Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(25)
« პირველი
...
8
9
[10]
11
12
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
რელიგიური ფილმები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
bosslion
უმრიცხველო სინათლე
ჯგუფი: Members
bosslion
უმრიცხველო სინათლე
ჯგუფი: Members
წერილები: 2962
წევრი No.: 19436
რეგისტრ.: 21-April 06
#13197938
· 2 Apr 2009, 00:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მე რო გითხრა, ათეიზმს ცალსახად ბოროტებისკენ მივყავართო და საბუთად მხოლოდ წითელი კხმერების, ლენინის, საფრანგეთის რევოლჲუციის და ეგეთების ქმედებები მოგიყვანო, ჩათვლი ამას საკმარის არგუმენტად? მაშინ რატომ აკეთებ იგივეს რელიგიის მიმართ?
ჯიბ
რელიგიის სახელით ვინმეს შევიწროვება გაცილებით მძიმე დანაშაულია, რადგან ღმერთი აგყავს საჩხუბრად. იგი კი მხოლოდ სიყვარულია.
--------------------
მიხეილ გათხლაშულის ხატის სასწაულმოქმედება ტირილი კი არ იქნება, არამედ დორბლის, ჟღვინტის და სპერმის დენა.
"ძველქართული ზმნებში ასო "ჰ" ნიშნავს რომ ეს ზმნა გულისხმობს როგორც სიტყვის მატერიალურ ქმედებას, ასევე ამ ქმედების სულს, აზრს" nika_144
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
წერილები: 12095
წევრი No.: 46065
რეგისტრ.: 8-November 07
#13200363
· 2 Apr 2009, 04:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Internet_Contraband @ 1 Apr 2009, 13:54 )
იმიტომ რომ დაშვებას დასაბუთება არ სჭირდება, დასაბუთებული დაშვება - ეს ფაქტია
ჰოდა ფაქტებით მეკამათე მეთქი. მე გთხოვ, დაუშვი მეთქი რო ღმერთი არსებობს მეთქი?
QUOTE
ჰოდა მე გეკითხები, შენ რა იცი რის დაშვების მერე მიხვალ წინააღგმდეგობამდე? ეგება მიდიხარ ეგება არ მიდიხარ - წინასწარ რა იცი სანამ არ დაგიშვია?
აუ, იმიტომ გეუბნებოდი, გააჩნია რის დაშვებაზეა მეთქი ლაპარაკი, შენ ხო თქვი, თეორიულად ნებისმიერი რამის დაშვება შეიძლებაო. ჰოდა არა მეთქი, სხვადასხვა მიზეზების გამო ზოგი რამის დაშვება კამათს უაზროს ხდის მეთქი.
QUOTE
ჰო, მაგრამ მე ეგეთ რამეზე არ გეკითხებოდი, შენ ვერ აკეთებდი დაშვებას არჩვენის შესახებ და არა "იწვიმებს თუ არა" ანუ კამათი მაგით არ სრულდებოდა.
სრულდებოდა.
QUOTE
მე გთავაზობდი დაგეშვა რომ ადამიანის წინ იდგა A და B არჩევანი, წინასწარ ცნობილი იყო რომ აირჩევდა B ს და შეეძლო თუ არა A ს არჩევა, აი აქ შენ ჭედავდი და მეუბნებოდი რომ მაგას ვერ დავუშვებ ისაო და ესაო.
აი ეხლა ავიღე და გადავიკითხე ჩვენი მაშინდელი კამათი. ერთადერთი დაშვება რაც ვიპოვე შენ რო მთხოვდი, იყო, დაუშვიო რო დრო საერთოდ არ არისო. ჰოდა ეგრევე აზრს კარგავს ცხადია არჩევანი. და მაგიტომაც ვამბობდი უარს მაგის დაშვებაზე. ეს იგულისხმე თუ სხვა რამე?
QUOTE
პირიქით რომ გააკეთო ვერ იხეირებ, იმიტომ რომ გრუზავიკს მიიღებ. ხოლო თუ სცადე და იხერიე, ეს მხოლოდ დროებითია იმიტომ რომ დაგიჭერენ და ვეღარ იხეირებ. როცა შეგეძლო ისე უფრო გეხეირა.
რამდენიც არ უნდა ატრიალო მაინც მასე გამოდის.
ყველა ანტისაზოგადოებრივი საქციელი ისჯება არა? ვერც ერთი ბოროტმოქმედი ვერ ხეირობს თავისი ბოროტმოქმედებით ვერასდროს?
QUOTE
როგორც უკვე დაგიმტკიცე - პირიქით რომ გააკეთო, ნაკლებ მოგებას იღებ, ისიც ცოტა ხნით.
ჰო ძაან მაგრა დამიმტკიცე.
QUOTE
სუპერმენია რეალობა? არა შენთვის შეიძლება არის, მაგრამ მოიყვანე რეალური სიტუაცია და მიიღებ რეალურ სარგებელს.
რა მოყვანა გინდა კაცო, არ გჯერა რო არის ხალხი რომლებიც საზოგადოების ხარჯზე არხეინად ცხოვრობენ და მშვიდად ძაღლდებიან?
QUOTE
იმიტომ იბნევი, რომ თავად ვერ ხვდები რას მეკითხები, შენ თქვი სამყაროსთვის რა ჯობია - არსებობდეს თუ არა კაცობრიობაო? ჰოდა ეგ არავინ იცის, არც ის იცის არავინ კარგია თუ ცუდი რომ ვარსებობთ, გააჩნია რისთვის, ვისთვის და როგორ.
წავიდა ფანტაზიები. მე ეგ ვთქვი? მე შენ გკითხე, შენთვის პირადად არ გაქვს მეთქი გადაწყვეტილი რომელი ჯობია მეთქი? და თუ გაქვს, რის საფუძველზე გაქ მეთქი გადაწყვეტილი?
QUOTE
სოც.სარგებლით რომ უნდა იხელმძღვანელო ეს იქიდან ვიცით, რომ ასე უფრო მეტ მოგებას და ხეირს ნახულობ, ვიდრე მაშინ ნახავდი მარტოს რომ გემოქმედა, ეს კი ძალიან იოლად შესამოწმებელია.
ჰო, ძალიან იოლი შესამოწმებელია, ვინც დასაჭერია ყველას იჭერენ თუ ვერა. შემოწმებაც არ უნდა, პასუხი ხო იცი წინასწარ.
QUOTE
შენ თუ არ გეშინია, მაშინ მოგიწევს სხვების დარწმუნება იმაში რომ მათაც არ უნდა ეშინოდეთ, თუ ვერ მოახერხე, მაშინ ისეთ სოციუმს უნდა მიეკედლო, ვისაც შენსავით არ ეშინია ყაჩაღის, მხოლოდ ასე შეიძლება სოც.სარგებლის მიღება, წინააღგმდეგ შემთხვევაში უმჯობესია პოლიციამ შესძლოს ყაჩაღის დროზე დაკავება, რომ მან ისეთ ვინმეს არ ავნოს, რომელმაც ვთქვათ ხვალ შენ თმა უნდა გაგკრიჭოს, რომ შენ სამსახურში გაბურძგნილი არ წახვიდე.
და იქნებ სოც.სარგებლის კი არა პროსტა სარგებლის მიღება მინდა? სხვის ხარჯზე? და ტრაკიც მაქ რო ეგ მოვახერხო? არ იცნობ ეგეთს არავის?
QUOTE
ხოლო შენ თუ მის წინააღგმდეგ აპირებ წასვლას მაშინ სოციუმის დანარჩენი წევრები მოგიშორებენ, რადგან მათთვის საერთო სარგებელი უფრო ძვირფასია ვიდრე რიგითი მოქალაქის ეგოიზმი.
ან მომიშორებენ ან ვერა.
QUOTE
არა რათქმაუნდა, არიან ათეისტები და არიან ისეთებიც, რომლებიც მაგალითად თვითმფრინავს აღმერთებენ, იმიტომ რომ ეშინიათ მისი.
თვითმფრინავი წიგნია? და კიდე ისა, ვსიო, ეგ ორნაირებია მარტო, ათეისტები და თვითმფრინავთმადიდებლები?
QUOTE
არა ორგანიზებულ რელიგიაში მოიაზრება რელიგია, რომელსაც გააჩნია ფილიალები, იერარქიული სტრუქტურა და მოკლედ ატრიბუტიკა.
მერე ჩვენ მაგაზე ვლაპარაკობთ? თემა დაუკინსის ფილმზეა, კაცი აწვება, თვითონ რწმენაა ყოველი ბოროტების წყაროო.
QUOTE
საიდან იცი, რომ ის რაც შენ პირადად "კარგად" გეჩვენება რეალურად "კარგია"?
არ ვიცი და არც არავინ არ იცის ვის ეჩვენება და ვის არა. და შენც ვერ მიხსნი შენი სოც.სარგებელი ბოლობოლო რატო მიგაჩნია კარგ რამედ.
QUOTE
QUOTE
რას და რო ვერავინ ვერანაირ შემთხვევაში ვერაფერს ვერ გაიგებს. რა არ შეიძლება ეგეთი სიტუაცია? რამდენიც გინდა იმდენია.
მაგალითად?
QUOTE
მე იმ სიტუაციაზე გეკითხები, როცა ერთიც გაქვს, მეორეც გაქვს, ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან და შეგიძლია პირადს მისცე უპირატესობა საზოგადოებრივის ხარჯზე ისე რომ ვერავინ ვერასდროს ვერაფერი ვერ გაიგოს.
მაგალითად?
QUOTE
როგორ არ არსებობს? თუ ვერავინ ვერაფერი გაიგო რა შედეგი უნდა მოყვეს?
მაგალითად?
ებიჯო რა მაგალითი გინდა, რამდენი გაუხსნელი საქმეც ჩაბარებულა შსსს არქივში იმდენი მაგალითი გაქ, რა მოგივიდა?
QUOTE
QUOTE
შენ რაც კარგ რამედ მიგაჩნია იმის გაკეთება თუ შეძელი, ჰო, ეგ არის, მა რა ჯანდაბაა?
ანუ შენ აკეთებ კარგ რამეს მარტო იმაზე დაყრდნობით რომ კარგი გგონია, არადა შეიძლება სულაც არ იყოს კარგი, - ეგოისტი ხარ ანუ.
არა ვარ, იმიტომ რომ ეგ რაც კარგი მგონია ძალიან ხშირად ეწინააღმდეგება იმას, რაც მინდა.
QUOTE
QUOTE
ვთქვათ და გაქვს, მაშინ?
QUOTE
ვთქვათ და ხალჲავაზე მეტ სარგებელს ღებულობ, მაშინ?
მაშინ ცხადია პირად ინტერესს დააყენებ წინ, თუმცა ასეთი სიტუაცია არ არსებობს.
რა არ არსებობს კაცო?
ჰოდა დააყენებ პირადს ხო. მერე ზნეობა სად წავიდა?
QUOTE
როგორც მინიმუმ ბიბლიის მიხედვით ღმერთში ეჭვის შეტანა არ შეიძლება თორემ "ღმერთთან არ იქნები" და ჯოჯოხეთში გაგამწესებს - ასე არ არის?
კი/არა
აუ მერამდენედ უნდა მკითხო ეგ. არა, კი არ გაგამწესებს, შენ თვითონ განუდგები ღმერთს კაცო. თუ არ გინდა ეს ღმერთი, არც დაგაძალებს, იქნები უღმერთოდ.
QUOTE
QUOTE
შენ რატომ გწამს რო არ არსებობს? (მაგაზეც გვაქვს თითო კლავიატურა გაცვეთილი)
იმიტომ, რატომაც არ მწამს სანტა-კლაუსის.
შენ რატომ გწამს?
იმიტომ რომ ვხვდები განსხვავებას ღმერთსა და სანტა-კლაუსს შორის.
და რა აზრი აქვს ეგეთი რეპლიკებით პინგ-პონგს? გაგეცა რა წესიერი პასუხი, შეიძლება ჩემგანაც რამე აზრიანი მოგესმინა საპასუხოდ. სპორტული შეჯიბრი ხო არა გვაქვს, ვინ ვის გადაუჯოკრავს?
* * *
QUOTE
(bosslion @ 2 Apr 2009, 00:16 )
რელიგიის სახელით ვინმეს შევიწროვება გაცილებით მძიმე დანაშაულია
ჰო ალბათ მასეა, არ ვიცი. ძნელი შესადარებელია, ჩემთვის ისიც მაგრა მძიმედ გამოიყურება, სხვებისთვის რწმენის წართმევა რო უსწორდება ადამიანს.
QUOTE
, რადგან ღმერთი აგყავს საჩხუბრად. იგი კი მხოლოდ სიყვარულია.
მხოლოდ
სიყვარული ნამდვილად არაა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lashab
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Lashab
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1713
წევრი No.: 76315
რეგისტრ.: 27-November 08
#13201974
· 2 Apr 2009, 11:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მხოლოდ სიყვარულია? გადახედეთ სამყაროს, გადახედეთ ისტორიას, კარგით რა
--------------------
Estote ergo vos perfecti sicut et Pater vester caelestis perfectus est! Non quod intrat in os, coínquinat hóminem : sed quod procédit ex ore, hoc coínquinat hóminem. Et erunt duo in carne una. Ítaque jam non sunt duo, sed una caro. Qui non díligit, non novit Deum : quóniam Deus cáritas est!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Armor
ჯერ საქართველო!
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Armor
ჯერ საქართველო!
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 13042
წევრი No.: 15851
რეგისტრ.: 2-January 06
#13203105
· 2 Apr 2009, 13:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Lashab
QUOTE
მხოლოდ სიყვარულია? გადახედეთ სამყაროს, გადახედეთ ისტორიას, კარგით რა
გადავხედე და რა მერე?
დავინახე რომ ადამიანებმა უარყეს ღმერთის სიყვარული და საკუთარი გზით წავიდნენ, შედეგი სახეზეა ...
--------------------
www.aisiforce.org
წყვდიადი იწვა საქართველოს ცისგვამში .. ყრუ ქვაბულებში ქართული ხმლები იჭედებოდა
ღმერთის სასწაულის ნახვა თუ გინდა, სარკეში ჩაიხედე, ეხლა 80 კგ მოაზროვნე პიროვნება ხარ და თავდაპირველად 1 გრამი სითხე იყავი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
WolfSpell
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Super Moderators
WolfSpell
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Super Moderators
წერილები: 20505
წევრი No.: 6301
რეგისტრ.: 8-September 04
#13207862
· 2 Apr 2009, 18:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯიბ
QUOTE
არა, "ვერასდროს" ნიშნავს პრინციპულად შეუძლებელია მეცნიერული მეთოდით მაგის გარკვევა. არსებობს ეგეთი რამეები მეცნიერებაში.
მეცნიერებაში ყოფილა შემთხვევაც როცა თვლიდნენ რომ შეუძლებელი იყო ამა თუ იმ ამოცანის ამოხსნა, მაგრამ გავიდა დრო და ზოგ კითხვას გაეცა პასუხი. (კონკრეტული მაგალითი: ვარსკვლავების ქიმიური შედგენილობის დადგენა)
გარდა ამისა, რომც თვლიდე რომ ამა თუ იმ კითხვას მეცნიერება ვერ გასცემს ან შენი სიცოცხლის განმავლობაში ან საერთოდ ოდესმე პასუხს ამიტომ უნდა მიიღო ნებისმიერი ფანტასტიკური თეორია ჭეშმარიტებად?
არ შეიძლება კითხვა კითხვად დარჩეს და თქვა რომ პასუხი არ გაქვს?
შეიძლება მეცნიერებამ ვერასოდეს შეძლოს იმის დამტკიცება ან უარყოფა რომ 150 000 სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავზე მართლაც ცხოვრობდნენ 200 მილიონი წლის წინ სამფეხიანი ჩებუროშები, მაგრამ ამ თეორიის დაუმტკიცებლობა არ ნიშნავს თეორიის ჭეშმარიტებას.
მეტიც - იმის გამო რომ ამ თეორიის არც დამტკიცება და არც უარყოფა არ ხერხდება საკამათოა საერთოდ ენიჭებათ თუ არა თანაბარი ალბათობა როგორც მის სინამდვილეს ისევე მის სიმცდარეს. ჩემი აზრით ასეთ შემთხვევებში სიმცდარისკენ უფრო იხრება სასწორი.
QUOTE
შენ ისევ და ისევ ტრიალებ ისეთი რამეების გარშემო, რასაც მეცნიერება ჯერ ვერ მიწვდომია, მაგრამ ოდესღაც შეიძლება მიწვდეს. მე ისეთ რამეებზე გელაპარაკები, რასაც ის პრინციპულად ვერ მიწვდება.
