Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(82)
« პირველი
...
68
69
[70]
71
72
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
აბორტი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
guraaaaa
Crazy Member
ჯგუფი: Members
guraaaaa
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3064
წევრი No.: 109078
რეგისტრ.: 12-January 10
#32761169
· 29 Aug 2012, 20:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nikoloza1989
ზოგადად ცოდვასთან ბრძოლაა ძნელი,ამიტომაც არის მნიშვნელოვანი და ,,დაფასებული"
Lady Bug
მეც მასე ვფიქრობ
--------------------
არ ვარ gurabe გაიგეთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nikoloza1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
nikoloza1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2128
წევრი No.: 146731
რეგისტრ.: 13-April 12
#32761187
· 29 Aug 2012, 20:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
rezomegrelidze
.
QUOTE
რაში მაინტერესებს უფალმა რა თქვა?
ეგ შენი პრობლემაა
ღმერთის არ გწამს, ფსიქოლოგების მაინც ხომ გწამს? იმათ ელაპარაკე და გეტყვიან რა გავლენას ახდენს ადამიანზე შიშველი ქალის დანახვა. და საერთოდ ღმერთი რომ არ არსებობდეს ყველაფერს აზრი დაეკარგებოდა, სიკეთეს, სიყვარულს და სიცოცხლეს. მე რომ ვიცოდე რომ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი აზრს დაკარგავდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#32761229
· 29 Aug 2012, 20:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
guraaaaa
QUOTE
ახლა მთელ მსოფლიოს ნუ დაადანაშაულებ
მთელი მსოფლიო დამნაშავეა იმაში, რომ უფრო წინ არ ვართ, ვიდრე ვართ. ერთი უპასუხისმგებლო საქციელი მეორეს განაპირობებს. ასე შავი ჭირივით გადამდებია უპასუხისმგებლობა და განურჩევლობა.
რა თქმა უნდა, დანარჩენი ქვეყანა და მსოფლიო გაცილებით ნაკლებადაა დამნაშავე, ვიდრე თვითონ წყვილი. ვიღაც პეტრეს და დედ-მამის პასუხისმგებლობა ერთი არაა. მაგრამ პეტრეს რომ არ ელოთა, იქნება დიდი კომერსანტი იქნებოდა, მამილოს დაასაქმებდა და აბორტის ეკონომიკური მიზეზიც მოიხსნებოდა. ეს რა თქმა უნდა, თუ ადამიანს თავისუფალი ნება აქვს
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
guraaaaa
Crazy Member
ჯგუფი: Members
guraaaaa
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3064
წევრი No.: 109078
რეგისტრ.: 12-January 10
#32761292
· 29 Aug 2012, 20:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლაბარნა
QUOTE
მთელი მსოფლიო დამნაშავეა იმაში, რომ უფრო წინ არ ვართ, ვიდრე ვართ. ერთი უპასუხისმგებლო საქციელი მეორეს განაპირობებს. ასე შავი ჭირივით გადამდებია უპასუხისმგებლობა და განურჩევლობა.
შავ ჭირზე არ ვსაუბრობთ,მთელ მსოფლიოსთან არ ვათანხმებთ პირად ცხოვრებას
ვერ ვხვდები რატომ ამართლებ აბორტს ;( (როგორ შეიძლება ვერ ხვდებოდეს ადამიანი,რომ შვილის მოკვლა არ შეიძლება
)
QUOTE
ს რა თქმა უნდა, თუ ადამიანს თავისუფალი ნება აქვს
საქმე იმაშია,რომ ეკონომიური მდგომარეობის გამო იშვიათად ხდება ეს
თან ეს მდგომარეობა არამდგრადია,უცებ რომ შეგექმნას მსგავსი პრობლემა შვილს მოკლავ?
