#15070903 · 13 Aug 2009, 12:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოსეს რაც შეეხება...არის ასეთი წმინდანი-მოსე შავი, რომელიც ერთ დროს წარმართი ქურუმი იყო და მერე გაქრისტიანდა და ქრისტიანობისათვის ეწამა. ის ნამდვილად შავკანიანი იყო. ასე რომ, შეიძლება, ვინმე ურევდეს ერთმანეთში.
ებრაელები და საერთოდ, მცირე აზიაში ბინადარი ხალხი არ არიან შავკანიანები, უბრალოდ, მუქი ფერის კანი აქვთ. რა თქმა უნდა, ჩრდილო ევროპელებივით გაქათქათებული ვერ იქნებიან-კლიმატის გამო.
ქრისტეს შავკანიანობის იდეის წარმოშობა იოლი ასახსნელია-შავკანიანები იყვნენ ჩაგრულები და ხომ უნდა მოეგონათ რამე, რაიმესთვის შეედარებინათ თავი...ამიტომ თავიანთი ტანჯვა შეადარეს იესოს ტანჯვას..და მერე ლოგიკურად, იესოც შავკანიანი გახადეს.
რასტაფარიანიზმის იდეა იყო ის, რომ ჰაილე სალასიე (ანუ ტაფარი მეკონენი, ანუ რას (უფლისწული) ტაფარი) იყო ერთადერთი შავკანიანი იმპერატორი, ამიტომ შავკანიანმა მესიანისტებმა გამოაცხადეს ღმერთის იპოსტასად, რომელსაც უნდა ეხსნა ტანჯული შავკანიანი ხალხი თეთრებისაგან მიყენებული ჩაგვრისაგან და დაესახლებინა ღვთითკურთხეულ სიონის მიწაზე.
ამას ხელი შეუწყო ლეგენდამაც, რომ მეკონენების გვარი მომდინარეობდა სოლომონისაგან (საბას დედოფალთან შეძენილი შვილის მეშვეობით). თვითონ ჰაილე სალასიეს სამეფო ბეჭედსაც "სოლომონის ბეჭედი" ერქვა.
რაც შეეხება რასტაფარიანიზმს:
სრული სისულელეა, ჩ.მ.ა. ცოცხალი ადამიანი გამოაცხადეს ღმერთის იპოსტასად-მეტი რაღა  ჰაილე სალასიე რომ იამაიკაზე ჩავიდა, თვითმფრინავიდან ძლივს გადმოვიდა, აღრიალებულ ბრბოს რომ ნაწილ-ნაწილ არ დაეგლიჯა  ბობ მარლის ჭკვიანი ცოლი მოგვიანებით ამტკიცებდა, რომ სალასიემ რომ ხელი ასწია, ხელისგულზე სტიგმა დავუნახე-ლურსმნის ნაკვალევიო. ეთიოპელები არიან ღვთის რჩეული ხალხი? მეტი მე მაგათ რა ვუთხარი. თანამშრომელი მყავს ეთიოპელი, ერთი ქვეშქვეშა და შურიანი გოგოა.. ისე, საწყალი ჰაილე სალასიე, ძალინ უკუღმართლად კი დაამთავრა სიცოცხლე-მენგისტუ ჰაილე მარიამმა მოაწყო სამხედრო გადატრიალება, ტახტიდან ჩამოაგდო სალასიე და მოგვიანებით მოკლა კიდეც (როგორც ამბობენ, ბალიშით გაგუდა მოხუცი იმპერატორი). ნეშტი მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩინეს, როცა მენგისტუს "დერგის" სისხლიან მმართველობას აჯანყებულებმა მოუღეს ბოლო...იმპერატორის ცხედარი საპირფარეშოს იატაკქვეშ იყო  მერე გადაასვენეს წმინდა სამების ტაძარში, ადის-აბებაში...
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|