მაგალითად?
QUOTE
ჩემი რწმენით შეუცდომელი მხოლოდ ღმერთია, და რელიგიათა უმრავლესობის მიხედვითაც მასეა. ნუ კათოლიკებს ჯერათ პაპის შეუცდომლობის, მაგრამ ისიც არა ყველაფერში, არამედ მხოლოდ ისევ რწმენისა და ეკლესიის საკითხებში. ასე თუ ისე მე არც მაგის მჯერა. ცხადია ყველა დოგმაში მეტი თუ ნაკლები შეცდომაა, ისევე როგორც ყველა მეცნიერულ ტრაქტატში. და ისევე როგორც იმ ტრაქტატებში, ყველა დოგმაშიც მეტი თუ ნაკლები ჭეშმარიტებაა. განსხვავება კი ისაა, რომ ეს ჭეშმარიტებები, როგორც ვთქვი, სხვადასხვა სფეროს მიეკუთვნება. ესენი ორივე ღირებულია ჩემთვის, ისევე როგორც კიდევ სხვა სფეროები, მაგრამ ჭეშმარიტების ის ნაწილი, რომელსაც რწმენა გაძლევს და რომელსაც მეცნიერება ვერ წვდება, ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ნაწილი, რომელსაც მეცნიერულ ტრაქტატებში მოიპოვებს ადამიანი.
არ ვიცი შენ პირადად დეისტი ხარ თუ რომელიმე კონკრეტული რელიგიის მიმდევარი და ამიტომ მიჭირს შენთვის ნაცნობი მაგალითების და პარალელების მოყვანა.
გარდა ამისა არ გიპასუხია კითხვაზე: რომელი რელიგიური დოგმებია სწორი და რომელი მცარი?
QUOTE
ვერაა მე მგონი მთლად გამართული შესწორება. ჯერ ერთი, უკვე მერამდენედ გიმეორებ, ჩვენ ვლაპარაკობთ რწმენაზე, და არა ცალკეული რელიგიების ცალკეულ წარმომადგენელთა ძალაუფლებისკენ სწრაფვაზე. აკი გითხარი, მე ამ თემაში მხოლოდ იმიტომ ჩავერიე, რომ მიმაჩნია - Dawkinsი თავის ფილმში ცდილობს ესენი ერთმანეთში აურიოს და მისი მთავარი თეზისია, რომ რწმენა როგორც ასეთი იწვევს ლამის მთელს ბოროტებას რაც კი დედამიწაზე ხდება.
ჩვენ ვსაუბრობთ ფუნდამენტურ რწმენაზე, რომელსაც როგორც ნაკლებად ასე მეტად ექტრემალური გამოვლენა გააჩნია.
მაგრამ მთავარია ის, რომ შენს მიერ ნახსენები ცალკეული წარმომადგენლები რწმენის ფუნდამენტურ პრინციპებს იყენებენ საკუთარი მიზნების მისაღწევად - იქნება ეს კონფლიქტის ინიცირება, ადამიანთა ჯგუფების დისკრიმინაცია, ბავშვებზე ზემოქმედების მოხდენა, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება ამა თუ იმ საკითხზე ამა თუ იმ პოზიციის სასარგებლოდ და ა.შ.
თავისთავად რწმენა ერთი შეხედვით უწყინარია, მაგრამ ცოტა სხვა კუთხით თუ შევხედავთ საკითხს ის საშუალებას აძლევს რელიგიურ ავტორიტეტს ზემოქმედება მოახდინოს მორწმუნეზე და ირაციონალური, მცდარი, სავალალო ნაბიჯი გადაადგმევინოს (აქაც "სავალალოობა" მერყეობს შედარებით უვნებელი ქმედებებიდან კატასტროფულამდე)
თუ შენ დეისტი ხარ ან აგნოსტიკოსი მაშინ შენზე არ მაქვს საუბარი
საუბარია ადამიანებზე რომლებიც ამა თუ იმ რელიგიურ ლიტერატურას თავის დოგმებიან-გადმოცემებიანად ურყევ, ობიექტურ ჭეშმარიტებად და ფაქტებად მიიჩნევს მიუხედავად იმისა რომ მათი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს.
QUOTE
რატომაა ჩემი აზრით ეს პრობლემა? - იმიტომ, რომ რელიგიური სწავლებები ხშირად ეწინააღმდეგებიან მეცნიერებას, ხშირ შემთხვევებში უარყოფენ რაციონალურობას, საღ აზრზე და საბუთზე დამყარებულ ლოგიკას, მეცნიერულ არგუმენტაციას და პირველ ადგილზე აყენებენ 2000 წლის წინანდელ მენტალიტეტს და დოგმებს.
ესეც მსგავსი გაყალბებაა Dawkinsის სტილში (არ ვიძახი, განგებ აყალბებ მეთქი, ბევრ ათეისტს იმდენად გამჯდარი აქვთ ეგ დამამახინჯებელი უტრირება რო ვერც ამჩნევენ შეუსაბამობას).
რაციონალობას კი არ უარყოფენ, არამედ ჯერათ, რომ ადამიანს მომადლებული აქვს რაციონალური განსჯის უნარზე უფრო ღირებული რამ, რითაც მისთვის მისაწვდომია რაციონალური განსჯისთვის მიუწვდომელი სფერო. კი, ამ სფეროზე ჩვენი წარმოდგენა კიდევ უფრო არასრულყოფილია, ვიდრე რაციონალიზებადის ცოდნა, მაგრამ მთავარი იმის რწმენაა, რომ რაციონალურს მიღმა არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ.
ვერ ვხვდები ჩემს პოზიციაში შეუსაბამობა სად დაინახე კონკრეტულად ან რა გავაყალბე. რა სახის რწმენაზე ვსაურობთ?
QUOTE
ვინმეს სიტყვის კანონზე მაღლა დაყენება თავისთავად რატოა დანაშაული ჯერ ის მითხარი. პირადად შენთვის, კანონი ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერ სიტყვაზე მაღალი ავტორიტეტია?
ჩემთვის პირველ ადგილზე დგას საღი აზრი, დასაბუთებული ფაქტი, კვლევით მოძიებული სიმართლე და ხშირად კანონი სწორედ ასეთ სიმართლეს ასახავს ხოლმე
მეორეზე კი რომელიმე ავტორიტეტის მიერ კანონის და საღი აზრის გვერდის ავლით მიცემული მითითება, რომელიც მის პირად მოსაზრებას, რწმენას, სიზმარს, გამოცხადებას ეფუძნება.
QUOTE
ლოგიკაზეც იგივეს გეტყვი, თუმცა აქ შენი დარწმუნება უფრო გამიჭირდება. მაგრამ ასე თუ ისე მათემატიკური ლოგიკა ჩემი ერთ-ერთი სპეციალობაა, და დამერწმუნე, ლოგიკასაც აქვს თავისი საზღვრები, ისევე როგორც საერთოდ რაციონალურ განსჯას. ისევ შენ გკითხავ, არაფერს მიმხვდარხარ ცხოვრებაში ისეთს, რასაც მხოლოდ ლოგიკის მეშვეობით ვერავის აუხსნი?
ვერ ვხვდები კითხვას. შეგიძლია თავად მომიყვანო მსგავსი მაგალითი? შეიძლება მაგალითმა მიმახვედროს და გიპასუხო
QUOTE
კიდევ ერთი რაც არ მომწონს, - საიდან მოიტანე, რომ ადამიანის რელიგიური რწმენით აღზრდა ავტომატურად მასში დამოუკიდებელი აზროვნების ჩახშობას ნიშნავს? რწმენა თუ შეგნებული ნაბიჯი არაა დამოუკიდებლად გააზრებული, კაპიკია ეგეთი რწმენის ფასი.
ყველა რა თქმა უნდა არ მიგულისხმია. ზოგი ადამიანი იზრდება და დროთა განმავლობაში იცვლის აზრს. ადრე რაც მისთვის დოგმა იყო რომელიც ბავშვობიდან ჩააგონეს შეიძლება უარყოს საბუთის უქონლობის გამო ისწავლის რა სკეპტიკურ აზროვნებას.
თუმცა ზოგი ვერ გამოდის ბავშვობაში განცდილი ზეგავლენისგან და ყველანაირ საბუთს უარყოფს.. როცა ადამიანი გეტყვის "რაც არ უნდა დამადასტურებელი საბუთი დამიდო, რაც არ უნდა უეჭველი და აშკარა მტკიცებულება იმის რომ ღმერთი არ არსებობს მე მაინც ვერ ვუღალატებ ჩემ რწმენას" ე.ი.
რაღაცაშია საქმე
მოკლედ ბავშვის რელიგიურად აღზრდის მიზანი არის ის, რომ ბავშვი დაარწმუნო რომ კონკრეტული რელიგია და მისი სწავლებებია ერთადერთი ჭეშმარიტი - სხვები კი მცდარი, ამავე დროს ბავშვს შენი რელიგიის ღმერთის შიშს უნერგავ რაც ხშირად წარუშლელ კვალს სტოვებს ფსიქიკაზე.. მოკლედ აქ ფსიქოლოგიის დარგში გადავალთ თუ ამ თემაზე განვავრცობთ საუბარს
QUOTE
რწმენა თუ შეგნებული ნაბიჯი არაა დამოუკიდებლად გააზრებული, კაპიკია ეგეთი რწმენის ფასი.
რანაირად იქნება რწმენა
შეგნებული
ნაბიჯი როცა 4-5-6 წლის ბავშვზე ასეთ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენ, მხოლოდ ერთ რელიგიას აცნობ როგორც ჭეშმარიტს, ჯოჯოხეთით და ღვთის რისხვით აშინებ და ა.შ???
სადმე გინახია პატარა ბავშვს გააჩნდეს კრიტიკული განსჯის უნარი თეოლოგიურ და მეცნიერულ საკითხებზე?
ბავშვს როგორც გაზრდი ისე იაზროვნებს.. აიღე ნებისმიერი ბავშვი და გარანტიას გაძლევ როგორ გარემოშიც გაზრდი შესაბამისი მეთოდიკით და ზემოქმედებით იმის მიხედვით გახდება გინდ მუსლიმი, გინდ ქრისტიანი, გინდ ბუდისტი.
სხვა საკითხია როგორ მოიქცევა როცა გაიზრდება. შეძლებს თუ არა ჩაგონებული დოგმები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და ობიექტურად გამოიკვლიოს, სხვა რელიგიებს შეადაროს ა.შ.
QUOTE
შენ თუ მიგაჩნია რომ ყველანაირი რწმენა ნეიტრალობას გამორიცხავს და ცალსახად არატოლერანტობისკენ მიდის, გამოვა, რომ ბავშვიც ცალსახად ათეისტად უნდა გაზარდო. როგორ მიგაჩნია, არ არის ეს მისი დამოუკიდებლად აზროვნებისა და ნეიტრალობის შეზღუდვა?
როდესაც ბავშვს გაუჩნდება შესაბამისი კითხვები (და ეს კითხვები აუცილებლად გაუჩნდება ვინაიდან რელიგიას ყველგან წააწყდება) შეგიძლია აუხსნა რომ არსებობს ესა და ეს რელიგიები და ასეთი და ასეთი რწმენები და შეხედულებები სერიოზულ საკითხებზე... ამავე დროს სრულიად შესაძლებელია თავი შეიკავო იმის თქმისგან რომ ქრისტიანები არიან მართლები და ანგელოზები და ყველა სხვა ცდება, ან პირიქით - რომ მუსლიმები ცხონდებიან და ქრისტიანები და ბუდისტები ჯოჯოხეთში დაიწვებიან.
ბავშვს რომ აუხსნი რომ კაცის მოკვლა ცუდია არაა აუცილებელი უთხრა, რომ ღმერთმა მოსეს ან მუჰამედს დაუწერა ქვის ფილებზე ეს ცნება და იმიტომაა ცუდი კაცის კვლა რომ ღმერთი ჯოჯოხეთში ჩააგდებს და უსასრულოდ დატანჯავს.
სხვანაირადაც შეიძლება ბავშვს სწორი მორალური პრინციპების გაგებაში დაეხმარო.
შენ თუ ამას გულისხმობ "ათეისტურად აღზრდაში" მაშინ კი ბატონო.
QUOTE
ზნეობრივი ნორმები სხვადასხვა სოციუმში სხვადასხვაა, და მათი შემუშავების მექანიზმებიც შეიძლება ახსნა, მაგრამ ამით თვით ზნეობის არსს ვერ ჩაწვდები, იმას, რაზეც, მაგალითად, კანტი ლაპარაკობდა. ერთ-ერთი შენთვის ყველაზე ძვირფასი რაც გაქვს, არის ზნეობის წვდომის უნარი, და ლაპარაკი, რომ შენ ეს უნარი ანალიტიკური აზროვნების წყალობით მოიპოვე, მე მგონი არის თავის მოტყუება.
ამით რისი თქმა გინდა? ღმერთის არსებობის თეორიის ჭეშმარიტებას ამტკიცებს ეს თეორია?
ჩემი აზრით ზნეობაც და ანალიტიკური აზროვნების უნარიც, ისევე როგორც კრეატიულობა ევოლუციის შედეგებია და არა ზებუნებრივი სრულყოფილი არსების მიერ ჩვენში ერთი ხელის მოსმით ჩაბერილი. ამის დამადასტურებელი საბუთი უფრო არსებობს ბუნებაში ვიდრე იმის რომ ღმერთმა ჩაგვინერგა ეს ყველაფერი.
QUOTE
ესეც სისულელეა ცხადია, და თანაც, ზოგიერთი ადამიანი რას თვლის რა კავშირშია ჩვენი კამათის საგანთან? Dawkinsი რწმენაზე ლაპარაკობს, და არა ზოგიერთ ადამიანებზე, ზოგიერთზე რო ელაპარაკა, მე ხმას არ ამოვიღებდი.
როგორც ჩანს შენ ისეთი რწმენის მქონე ადამიანების რიცხვს არ ეკუთვნი ვიზეც ყურადღებაა გამახვილებული ამ ფილმში
QUOTE
ჰო, მერე? ამ კვლევას ხომ აქვს თავისი წესები, ამ საბუთებს ხო უნდა ამა თუ იმ მეთოდით გააზრება და გაანალიზება, მსჯელობა ხო უნდა? თვითონ ამ მსჯელობის ძირეული პრინციპები შენ გგონია ვიცით რატომაა ისეთი, როგორიც არის?
ვერ ვხედავ პრობლემას.
ადამიანს აქვს ინფორმაციის მიღების არხები: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, შეხება, გემოვნება და ანალიტიკური, კრეატიული, კრიტიკული აზროვნების (ეს უკანასკნელი ინდივიდუალურია) უნარი რომლების დახმარებითაც აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას და მოვლენების მიზეზებს და შედეგებს ადგენს საბუთზე და კვლევის შედეგზე დაყრდნობით. გზად ვხვდებით პრობლემებს რომლის ნაწილსაც ვხსნით, ნაწილს ჯერ ვერა. ამოხსნილი პრობლემებით მიღებული ცოდნა გვეხმარება სხვა პრობლემების გადაჭრაში და კიდევ უფრო მეტი ცოდნის მიღებაში.
QUOTE
ის, რაც დასაბუთებულია, რწმენის საგანი ვერც გახდება, თუ დაგისაბუთეს, დაგიმტკიცეს, დაგანახეს თვალნათლივ, რაღა შუაშია რწმენა?
ნეტა მართლა ასე იყოს.
ისევ იქამდე მივდივართ, რომ ექსტრაორდინალურ თეორიას როცა ისმენ მას განსაკუთრებულად მტკიცე დამადასტურებელი საბუთი სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი თეორიის ჭეშმარიტებისადმი გადახრა გაცილებით გაუმართლებელია ვიდრე მისი სიმცდარისკენ გადახრა.
შენ მეუბნები რომ ზღაპრულ და ფანტასტიკურ თეორიებს არ სჭირდება დამადასტურებელი საბუთი იმისათვის რომ ჭეშმარიტებად მივიღოთ.. შენი აზრით ის ფაქტი, რომ მეცნიერებას ასეთ თეორიებზე არ გააჩნია დამადასტურებელი ან უარმყოფელი საბუთი ამ თეორიების სისწორეს ადასტურებს.. აქ კი არ ვეთანხმებით ერთმანეთს.
QUOTE
ერთხელ მაინც წამოგცდეს რამე არგუმენტი. უშუალოდ რწმენის გამო? თუ რწმენის გაუკუღმართების გამო?
