორჩილებით???
უ.კ. ჩვენ ვემორჩილებით მოციქულებს,12 მოციქულს..
მე. მოციქულები გასაგებია,ჩვენს ეკლესიაშიც იკითხება ეპისტოლეები, და მოციქულთა სწავლებები..
უ.კ. არა ეს 12 მოციქული ცოცხალია..
მე.(შევცბი,და შემატყო მანაც)

უ.კ.ის მოციქულები აღარ არიან ცოცხლები,ხომ გვინდა ახლები??ცხოვრება გრძელდება და ხალხს რჩეული ჭირდება რომელიც სული წმინდის მადლითააა
შემოსილი..
მე. ვინ აძლევს მას ამ ტიტულს??
უ.კ. მას ირჩევს უმაღლესი უხუცესები.
მე. შენ რას აკეთებ კოტე??ფუნქციაა რაარის შენი?
უ.კ. მე სული წმინდას ვარიგებ,ჩემგან ღებულობს ადამიანი სული წმინდას და ზიარებას.მღვდელთან ერთად (აქ სულ გადავირიე),შემიძლია ადამიანის განკურნება.
მე. რა დაავადებებს კურნავ კოტე??
უ.კ თუ ადამიანი რწმენით მოვა ყველაფერს...
ჩვენს ეკლესიაში სამოსელი არაა
ხვთის მსახურებას შარვალ კოსტუმით და გალსტუკით ვუძღვებით,მოციქულებს მაშინ რა სამოსიც იყო ის ეცვათ, ეხლა რაცაა ის გვაცვია (მამა ჯემალივით აზროვნებდა)
მე. ეს მოციქულები სად არიან ეხლა?
უ.კ. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.....ქადაგებენ კურნავენ,სამრევლოებს აარსებენ,გაჭირვებულებს ეხმარებიან.ჩვენც ვეხმარებით(კი მინდოდა თქქმა 300ლარი მჭირდებათქო მარა) ..ისინი იდევნებიან,მოვა დრო ჩვენს დევნასაც დაიწყებენ,როგოც ის მოციქულები აწამეს და მოკლეს ჩვენც მზადა ვართ ვეწამოთ და მოვკვდეთ ჭეშმარიტებისათვის..
მე. სულ საქართველოში რამდენი მიმდევარი გყავთ,??
უ.კ. ჯერ ჯერობით 375..
რახან ჩავდიოდი, ქართულად ჩავარტყით ხელი, მიტხრა სამას არაგველზე და საბურთალოზე ვართ ჯერ ჯერობითო,მალე გავფართოვდებითო.
იმ მომენტში თემქაზე ჩავიდნენ.ეტყობა ამ უბნის "მოქცევა უნდათ"..
ეხ კოტე კოტე 22 წლის უხუცესია და ეს რო 62 იქნება არვიცი რას იზამს..