Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(82)
« პირველი
...
24
25
[26]
27
28
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
აბორტი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nshoshia505
ამბოხებული
ჯგუფი: Members
Nshoshia505
ამბოხებული
ჯგუფი: Members
წერილები: 5813
წევრი No.: 33348
რეგისტრ.: 18-April 07
#20306754
· 23 Jun 2010, 01:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
http://en.wikipedia.org/wiki/Abortion
ემბრიონი ადამიანი არ არის no.gif ჩანასახია, უჯრედების გროვა...
ასე რომ დედას (მშობლებს) სრული უფლება აქვთ მისი მოშორების wink.gif
თუ კანონი არ კრძალავს, პრობლემაც არაა...
ამის მოსმენა არ უნდათ და ჰააა
--------------------
http://nukriko.blogspot.com/
www.planeta.ge
http://www.youtube.com/watch?v=XXp0eAgqJBY
Мой грех - есть зависть к доблести
in peace vigilance in war victory in death sacrifice
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
prince_meo
just meo
ჯგუფი: Members
prince_meo
just meo
ჯგუფი: Members
წერილები: 3347
წევრი No.: 22988
რეგისტრ.: 8-September 06
#20306783
· 23 Jun 2010, 01:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Nshoshia505
QUOTE
ამის მოსმენა არ უნდათ და ჰააა
შენც უჯრედების ხროვა ხარ
რატომ არ გინდა ამის მოსმენა? და რატომ ამტკიცებ გამუდმებით ადამიანი ვარო ჰააა?
ცელებრალური დამბლით ვინც არის დაავადებული ისიც უჯრედების ხროვაა?
--------------------
250 GAMES IN MY LIST
http://jumporfall.wordpress.com/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nshoshia505
ამბოხებული
ჯგუფი: Members
Nshoshia505
ამბოხებული
ჯგუფი: Members
წერილები: 5813
წევრი No.: 33348
რეგისტრ.: 18-April 07
#20306974
· 23 Jun 2010, 01:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
შენც უჯრედების ხროვა ხარ smile.gif რატომ არ გინდა ამის მოსმენა? და რატომ ამტკიცებ გამუდმებით ადამიანი ვარო ჰააა?
ცელებრალური დამბლით ვინც არის დაავადებული ისიც უჯრედების ხროვაა?
პაშოლ კ ჩორტუ!
არ გამიხურა საქმე, თავის სისულელეებით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ben hur
Super Member
ჯგუფი: Registered
ben hur
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 701
წევრი No.: 115673
რეგისტრ.: 16-May 10
#20306975
· 23 Jun 2010, 01:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რადგან ჩანასახი არაა სრულად ფორმირებული, მას არ აქვს ცნობიერი აზროვნების უნარი გარკვეულ ეტაპამდე, აბორტი მშობლის საქმეა. თუ სული ჩავრთეთ ამ ყველაფერში რელიგიური ხედვით რთულდება უკვე.
რომელი თვიდან თვლით ჩანასახს ადამიანად??? მე ვეთანხმები მნათეუსს, აბორტი არის საშინელება. კანონი კრძალავს თუ არა მაგას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არააქ, ვინაიდან კანონები მრავლად შეცვლილა და დიდი იმედი მაქ რომ მომავალშიც კანონი უფრო მკაცრი იქნება აბორტებთან დაკავშირებით...
უბედურება ისაა რომ ვინაიდან კანონი აბორტებს არ კრძალავს ხალხი აბორტს იკეთებს.. კი ძალიან ბევრს ააქვთ აბორტი გაკეთებული..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Skeptic
Super Member
ჯგუფი: Registered
Skeptic
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 275
წევრი No.: 116493
რეგისტრ.: 1-June 10
#20307064
· 23 Jun 2010, 01:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ანუ თუ სრულად ფორმირებული არ არის ადამიანი, მშობელს უფლება აქვს მოკლას ის ხო? ისე შენ რამდენი წლის ხარ? ასეთი აზრები გაწუხებს და გგონია უკვე დასრულდა შენი ფორმირება? smile.gif
4თვის ბავშვი სრულად არის ფორმირებული? ცნობიერება ააქვს? ჩემი შვილი 4 კვირის არის ეხლა და არც იმას არა აქვს ბევრი რამე ჩამოალიბებული მერე რა რომ დაბადებულია უფლება მაქვს მოვკლა?
რა ჭკვიანები ხართ smile.gif.
ამიტომ არის ხანდახან საშიში, ათეიზმი ადამიანს ეგოისტს ხდის და გონებას უბნელებს.