ბრმა რწმენა (საბუთის გარეშე) არის ბრწყინვალე ნიადაგი საიმისოდ რომ ირაციონალური ნაბიჯი გადადგა. ანუ ჩაიდინო ქმედება რასაც შენ გაუკუღმართებულ რწმენას უწოდებ. ამ ნიადაგს მშვენივრად იყენებენ ის ცუდი ბიძიები ვინც ვახსენეთ
შენ თუ სეკულარულ, უწყინარ ადამიანზე საუბრობ, რომელსაც რაღაცის სწამს და ამის გამო სხვას არ უშავებს არაფერს მაშინ სხვა საქმეა.
მაინც რჩება კითხვა რატომ, რის საფუძველზე სწამს დაუსაბუთებელი ფაქტების, მაგრამ ამ თემაში სხვა საკითხებზე ვამახვილებთ ყურადღებას.
QUOTE
ჩემთვის ათეიზმი ისეთივე პრინციპულად დაუსაბუთებადი მოძღვრებაა როგორც ნებისმიერი რელიგია. იმიტომ რომ ღმერთის არარსებობის დამტკიცება ისევე შეუძლებელია როგორც ღმერთის არსებობისა.
ყველა ადამიანი ათეისტია by default.
რატომ რწმენაზე არ ამბობ რომ შენთვის დაუსაბუთებელი მოძღვრებაა როდესაც რწმენა გაძლევს ექსტრაორდინალურ თეორიებს დასაბუთების გარეშე და გეუბნება რომ შენ უბრალოდ ბრმად უნდა ირწმუნო?
ე.ი. ნორმალურია ასეთი თეორიების დაჯერება და არანორმალურია მათი არ დაჯერება?
არც მითოლოგიური ღმერთების არ არსებობის დასაბუთებაა შესაძლებელი, ამის გამო ისინი სარწმუნოა?
QUOTE
ვერ გამიგე. ეგეთი აზრის ჩადება არც მიფიქრია. სხვანაირად გეტყვი. მე რო გითხრა, ათეიზმს ცალსახად ბოროტებისკენ მივყავართო და საბუთად მხოლოდ წითელი კხმერების, ლენინის, საფრანგეთის რევოლჲუციის და ეგეთების ქმედებები მოგიყვანო, ჩათვლი ამას საკმარის არგუმენტად? მაშინ რატომ აკეთებ იგივეს რელიგიის მიმართ?
შენ ვერ გამიგე.
მე ვამბობ, რომ თუ ადამიანს საღი აზრი გაგაჩნია და რაციონალურად აზროვნებ ნაკლები შანსია რაიმე სულელური, გაუმართლებელი ნაბიჯით გარშემომყოფებს რაიმე დაუშავო.
როცა საღ აზრზე მაღლა დოგმას და ავტორიტეტის მითითებას აყენებ მაშინ შეიძლება ყველანაირი გაუმართლებელი ქმედება ჩაიდინო განსხვავებული ადამიანის დისკრიმინაციიდან დაწყებული ხალხმრავალ ადგილას თავის აფეთქებით დამთავრებული.
არ ვუტოლებ არც ათეიზმს და არც თეიზმს უშუალოდ ბოროტებას
QUOTE
ათეისტების შევიწროვება თუ არის შენთვის რწმენის წინააღმდეგ არგუმენტი, რატო არ შეიძლება ქრისტიანების დევნა ათეიზმის წინააღმდეგ არგუმენტი იყოს?
არასწორად გამიგე.
ვიღაცა თუ სდევნის ქრისტიანებს ეს რანაირად ნიშნავს რომ ათეიზმი მცდარი ფილოსოფიაა?
ქრისტიანებს ვინც სდევნიდნენ იმათ სხვათა შორის სხვა ღმერთების სწამდათ და საერთოდ არ იყვნენ ათისტები. რომც ყოფილიყვნენ არც მაშინ დამტკიცდებოდა ღმერთის არსებობა. ათეისტი შეიძლება მორალური ადამიანიც იყოს და ამორალურიც. შეიძლება ღმერთის არსებობის არ გწამდეს, მაგრამ ფსიქიკა არ გქონდეს წესრიგში და სერიული მკვლელი იყო. ისევე როგორც ვიცით რომ არსებობენ მორწმუნე ადამიანები, რომლებიც საშინელ დანაშაულებს სჩადიან.
ათეიზმი არის - ღმერთი არ არსებობს მანამ სანამ საბუთი არ მექნება
ათეიზმი
არ არის
- მოდი ქრისტიანები დავხოცოთ.
ეს უკანასკნელი არის დანაშაული, შეიძლება აფექტის გამო ან სხვა მიზეზით გამოწვეული, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა მორწმუნემ ჩაიდინოს.
QUOTE
რაც გინდა დაარქვი ოღონდ დამიჯერე, მაგ მეთოდებით მორწმუნე ადამიანს ვერ გააათეისტებ
რაღა მეშველება მერე
მაინც გამშიფრე ე.ი. რომ "ხალხის გაათეისტებას" ვცდილობ აქ არა?
ბოდიში ვეღარ ვასწრებ დანარჩენის მოწერას გასასვლელი ვარ. კაი ბლომად ტექსტი მქონდა აკრეფილი და წამეშალა დღეს დილით
ამიტომ ახლა ამას დავპოსტავ და დანარჩენს ხვალ დავაკომენტებ.
--------------------
"To think for yourself you must question authority
and learn how to put yourself in a state of vulnerable, open-mindedness;
chaotic, confused, vulnerability to inform yourself." - Tool, Third Eye
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠
ჯგუფი: Members
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠
ჯგუფი: Members
წერილები: 48222
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04
#13208372
· 2 Apr 2009, 19:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯიბ
QUOTE
ჰოდა ფაქტებით მეკამათე მეთქი. მე გთხოვ, დაუშვი მეთქი რო ღმერთი არსებობს მეთქი?
რათქმაუნდა, მე რომ დაშვება არ შემეძლოს, შენ ამდენ პოსტს ვერ დაწერდი, იმიტომ რომ ყველაფერზე გიპასუხებდი - არ არსებობს და მორჩა მეთქი!
QUOTE
აუ, იმიტომ გეუბნებოდი, გააჩნია რის დაშვებაზეა მეთქი ლაპარაკი, შენ ხო თქვი, თეორიულად ნებისმიერი რამის დაშვება შეიძლებაო. ჰოდა არა მეთქი, სხვადასხვა მიზეზების გამო ზოგი რამის დაშვება კამათს უაზროს ხდის მეთქი.
საიდან იცი წინასწარ რის დაშვება ხდის კამათს უაზროს და რის დაშვება არა? ვანგას ბიძაშვილი ხარ? თუ ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა შეგიძლია?
QUOTE
სრულდებოდა.
ჰოდა თუ სრულდებოდა - ესეიგი დამტკიცებულა - თუ დამტკიცებულა, მაგიტომაც ვერ უშვებდი რომ არ მოგწონდა ეგ ამბავი
QUOTE
აი ეხლა ავიღე და გადავიკითხე ჩვენი მაშინდელი კამათი. ერთადერთი დაშვება რაც ვიპოვე შენ რო მთხოვდი, იყო, დაუშვიო რო დრო საერთოდ არ არისო. ჰოდა ეგრევე აზრს კარგავს ცხადია არჩევანი. და მაგიტომაც ვამბობდი უარს მაგის დაშვებაზე. ეს იგულისხმე თუ სხვა რამე?
მე დაგიწერე რასაც გთხოვდი ზემოთ, ასეც რომ ყოფილიყო და აზრი დაეკარგა არჩევანს - მაგის დაშვება რა პრობლემაა?
QUOTE
ყველა ანტისაზოგადოებრივი საქციელი ისჯება არა? ვერც ერთი ბოროტმოქმედი ვერ ხეირობს თავისი ბოროტმოქმედებით ვერასდროს?
როგორ ვერა, მაგრამ მაგ ხეირზე უფრო დიდ ხერის მიიღებდა რომ არ ყოფილიყო ბოროტმოქმედი.
QUOTE
რა მოყვანა გინდა კაცო, არ გჯერა რო არის ხალხი რომლებიც საზოგადოების ხარჯზე არხეინად ცხოვრობენ და მშვიდად ძაღლდებიან?
კი არის, მაგრამ ეგ არაფერს ცვლის, საზოგადოება ებრძვის ასეთ გამოვლინებებს, 1 თუ არხეინად ცხოვრობს 100 დაჭერილია და რაც უფრო ვითარდება სოციუმი, მით უფრო მეტს დაიჭერენ.
QUOTE
წავიდა ფანტაზიები. მე ეგ ვთქვი? მე შენ გკითხე, შენთვის პირადად არ გაქვს მეთქი გადაწყვეტილი რომელი ჯობია მეთქი? და თუ გაქვს, რის საფუძველზე გაქ მეთქი გადაწყვეტილი?
მე კიდე გპასუხობ რომ პირადად მე კი არა - არავინ არ იცის მეთქი, არც მე და არც არავინ.
QUOTE
ჰო, ძალიან იოლი შესამოწმებელია, ვინც დასაჭერია ყველას იჭერენ თუ ვერა. შემოწმებაც არ უნდა, პასუხი ხო იცი წინასწარ.
ყველას არა - უმრავლესობას, მაგრამ სოც.სარგებელი იქმნება არა მაშინ როცა ვინმეს იჭერენ, არამედ მაშინ როდესაც იქმნება კანონი, აზრი, სტრუქტურა, რომელიც მოწადინეულია - დაიჭიროს ყველა არამონაწილე.
QUOTE
და იქნებ სოც.სარგებლის კი არა პროსტა სარგებლის მიღება მინდა? სხვის ხარჯზე? და ტრაკიც მაქ რო ეგ მოვახერხო? არ იცნობ ეგეთს არავის?
თუ "პროსტა" სარგებლის მიღება გინდა, მაშინ საზოგადოება და ღმერთი ვერ შეგაჩერებს - შენსას მაინც იზამ. მაგისგან დაზღვეული არავინ არის, მხოლოდ საზოგადოება ეცდება ხელი შეგიშალოს, ღმერთი - არა.
QUOTE
ან მომიშორებენ ან ვერა.
ეგრეა, მაგრამ ეცდებიან რომ მოგიშორონ, შენ კი არანაირი გარანტია არ გექნება რომ ვერა.
QUOTE
თვითმფრინავი წიგნია? და კიდე ისა, ვსიო, ეგ ორნაირებია მარტო, ათეისტები და თვითმფრინავთმადიდებლები?
თვითმფრინავი მათი შიშის საგანია. ბლომად არიან კიდევ, ტყის სულები ყავთ, აურაცხელი რაოდენობა კერპები, მზე და ა.შ.
QUOTE
მერე ჩვენ მაგაზე ვლაპარაკობთ? თემა დაუკინსის ფილმზეა, კაცი აწვება, თვითონ რწმენაა ყოველი ბოროტების წყაროო.
ჰო მერე? რელიგიურ რწმენაზეა საუბარი, სადაც თითოეული ორგანიზებული რელიგია ამტკიცებს რომ სწორედ თვითონ არის ჭეშმარიტი.
QUOTE
არ ვიცი და არც არავინ არ იცის ვის ეჩვენება და ვის არა. და შენც ვერ მიხსნი შენი სოც.სარგებელი ბოლობოლო რატო მიგაჩნია კარგ რამედ.
იმიტომ რომ როგორც უკვე არაერთხელ გითხარი - უფრო მეტ ხეირს ნახულობ, ვიდრე მარტოკა ნახავდი. ხოლო შენ არ იცი რასაც აკეთებ კარგია თუ არა რეალურად. უბრალოდ ეგრე გწამს.
QUOTE
ებიჯო რა მაგალითი გინდა, რამდენი გაუხსნელი საქმეც ჩაბარებულა შსსს არქივში იმდენი მაგალითი გაქ, რა მოგივიდა?
მერე საიდან გაქვს გარანტია რომ იმ პიროვნებებმა ან მართლა იხეირეს ან შერჩებათ ეგ ხეირი? სწორედ ეს არის სოც.სარგებელი.
QUOTE
არა ვარ, იმიტომ რომ ეგ რაც კარგი მგონია ძალიან ხშირად ეწინააღმდეგება იმას, რაც მინდა.
აკეთებ იმას რაც კარგი გგონია, ეს სწორედ, რომ ის არის რაც გინდა! - ეგოისტურია. იმიტომ რომ თუ ეგ არ გინდა - მაშინ სიკეთეს კი არა სხვა რამეს გააკეთებდი.
QUOTE
რა არ არსებობს კაცო?
ჰოდა დააყენებ პირადს ხო. მერე ზნეობა სად წავიდა?
ეგეთი სიტუაცია სადაც შენი მოქმედება სხვაზე გავლენას არ ახსენს - არ არსებობს. შესაბამისად მანდ ზნეობაც არ არსებობს. ყველა ქმედებას გააჩნია თანაბარი უკუქმედება.
QUOTE
აუ მერამდენედ უნდა მკითხო ეგ. არა, კი არ გაგამწესებს, შენ თვითონ განუდგები ღმერთს კაცო. თუ არ გინდა ეს ღმერთი, არც დაგაძალებს, იქნები უღმერთოდ.
და წახვალ ჯოჯოხეთში თუ იფიქრებ რომ ღმერთი შეიძლება არ არსებობდეს - ასე რომ რელიგია ასეთ რამეებზე ფიქრს კრძალავს. რ.დ.გ.
QUOTE
იმიტომ რომ ვხვდები განსხვავებას ღმერთსა და სანტა-კლაუსს შორის.
მაგი არაფერს ცვლის, შენ გჯერა არსების, რომელსაც არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, როგორც სანტა-კლაუსს და ეს რწმენა წარმოშობს ბოროტებას.
--------------------
⎝ Sic semper tyrannis ⎠
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
წერილები: 12095
წევრი No.: 46065
რეგისტრ.: 8-November 07
#13210541
· 2 Apr 2009, 22:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(WolfSpell @ 2 Apr 2009, 18:42 )
ბოდიში ვეღარ ვასწრებ დანარჩენის მოწერას გასასვლელი ვარ. კაი ბლომად ტექსტი მქონდა აკრეფილი და წამეშალა დღეს დილით
გულწრფელად თანაგიგრძნობ, გამოცდილი მაქ ეგ და ვიცი რა საზიზღარი შეგრძნებაა.
QUOTE
ამიტომ ახლა ამას დავპოსტავ და დანარჩენს ხვალ დავაკომენტებ.
დაგელოდები რახან ეგრეა და ყველაფერზე ერთად გიპასუხებ.
* * *
QUOTE
(Internet_Contraband @ 2 Apr 2009, 19:19 )
რათქმაუნდა, მე რომ დაშვება არ შემეძლოს, შენ ამდენ პოსტს ვერ დაწერდი, იმიტომ რომ ყველაფერზე გიპასუხებდი - არ არსებობს და მორჩა მეთქი!
შენ ალბათ დაგავიწყდა, რომ ჩვენ ღმერთის არსებობა-არარსებობაზე არ ვკამათობთ. ბევრჯერ მითქვამს შენთვის, რომ ამის შესახებ კამათი სრულ უაზრობად მიმაჩნია, რადგან ვერც ღმერთის არსებობას, ვერც არარსებობას ვერავინ ვერავის ვერასდროს ვერ დაუმტკიცებს.
QUOTE
საიდან იცი წინასწარ რის დაშვება ხდის კამათს უაზროს და რის დაშვება არა? ვანგას ბიძაშვილი ხარ? თუ ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა შეგიძლია?
ყველაფრის ცხადია არა და როცა ეგრევე ჩანს რო დაშვება კამათს უაზროს ხდის მაგას კი ვხედავ ხოლმე.
QUOTE
QUOTE
სრულდებოდა.
ჰოდა თუ სრულდებოდა - ესეიგი დამტკიცებულა - თუ დამტკიცებულა, მაგიტომაც ვერ უშვებდი რომ არ მოგწონდა ეგ ამბავი
ესეიგი.
ჩვენ ვკამათობთ. შენ მეუბნები რომ A. მე გეუბნები რომ არა-A. შენ მეუბნები, მოდი დავუშვათ რომ B. მე გეუბნები რო Bდან ეგრევე გამომდინარეობს A, ამიტომ B რო დავუშვათ ეგ ნიშნავს რომ შენ ხარ მართალი და ამით კამათი დასრულებულია. შენ მპასუხობ, ჰოდა თუ დასრულებულია - ესე იგი დამტკიცებულა A, და მაგიტომაც არ გინდა დაშვება რო არ მოგწონს ეს ამბავიო.
ეხლა შენ თვითონ მითხარი, რა ქვია შენს საქციელს?
