Rogueმორმონიზმი საინტერესო რელიგიაა
http://en.wikipedia.org/wiki/Mormonismმორმონიზმი წარმოიშვა 1820იანი წლების მიწურულს. მისი დამაარსებელი იყო ასევე უკანასკნელი დღეების წმინდანთა მოძრაობის დამაარსებელი ამერიკელი ჯოსეფ სმიტ უმცროსი (http://en.wikipedia.org/wiki/Joseph_Smith,_Jr.), რომელმაც განაცხადა რომ იპოვნა ოქროს ფურცლებზე დაწერილი წიგნი, რომელიც ამერიკელი წინასწარმეტყველების მიერ იყო დაწერილი.
ჯოზეფ სმიტის განცხადებით ანგელოზმა მორონმა აპოვნინა მას ეს წიგნი და დააკისრა მისი გადათარგმნის მისია. წიგნს ქრისტიანული მსოფლმხედველობა უნდა შეეცვალა. მოგვიანებით მან გამოსცა წიგნი სახელად "მორმონის წიგნი" (http://en.wikipedia.org/wiki/Book_of_Mormon) რასაც ეფუძნება მორმონიზმი.
საინტერესო ფაქტები:
- მორმონების ნაწილი აღიარებს მრავალცოლიანობას (მიუხედავად იმისა რომ ოფიციალურად ორგანიზაციამ ეს პრაქტიკა გააუქმა აშშ-ს ხელისუფლების ზეწოლის შედეგად)
- ორგანიზაცია აქტიურად ეწინააღმდეგებოდა მონობის გაუქმებას რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე
- 1978 (!!!) წლამდე ეკრძალებოდათ შავკანიანებს მღვდლად კურთხევა და იმ რელიგიურ პრაქტიკებში მონაწილეობის მიღება რომელიც ორგანიზაციის სწავლების მიხედვით აუცილებელი იყო ცხონებისთვის
- ჩემთვის ცნობილი ინფორმაციის მიხედვით ორგანიზაციის ერთერთი სწავლების მიხედვით ღმერთის მიერ დაწყევლილ ადამიანებს სასჯელის სახით კანის ფერი შეეცვალათ და აქედან წარმოიქმნა შავკანიანი რასა
ესეც ძველი ანიმაციური საინფორმაციო ფილმი მორმონების შესახებ. ინფორმაციის ობიექტურობაზე თავს ვერ დავდებ