როგორც ტერორისტების და მანიაკების აზრს არ ვცემ პატივს, ასევე Skeptic ს ნაირ სულმდაბალ ადამიანის აზრებს, რომლებიც უმწეო ადამიანების ვერაგულ მკლელობას ასე მშვიდად ამართლებენ smile.gif ტფუუ...
ხელოვნური ჩასახვის დროს უამრავი ემბრიო იქმნება. მათგან უმრავლესობა კვდება და მხოლოდ პატარა ნაწილი აგრძელებს ზრდას. ესეც მკვლელობაა ექიმების მხრიდან? გასაგებია, რომ ზოგიერთის აზრით ემბრიოებს სული აქვთ, მაგრამ ამის მტკიცებულება არ არსებობს. რამდენიმე კვირის ემბრიო ჯერ ძალიან პატარაა. მას არ გააჩნია ჩამოყალიბებული ნერვული სისტემა ტვინი, მას არ შეუძლია აზროვნება. ის ამ შემთხვევაში ვერაფერს იგრძნობს და ტექნიკურად მისი "მოკვლა" ნაკლებად დანაშაულებრივია, ვიდრე ბუზის მოკვლა. თუმცა იქმნება პრობლემები. ემბრიოს აქვს შანსი, რომ განვითარდეს ადამიანამდე და ჩვენ ამ შანსს ვუზღუდავთ. დღეს-დღეობით კლონირების მეშვეობით ნებისმიერი უჯრედი შეიძლება ადამიანად გადაიქცეს. ნებისმიერმა ზიგოტამ შეიძლება მიგვიყვანოს მოაზროვნე, კეთილშობილ ადამიანამდე. ამ შემთხვევაში ზიგოტების განადგურება მკვლელობაა? სულებთან დაკავშირებით იქმნება პრობლემა. აღმოჩნდა, რომ ადრეულ ეტაპზე ჩანასახი შეიძლება ორად გაიყოს, თუმცა შემდეგ შეუძლია ისევ ერთ ბავშვად განვითარდეს. ამ დროს ორი სული ერთმანეთს ერწყმება? თუ ბავშვი გაუპატიურების შედეგია არ უნდა ჰქონდეს მშობელს აბორტის უფლება? ჩემი აზრით, აბორტის შეზღუდვა უნდა მოხდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგალითად პირველი ტრიმესტრი. ამის შემდეგ აბორტი უფრო და უფრო ემსგავსება მკვლელობას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
prince_meo
just meo
ჯგუფი: Members
prince_meo
just meo
ჯგუფი: Members
წერილები: 3347
წევრი No.: 22988
რეგისტრ.: 8-September 06
#20308348
· 23 Jun 2010, 08:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Nshoshia505
QUOTE
პაშოლ კ ჩორტუ!
არ გამიხურა საქმე, თავის სისულელეებით
სისულელეებს ვინ როშავს ძალიან კარგად ჩანს.
4თვის ნაყოფის მოშორება შეიძლება შენი აზრით?
Skeptic
QUOTE
ხელოვნური ჩასახვის დროს უამრავი ემბრიო იქმნება
უამრავი არ იქმნება, იქმნება რამოდენიმე. და ჯერჯერობით დაბალ განვითარებაზე ვიმყოფებით თორე დარწმუნებული ვარ შესაძლებელია მსხვერპლის გარეშეც ამის გაკეთება.
QUOTE
ესეც მკვლელობაა ექიმების მხრიდან
კი ესეც მკვლელობაა, თუმცა ეს სიცოხლის შესაქმნელად კეთდება და არა იმიტომ რომ სიცოცხლე არ უნდათ.
QUOTE
გასაგებია, რომ ზოგიერთის აზრით ემბრიოებს სული აქვთ, მაგრამ ამის მტკიცებულება არ არსებობს
უკვდავი სული თუ არა აქვს ეგ კიდევ უარესი. მილიარდი სპერმატოზოიდიდან რომ გაუმართლებს ერთს ეგ ხო დიდი მიღწევაა უკვე, და როდესაც ზიგოტა ხდება ის უნიკალურია მსოფლიოში და ერთადერთი, და ამის მოკვლა რელიგიას თავი რომ დავანებოთ გამართლებულია?
QUOTE
ტექნიკურად მისი "მოკვლა" ნაკლებად დანაშაულებრივია, ვიდრე ბუზის მოკვლ
შენთვითონ რა ფასეულობას წარმოადგენ? რატომ გგონია რომ ბუზს ჯობიხარ აბა აღმიღწერე, უფრო სასარგებლო არსება ხარ?