QUOTE
მე დაგიწერე რასაც გთხოვდი ზემოთ, ასეც რომ ყოფილიყო და აზრი დაეკარგა არჩევანს - მაგის დაშვება რა პრობლემაა?
გამაგიჟებს ეს კაცი. ჩვენ რაზე ვკამათობდით? შენ იძახოდი, არჩევანის შესახებ თუ ვინმემ იცის, ამით არჩევანს აზრი ეკარგებაო. მე გეუბნებოდი, არ ეკარგება მეთქი. და შენ რა დაშვებასაც მთხოვ, ის დაშვება თუ არჩევანს აზრს უკარგავს, ეგ არაა პრობლემა?
ანუ ვკამათობთ და შენ მთავაზობ, მოდი რა ისეთი დაშვება გავაკეთოთ, საიდანაც გამოვა რო მე ვარ მართალიო, რა პრობლემააო?
QUOTE
QUOTE
ყველა ანტისაზოგადოებრივი საქციელი ისჯება არა? ვერც ერთი ბოროტმოქმედი ვერ ხეირობს თავისი ბოროტმოქმედებით ვერასდროს?
როგორ ვერა, მაგრამ მაგ ხეირზე უფრო დიდ ხერის მიიღებდა რომ არ ყოფილიყო ბოროტმოქმედი.
მოდი ამაზე არაფერს არ გიპასუხებ. ღრმად ამოისუნთქე, ათამდე დაითვალე, გადაიკითხე რაც დაწერე, და თვითონ მიხვდები ყველაფერს. ნუ თუ ვერ მიხვდი რა ვქნათ ახლა.
QUOTE
QUOTE
რა მოყვანა გინდა კაცო, არ გჯერა რო არის ხალხი რომლებიც საზოგადოების ხარჯზე არხეინად ცხოვრობენ და მშვიდად ძაღლდებიან?
კი არის, მაგრამ ეგ არაფერს ცვლის, საზოგადოება ებრძვის ასეთ გამოვლინებებს, 1 თუ არხეინად ცხოვრობს 100 დაჭერილია და რაც უფრო ვითარდება სოციუმი, მით უფრო მეტს დაიჭერენ.
ჩვენ ხომ იმ ასზე არ ვლაპარაკობთ, მე გკითხე, იმ ერთის ადგილზე რო აღმოჩნდე, რას აირჩევდი მეთქი და რატომ, რომელი მოტივაციით, და მაგ მოტივაციისთვის თუ გაქვს რაციონალური ახსნა მეთქი. ეს ყველაფერი რაციონალიზაცია-ვერრაციონალიზაციას მოვაყოლეთ, ნუ გავიწყდება ხოლმე რაზე ვკამათობთ.
QUOTE
QUOTE
წავიდა ფანტაზიები. მე ეგ ვთქვი? მე შენ გკითხე, შენთვის პირადად არ გაქვს მეთქი გადაწყვეტილი რომელი ჯობია მეთქი? და თუ გაქვს, რის საფუძველზე გაქ მეთქი გადაწყვეტილი?
მე კიდე გპასუხობ რომ პირადად მე კი არა - არავინ არ იცის მეთქი, არც მე და არც არავინ.
ცოდნით რო არავინ არ იცის, მე სწორედ ეგ მინდა დაგიმტკიცო. შენ რომელი გირჩევნია მეთქი, და თუ შეგიძლია რაციონალურად ახსნა რატო გირჩევნია მეთქი.
QUOTE
QUOTE
ჰო, ძალიან იოლი შესამოწმებელია, ვინც დასაჭერია ყველას იჭერენ თუ ვერა. შემოწმებაც არ უნდა, პასუხი ხო იცი წინასწარ.
ყველას არა - უმრავლესობას, მაგრამ სოც.სარგებელი იქმნება არა მაშინ როცა ვინმეს იჭერენ, არამედ მაშინ როდესაც იქმნება კანონი, აზრი, სტრუქტურა, რომელიც მოწადინეულია - დაიჭიროს ყველა არამონაწილე.
მე მაგას არ გეკითხები. მე გეკითხები, თუ იმათ შორის ხარ, ვისაც ვერ იჭერენ, შენს სასარგებლოდ იმოქმედებ თუ საზოგადოების სასარგებლოდ მეთქი, და თუ შეგიძლია შენი არჩევანის რაციონალურად ახსნა მეთქი.
QUOTE
QUOTE
და იქნებ სოც.სარგებლის კი არა პროსტა სარგებლის მიღება მინდა? სხვის ხარჯზე? და ტრაკიც მაქ რო ეგ მოვახერხო? არ იცნობ ეგეთს არავის?
თუ "პროსტა" სარგებლის მიღება გინდა, მაშინ საზოგადოება და ღმერთი ვერ შეგაჩერებს - შენსას მაინც იზამ. მაგისგან დაზღვეული არავინ არის, მხოლოდ საზოგადოება ეცდება ხელი შეგიშალოს, ღმერთი - არა.
მაგაში სრულიად გეთანხმები, მაგრამ რაზეც ვლაპარაკობთ იმასთან ეგ არაფერ შუაშია. შუაში ისაა, რომ შენ თუ შეგიძლია სოციუმის ხარჯზე არსებობა ისე რო სოციუმი ვერაფერს გიშვება, მაშინ ვერანაირი სოც.სარგებელის რაციონალური მოსაზრება ვერ გაიძულებს რო შენი ეს შესაძლებლობა არ გამოიყენო. მაგრამ თუ გჯერა, რომ რაციონალურ მოსაზრებებს მიღმა არარაციონალიზებადი ზნეობა დგას, მაგ ზნეობამ კი შეიძლება გაიძულოს.
QUOTE
QUOTE
ან მომიშორებენ ან ვერა.
ეგრეა, მაგრამ ეცდებიან რომ მოგიშორონ, შენ კი არანაირი გარანტია არ გექნება რომ ვერა.
არიან ისეთები, ვისაც აქვთ ეგ გარანტია, და მე ეგეთებზე გეკითხები.
QUOTE
თვითმფრინავი მათი შიშის საგანია. ბლომად არიან კიდევ, ტყის სულები ყავთ, აურაცხელი რაოდენობა კერპები, მზე და ა.შ.
მერე? წიგნებში წაიკითხეს ეგრე უნდა ქნათო?
QUOTE
ჰო მერე? რელიგიურ რწმენაზეა საუბარი, სადაც თითოეული ორგანიზებული რელიგია ამტკიცებს რომ სწორედ თვითონ არის ჭეშმარიტი.
ეს "სადაც" მომწონს. სად "სადაც"?
QUOTE
QUOTE
არ ვიცი და არც არავინ არ იცის ვის ეჩვენება და ვის არა. და შენც ვერ მიხსნი შენი სოც.სარგებელი ბოლობოლო რატო მიგაჩნია კარგ რამედ.
იმიტომ რომ როგორც უკვე არაერთხელ გითხარი - უფრო მეტ ხეირს ნახულობ, ვიდრე მარტოკა ნახავდი. ხოლო შენ არ იცი რასაც აკეთებ კარგია თუ არა რეალურად. უბრალოდ ეგრე გწამს.
მე იმათზე გეკითხები, ვინც საზოგადოების ხარჯზე მეტ ხეირს ნახავენ. ვისაც საზოგადოება ვერ მოკითხავს.
QUOTE
მერე საიდან გაქვს გარანტია რომ იმ პიროვნებებმა ან მართლა იხეირეს ან შერჩებათ ეგ ხეირი? სწორედ ეს არის სოც.სარგებელი.
რა? რო ვერცერთ ვარიანტში ვერ იხეირებენ? იხეირეს უკვე, შეერგოთ, კაიჶში გაიპარენ გაღიმებულები.
QUOTE
აკეთებ იმას რაც კარგი გგონია, ეს სწორედ, რომ ის არის რაც გინდა! - ეგოისტურია. იმიტომ რომ თუ ეგ არ გინდა - მაშინ სიკეთეს კი არა სხვა რამეს გააკეთებდი.
კაცო მე მასწავლი ჩემ ამბავს? ძალიან ხშირად მინდა ხოლმე ისეთი რამის გაკეთება რაც ცუდი მგონია. და საკმაოდ ხშირად კიდეც ვაკეთებ.
QUOTE
QUOTE
რა არ არსებობს კაცო?
ჰოდა დააყენებ პირადს ხო. მერე ზნეობა სად წავიდა?
ეგეთი სიტუაცია სადაც შენი მოქმედება სხვაზე გავლენას არ ახსენს - არ არსებობს. შესაბამისად მანდ ზნეობაც არ არსებობს. ყველა ქმედებას გააჩნია თანაბარი უკუქმედება.
იქედან რო ყველა მოქმედება სხვაზე გავლენას ახდენს, რანაირად გამოგყავს რო მანდ ზნეობა არ არსებობს? და რას ნიშნავს "მანდ" ზნეობასთან მიმართებაში?
მე კი სწორედ იქამდე მიმყავს რო ზნეობას სოც.სარგებელზე რაციონალური მსჯელობით ვერ გამოიყვან, მარა ეგ რაღაც ჶალშივი გამარჯვება გამომდის, ალოგიკურად ამტკიცემ ჩემს დასამტკიცებელს.
აი ხო ხედავ რა კეთილშობილურად ვიქცევი?
QUOTE
და წახვალ ჯოჯოხეთში თუ იფიქრებ რომ ღმერთი შეიძლება არ არსებობდეს - ასე რომ რელიგია ასეთ რამეებზე ფიქრს კრძალავს. რ.დ.გ.
არ კრძალავს კაცო არა. გეუბნება რაც მოგივა, მარტივ რამეს გიხსნის, თუ არ გინდა ღმერთი, იქნები უღმერთოდ. ეგაა ჯოჯოხეთი, სხვა კი არაფერი, უღმერთოდ ყოფნა, ანუ სიყვარულის, სიკეთის, სინათლის, სიბრძნის, იმედის და ასე შემდეგ გარეშე ყოფნა.
QUOTE
მაგი არაფერს ცვლის, შენ გჯერა არსების, რომელსაც არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, როგორც სანტა-კლაუსს
აგიხსნა განსხვავება ღმერთსა და სანტა კლაუსს შორის?
QUOTE
და ეს რწმენა წარმოშობს ბოროტებას.
ჰო აბა რანაირად წარმოშობს? მე ამ თემაში სწორედ ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად შემოვედი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠
ჯგუფი: Members
Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠
ჯგუფი: Members
წერილები: 48222
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04
#13216701
· 3 Apr 2009, 11:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯიბ
QUOTE
შენ ალბათ დაგავიწყდა, რომ ჩვენ ღმერთის არსებობა-არარსებობაზე არ ვკამათობთ. ბევრჯერ მითქვამს შენთვის, რომ ამის შესახებ კამათი სრულ უაზრობად მიმაჩნია, რადგან ვერც ღმერთის არსებობას, ვერც არარსებობას ვერავინ ვერავის ვერასდროს ვერ დაუმტკიცებს.
არ არსებობა - არსებობის დამტკიცებაზე, საუბარი არც არასდროს ყოფილა, ლაპარაკია იმაზე, რომელი ვერსია უფრო ახლოს დგას საღ აზრთან! ხოლო ამაზე ვერ იმსჯელებთ, თუ დაშვება არ შეგიძლია
QUOTE
ყველაფრის ცხადია არა და როცა ეგრევე ჩანს რო დაშვება კამათს უაზროს ხდის მაგას კი ვხედავ ხოლმე.
ამ საკითხთან დაკავშირებით, მეტს ვერაფერს დავწერ ამ განცხადების შემდეგ
QUOTE
ჩვენ ვკამათობთ. შენ მეუბნები რომ A. მე გეუბნები რომ არა-A. შენ მეუბნები, მოდი დავუშვათ რომ B. მე გეუბნები რო Bდან ეგრევე გამომდინარეობს A, ამიტომ B რო დავუშვათ ეგ ნიშნავს რომ შენ ხარ მართალი და ამით კამათი დასრულებულია. შენ მპასუხობ, ჰოდა თუ დასრულებულია - ესე იგი დამტკიცებულა A, და მაგიტომაც არ გინდა დაშვება რო არ მოგწონს ეს ამბავიო.
ეხლა შენ თვითონ მითხარი, რა ქვია შენს საქციელს?
QUOTE
გამაგიჟებს ეს კაცი. ჩვენ რაზე ვკამათობდით? შენ იძახოდი, არჩევანის შესახებ თუ ვინმემ იცის, ამით არჩევანს აზრი ეკარგებაო. მე გეუბნებოდი, არ ეკარგება მეთქი. და შენ რა დაშვებასაც მთხოვ, ის დაშვება თუ არჩევანს აზრს უკარგავს, ეგ არაა პრობლემა?
ანუ ვკამათობთ და შენ მთავაზობ, მოდი რა ისეთი დაშვება გავაკეთოთ, საიდანაც გამოვა რო მე ვარ მართალიო, რა პრობლემააო?
ხანდახან მგონია რომ არასდროს ამოგიხსნია ამოცანა - დაშვებით. თუ მაგასაც წინასწარ ხედავდი?
QUOTE
მოდი ამაზე არაფერს არ გიპასუხებ. ღრმად ამოისუნთქე, ათამდე დაითვალე, გადაიკითხე რაც დაწერე, და თვითონ მიხვდები ყველაფერს. ნუ თუ ვერ მიხვდი რა ვქნათ ახლა.
ვერაფერს ვერ იზამ, ფაქტი - ჯიუტია, ეგრეა!
QUOTE
ჩვენ ხომ იმ ასზე არ ვლაპარაკობთ, მე გკითხე, იმ ერთის ადგილზე რო აღმოჩნდე, რას აირჩევდი მეთქი და რატომ, რომელი მოტივაციით, და მაგ მოტივაციისთვის თუ გაქვს რაციონალური ახსნა მეთქი. ეს ყველაფერი რაციონალიზაცია-ვერრაციონალიზაციას მოვაყოლეთ, ნუ გავიწყდება ხოლმე რაზე ვკამათობთ.
შენ რაც მკითხე იმაზე გიპასუხე, ნუ გავიწყდება რას მეკითხები, თორემ მგონი სხვას ფიქრობ და სხვას წერ, როგორც უკვე გითხარი, იმ ერთის ადგილზე, თუ გსურს მიიღო უფრო დიდი სარგებელი, ოღონდ მოგვიანებით - მაშინ მოიქცევი სოციუმის ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო თუ გსურს მიიღო იოლი სარგებელი - სწრაფად, მაგრამ ნაკლები, მაშინ პირადი სარგებლიდან გამომდინარე.
ამ ორს შორის არჩევანი, პირადად ადამიანის ბუნებაზეა დამოკიდებული, გარემო პირობებზე, სიტუაციაზე, დროზე და ა.შ. ყველაფერი ერთად ახდენს გავლენას არჩევანზე.
QUOTE
ცოდნით რო არავინ არ იცის, მე სწორედ ეგ მინდა დაგიმტკიცო. შენ რომელი გირჩევნია მეთქი, და თუ შეგიძლია რაციონალურად ახსნა რატო გირჩევნია მეთქი.
ეგ როგორ უნდა დამიმტიკიცო, როცა თავად გითხარი, რომ ეგრეა? პირადად მე კი იმიტომ მირჩევნია, რომ არ არსებობას მირჩევნია ვარსებობდე და ახნა ასეთია: მივიღო ცხოვრებისგან გამოწვეული სიამოვნება.
QUOTE
მე მაგას არ გეკითხები. მე გეკითხები, თუ იმათ შორის ხარ, ვისაც ვერ იჭერენ, შენს სასარგებლოდ იმოქმედებ თუ საზოგადოების სასარგებლოდ მეთქი, და თუ შეგიძლია შენი არჩევანის რაციონალურად ახსნა მეთქი.
სიტუაციაში როცა ვიღაცას "ვერ იჭერენ" იმოქმედებ ისევ და ისევ შენი არჩევნიდან გამომდინარე, გსურს მიიღო დიდი სარგებელი მომავალში სოციუმისგან? მაშინ სოც.პირობებით, ხოლო გსურს პირადი ინტერესი რომელიც ნაკლებია? მაშინ ამ უკანასკნელით.
არჩევანი დამოკიდებულია აღზრდაზე, სიტუაციაზე, გარემო პირობებზე და ა.შ.
სიტუაცია "ვერ იჭერენ" არ არსებობს, ჰიტლერსაც ეგრე ეგონა.
