დაისი მაგარი არალოგიკური ხარ, კარგი, მთავარია იცხოვრა კარგად და მერე მოკვდა მერე?, იყო ალბათ ეგეთი ვიღაც, ვიღაც რა. აი ლუარსაბ თათქარიძე ცხვრობდა კარგად და მოკვდა მერე რა მიიღო, ან ახლა რას აკეთებს? ხომ მაინც არ ახსოვს კარგად იცხოვრა თუ ცუდად
შენ გეხსომება რომ კარგად იცხოვრე? და მეტყვი რომ შენ ღარიბულად იცხოვრე და ენას გამომიყობ?

სიკვდილი აერთიანებს იმათ ვინც კარგად ცხოვრობს და ღარიბად ვინც ცხოვრობს.

ვერც ქებას მიიღებ და ვერც დიდიებას, აქ სანამ გვაქვს დრო უნდა მოვინანიოთ, თორე მერე ვეღარავან გვიშველის

„და თქვა უფალმა ღმერთმა: 'არა დარჩეს სული ჩემი ადამიანებში უკუნისამდე, რადგან ხორცი არიან ისინი. იყოს მათი ხანი ას ოცი წელი'.“
ფრაზა „ხორცი არიან“ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა დაკარგა სულიერი ორიენტირი, დააკნინა საკუთარ თავში ღვთიური საწყისი და სრულად დამორჩილდა ხორციელ, ცხოველურ ინსტინქტებს. ღვთის სული ადამიანში არის სიცოცხლის, ზნეობისა და სულიერი სიფხიზლის წყარო. როდესაც ადამიანი ბოროტებასა და უზნეობაში იძირება, ის თავად ხდის შეუძლებელს ღვთის სულის მასში დავანებას (რადგან სულიწმიდა იძულებით არ რჩება იქ, სადაც მას უარყოფენ).
ეს იყო სინანულისთვის მიცემული ვადა (120 წელი), რომლის განმავლობაშიც ნოე აშენებდა კიდობანს და მოუწოდებდა ხალხს გამოსწორებისკენ წარღვნის დადგომამდე. და ჩვენც გვაქვს ჩვენი დრო, და ამ დროში სანამ სხეულში ვართ თუ არ გავაკეთეთ ეს, იქით არ აგვცდება ტანჯვა, იმიტომ რომ ჩვენ როგორც აქ ვაკეთებთ არჩევანს და მერე შედეგს ვიმკით იქაც ეგრეა,
თუ აქ მოიპარავ ან კანონს დაარღვევ, მერე გიჭერენ გასამართლებენ და ციხეში ხარ, იტანჯები, შეზღუდული გაქვს ბევრი რამ, იქაც ეგრე იქნება, აქ აშავებ და ქრისტესთან არ ინანიებ, არც ის მოგაქცევს ყურადღებას და დაიტანჯები, უნდა გამოფხიზლდეთ და რეალობას გაუსწოროთ თვალი, ეს დრო როდის დასრულდება არავინ ვიცით.