QUOTE
სულებთან დაკავშირებით იქმნება პრობლემა.
სულებთან დაკავშირებით მარტო შენ გექმნება პრობლემა
QUOTE
აღმოჩნდა, რომ ადრეულ ეტაპზე ჩანასახი შეიძლება ორად გაიყოს, თუმცა შემდეგ შეუძლია ისევ ერთ ბავშვად განვითარდეს. ამ დროს ორი სული ერთმანეთს ერწყმება?
არა ერთი ნაყოფი კვდება და შესაბამისად სულიც ღმერთთან მიდის თუ კონკრეტულად გაინტერესებს
QUOTE
ჩემი აზრით, აბორტის შეზღუდვა უნდა მოხდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგალითად პირველი ტრიმესტრი. ამის შემდეგ აბორტი უფრო და უფრო ემსგავსება მკვლელობას.
შე კაი ადამიანო დაფიქრდი ცოტა! რას ნიშნავს პირველი ტრიმსეტრის შემდეგ? ზუსტი ჩასახვის დრო თუ არ იცი და 1 დღეით შეგეშალა და ოდნავ ჩამოყალიბებული ადამიანი მოკალი, ესეიგი რისკავ ხო რომ მკვლელი არ გახდე?
მაგარი ამაზრზენია როცა ასეთი ადამიანის შეხედულებისამებრ ხოცავენ სხვა ადამიანებს. ეს არის ექსტერმიზმი, ფანატიზმი და ტერორიზმი!
შეხედულებისამებრ არ უნდა იხოცებოდნენ ადამიანები.
Skeptic
1000 ს მა კაცმა რომ ჩათვალოს რომ შენ ადამიანი არ ხარ და საკმარის დონეზე ვერ ხარ განვითარებული უნდა მოგკლან?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Skeptic
Super Member
ჯგუფი: Registered
Skeptic
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 275
წევრი No.: 116493
რეგისტრ.: 1-June 10
#20311436
· 23 Jun 2010, 12:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
prince_meo
თქვენს მიერ დადებული ვიდეო საკმაოდ შემაწუხებელია. თუ აბორტი აუცილებელია (ჩემი აზრით მშობლის უფლებაა, მაგრამ უნდა ეცადოს, რომ თუ შვილი არ უნდა გააშვილოს მაინც. აბორტს უფრო სერიოზულ შემთხვევებში უნდა მიმართოს, თუ ბავშვი დაავადებულია ან მშობელს საფრთხე ექმნება)
რაც შეეხება მეთოდებს, მემგონი უფრო მშვიდობიანი მეთოდებიც უნდა არსებობდეს, ვიდრე მილით გამოწოვა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
prince_meo
just meo
ჯგუფი: Members
prince_meo
just meo
ჯგუფი: Members
წერილები: 3347
წევრი No.: 22988
რეგისტრ.: 8-September 06
#20311716
· 23 Jun 2010, 13:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Skeptic
შენ საკუთარი სიკვდილის როგორ მეთოდებზე ხარ თანახმა?
QUOTE
(ჩემი აზრით მშობლის უფლებაა
შენი აზრით. ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ბავშვის აზრი ვისაც კლავენ და იმის უფლებები კიდევ. შეიძლება ადამიანს, ხორცმეტზე ნაკლები უფლებები ჰქონდეს?
ანუ შენ ამიხსენი ერთი რომელი თვის მერე აღიარებ ადამიანად ნაყოფს. ზუსტად დაწერე. აქ შეცდომა არ შეიძლება და "oops ადამიანი ყოფლა"
* * *
QUOTE
მშობელს საფრთხე ექმნება
ერთადერთი შემთხვევა სადაც ორ ადამიანს შორის გიხდება არჩევანი. თუ ბავშვი დაავადებულია უფლება გაქვს მოკლა? ავადმყოფი ადამიანი რომელსაც ტვინი გათიშული აქვს მილით ჩასდის საჭმელი იმის მოკვლის უფლება გააქვს?
* * *
Skeptic
\
QUOTE
რაც შეეხება მეთოდებს, მემგონი უფრო მშვიდობიანი მეთოდებიც უნდა არსებობდეს, ვიდრე მილით გამოწოვა.
უნდა არსებობდეს მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევებისთვის რაც მსოფლიოში 1% იც არ არის როცა დედას საფრთხე ექმნება. სხვა მხრივ კი როგორც მაგ ვიდეობშია ნათქვამი, როცა აბორტს ამართლებ უნდა იცოდე რაზეა საუბარი. ეგ 12 კვირაზეა საუბარი და აბორტებს აკეთებენ 24-28-32 კვირის ნაყოფზეც კი ამერიკაში და ალბათ ჩვენ თუ გვინდა პროგრესული ქვეყანა ვიყოთ ამაშიც მივბაძავთ მალე.