QUOTE
მაგაში სრულიად გეთანხმები, მაგრამ რაზეც ვლაპარაკობთ იმასთან ეგ არაფერ შუაშია. შუაში ისაა, რომ შენ თუ შეგიძლია სოციუმის ხარჯზე არსებობა ისე რო სოციუმი ვერაფერს გიშვება, მაშინ ვერანაირი სოც.სარგებელის რაციონალური მოსაზრება ვერ გაიძულებს რო შენი ეს შესაძლებლობა არ გამოიყენო. მაგრამ თუ გჯერა, რომ რაციონალურ მოსაზრებებს მიღმა არარაციონალიზებადი ზნეობა დგას, მაგ ზნეობამ კი შეიძლება გაიძულოს.
QUOTE
მე იმათზე გეკითხები, ვინც საზოგადოების ხარჯზე მეტ ხეირს ნახავენ. ვისაც საზოგადოება ვერ მოკითხავს.
თუ სოციუმი "ვერაფერს გიშვება" მაშინ სოციუმი არ არსებობს, იმიტომ რომ სოციუმის არსებობისთვის აუცილებელია მის წევრებს შეეძლოთ ნებისმიერ წევრზე ზეგავლენა.
QUOTE
მერე? წიგნებში წაიკითხეს ეგრე უნდა ქნათო?
წიგნი - მე უკეთესი ვარიანტი ავარჩიე... იმათ არ წაუკითხავთ, ისინი ჩვენთან შედარებით პრიმიტივები არიან და ყველა ახუსნელი მოვლენის - ეშინიათ.
უბრალოდ მშიშრები არიან.
QUOTE
ეს "სადაც" მომწონს. სად "სადაც"?
დედამიწაზე! დედამიწაზე არსებული ყველა რელიგია + მრწამსი ამტკიცებს, რომ სწორედ ის არის ჭეშმარიტი.
QUOTE
კაცო მე მასწავლი ჩემ ამბავს? ძალიან ხშირად მინდა ხოლმე ისეთი რამის გაკეთება რაც ცუდი მგონია. და საკმაოდ ხშირად კიდეც ვაკეთებ.
მოიცა პრობლემა ვერ გავიგე, გინდა სიკეთე და აკეთებ, გინდა "არაკარგი" და აკეთებ, იძულების მომენტი სადაა? თუ რამეს აკეთებ - ესეიგი გინდა მაგის გაკეთება.
QUOTE
იქედან რო ყველა მოქმედება სხვაზე გავლენას ახდენს, რანაირად გამოგყავს რო მანდ ზნეობა არ არსებობს? და რას ნიშნავს "მანდ" ზნეობასთან მიმართებაში?
მე კი სწორედ იქამდე მიმყავს რო ზნეობას სოც.სარგებელზე რაციონალური მსჯელობით ვერ გამოიყვან, მარა ეგ რაღაც ჶალშივი გამარჯვება გამომდის, ალოგიკურად ამტკიცემ ჩემს დასამტკიცებელს.
აი ხო ხედავ რა კეთილშობილურად ვიქცევი?
რას ნიშნავს და სოციუმი თუ არ არსებობს - ზეგავლენას ვერც ახდენს - შესაბამისად ზნეობა მანდ არ არსებობს და პირადი სარგებლით იქცევი, როგორც უკვე არაერთხელ დაგიმტკიცე. ეს უბრალოდ დაშვებაა, თუმცა რეალობაში ასეთი არაფერი არსებობს.
ეს "ციდან ჩამოვარდნილი" ზნეობა იმდენად დიდი ასბურდია, რომ განმარტებაც კი არ აქვს, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში სხავდასხვა ზნეობაა, რათქმაუდნა იქაურ სოციუმზე დაყრდნობით, თუკი ზენობა "ციდან ჩამოვარდა" მაშინ ყველა ქვეყანაში ერთიდაიგივე იქნებოდა ზნეობა. რაც ცხადია ასე არ არის.
QUOTE
არ კრძალავს კაცო არა. გეუბნება რაც მოგივა, მარტივ რამეს გიხსნის, თუ არ გინდა ღმერთი, იქნები უღმერთოდ. ეგაა ჯოჯოხეთი, სხვა კი არაფერი, უღმერთოდ ყოფნა, ანუ სიყვარულის, სიკეთის, სინათლის, სიბრძნის, იმედის და ასე შემდეგ გარეშე ყოფნა.
ჰო, ვთქვათ მოხვდი რაღაც ოთახში (დედამიწაზე) სადაც დაგადგა 10 კაცი და გეუბნება, რომ მე ვარ სიკეთე ან ჩემი მონა იქნები ან ისე მოიქცევი როგორც გინდა, მაგრამ სხვა 10 კაცი მოვა და თავ-პირს დაგალეწავსო, აირჩიე შენით რა გინდა - მე რა მოგივა გითხარი და შენით აირჩიე ახლა, აღარ ვერევიო.
რას აირჩევდი?
QUOTE
აგიხსნა განსხვავება ღმერთსა და სანტა კლაუსს შორის?
შენ თუ მაგას მოახერხებ მორწმუნე გავხდები. ოღონდ გარეგნობა და სისულელე არ მაინტერესებს, მხოლოდ რწმენა - არ რწმენა ამბავში.
QUOTE
ჰო აბა რანაირად წარმოშობს? მე ამ თემაში სწორედ ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად შემოვედი.
რანაირად და ადამიანს რომელსაც გონია რომ სწორედ ის არის ჭეშმარიტი რასაც თვითონ ფიქრობს და თავისი აზრებით წყვეტს რა არის სიკეთე და რა ბოროტება - მოაქვს სიკვდილი, ბოროტება, ტანჯვა წამება.
მაგალითად, ქრისტიანი კონკისტადორები, ჯვაროსნები, მთელი ინკვიზიცია, მახვილით და ხმლით შეტანა საქართველოში სჯულის, მაჰმადიენბმა რა ქნეს და რას შვებიან ყველამ იცის, გარდა ამისა ძველი რელიგიების მსხვერპლთშეწირვები.
იგივე ბიბლიაში, გენოციდის გამართლება, ინცესტი, მრისხანე ღმერთი რომელიც ერთი ხელის მოსმით, მთელ ქალაქებს ანადგურებს, ან უბრალოდ თავის რჩეულ ხალს ავალებს სხვა ერის გენოციდს, მათ ქალების და ბავშვების დამონებას და ა.შ.
მორწმუნეებზე ზღვა სისხლია, რომ არაფერი ვთქვათ აზროვნების, მეცნიერების შეფერხებაზე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
WolfSpell
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Super Moderators
WolfSpell
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Super Moderators
წერილები: 20505
წევრი No.: 6301
რეგისტრ.: 8-September 04
#13218762
· 3 Apr 2009, 14:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯიბ
გუშინდელი პოსტის კომენტირება ბოლომდე ვერ მოვასწარი გუშინ.
QUOTE
რა თქმა უნდა რწმენა ვერანაირ ბოროტებას ვერ მოიტანს თუკი ბოროტებად იმას ჩავთვლით რის უარყოფასაც ეს რწმენა გასწავლის
რა თქმა უნდა სიკეთის ერთადერთი წყარო იქნება რწმენა როდესაც სიკეთედ მხოლოდ იმას მიიჩნევ რასაც შენი რწმენა გასწავლის და იმიასაც დაიჯერებ, რომ სხვა სიკეთე ამ ქვეყნად არ არსებობს.
არაფერი არ თქვი ეხლა შენ ამით.
ამით ის ვთქვი, რომ მორწმუნეების უდიდესი ნაწილის რწმენით ჰომოსექსუალიზმი ბოროტებაა (ცოდვაა) იმიტომ რომ ასე სწერია ბიბლიაში.
სინამდვილეში კი მეცნიერების მტკიცებით ჰომოსექსუალიზმი თანდაყოლილი ორიენტაციაა ისეთივე, როგორიც ჰეტეროსექსუალიზმი რომელსაც ადამიანი კი არ ირჩევს, არამედ უბრალოდ ასე იბადება.
მორწმუნე ადამიანი დასაბუთებულ, მეცნიერულად გამოკვლეულ ფაქტებზე წინ აყენებს დაუსაბუთებელ დოგმებს. მისი აზრით ღმერთმა თქვა რომ ესა და ეს ცუდია და ამიტომ ესა და ეს ცუდია. მაგალითად ქორწინების გარეშე საყვარელ ადამიანთან ფიზიკური ურთიერთობა, პროცენტიანი ვალის გაცემა, გემრიელი საკვებით სიამოვნების მიღება (ნაყროვანება), მასტურბაცია, ღმერთის არსებობის ეჭვქვეშ დაყენება (ამ შემთხვევაში - დამოუკიდებლად, კრიტიკულად აზროვნებაზე ხორციელდება შეტევა), ჰელოუინზე გართობა, პრეზერვატივის გამოყენება ა.შ. და ა.შ.
იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ზემოთ ჩამოთვლილი "ცოდვების" ბოროტების დამადასტურებელი მეცნიერული და ლოგიკური საბუთი არ არსებობს გაუგებარია თუ რატომ ითვლება ეს ქმედებები ბოროტებად. მხოლოდ იმიტომ რომ ღმერთმა ან მოსემ თქვა ასე ბიბლიის გადმოცემით არ კმარა. ეს კმარა იმათთვის ვისაც ბრმად სწამს იმის რომ ყველაფერი რაც ბიბლიაში სწერია სრული ჭეშმარიტებაა.
QUOTE
რაღა თქმა უნდა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ რელიგიური რწმენა, მაგრამ საბედნიეროდ ამავე დროს ლიბერალურად არიან სხვა ადამიანების და განსხვავებული აზრებისადმი განწყობილნი.
შენ არ გაქვს საკუთარი წარმოდგენა სიკეთესა და ბოროტებაზე? არ მოიძებნება შენი აზრისგან განსხვავებული აზრი, რომელიც ბოროტების მომტანად მიგაჩნია? ნებისმიერი ბოროტების მიმართ ლიბერალურად ხარ განწყობილი?
ჩემი აზრით ძნელია მკაფიო ხაზი გაავლო სიკეთეს და ბოროტებას, როგორც შავს და თეთრს შორის.
ჩემი შეხედულებით სიკეთე-ბოროტების საკითხი არაა ორგანზომილებიანი და შავ-თეთრი საკითხი. უფრო მრავალგანზომილებიან და გარდამავალ ფერებიან პრობლემად აღვიქვავ
მთავარი ჩემთვის ადამიანების თანასწორობა და თანასწორუფლებიანობაა (სქესის, კანის ფერის, აღმსარებლობის, რწმენის თუ ურწმუნობის და სექსუალური ორიენტაციის თუ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად) და ადამიანის თავისუფლება (როგორც ფიზიკური, ასევე მისი აზროვნების და თვითგამიხატვის) რომელთა შეზღუდვაც დასაშვებად და აუცილებლად მხოლოდ მეცნიერულად, რაციონალურად, ლოგიკურად, ობიექტურად დადგენილი დადასტურებული ფაქტებზე დაყრდნობილი წესების მიხედვით მიმაჩნია დასაშვებად შესაბამის სიტუაციებში.
QUOTE
ის იძახის, რომ ყველანაირ რწმენას ცალსახად მივყავართ ბოროტებისკენ.
თუ მასე ცალსახად ამბობს მაშინ ვერ დავეთანხმები. არამგონია სეკულარული, უწყინარი მორწმუნე საშიში იყოს. თუმცა როგორც ავღნიშნე ყველაზე კეთილმა ადამიანმაც კი შეიძლება გაუმართლებელი ქმედება ჩაიდინოს თუკი რწმენის გამო ბრმად დაემორჩილება რომელიმე ავტორიტეტის მითითებას. ამ შემთხვევაში რწმენა ირაციონალური ქმედების ჩასადენად კარგი ნიადაგია.
QUOTE
ჩემი რწმენა მეთქი რო ვთქვი მხოლოდ ჩემი თავი კი არ ვიგულისხმე. ვიგულისხმე ადამიანები, რომლებსაც სწამთ ისე, როგორც მე მესმის რწმენა. მე თვითონ ძალიან სუსტი რწმენა მაქვს, გაცილებით ძლიერი რწმენის ადამიანებს ვიცნობ ძალიან ბევრს.
ვერ ვხვდები სუსტი რწმენით რას გულისხმობ
QUOTE
ის რომ სხვადასხვა რელიგიის ბევრი იერარქი პოლიტიკურ თამაშებს ეწევა სულაც არ ნიშნავს რომ რწმენას, როგორც მე ის მესმის, რაიმე საერთო აქვს პოლიტიკასთან.
მაშინ დავკონკრეტდეთ: როგორ გესმის შენ რწმენა?
QUOTE
ერთსა და იმავე ილეთს იყენებს, ცალკეული დოქტრინჲორების შეხედულებებს ასაღებს რწმენის უშუალო შედეგად. კიდევ ერთხელ (ვერ დავთვლი უკვე მერამდენედ) გიმეორებ - რწმენის სფერო არის ის, რასაც ვერანაირი მეცნიერული მეთოდებით პრინციპულად ვერ შეიმეცნებ.
სხვანაირად ვუყურებ საკითხს - რწმენის სფერო ის არის, რაც მეცნიერულად არ მტკიცდება და რისი სინამდვილის ალბათობაც 50%ზე გაცილებით ნაკლებია.
მეცნიერულად არ მტკიცდება არც ის ფაქტი, რომ დედამიწას და მარსს შორის ჩაიდანი მოძრაობს კონკრეტულ ორბიტაზე მზის გარშემო. ამ ჰიპოთეზას ვერც დავამტკიცებთ და ვერც ვუარყობთ.
სკეპტიკოსების საქმე არაა იმის დამტკიცება, რომ ასეთი ჩაიდანი არ მოძრაობს ამ ორბიტაზე. ჰიპოთეზა უნდა დაამტკიცონ მათ, ვინც მისი სწამს და ამტკიცებს რომ ის ჭეშმარიტია.
ის ფაქტი, რომ ჰიპოთეზის ვერც დამტკიცება და ვერც უარყოფა ვერ ხერხდება მისი ჭეშმარიტების შესაძლებლობას და შეუძლებლობას თანაბარ პირობებში არ აყენებს. ანუ 50-50%ზე არაა იმის შანსები რომ მტკიცებულება სინამდვილეს შეესაბამება.
ახლა წარმოიდგინე ამ ჩაიდანზე რელიგია რომ დაფუძნდეს, ბავშვებს სკოლაში რომ ასწავლონ და ეკლესიაში ყოველ წირვაზე იქადაგონ, რამოდენიმე მილიონმა ან მილიარდმა ადამიანმა რომ ირწმუნოს მისი ჭეშმარიტება შემდეგ უკვე არანორმალურობის, ექსცენტრიულობის ტოლფასი იქნება იმის მტკიცება, რომ არანაირი ჩაიდანი არ მოძრაობს მზის გარშემო. ა-ჩაიდნიზმი დაიგმობა რელიგიური ავტორიტეტების მიერ და ა-ჩაიდნისტების დისკრედიტაციას და შეიძლება დევნასაც კი მიჰყონ ხელი.
(ჩაიდნის მაგალითი აღებული მაქვს Russel's teapot-დან
http://en.wikipedia.org/wiki/Russell's_teapot
)
საქმე იმაშია, რომ იმდენივე დამამტკიცებელი საბუთი გვაქვს ღმერთის, იეჰოვას, ალაჰის ა.შ. არსებობისა, რამდენიც კოსმოსური ჩაიდნის, მფრინავი სპაგეტის მონსტრის, ზევსის და თურის.
რატომღაც ამ უკანასკნელების არსებობის ჭეშმარიტებაზე საუბარი თუ ჩამოვარდა სასაცილოდაც არავის ეყოფა და აუცილებლად მათ მორწმუნეებს დაეკისრებათ მათი არსებობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა.. არავინ ჩათვლის რომ მათი არსებობაც ისევე დაუმტკიცებელია როგორც არ არსებობა ვინაიდან არსებობის თეორია აბსურდად ჩაითვლება... სამაგიეროდ როცა საუბარი ეხება თანამედროვე ღმერთებს მაშინ პირიქით ხდება.
This post has been edited by
WolfSpell
on 3 Apr 2009, 14:21
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
bosslion
უმრიცხველო სინათლე
ჯგუფი: Members
bosslion
უმრიცხველო სინათლე
ჯგუფი: Members
წერილები: 2962
წევრი No.: 19436
რეგისტრ.: 21-April 06
#13223528
· 3 Apr 2009, 20:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Internet_Contraband
QUOTE
არ არსებობა - არსებობის დამტკიცებაზე, საუბარი არც არასდროს ყოფილა, ლაპარაკია იმაზე, რომელი ვერსია უფრო ახლოს დგას საღ აზრთან!
