სატანა ანუ ძვ. ებრაულად "მბრალმდებელი" თავდაპირველი მნიშვნელობით დემიურგის მსახური ანგელოზი ან ანეგლოზებია, რომელიც ადამიანებს ცდის და მათ ცოდვებს სამსჯვაროზე ააშკარავებს (იხ. ზოროასტრიზმი და ებრ. მონოთეიზმი). ის არის დემიურგის სასამართლოს პროკურორი ასე ვთქვათ

როგორიც სამართალი აქვს, ისეთი პროკურორიც ყავს

დემონის და ღვთის მოწინააღმდეგეს მნიშვნელობა ამ სახელმა იმიტომ მიიღო, რომ ქრისტემ გააცხადა დემიურგის სახე, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის წინაშე თვითნებობაში და უცოდინარობაში იმყოფება და ღვთიური წარმომავლობის მიუხედავად სიამაყეშია დატყვევებული. ისე რომ მას შემდეგ დემიურგიც ხანდახან სატანად მოიხსენიება, თუმცა ეს ცნებების აღრევაა და ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან -ერთი შემოქმედია და მეორე მსახური (უდაბნოში მსახური ცდიდა იესოს).
ძველ აღთქმაში შემეცნების ხის ნაყოფის მოწყვეტა სატანის ცდუნება არ იყო, ცდუნება არ იყო საერთოდ, პირიქით. მაგ შემთხვევაში დემიურგის ინტერესების საწინააღმდეგოდ ვინც წარმართა მოვლენები ის მოინათლა სატანად (მაცდუნებლად) - თუ ვინ იყო ის, ეს იხ. ნაგ ჰამმადის აპოკრიფებში

ერთი შეხედვით ჩახლართული ისტორიაა, მეორე შეხედვითაც

მაგრამ მერე და მერე ბევრ რამეს ეფინება ნათელი.
worship