აი ვინ არის რეალურად საზოგადებისთვის საშიში ხალხი, საზოგადეობა როგორ იქმნება თუ არ დაიბადა?
მერე მელაპარაკებიან დემოკრატიაზე და რაღაც აბსტრაქტულ ღირებულებებზე
Nshoshia505
ს ნაირი მკვლელის აზროვნებით დაჯილდოებული ადამიანები.
აქ რბილი ლაპარაკი არ შეიძლება, არ შეიძლება ვიღაცის შეხედულებების გამო ადამიანები კვდებოდნენ, მსოფლიო ტერორიზმის გაგება უფრო შეიძლება ვიდრე ამ კაცობრიობის სიმახინჯის
This post has been edited by
prince_meo
on 23 Jun 2010, 13:09
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფილოსოფოსი
წაიკითხე და მიბაძე - დათა თუთაშხიას !
ჯგუფი: Registered
ფილოსოფოსი
წაიკითხე და მიბაძე - დათა თუთაშხიას !
ჯგუფი: Registered
წერილები: 254
წევრი No.: 117373
რეგისტრ.: 20-June 10
#20312589
· 23 Jun 2010, 13:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძალიან დიდი ცოდვაა როგორც ჩემი ასევე ეკლესიის აზრით .
--------------------
i'm interested in : Philosophy , Religion , Psychology ,History...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Taba
ლოგიკას გააჩნია
ჯგუფი: Moderators
Taba
ლოგიკას გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 19372
წევრი No.: 6001
რეგისტრ.: 18-August 04
#20312711
· 23 Jun 2010, 14:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რათ უნდა ამას ამდენი კამათი, აბორტი უნდა აიკრძალოს მას შემდეგ რაც ბავშვს ტვინის ქერქი ჩამოუყალიბდება და აზროვნებას დაიწყებს. მანამდე მშობლების საქმეა. რაც შეეხება მძიმე დაავადებებს , მათი აღმოჩენა შესაძლებელია მანამდე.
prince_meo
QUOTE
აი ვინ არის რეალურად საზოგადებისთვის საშიში ხალხი, საზოგადეობა როგორ იქმნება თუ არ დაიბადა? smile.gif მერე მელაპარაკებიან დემოკრატიაზე და რაღაც აბსტრაქტულ ღირებულებებზე Nshoshia505 ს ნაირი მკვლელის აზროვნებით დაჯილდოებული ადამიანები.
თავი შეიკავე იარლიყების მიწებებისგან, ვინ არის მკვლელის აზროვნებით დაჯილდოვებული შენი გადასაწყვეტი არაა
--------------------
მე სამოთხის და ჯოჯიხეთისაც მწამს და ე.ი. არსებობს.. (c) gurabe
არის ჩვეულებრივი, ცოდვილი ლოგიკა და არის სულიერი ლოგიკა. (c) რამაზი
რაც მე ინფორმაცია მაქვს სულ რომ ვკითხულობდე თქვენთვის დრო აღარ დამრჩება (c) GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nshoshia505
ამბოხებული
ჯგუფი: Members
Nshoshia505
ამბოხებული
ჯგუფი: Members
წერილები: 5813
წევრი No.: 33348
რეგისტრ.: 18-April 07
#20312802
· 23 Jun 2010, 14:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Taba
QUOTE
თავი შეიკავე იარლიყების მიწებებისგან, ვინ არის მკვლელის აზროვნებით დაჯილდოვებული შენი გადასაწყვეტი არაა
შალვას ნათელაშვილისგან მაგას ვერ მოითხოვ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
prince_meo
just meo
ჯგუფი: Members
prince_meo
just meo
ჯგუფი: Members
წერილები: 3347
წევრი No.: 22988
რეგისტრ.: 8-September 06
#20312851
· 23 Jun 2010, 14:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Taba
QUOTE
თავი შეიკავე იარლიყების მიწებებისგან, ვინ არის მკვლელის აზროვნებით დაჯილდოვებული შენი გადასაწყვეტი არაა
11 სექტემბერი ვინ გააკეთა? ნეიტრალური თუ ხარ შენ ასეთი რამეების მიმართ შენი ნებაა. მე ვგმობ ტერორიზმს და ადამიანის მკვლელობას.