ხალხნო, , რით ვერ გაიგეთ? რსებობს უფალი, რსებობს. ისევე როგორც ბაყბაყ დევი რსებობს. ბავშვობაში ამდენი კითხვის მერე მოგიბრუნდებათ პირი რომ უარყოთ ეს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
წერილები: 12095
წევრი No.: 46065
რეგისტრ.: 8-November 07
#13223964
· 3 Apr 2009, 20:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(WolfSpell @ 3 Apr 2009, 14:15 )
გუშინდელი პოსტის კომენტირება ბოლომდე ვერ მოვასწარი გუშინ.
როგორც შეგპირდი, ორივე ნაწილზე ერთად გპასუხობ.
QUOTE
(WolfSpell @ 2 Apr 2009, 18:42 )
მეცნიერებაში ყოფილა შემთხვევაც როცა თვლიდნენ რომ შეუძლებელი იყო ამა თუ იმ ამოცანის ამოხსნა, მაგრამ გავიდა დრო და ზოგ კითხვას გაეცა პასუხი. (კონკრეტული მაგალითი: ვარსკვლავების ქიმიური შედგენილობის დადგენა)
ეგეთ რამეებს ცხადია არ ვგულისხმობ, ლაპარაკია პრინციპულად დაუდგენადზე. ამ თემაში მქონდა მოყვანილი მაგალითები მათემატიკიდან
The Root of All Evil? (post #13171611)
.
Kaisa
ს ვპასუხობდი, ისიც ჩემსავით მათემატიკოსი ყოფილა და თუ გინდა კითხე, ის მაგალითები ეხება მართლაც შეუცნობადს. გჲოდელის თეორემაზე აქ თემაც იყო
გოდელის თეორემა
, ამ თეორემის თანახმად უკვე არითმეტიკასაც კი სრულად ვერასდროს აღწერ - არსებობს დებულებები ნატურალურ რიცხვთა შესახებ (სინამდვილეში ასეთი დებულებების უსასრულო რაოდენობა), რომელსაც ვერანაირად ვერ დაამტკიცებ და ვერც უარყოფ. მეორე მაგალითი წრფეს ეხებოდა, ეგეც მკაცრადაა დამტკიცებული, რომ წრფის ის წერტილები, რომლებსაც რამენაირი მკაცრი მათემატიკური განსაზღვრა გააჩნიათ, წრფის ყველა წერტილთა უმნიშვნელოდ მცირე ნაწილს შეადგენენ. კიდევ ბევრი მაგალითია არაგადათვლადობაზე და ვერგადაწყვეტადობაზე, მანდაც მკაცრადაა დამტკიცებული სხვადასხვა საკმაოდ მნიშვნელოვანი მათემატიკური ობიექტების სრულად აღწერის პრინციპული შეუძლებლობა. აგერ სია ბევრი მაგალითებით
http://en.wikipedia.org/wiki/List_of_undecidable_problems
არამათემატიკოსისთვის ბევრს არაფერს ამბობს, მაგრამ თუ დამიჯერებ, მანდ ჩამოთვლილი საკითხები, რომელთა გადაწყვეტის პრინციპული შეუძლებლობა მკაცრადაა დამტკიცებული, ყველა ძალიან მნიშვნელოვანია მათემატიკის თავ-თავიანთი დარგისთვის. მთელი განხრაა მათემატიკის, რომელიც ასეთ რამეებს იკვლევს. ფიზიკაში ეგეთი რამის მაგალითი განუზღვრელობის პრინციპია კვანტურ მექანიკაში. ამ პრინციპის მიხედვით, მაგალითად, პრინციპულად შეუძლებელია რაიმე ნაწილაკის სიჩქარისა და ადგილმდებარეობის ზუსტად დადგენა, რაც უფრო ზუსტად დაადგენ ერთს, მით ნაკლები ინფორმაცია გექნება მეორეზე. და ესეც პრინციპული მომენტია. რა თქმა უნდა შენ შეგიძლია თქვა, რაღაც დროის შემდეგ ეს ყველაფერი შეიძლება ტყუილი აღმოჩნდესო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ეტაპზე მეცნიერებაში აღიარებულია მრავალ ჭეშმარიტებათა პრინციპული დაუდგენადობა მეცნიერული მეთოდებითვე. ამაში რო ეჭვი შეიტანო, მაგალითად, გჲოდელის თეორემასთან მიმართებაში ნიშნავს, რომ თვით ლოგიკური მსჯელობის ძირეულ პრინციპებში შეიტანო ეჭვი, ანუ მე და შენ რო ერთმანეთს რაღაცეებს უმტკიცებთ, თვით ეს მტკიცებები მსჯელობის რა კანონებს ემყარება, იმაში უნდა შევიტანოთ ეჭვი. გასაგებია, რომ მაშინ ჩვენი კამათი საერთოდ აზრს კარგავს.
QUOTE
გარდა ამისა, რომც თვლიდე რომ ამა თუ იმ კითხვას მეცნიერება ვერ გასცემს ან შენი სიცოცხლის განმავლობაში ან საერთოდ ოდესმე პასუხს ამიტომ უნდა მიიღო ნებისმიერი ფანტასტიკური თეორია ჭეშმარიტებად? არ შეიძლება კითხვა კითხვად დარჩეს და თქვა რომ პასუხი არ გაქვს?
აგაშენა ღმერთმა, მეც მაქეთ მიმყავდა. ათეისტისთვის არარაციონალიზებადი სფერო ფაქტიურად არ არსებობს. მორწმუნე თვლის რო არა მარტო არსებობს, ყველაზე მთავარი რამეები სწორედ იქაა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რაც რაციონალიზებას ექვემდებარება. და რწმენა ნიშნავს იმას რომ გწამს - მიუხედავად იმისა, რომ ის სფერო ადამიანისთვის მიუწვდომელია, თვით მას შეუძლია მოწვდეს ადამიანს. ესაა რწმენა, და არა ჩვენი შემდგომი სპეკულჲაციები იმაზე, კონკრეტულად რა არის იქ. დაუკინსი ბოროტების წყაროდ პირველს მიიჩნევს და არა მეორეს, ის იძახის, როგორც კი ვინმე ამას დაიჯერებს, გარდაუვლად მიაწერს იმ სფეროს ისეთ რამეებს, რაც ბოროტებას წარმოშობს. და ამას ყველანაირი დასაბუთების გარეშე იძახის.
QUOTE
შეიძლება მეცნიერებამ ვერასოდეს შეძლოს იმის დამტკიცება ან უარყოფა რომ 150 000 სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავზე მართლაც ცხოვრობდნენ 200 მილიონი წლის წინ სამფეხიანი ჩებუროშები, მაგრამ ამ თეორიის დაუმტკიცებლობა არ ნიშნავს თეორიის ჭეშმარიტებას. მეტიც - იმის გამო რომ ამ თეორიის არც დამტკიცება და არც უარყოფა არ ხერხდება საკამათოა საერთოდ ენიჭებათ თუ არა თანაბარი ალბათობა როგორც მის სინამდვილეს ისევე მის სიმცდარეს. ჩემი აზრით ასეთ შემთხვევებში სიმცდარისკენ უფრო იხრება სასწორი.
ეგ შენ ეხლა თეორიებზე კი არა ჰიპოთეზებზე ლაპარაკობ, ეს სულ სხვა რამეა. მეცნიერული ჰიპოთეზის სტატუსი აქვს დებულებას, რომელიც თავის შემოწმებას ელოდება. თუ ამ დებულების პრინციპული შეუმოწმებადობა მკაცრად დამტკიცდა, ის სხვა სფეროში გადადის.
QUOTE
QUOTE
შენ ისევ და ისევ ტრიალებ ისეთი რამეების გარშემო, რასაც მეცნიერება ჯერ ვერ მიწვდომია, მაგრამ ოდესღაც შეიძლება მიწვდეს. მე ისეთ რამეებზე გელაპარაკები, რასაც ის პრინციპულად ვერ მიწვდება.
მაგალითად?
იმედია ზემოთ გაგეცი ამაზე პასუხი.
QUOTE
არ ვიცი შენ პირადად დეისტი ხარ თუ რომელიმე კონკრეტული რელიგიის მიმდევარი და ამიტომ მიჭირს შენთვის ნაცნობი მაგალითების და პარალელების მოყვანა.
მე თავს მართლმადიდებლად ვთვლი უფრო ვიდრე რაიმე სხვად, მაგრამ კარგად არ მესმის რაში გჭირდება ჩემთვის ნაცნობ მაგალითებზე ზრუნვა.
QUOTE
გარდა ამისა არ გიპასუხია კითხვაზე: რომელი რელიგიური დოგმებია სწორი და რომელი მცარი?
როგორ არა, გიპასუხე, ყველა მათგანში არის გარკვეულწილი სიმართლე და გარკვეულწილი სიყალბე მეტ-ნაკლებად, ზოგში მეტად, ზოგში ნაკლებად, ისევე როგორც ყოველ მეცნიერულ თვალსაზრისში.
QUOTE
ჩვენ ვსაუბრობთ ფუნდამენტურ რწმენაზე, რომელსაც როგორც ნაკლებად ასე მეტად ექტრემალური გამოვლენა გააჩნია. მაგრამ მთავარია ის, რომ შენს მიერ ნახსენები ცალკეული წარმომადგენლები რწმენის ფუნდამენტურ პრინციპებს იყენებენ საკუთარი მიზნების მისაღწევად - იქნება ეს კონფლიქტის ინიცირება, ადამიანთა ჯგუფების დისკრიმინაცია, ბავშვებზე ზემოქმედების მოხდენა, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება ამა თუ იმ საკითხზე ამა თუ იმ პოზიციის სასარგებლოდ და ა.შ. თავისთავად რწმენა ერთი შეხედვით უწყინარია, მაგრამ ცოტა სხვა კუთხით თუ შევხედავთ საკითხს ის საშუალებას აძლევს რელიგიურ ავტორიტეტს ზემოქმედება მოახდინოს მორწმუნეზე და ირაციონალური, მცდარი, სავალალო ნაბიჯი გადაადგმევინოს (აქაც "სავალალოობა" მერყეობს შედარებით უვნებელი ქმედებებიდან კატასტროფულამდე)
და შენ თვლი, რომ ეს საკმარისია იმისთვის, რომ ყოველივე ამის ცალსახა მიზეზად თვით რწმენა გამოვაცხადოთ? ეს ისეთივე ყალბი მსჯელობაა, როგორც ის, რომ მეცნიერებაა ყოველივე ბოროტების წყარო, რახან მეცნიერება აძლევს საშუალებას პოლიტიკოსებს ომები გააჩაღონ და უამრავი ხალხი ჟლიტონ ატომური ბომბებით.
QUOTE
თუ შენ დეისტი ხარ ან აგნოსტიკოსი მაშინ შენზე არ მაქვს საუბარი საუბარია ადამიანებზე რომლებიც ამა თუ იმ რელიგიურ ლიტერატურას თავის დოგმებიან-გადმოცემებიანად ურყევ, ობიექტურ ჭეშმარიტებად და ფაქტებად მიიჩნევს მიუხედავად იმისა რომ მათი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს.
ამაზე რამდენიმეჯერ ვთქვი უკვე, ლაპარაკია ისეთ რამეზე, რის დამადასტურებელი საბუთი პრინციპულად ვერ იარსებებს. ზოგი ადამიანის წარმოდგენა ასეთ რამეებზე ბოროტების მომტანია, ზოგიც თავისთავად არ არის მაგრამ ვიღაცეები აუკუღმართებენ და ბოროტად იყენებენ, ზოგიც არანაირ კავშირში არაა არანაირ ბოროტებასთან, და ყველა ისინი მომდინარეობს რწმენიდან ასე თუ ისე, აქედან რანაირად უნდა დაასკვნა, რომ რწმენის ბრალია ყველანაირი ბოროტება?
QUOTE
ვერ ვხვდები ჩემს პოზიციაში შეუსაბამობა სად დაინახე კონკრეტულად ან რა გავაყალბე. რა სახის რწმენაზე ვსაურობთ?
რწმენაზე როგორც ასეთზე, იმაზე, რაზეც დაუკინსი საუბრობს. და არა იმაზე, ვის როგორ შეუძლია რწმენის გამოყენება ბოროტი მიზნებით - რასაც დაუკინსი გვაჩვენებს. საქმეც ეგაა, რო ერთ რამეზე საუბრობს და მეორე რამეს გაჩვენებს, და პირველი რატო იწვევს ცალსახად მეორეს, ამაზე არაფერს არ ლაპარაკობს.
QUOTE
ჩემთვის პირველ ადგილზე დგას საღი აზრი, დასაბუთებული ფაქტი, კვლევით მოძიებული სიმართლე და ხშირად კანონი სწორედ ასეთ სიმართლეს ასახავს ხოლმე
ხშირად - ესე იგი არა ყოველთვის, ხომ? ჰოდა როცა არ ასახავს, მაშინაც დგას შენთვის ის პირველ ადგილზე?
QUOTE
მეორეზე კი რომელიმე ავტორიტეტის მიერ კანონის და საღი აზრის გვერდის ავლით მიცემული მითითება, რომელიც მის პირად მოსაზრებას, რწმენას, სიზმარს, გამოცხადებას ეფუძნება.
საღი აზრი ნუ შეურიე, კანონზე იყო ლაპარაკი. საღ აზრზე ცალკე შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ.
QUOTE
QUOTE
ლოგიკაზეც იგივეს გეტყვი, თუმცა აქ შენი დარწმუნება უფრო გამიჭირდება. მაგრამ ასე თუ ისე მათემატიკური ლოგიკა ჩემი ერთ-ერთი სპეციალობაა, და დამერწმუნე, ლოგიკასაც აქვს თავისი საზღვრები, ისევე როგორც საერთოდ რაციონალურ განსჯას. ისევ შენ გკითხავ, არაფერს მიმხვდარხარ ცხოვრებაში ისეთს, რასაც მხოლოდ ლოგიკის მეშვეობით ვერავის აუხსნი?
ვერ ვხვდები კითხვას. შეგიძლია თავად მომიყვანო მსგავსი მაგალითი? შეიძლება მაგალითმა მიმახვედროს და გიპასუხო
თუნდაც დამოუკიდებლად აზროვნება რო ახსენე, იმ რეპლიკიდან ცხადი იყო, რომ შენთვის დამოუკიდებელი აზროვნების შეზღუდვა ცუდი რამეა. ეხლა ვინმე გიმტკიცებს, რომ ძალიანაც კარგი რამეა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი რო დამოუკიდებელ აზროვნებას გადააჩვიო, გაცილებით ძლიერი გახდება როგორც საზოგადოებაო და რაღაც ეგეთი. ლოგიკით, მხოლოდ ლოგიკის მეშვეობით შეძლებ მის გადარწმუნებას?
QUOTE
ყველა რა თქმა უნდა არ მიგულისხმია. ზოგი ადამიანი იზრდება და დროთა განმავლობაში იცვლის აზრს. ადრე რაც მისთვის დოგმა იყო რომელიც ბავშვობიდან ჩააგონეს შეიძლება უარყოს საბუთის უქონლობის გამო ისწავლის რა სკეპტიკურ აზროვნებას.
პირიქითაც ხშირად ხდება სხვათა შორის.
QUOTE
თუმცა ზოგი ვერ გამოდის ბავშვობაში განცდილი ზეგავლენისგან და ყველანაირ საბუთს უარყოფს.. როცა ადამიანი გეტყვის "რაც არ უნდა დამადასტურებელი საბუთი დამიდო, რაც არ უნდა უეჭველი და აშკარა მტკიცებულება იმის რომ ღმერთი არ არსებობს მე მაინც ვერ ვუღალატებ ჩემ რწმენას" ე.ი.
რაღაცაშია საქმე
მერამდენედ უკვე - შეუძლებელია ეგეთი მტკიცებულების მოპოვება, ისევე როგორც საწინააღმდეგოსი, სხვანაირად რწმენის საგანი არ იქნებოდა ეგ საერთოდ.
QUOTE
მოკლედ ბავშვის რელიგიურად აღზრდის მიზანი არის ის, რომ ბავშვი დაარწმუნო რომ კონკრეტული რელიგია და მისი სწავლებებია ერთადერთი ჭეშმარიტი - სხვები კი მცდარი, ამავე დროს ბავშვს შენი რელიგიის ღმერთის შიშს უნერგავ რაც ხშირად წარუშლელ კვალს სტოვებს ფსიქიკაზე.. მოკლედ აქ ფსიქოლოგიის დარგში გადავალთ თუ ამ თემაზე განვავრცობთ საუბარს
ესეიგი ვითომ არც გვილაპარაკია ამდენი რა. საიდან მოგაქვს რო როგორც კი ადამიანი მორწმუნეა, ეგრევე ბავშვის აღზრდისას აეგ მიზნები ამოძრავებს?