არც ამ შემთხვევაში ხარ მართალი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rezomegrelidze
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
rezomegrelidze
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5428
წევრი No.: 133058
რეგისტრ.: 28-June 11
#32761323
· 29 Aug 2012, 20:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
guraaaaa
სექსი ცოდვა რატოა??? გასაგებია, რომ ცოდვათ ითვლება ქორწინებამდე და ასევე ცუდად გაფიქრება, მარა არ დაგისვამს საკუთარი თავისთვის კითხვა: რატომ არის ცოდვა?
ეგრე განკითხვაც ცოდვაა, მარა იცნობ ვინმეს ვინც არავის არ განიკითხავს? ანდა რატომაც არ უნდა განიკითხავდეს? რამეს აშავებს განკითხვით? უბრალოდ მსჯელობს რამდენად სწორი იყო ესა თუ ის საქციელი. ეგრე განკითხვა თუ ცოდვაა სასამართლოებიც არ უნდა არსებობდნენ და ღმერთიც არ უნდა განიკითხავდეს ადამიანს თავისი საქციელის გამო (ანუ ჯოჯოხეთში არ უნდა უშვებდეს).
nikoloza1989
ხო იცი, რომ არ მწამს და უფალზე რატომ მელაპრაკები? სულ არ მაინტერესებს უფალმა რა გვითხრა, არც კი მჯერა, რომ რაღაც გვითხრა. ვერ ხვდები, რომ ათეისტებთან უფალზე და ცოდვებზე ლაპარაკი უაზროა? უაზრო იმიტომაა, რომ არ დაგიდასტურებია, უფალი, რომ არსებობს და არ აგიხსნია რატომ უნდა იყოს მისი სიტყვა ჩემთვის მისაღები. ჯერ პირველი უნდა დაადასტურო და მერე მეორე უნდა ამიხსნა. მანამდე არანაირად არ იმსახურებს, უფალზე ლაპარაკი ჩემს ყურადღებას.
This post has been edited by
rezomegrelidze
on 29 Aug 2012, 20:59
--------------------
A person who never made a mistake never tried anything new. (c) Albert Einstein
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nikoloza1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
nikoloza1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2128
წევრი No.: 146731
რეგისტრ.: 13-April 12
#32761363
· 29 Aug 2012, 20:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
შვილი ნივთი არაა ეხლა მინდა გავაჩენ ეხლა არაო. აბა ნახეთ იმ დედების მდგომარეობა საერთოდ რომ არ ყავთ შვილი და ნატრობენ ერთი შვილი მაინც შეგვეძინოსო. მადლიერები უნდა უნდა ღმერთისა რომ შვილი გვეძლევა. და პირიქით ვიქცევით. იმიტომ რომ უმადურები ვართ.
რეზო სექსი ქორწინებამდე ცოდვაა იმიტომ რომ უფალმა გვითხრა. და გაუკუღმართებული სექსი კი ქორწინების მერეც ცოდვად ითვლება. ჯერ ერთი იმიტომ რომ უფლისგან გვეუწყა ეს და მეორე არა ბუნებრივია.
This post has been edited by
nikoloza1989
on 29 Aug 2012, 20:55
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠
ჯგუფი: Members
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠
ჯგუფი: Members
წერილები: 48219
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04
#32761462
· 29 Aug 2012, 20:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nikoloza1989
QUOTE
გააჩნია სად ხდება გაუპატირება, ომში სხვაა და აქ სხვა. გაიხედე გარეთ და ნახე როგორი ჩაცმულები დადიან. ყველგან სექსზე ლაპარაკობენ. ფილმები სიმღერები სავსეა ამგვარი რაღაცეებით, დღედაღამე სერიალები გადის ტელევიზორში და კარგი რა უნდა მოხდეს? დაფიქრდი შენ თვითონ. მე ვამბობ რომ როცა გაუპატირება ხდება მარტო ერთი მხარე არაა დამნაშავე. სხვაა კიდე როცა მანიაკი აუპატირებეს, მაგრამ აბორტი არც ერთ შემთხვევაში არაა გამართლებული.
