1. ქალი პადრეების ხსენებაზე ვატიკანში ტანსაცმელს იხევენ, ასე რომ არ გინდა ეს მითები, გადახედე სწავლებას

პ.ს "აბსურდი" ლათინური სიტყვაა და "ფ" არაფერ შუაშია.
2. რა გგონია ინდულგენციები ჯერ ეს მითხარი? ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგებს არა, სულისკვეთებას კი.
კონტრშეკითხვა:
რას ფიქრობ მონოთელიტთა სოფლების გადაწვაზე, პოეტების გაგლეჯვაზე, მთიანეთის ცეცხლით მოქცევაზე, საეკლესიო მონებზე, როზგებზე სასწავლებლებში? ემხრობი თუ არა ეთნოფილეტიზმსა და სქიზმატურ ცნობიერებას?

აი ეს ჩემი სტატიაც:
1. თუ ფიქრობ, რომ პაპის პრიმატი ადამიანის გაღმერთება და საშინელი წარმართობაა, ხოლო განრისხებისგან მწვანდები, როცა თუნდაც რიგითი ბერის აზრებში ეჭვი შეაქვთ;
2. თუ უვიცობას ეძახი განსაწმენდელს, ხოლო სწავლების საწინააღმდეგოდ ყოველ საკვირაო ლიტურღიაზე მიცვალებულთა სულების ჯოჯოხეთიდან ამოსაყვანად ლოცულობ;
3. თუ დასავლელ წმინდანებს ხიბლში ჩავარდნილთ უწოდებ, ხოლო ნეტარი მატრონასა და იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ხატიები სახლში გისვენია;
4. თუ ინკვიზიციის მითებს გმობ და იმავდროულად მიიჩნევ, რომ ერეტიკოსებს ცხვირ-პირი უნდა ჩამოუმტვრიონ ერის გახრწნისა და ეროვნული სარწმუნოების (ალბათ არმაზის) შეურაცხყოფისთვის;
5. თუ ჯვაროსნები გეზიზღება, ხოლო მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მოქმედებებსა და ქართული მთიანეთის ქრისტიანობაზე მოქცევის უწინდელ ლაშქრობებს სარწმუნოებრივ საქმეს ეძახი;
6. თუ ფიქრობ რომ სქიზმისშემდგომი დასავლური კრებები აბსოლუტური "სიახლეა" ხოლო ნეტარებით ივსები როდესაც სინოდალურ დადგენილებაში უნათლავ ჩვილებს ჯოჯოხეთში აგზავნიან;
7. თუ დედა ტერეზას მონასტრული წესის დარღვევაში ადანაშაულებ და წარმართებზე უფრო მოწყალედ არ მიგაჩნია, ხოლო არქიმანდრიტ გაბრიელ ურგებაძეს უდიდეს მამად მიიჩნევ;
8. თუ ფიქრობ რომ კათოლიკე ეკლესიაში ბოლო დროს დაფიქსირებული პედოფილიის ფაქტები, ზოგიერთი მღვდელმთავრის ჰომოსექსუალიზმსა და მონაზვნობის შეურაცხყოფაზე უარესია;
9. თუ მიიჩნევ რომ კათოლიკური იკონოგრაფია არაკანონიკურია, ხოლო ტაძარში შესული ყურადღებას არ აქცევ ამ კულტურის გავლენით შექმნილ ფრესკებს.
10. თუ ებრძვი სიახლეს და კანკელის ხატის მთხვევაზე ოცნებობ;
11. თუ ინდულგენციების გმობას მოჰყოლილხარ, ხოლო ყოველ რეკლამაზე, რომელშიც საქართველოს ხსნას ერთ ლარად მეუფე გრიგოლი გპირდება, მობილურს იმარჯვებ;
12. თუ უფუარი პურით ზიარებას არაკანონიკურად მიიჩნევ, ხოლო ლანჩანოს სასწაულით გულს იტკბობ;
13. თუ ფიქრობ რომ კათოლიკეები ცოტას მარხულობენ, ხოლო თავად სამარხვო ნაპოლეონს მიირთმევ;
14. თუ ფიქრობ, რომ ჯობია ლიტურღიაზე გეწვოდეს ფეხები, ვიდრე იჯდე და გეწვოდეს გული;
მაშ უკვე ცხონებულხარ! ჩემი მოვალეობა ალბათ იმაში მდგომარეობს, შიომღვიმის კარამდე მიგაცილო და გულმხიარულმა ვუმზირო როგორ აღგიტაცებენ ანგელოზები!
და იმ წამს, როცა შენ სასუფეველში მოხვდები, ყოველი წმინდანი დემონსტრაციულად დატოვებს მას! ფიქრით "აქ კარგი კლიმატია, მაგრამ ჯოჯოხეთში ბრწყინვალე საზოგადოება!"
ლეონ სუთიძე - მნათეუსი