QUOTE
QUOTE
რწმენა თუ შეგნებული ნაბიჯი არაა დამოუკიდებლად გააზრებული, კაპიკია ეგეთი რწმენის ფასი.
რანაირად იქნება რწმენა
შეგნებული
ნაბიჯი როცა 4-5-6 წლის ბავშვზე ასეთ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენ, მხოლოდ ერთ რელიგიას აცნობ როგორც ჭეშმარიტს, ჯოჯოხეთით და ღვთის რისხვით აშინებ და ა.შ???
ესე იგი ვერაფრით ვერ გაგაგებიე მთავარი რა. არ ჩანს არსაიდან რო როგორც კი ბავშვს მორწმუნე ზრდის, რახან მორწმუნეა რო აქედან გამომდინარეობს რო აუცილებლად ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს და აშინებს.
QUOTE
QUOTE
შენ თუ მიგაჩნია რომ ყველანაირი რწმენა ნეიტრალობას გამორიცხავს და ცალსახად არატოლერანტობისკენ მიდის, გამოვა, რომ ბავშვიც ცალსახად ათეისტად უნდა გაზარდო. როგორ მიგაჩნია, არ არის ეს მისი დამოუკიდებლად აზროვნებისა და ნეიტრალობის შეზღუდვა?
როდესაც ბავშვს გაუჩნდება შესაბამისი კითხვები (და ეს კითხვები აუცილებლად გაუჩნდება ვინაიდან რელიგიას ყველგან წააწყდება) შეგიძლია აუხსნა რომ არსებობს ესა და ეს რელიგიები და ასეთი და ასეთი რწმენები და შეხედულებები სერიოზულ საკითხებზე... ამავე დროს სრულიად შესაძლებელია თავი შეიკავო იმის თქმისგან რომ ქრისტიანები არიან მართლები და ანგელოზები და ყველა სხვა ცდება, ან პირიქით - რომ მუსლიმები ცხონდებიან და ქრისტიანები და ბუდისტები ჯოჯოხეთში დაიწვებიან.
არა მაიცა მე სხვა რამე გკითხე. შენ თუ დაუკინსივით თვლი რო ყოველივე ბოროტების მიზეზი თვით რწმენაა, არ უნდა აღზარდო ბავშვი შესაბამისად? არ უნდა უთხრა, მორწმუნე რო გახდე გაბოროტდებიო? არ იქნება ეგ მისი დამოუკიდებლად აზროვნებისა და ნეიტრალობის შეზღუდვა?
QUOTE
ბავშვს რომ აუხსნი რომ კაცის მოკვლა ცუდია არაა აუცილებელი უთხრა, რომ ღმერთმა მოსეს ან მუჰამედს დაუწერა ქვის ფილებზე ეს ცნება და იმიტომაა ცუდი კაცის კვლა რომ ღმერთი ჯოჯოხეთში ჩააგდებს და უსასრულოდ დატანჯავს.
საიდან, საიდან ასკვნი რო თუ მშობელი მორწმუნეა, აუცილებლად ეგრე უხსნის ბავშვს რო კაცის მოკვლა ცუდია?
QUOTE
სხვანაირადაც შეიძლება ბავშვს სწორი მორალური პრინციპების გაგებაში დაეხმარო. შენ თუ ამას გულისხმობ "ათეისტურად აღზრდაში" მაშინ კი ბატონო.
მთავარს ტოვებ - როგორც ათეისტს სწორ მორალურ პრინციპებად რა მიგაჩნია და როგორ უნდა დაეხმარო ბავშვს მათ გაგებაში.
QUOTE
QUOTE
ზნეობრივი ნორმები სხვადასხვა სოციუმში სხვადასხვაა, და მათი შემუშავების მექანიზმებიც შეიძლება ახსნა, მაგრამ ამით თვით ზნეობის არსს ვერ ჩაწვდები, იმას, რაზეც, მაგალითად, კანტი ლაპარაკობდა. ერთ-ერთი შენთვის ყველაზე ძვირფასი რაც გაქვს, არის ზნეობის წვდომის უნარი, და ლაპარაკი, რომ შენ ეს უნარი ანალიტიკური აზროვნების წყალობით მოიპოვე, მე მგონი არის თავის მოტყუება.
ამით რისი თქმა გინდა? ღმერთის არსებობის თეორიის ჭეშმარიტებას ამტკიცებს ეს თეორია? ჩემი აზრით ზნეობაც და ანალიტიკური აზროვნების უნარიც, ისევე როგორც კრეატიულობა ევოლუციის შედეგებია და არა ზებუნებრივი სრულყოფილი არსების მიერ ჩვენში ერთი ხელის მოსმით ჩაბერილი. ამის დამადასტურებელი საბუთი უფრო არსებობს ბუნებაში ვიდრე იმის რომ ღმერთმა ჩაგვინერგა ეს ყველაფერი.
ნუ ცვლი ერთ რამეს მეორეთი. მე ერთ შენს გამონათქვამზე შემოგედავე, შენ კი ეხლა მეორეს აყალიბებ, იმის მაგივრად რომ იმ პირველზე გამცე პასუხი. თუ გინდა ამ მეორეზეც ვილაპარაკოთ, მაგრამ ჯერ პირველი მოვათავოთ. მე აი ამ ადგილზე გეკითხებოდი,
QUOTE
(WolfSpell @ 1 Apr 2009, 13:07 )
შიმპანზეებსაც კი აქვთ გარკვეული მორალური კოდექსი რაც მათზე დაკვირვებით ჩანს და ადამიანი შიმპანზეზე ოდნავ უფრო ანალიტიკურად და პროგრესულად აზროვნებს, ევოლუციურ გზაზეც ერთი საფეხურით მაღლა ვდგავართ იმედია.
გინდა თუ არა მეთქი ამით თქმა, რომ ზნეობა ანალიტიკური აზროვნებით მოიპოვება?
QUOTE
როგორც ჩანს შენ ისეთი რწმენის მქონე ადამიანების რიცხვს არ ეკუთვნი ვიზეც ყურადღებაა გამახვილებული ამ ფილმში
საქმეც ისაა, რომ მაგ ფილმში მხოლოდ მორწმუნეთა იმ ნაწილზეა გამახვილებული ყურადღება, რომელიც დაუკინსს აწყობს, დასკვნებს კი საერთოდ ყველანაირ რწმენაზე აკეთებს.
კრინტს მაინც ძრავს დაუკინსი, ბოროტ ადამიანთა პროცენტი მორწმუნეებში მეტია თუ ათეისტებში?
QUOTE
QUOTE
ჰო, მერე? ამ კვლევას ხომ აქვს თავისი წესები, ამ საბუთებს ხო უნდა ამა თუ იმ მეთოდით გააზრება და გაანალიზება, მსჯელობა ხო უნდა? თვითონ ამ მსჯელობის ძირეული პრინციპები შენ გგონია ვიცით რატომაა ისეთი, როგორიც არის?
ვერ ვხედავ პრობლემას. ადამიანს აქვს ინფორმაციის მიღების არხები: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, შეხება, გემოვნება და ანალიტიკური, კრეატიული, კრიტიკული აზროვნების (ეს უკანასკნელი ინდივიდუალურია) უნარი რომლების დახმარებითაც აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას და მოვლენების მიზეზებს და შედეგებს ადგენს საბუთზე და კვლევის შედეგზე დაყრდნობით. გზად ვხვდებით პრობლემებს რომლის ნაწილსაც ვხსნით, ნაწილს ჯერ ვერა. ამოხსნილი პრობლემებით მიღებული ცოდნა გვეხმარება სხვა პრობლემების გადაჭრაში და კიდევ უფრო მეტი ცოდნის მიღებაში.
სად წახვედი, მაგაზე იყო ლაპარაკი? თვით გაანალიზებისას რა მსჯელობის კანონებსაც იყენებ მეთქი, ისინი საიდან მოიტანე, საიდან იცი რო ეგეთი კანონებით უნდა იმსჯელო და არა სხვა კანონებით?
QUOTE
QUOTE
ის, რაც დასაბუთებულია, რწმენის საგანი ვერც გახდება, თუ დაგისაბუთეს, დაგიმტკიცეს, დაგანახეს თვალნათლივ, რაღა შუაშია რწმენა?
ნეტა მართლა ასე იყოს. ისევ იქამდე მივდივართ, რომ ექსტრაორდინალურ თეორიას როცა ისმენ მას განსაკუთრებულად მტკიცე დამადასტურებელი საბუთი სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი თეორიის ჭეშმარიტებისადმი გადახრა გაცილებით გაუმართლებელია ვიდრე მისი სიმცდარისკენ გადახრა. შენ მეუბნები რომ ზღაპრულ და ფანტასტიკურ თეორიებს არ სჭირდება დამადასტურებელი საბუთი იმისათვის რომ ჭეშმარიტებად მივიღოთ.. შენი აზრით ის ფაქტი, რომ მეცნიერებას ასეთ თეორიებზე არ გააჩნია დამადასტურებელი ან უარმყოფელი საბუთი ამ თეორიების სისწორეს ადასტურებს.. აქ კი არ ვეთანხმებით ერთმანეთს.
ვერ მიგებ, ვერა. მიკვირს კიდეც მართალი გითხრა, თავიდან ძალიან ადექვატურად მპასუხობდი, ეხლა თითქოს არაფერ უფრო რთულზე არ ავდივართ მაგრამ სულ უფრო ხშირად გვერდზე უხვევ. როდის ვთქვი ეგ შენ რასაც მაწერ? წერია აგერ რაც ვთქვი, შენ ქვეშ სულ სხვა რამეს უწერ. მე ძალიან მარტივ რამეს გეუბნები, რწმენა-არრწმენა შეიძლება მხოლოდ ისეთი რამის, რის დასაბუთება ან საწინააღმდეგოს დასაბუთება არ მოგეპოვება.
QUOTE
ბრმა რწმენა (საბუთის გარეშე) არის ბრწყინვალე ნიადაგი საიმისოდ რომ ირაციონალური ნაბიჯი გადადგა. ანუ ჩაიდინო ქმედება რასაც შენ გაუკუღმართებულ რწმენას უწოდებ. ამ ნიადაგს მშვენივრად იყენებენ ის ცუდი ბიძიები ვინც ვახსენეთ
ჰო, ეგაა დაუკინსის ქვეტექსტი, თუმცა შენგან განსხვავებით ამის პირდაპირ არ ამბობს, იმიტომ რომ იცის რო ეგეთ შიშვლად დაუსაბუთებელ დებულებაზე ძალიან ბევრი ვინმე გამოიჭერს. ჯერ ერთი, რწმენა არის საბუთის გარეშე ყოველთვის, არ არსებობს საბუთიანი რწმენა. მეორე, შენ აკეთებ დაშვებას, რომ ყველანაირი ქმედება, რომელიც რაციონალური განსჯის საფუძველზე არ ხდება, არის ბოროტება. და მესამე, იძახი, რომ ნებისმიერი ადამიანის მორწმუნეობა შეიძლება ვიღაცამ ბოროტად გამოიყენოს. რომელიმე ამათზე რაიმე არგუმენტაცია გაგაჩნია?
QUOTE
შენ თუ სეკულარულ, უწყინარ ადამიანზე საუბრობ, რომელსაც რაღაცის სწამს და ამის გამო სხვას არ უშავებს არაფერს მაშინ სხვა საქმეა. მაინც რჩება კითხვა რატომ, რის საფუძველზე სწამს დაუსაბუთებელი ფაქტების, მაგრამ ამ თემაში სხვა საკითხებზე ვამახვილებთ ყურადღებას.
მე საერთოდ არ ვსაუბრობ ცალკეულ შემთხვევებზე. მე ვსაუბრობ იმაზე, რაზეც დაუკინსი საუბრობს - რწმენაზე. ის ამბობს, რომ ბოროტების მიზეზი არის რწმენა.
QUOTE
ყველა ადამიანი ათეისტია by default.
ხოხ
ეს გავატაროთ თუ რა ვქნათ?
QUOTE
რატომ რწმენაზე არ ამბობ რომ შენთვის დაუსაბუთებელი მოძღვრებაა როდესაც რწმენა გაძლევს ექსტრაორდინალურ თეორიებს დასაბუთების გარეშე და გეუბნება რომ შენ უბრალოდ ბრმად უნდა ირწმუნო? ე.ი. ნორმალურია ასეთი თეორიების დაჯერება და არანორმალურია მათი არ დაჯერება? არც მითოლოგიური ღმერთების არ არსებობის დასაბუთებაა შესაძლებელი, ამის გამო ისინი სარწმუნოა?
როგორ არ ვამბობ რო დაუსაბუთებელია? არა მარტო დაუსაბუთებელია, დაუსაბუთებადია. ღმერთის არსებობა დაუსაბუთებადია, ისევე როგორც ღმერთის არარსებობა. დასაბუთებადი რო იყოს ან ერთი ან მეორე, რწმენის კი არა ცოდნის საგანი იქნებოდა. რახან დაუსაბუთებადია, რწმენის საგანია ერთიც და მეორეც.
QUOTE
QUOTE
ვერ გამიგე. ეგეთი აზრის ჩადება არც მიფიქრია. სხვანაირად გეტყვი. მე რო გითხრა, ათეიზმს ცალსახად ბოროტებისკენ მივყავართო და საბუთად მხოლოდ წითელი კხმერების, ლენინის, საფრანგეთის რევოლჲუციის და ეგეთების ქმედებები მოგიყვანო, ჩათვლი ამას საკმარის არგუმენტად? მაშინ რატომ აკეთებ იგივეს რელიგიის მიმართ?
შენ ვერ გამიგე.
კაცო რას ქვია მე ვერ გაგიგე? კითხვა დაგისვი, შენ მპასუხობ ვერ გამიგეო და მერე რაღაც ისეთს მეუბნები რასაც ჩემს კითხვასთან არანაირი კავშირი არა აქვს. კი ვილაპარაკოთ იმ სხვაზეც მარა რა წესია? აღიარე მაშინ რო ამ კითხვაზე პასუხი არა გაქვს და გადავიდეთ სხვაზე, კი ბატონო.
QUOTE
მე ვამბობ, რომ თუ ადამიანს საღი აზრი გაგაჩნია და რაციონალურად აზროვნებ ნაკლები შანსია რაიმე სულელური, გაუმართლებელი ნაბიჯით გარშემომყოფებს რაიმე დაუშავო. როცა საღ აზრზე მაღლა დოგმას და ავტორიტეტის მითითებას აყენებ მაშინ შეიძლება ყველანაირი გაუმართლებელი ქმედება ჩაიდინო განსხვავებული ადამიანის დისკრიმინაციიდან დაწყებული ხალხმრავალ ადგილას თავის აფეთქებით დამთავრებული.
საღი აზრი ისეთი გამოთქმაა, ნებისმიერად შეიძლება გაიგო. ჩემთვის სხვა რამეს ნიშნავს და შენთვის სხვას. დაშავებას რაც შეეხება, რაციონალურად მოაზროვნე გარეწარი არ გინახავს? ან კიდევ მორწმუნე, რომელიც თვლის, რომ ღვთის ნებაა რო არავის არაფერი დაუშავო?
QUOTE
არ ვუტოლებ არც ათეიზმს და არც თეიზმს უშუალოდ ბოროტებას
სიტყვა "თეიზმი" მაგ ფილმში საერთოდ არ ფიგურირებს, იქ ლაპარაკია რწმენაზე როგორც ასეთზე. და არც უტოლებს რწმენას და ბოროტებას, ის იძახის, რომ რწმენას გარდაუვლად მოაქვს ბოროტება. ამაზე ვლაპარაკობთ ჩვენც.
QUOTE
QUOTE
ათეისტების შევიწროვება თუ არის შენთვის რწმენის წინააღმდეგ არგუმენტი, რატო არ შეიძლება ქრისტიანების დევნა ათეიზმის წინააღმდეგ არგუმენტი იყოს?
არასწორად გამიგე.
ა კიდო. შენ არ მოიყვანე ეგ არგუმენტი, ჩვენშიო ათეისტიო კარიერას ვერ გააკეთებსო და რაღაც ეგეთები? არი მეთქი ეს შენთვის იმენა რწმენის წინააღმდეგ არგუმენტი? თუ არ არი, თქვი რა, თუ არ არი, მაშინაც თქვი.
QUOTE
ვიღაცა თუ სდევნის ქრისტიანებს ეს რანაირად ნიშნავს რომ ათეიზმი მცდარი ფილოსოფიაა?