ყველაფერი ადვილია, როცა საქმე შენს ახლობელს არ ეხება
როცა საქმე შენს ახლობელს შეეხება, მერე უკვე აღარავინ ფიქრობს იმაზე, რომ "მეორე მხარის ბრალიც" იყო.
სხვა სიტყვებით: სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი.
--------------------
⎝ Sic semper tyrannis ⎠
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nikoloza1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
nikoloza1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2128
წევრი No.: 146731
რეგისტრ.: 13-April 12
#32761529
· 29 Aug 2012, 21:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
rezomegrelidze
მაშინ ის მიტხარი რატომ არ უნდა მოკლა კაცი, რატომ არ უნდა გააუპატიურო, რატომ არ უნდა მოიპარო? რატომ არ გესმის რომ სადღაც ჭურში ზიხარ. ღმერთის არ გწამს რა სიკეთეზე რა სიყვარულზე უნდა მელაპარაკო? ფარსია ყველაფერი. სიცრუეა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#32761537
· 29 Aug 2012, 21:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
guraaaaa,
მე ვამართლებ აბორტს მხოლოდ 1 შემთხვევაში: როცა დიდი სამედიცინო რისკია (50% და მეტი) სიმახინჯის ან დედის ორგანიზმის დაზიანების.
დანარჩენ შემთხვევებში, თუ სამედიცინო გამართლება არაა, არ ვამართლებ. თქვენ რომ ამართლებთ, ფსიქოლოგიური ფაქტორებით, ინცესტისა და გაუპატიურების დროს, იმათაც კი არ ვამართლებ.
ეკონომიკური ფაქტორის არ უნდა გეშინოდეს, სანამ შიმშილით არ მოკვდები, ცოცხალი ხარ ადამიანი ))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nikoloza1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
nikoloza1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2128
წევრი No.: 146731
რეგისტრ.: 13-April 12
#32761610
· 29 Aug 2012, 21:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლაბარნა
ვინ რას ამართლებს? გურა ქალია და ის მესმის მისი. მან საკუთარი თავი წარმოიდგინა ალბათ და იმიტომ თქვა ეს. მაგრამ თუ ნაძალადევ ქალს ნორმალური წრე ეყოლება ისინი დაითანხმებენ რომ რომ აბორტი არ გაიკეთოს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rezomegrelidze
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
rezomegrelidze
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5428
წევრი No.: 133058
რეგისტრ.: 28-June 11
#32761658
· 29 Aug 2012, 21:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nikoloza1989
კაცი იმიტომ არ უნდა მოვკლა, რომ მე მჯერა ასეთი კანონის: არ გაუკეთო სხვას ის რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ. რელიგია არაა აუციელებელი იმისთვის, რომ კეთილშობილი და უვნებელი ადამიანი იყო. ძაან მიყვარს ყველა ადამიანი და არავინ არ მეზიზღება, მკვლელებიც კი. იმიტომ, რომ ვიცი რის გამოც გახდნენ მასეთები. ადამაინის საქციელის ჩამოყალიბებაში მხოლოდ ორი რამ მოქმედებს, გარემო და აღზრდა. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ლენინი სტალინი და ჰიტლერი, განა ბოროტები იყვნენ, არამედ ისინი იყვნენ ავადმყოფები. სიყვარულზე არც არასდროს არ ვლაპრაკობ. ჩემთვის სიტყვა სიყვარული, უშნო სიტყვაა. როგორ შეიძლება მთლიანად გიყვარდეს ვინმე? განა იცნობ ვინმეს რომლშიც ყველაფერი მოგწონს? შეიძლება რაღაც მოგწონდეს და რაღაც არ მოგწონდეს, მარა 100% მოწონება ძაან იშვიათია. სიკეთე უფრო ფილოსოფიური საკითხია ვიდრე რელიგიური. კეთილ ადამიანში გულისხმობ ისეთ ადამიანს, რომელიც მეგობრულია, ხელგაშლილია და მზრუნველია, თუ ეს სამი სიტყვა ვიცით რას ნიშნავს სიკეთეც ვიცით რას ნიშნავს. გიმეორებ ნიკოლოზ, არსებობენ კარგი ათეისტებიც და ცუდი ათეისტებიც და ასევე არსებობენ ცუდი ქრისტიანები და კარგი ქრისტიანები. მთავარია ადამიანის მსოფლმხედველობა როგორია თორე რელიგიური შეხედულება დიდ არაფერს წყვეტს მორალში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nikoloza1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
nikoloza1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2128
წევრი No.: 146731
რეგისტრ.: 13-April 12
#32761770
· 29 Aug 2012, 21:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
არ გაუკეთო სხვას ის რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ.