QUOTE
აზროვნებას დაიწყებს
ამხელა კაცი ხარ და აზროვნება არ დაგიწყია ჯერ და, ბავშვს რასა სთხოვ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
წერილები: 575
წევრი No.: 67616
რეგისტრ.: 16-July 08
#20312922
· 23 Jun 2010, 14:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ფილოსოფოსი @ 23 Jun 2010, 13:55 )
ძალიან დიდი ცოდვაა როგორც ჩემი ასევე ეკლესიის აზრით .
გეთანხმები. დედა კლავს შვილს, ამაზე საშინელება რა უნდა იყოს.
სამწუხაროდ გინეკოლოგების კარებთან ორი რიგი დგას, ერთი უშვილოების, რომლებიც შვილს ნატრობენ და მეორე აბორტის გამკეთებელი დედები, რომლებიც ზედმეტად თვლიან შვილს და მოსაკლავად იმეტებენ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Incognito weirdo
Member
ჯგუფი: Registered
Incognito weirdo
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 47
წევრი No.: 128973
რეგისტრ.: 19-March 11
#25919049
· 10 Jun 2011, 21:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეც ვთვლი რომ აბორტი დანაშაულია, თუმცა თავს უფლებას არ მივცემ სხვა ქალებს მკვლელები ვუძახო, არც იმის უფლება მაქვს ვაიძულო გინდა თუ არა მე მომბაძონ. ტყუპი შვილი მყავს გაჩენილი ძალადობის შედეგად. ზედმეტად მიმაჩნია იმაზე ლაპარაკი, რომ დღემდე ვერ გამოვსულვარ ტრავმიდან, დღემდე ვიტანჯები და მიჭირს გახსენება იმ საშინელების, რაც გადამხდა, ორსულობისას არცთუ იშვიათად მძულდა ის ვინც მეჯდა მუცელში, და თავიდან ვაპირებდი გაშვილებას, თუ ერთ-ერთ ი-მ-ა-თ-განს დაემსგავსებოდა. მაგრამ აბორტის გაკეთება არ შემეძლო, რატომ არ ვიცი, უბრალოდ არ შემეძლო, მით უმეტეს არავის დაუძალებია ჩემთვის. არაერთხელ განმიცდია აგდებული თუ მძულვარე დამოკიდებულება ჩემი, როგორც გაუთხოვარი დედის სტატუსის გამო, და ჩემზე არაერთხელ გადმოუბრალებიათ ამ ვითომდა მორწმუნე მართლმადიდებლებს მოძალადეების დანაშაული, ვითომდა ჩემი უყურადღებობის, ჩაცმულობის და ქცევის გამო დამემართა ეს, თურმე ჩემი ბრალი იყო ყველაფერი.
ამას ამბობენ ეს გარეწარი ფუნდამენტალისტები, ქრისტიანებად რომ ასაღებენ თავს, და ქრისტიანულ გულმოწყალებაზე ტლიკინებენ, სინამდვილეში კი ნამცეცი თანაგრძნობის უნარიც კი არ გააჩნიათ "გულისრევისსმაილიკი". ამათი ლოგიკით ქალმა მაინცდამაინც თავი უნდა მოიკლას გაუპატიურების შემდეგ რომ პატიოსნად ჩათვალონ, გააუპატიურეს- თვითონ უნდოდა და იმიტომ, ერთ ადგილს ათამაშებდა, სხვა მიზეზი არ შეიძლება იყოს.
მაგრამ გაჩენისთანავე ორივე შემიყვარდა, სულ არ ჰგავდნენ მათ, პირიქით-მე დამემსგავსნენ, და გაშვილებაც გადავიფიქრე.
საერთოდ პასუხისმგებლობა ორთავე სქესს ეკისრება, მარტო ქალის დადანაშაულება არ შეიძლება, მაგრამ თუ ქმარმა ვერ გადააფიქრებინა რა ვიცი...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
guraaaaa
Crazy Member
ჯგუფი: Members
guraaaaa
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3064
წევრი No.: 109078
რეგისტრ.: 12-January 10
#25919414
· 10 Jun 2011, 22:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მარტლაც საშინელებაა ის რაც ამ იუზერმა დაწერა, საშინელებააა(ალბათ) გააჩინო და გზარდო იმ ძალადობის ნაყოფი , ის ბავშვები ხომ სულ იმას გაგახსენებენ რაც მოხდა მუდმივად გაგიახლდება ტკივილი...
არ ვიცი შენ ჩემთვის გმირი ხარ, თანამედროვე გმირი ქალი, ამას ბევრი ვერ შეძლებდა...
--------------------
არ ვარ gurabe გაიგეთ
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(82)
« პირველი
...
24
25
[26]
27
28
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0418 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.