ეს ფრაზა ქრისტემ თქვა და ქრისტემდე არავის არ ქონდა ნათავამი. სასიამოვნოა როცა ათეისტი ციტირებს ქრისტეს მიერ ნათქვამი ფრაზებით. თუკი ღმერთი არ არსებობს ყველაფერი აზრს კარგავს, აბსოლუტურად ყველაფერი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#32761808
· 29 Aug 2012, 21:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nikoloza1989
QUOTE
თუკი ღმერთი არ არსებობს ყველაფერი აზრს კარგავს, აბსოლუტურად ყველაფერი.
ხუმრობ, ნიკოლოზ? ))))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nikoloza1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
nikoloza1989
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2128
წევრი No.: 146731
რეგისტრ.: 13-April 12
#32761860
· 29 Aug 2012, 21:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლაბარნა
მეხუმრება ეხლა მე?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პატარძალი
Ein Pluraliatantum
ჯგუფი: Registered
პატარძალი
Ein Pluraliatantum
ჯგუფი: Registered
წერილები: 1021
წევრი No.: 142194
რეგისტრ.: 26-January 12
#32761941
· 29 Aug 2012, 21:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nikoloza1989
QUOTE
აბორტებს ვერ აღმოფხვრი, თუ გარყვნილებას არ ებრძოლე. გაუპატიურებები რომ არ მოხდეს, ქალებმა ზომიერება უნდა დაიცვან ჩაცმაშიც, ქცევაშიც და ზოგადად ყველაფერში. რომ არ გააღიზიანონ კაცები, თორემ თუ კაცში ვნება შეიჭრა თითქმის შეუძლებელია მისგან გათავისუფლება. ასე რომ ვისაც ხის მოჭრა უნდა, ძირიდან უნდა მოჭრას.
ამ ლოგიკიდან გამომდინარე ქალების ბრალი ყოფილა რომ აუპატიურებენ. დაწერეთ რაც გენებოთ, მაგრამ მსხვერპლს ნუ გამოიყვანთ დამნაშავის როლში!!!
ამ ლოგიკით ხელმძღვანელობს ზოჯერ ჩვენი პოლიციაც. გააუპატიურებენ ქალს, დაუმახინჯებენ ცხოვრებას და ფსიქიკას და თან ეუბნებიან "მაშ რა გეგონა"-ო.
კაცი იმიტომ არის ადამიანი რომ უნდა შეეძლოს გრძნობების მოთოკვა და მაპატიეთ და უნახავივით არ უნდა ეცეს ვისმეს. ასე შეიძლება ე.წ. არაგამომწვევად ჩახმული ქალი უფრო მადისაღმძვრელად და გემრიელად გამოიყურებოდეს; უნდა ეცეს ვინმე?
და საერთოდაც, ცივილიზებურ ქვეყნაში უნდა ჩაიცვას ქალმა რაც გაუხარდება და არ უნდა ჰქონდე იმის შიში რმ ვინმე ტყიური მიახტება და მერე კიდევ ხალხი გამოვა და იტყვის "ეგ ისე იცმევდა"-ო. გულისამრევია.
მაპატიეთ თემიდან გადახვევა, უბრალოდ ისე ვერ დავტოვე ეს აბსურდი.
--------------------
Alte Wege führen nicht zu neuen Zielen.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(82)
« პირველი
...
68
69
[70]
71
72
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0744 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.