მცდარ ფილოსოფიაზე კრინტი არ დამიძრავს, ლაპარაკი ბოროტებაზე იყო. ჰოდა ვიღაცა თუ ავიწროებს ათეისტებს ეგ რანაირად ნიშნავს რო რწმენას ბოროტება მოაქვს?
QUOTE
ქრისტიანებს ვინც სდევნიდნენ იმათ სხვათა შორის სხვა ღმერთების სწამდათ და საერთოდ არ იყვნენ ათისტები.
ათეისტებს არ უდევნიათ მორწმუნეები არა? ნამუსი გაქვს?
QUOTE
რომც ყოფილიყვნენ არც მაშინ დამტკიცდებოდა ღმერთის არსებობა.
მაგას ვინ ამბობს კაცო, ათასჯერ გავიმეორე, ვერანაირად ვერასოდეს ვერც ერთი ადამიანი ვერ დაამტკიცებს ვერც ღმერთის არსებობას და ვერც მის არარსებობას.
QUOTE
ათეისტი შეიძლება მორალური ადამიანიც იყოს და ამორალურიც.
ისევე როგორც მორწმუნე. განსხვავება ისაა რო ათეისტი შეიძლება საერთოდ ყველანაირ ზნეობას უარყოფდეს (და პახოდუ რაციონალურად აზროვნებდეს), მორწმუნე კი ღვთის ნებას მიიჩნევს ზნეობად ყველა ვარიანტში, დაჟე თუ ის არასწორად ესმის, მისთვის ზნეობა მაინც ყველა შემთხვევაში არსებობს, რამდენადაც ღმერთი არსებობს.
QUOTE
შეიძლება ღმერთის არსებობის არ გწამდეს, მაგრამ ფსიქიკა არ გქონდეს წესრიგში და სერიული მკვლელი იყო. ისევე როგორც ვიცით რომ არსებობენ მორწმუნე ადამიანები, რომლებიც საშინელ დანაშაულებს სჩადიან.
ჰოდა მერე ეგ ამბობს რამეს რწმენის როგორც ასეთის ბოროტებაზე, თუკი ათეიზმის ბოროტებაზე ვერაფერს ამბობს?
QUOTE
ათეიზმი არის - ღმერთი არ არსებობს მანამ სანამ საბუთი არ მექნება
ვა რა საინტერესო პრინციპია
შენ და ეგ მაინცდამაინც ღმერთზე ვრცელდება მარტო? აი მაგალითად ელექტრონები 1896 წლამდე არ არსებობდნენ?
* * *
აუ ბოლომდე არ დაეტია პოსტი
* * *
This post has been edited by
ჯიბ
on 3 Apr 2009, 23:35
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფსიქიატრი
ნუ გეშინიათ გლუკოზის ნემსები მაქვს
ჯგუფი: Registered
ფსიქიატრი
ნუ გეშინიათ გლუკოზის ნემსები მაქვს
ჯგუფი: Registered
წერილები: 475
წევრი No.: 82276
რეგისტრ.: 12-January 09
#13224611
· 3 Apr 2009, 21:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
http://video.google.com/videoplay?docid=-8...006186584&hl=en
მაგ წიგნის განხილვაცაა..ავტორი კიტხულობს ნაწყვეტებს..2 საატიანი
უფრო საინტერესო
--------------------
მუმა ჩქინი, ნამუთ რექ ცას, წიმიდე რდას სახელი ჩქანი, დო მორთას ზოჯვა სქანი, დო რდას ნება სქანი ქვეყანას, მუჭოთ ცას რე, ქობალი გაჭირებას ქომუჩით ჩქი ათე დღას, დო ქმომინტეეთ ვალი ჩქინი, მუჭოთ ჩქი მიუტეენთ მოვალეს ჩქინს, დო ნუ მემჩანთ ჩქი უბადო საქმეს, ათეშენი მირსხით ჩქი უბადო შე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lashab
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Lashab
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1713
წევრი No.: 76315
რეგისტრ.: 27-November 08
#13224783
· 3 Apr 2009, 21:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Armor @ 2 Apr 2009, 13:10 )
Lashab
QUOTE
მხოლოდ სიყვარულია? გადახედეთ სამყაროს, გადახედეთ ისტორიას, კარგით რა
გადავხედე და რა მერე?
დავინახე რომ ადამიანებმა უარყეს ღმერთის სიყვარული და საკუთარი გზით წავიდნენ, შედეგი სახეზეა ...
რელიგიაზე ნამდვილად ასეა...
ღმერთს რაც შეეხება- ღმერთი რომელიც ამას უშვებს ის სიყვარული არაა...
ან მაშინ ყოვლისშემძლე არაა...
ზოგი მაგად ცხოვრობს, ზოგს უჭირს, ზოგი ბევრ უსამართLობას ნახულობს, ეს უფრო სოციალური დარვინიზმია და "ყველაზე ძლიერი გადარჩება"-ს პრინციპი, ვიდრე მოყვარული ღმერთის შექმნილი სამყაროს პრინციპი...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
წერილები: 12095
წევრი No.: 46065
რეგისტრ.: 8-November 07
#13226127
· 3 Apr 2009, 23:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(WolfSpell @ 3 Apr 2009, 14:15 )
ჰო ვაგრძელებ ესეიგი
QUOTE
ათეიზმი
არ არის
- მოდი ქრისტიანები დავხოცოთ. ეს უკანასკნელი არის დანაშაული, შეიძლება აფექტის გამო ან სხვა მიზეზით გამოწვეული, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა მორწმუნემ ჩაიდინოს.
მაშინ რატო გგონია რო რწმენა ცალსახად იწვევს ბოროტებას?
QUOTE
QUOTE
რაც გინდა დაარქვი ოღონდ დამიჯერე, მაგ მეთოდებით მორწმუნე ადამიანს ვერ გააათეისტებ
რაღა მეშველება მერე
მაინც გამშიფრე ე.ი. რომ "ხალხის გაათეისტებას" ვცდილობ აქ არა?
არც კი მომსვლია თავში, მეორე პირი ვიხმარე განყენებული სუბიექტის აღსანიშნავად, არ შეგხვედრია ეგეთი გრამატიკული კონსტრუქცია?
QUOTE
QUOTE
რა თქმა უნდა რწმენა ვერანაირ ბოროტებას ვერ მოიტანს თუკი ბოროტებად იმას ჩავთვლით რის უარყოფასაც ეს რწმენა გასწავლის რა თქმა უნდა სიკეთის ერთადერთი წყარო იქნება რწმენა როდესაც სიკეთედ მხოლოდ იმას მიიჩნევ რასაც შენი რწმენა გასწავლის და იმიასაც დაიჯერებ, რომ სხვა სიკეთე ამ ქვეყნად არ არსებობს. არაფერი არ თქვი ეხლა შენ ამით.
ამით ის ვთქვი, რომ მორწმუნეების უდიდესი ნაწილის რწმენით ჰომოსექსუალიზმი ბოროტებაა (ცოდვაა) იმიტომ რომ ასე სწერია ბიბლიაში.
კაი ახლა ეგ რანაირად თქვი ჰომოსექსუალიზმი პირველად ეხლა ახსენე
QUOTE
სინამდვილეში კი მეცნიერების მტკიცებით ჰომოსექსუალიზმი თანდაყოლილი ორიენტაციაა ისეთივე, როგორიც ჰეტეროსექსუალიზმი რომელსაც ადამიანი კი არ ირჩევს, არამედ უბრალოდ ასე იბადება. მორწმუნე ადამიანი დასაბუთებულ, მეცნიერულად გამოკვლეულ ფაქტებზე წინ აყენებს დაუსაბუთებელ დოგმებს. მისი აზრით ღმერთმა თქვა რომ ესა და ეს ცუდია და ამიტომ ესა და ეს ცუდია.
ძალიან ცუდი მაგალითია და ათეისტისთვის ძალიან ტიპიური შეცდომაა - ილაპარაკო მექანიზმზე და არა არსზე. ცხადია ჰომოსექსუალისტურ მიდრეკილებას თავისი მექანიზმები იწვევს და ისინი მეცნიერების შესწავლის საგანია. მაგრამ ეს მექანიზმი არაფერს არ გეუბნება იმაზე თუ რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს ჰომოსექსუალიზმისადმი. ისევე როგორც ვთქვათ სადიზმისადმი მიდრეკილების მექანიზმებსაც იკვლევენ, მაგრამ სადისტებისადმი დამოკიდებულებას ეს მექანიზმები განაპირობებს? ზნეობრივი მოსაზრებები განაპირობებს. უბრალოდ როცა თვლი რო ზნეობა მხოლოდ რაციონალური მოსაზრებებით შეიძლება დააფუძნო, მაშინ მხოლოდ იმას დაასკვნი რომ სადისტები უნდა დევნო და მეტი ვერაფერს. ხოლო თუ გჯერა, რომ ზნეობა არსებითად არარაციონალიზებადია, მაშინ შენივე რწმენის ძალით პირადი მოტივაციით ებრძვი შენში ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებსაც და სადისტურსაც.
QUOTE
მაგალითად ქორწინების გარეშე საყვარელ ადამიანთან ფიზიკური ურთიერთობა, პროცენტიანი ვალის გაცემა, გემრიელი საკვებით სიამოვნების მიღება (ნაყროვანება), მასტურბაცია, ღმერთის არსებობის ეჭვქვეშ დაყენება (ამ შემთხვევაში - დამოუკიდებლად, კრიტიკულად აზროვნებაზე ხორციელდება შეტევა), ჰელოუინზე გართობა, პრეზერვატივის გამოყენება ა.შ. და ა.შ. იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ზემოთ ჩამოთვლილი "ცოდვების" ბოროტების დამადასტურებელი მეცნიერული და ლოგიკური საბუთი არ არსებობს გაუგებარია თუ რატომ ითვლება ეს ქმედებები ბოროტებად. მხოლოდ იმიტომ რომ ღმერთმა ან მოსემ თქვა ასე ბიბლიის გადმოცემით არ კმარა. ეს კმარა იმათთვის ვისაც ბრმად სწამს იმის რომ ყველაფერი რაც ბიბლიაში სწერია სრული ჭეშმარიტებაა.
ეხლა ესენი სათითაოდ რო ვარჩიოთ ხო გესმის რო საერთოდ სხვაგან წავალთ? ისევ მთავარს გვერდს უვლი, ვინ გითხრა რო როგორც კი ღმერთი მწამს, აქედან გამოდის რო მგონია თითქოს ღმერთის ნება ზუსტად ვიცი? ეგრე ზოგ ათეისტსაც რო კითხო, გეტყვის, ზუსტად ვიციო რო ღმერთი არსებობსო, რამეს ამტკიცებს მხოლოდ ეს ათეიზმზე? საკითხი იმაშია, რა ქმედებებს იწვევს ცალსახად და გარდაუვლად რწმენა როგორც ასეთი და რას - ათეიზმი როგორც ასეთი. რაზე ჩვენ არც კი გვისაუბრია.
QUOTE
ჩემი აზრით ძნელია მკაფიო ხაზი გაავლო სიკეთეს და ბოროტებას, როგორც შავს და თეთრს შორის. ჩემი შეხედულებით სიკეთე-ბოროტების საკითხი არაა ორგანზომილებიანი და შავ-თეთრი საკითხი. უფრო მრავალგანზომილებიან და გარდამავალ ფერებიან პრობლემად აღვიქვავ
ეგ კიდევ ცალკე საკითხია, მაგრამ გარდამავალს თავი დავანებოთ, შენთვის ყველაზე უკიდურესი და ცალსახად მკაფიოდ ბოროტება არ არსებობს? რაღაცის მიმართ ხო არა ხარ ლიბერალურად განწყობილი? მე ეგ გკითხე. თუ ყველაფრის მიმართ ხარ?
QUOTE
მთავარი ჩემთვის ადამიანების თანასწორობა და თანასწორუფლებიანობაა (სქესის, კანის ფერის, აღმსარებლობის, რწმენის თუ ურწმუნობის და სექსუალური ორიენტაციის თუ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად) და ადამიანის თავისუფლება (როგორც ფიზიკური, ასევე მისი აზროვნების და თვითგამიხატვის) რომელთა შეზღუდვაც დასაშვებად და აუცილებლად მხოლოდ მეცნიერულად, რაციონალურად, ლოგიკურად, ობიექტურად დადგენილი დადასტურებული ფაქტებზე დაყრდნობილი წესების მიხედვით მიმაჩნია დასაშვებად შესაბამის სიტუაციებში.
ჰოდა მომიყვანე მაგალითი რაღაც ისეთის, რაც შენ ბოროტებად მიგაჩნია და ამის რაციონალურად და ლოგიკურად ახსნა შეგიძლია, თუ რატო მიგაჩნია ბოროტებად.
QUOTE
QUOTE
ის იძახის, რომ ყველანაირ რწმენას ცალსახად მივყავართ ბოროტებისკენ.
თუ მასე ცალსახად ამბობს მაშინ ვერ დავეთანხმები.
ებიჯო აბა რაღაზე ვკამათობთ?
QUOTE
არამგონია სეკულარული, უწყინარი მორწმუნე საშიში იყოს. თუმცა როგორც ავღნიშნე ყველაზე კეთილმა ადამიანმაც კი შეიძლება გაუმართლებელი ქმედება ჩაიდინოს თუკი რწმენის გამო ბრმად დაემორჩილება რომელიმე ავტორიტეტის მითითებას. ამ შემთხვევაში რწმენა ირაციონალური ქმედების ჩასადენად კარგი ნიადაგია.
მანდ კი გეთანხმები, მაგრამ ერთ რამეში მაინც არა. მე ვერ ვხედავ შენგან რაიმე არგუმენტს იმის დასადასტურებლად, რომ ყველანაირი ქმედება, რომელიც რაციონალური განსჯის შედეგად არ არის გაკეთებული, ცალსახად უარყოფითი რამაა.
QUOTE
ვერ ვხვდები სუსტი რწმენით რას გულისხმობ
რო გწამს მაგრამ რწმენის საწინააღმდეგოდ იქცევი ხოლმე.
QUOTE
მაშინ დავკონკრეტდეთ: როგორ გესმის შენ რწმენა?
დაახლოებით ისევე, როგორც ნდობა. რწმენა ჩემთვის არის ანგარიშგასაწევად ჩათვლა ისეთი რამის, რის დამტკიცება თუ უარყოფა არ გაგაჩნია და პრინციპულადაც ვერ გექნება. მიმაჩნია, რომ ადამიანისთვის ყველაზე არსებითი რამეები მიუწვდომელია რაციონალური განსჯისთვის. საერთოდაც ადამიანისთვის მიუწვდომელია, ისინი წვდებიან ადამიანს, თუკი ის ამას მოისურვებს, და არა ადამიანი წვდება მათ.
QUOTE
სხვანაირად ვუყურებ საკითხს - რწმენის სფერო ის არის, რაც მეცნიერულად არ მტკიცდება და რისი სინამდვილის ალბათობაც 50%ზე გაცილებით ნაკლებია.
ღმერთის არსებობის სინამდვილის ალბათობას როგორ აფასებ ძალიან მაინტერესებს
QUOTE
მეცნიერულად არ მტკიცდება არც ის ფაქტი, რომ დედამიწას და მარსს შორის ჩაიდანი მოძრაობს კონკრეტულ ორბიტაზე მზის გარშემო. ამ ჰიპოთეზას ვერც დავამტკიცებთ და ვერც ვუარყობთ. სკეპტიკოსების საქმე არაა იმის დამტკიცება, რომ ასეთი ჩაიდანი არ მოძრაობს ამ ორბიტაზე. ჰიპოთეზა უნდა დაამტკიცონ მათ, ვინც მისი სწამს და ამტკიცებს რომ ის ჭეშმარიტია. ის ფაქტი, რომ ჰიპოთეზის ვერც დამტკიცება და ვერც უარყოფა ვერ ხერხდება მისი ჭეშმარიტების შესაძლებლობას და შეუძლებლობას თანაბარ პირობებში არ აყენებს. ანუ 50-50%ზე არაა იმის შანსები რომ მტკიცებულება სინამდვილეს შეესაბამება. ახლა წარმოიდგინე ამ ჩაიდანზე რელიგია რომ დაფუძნდეს, ბავშვებს სკოლაში რომ ასწავლონ და ეკლესიაში ყოველ წირვაზე იქადაგონ, რამოდენიმე მილიონმა ან მილიარდმა ადამიანმა რომ ირწმუნოს მისი ჭეშმარიტება შემდეგ უკვე არანორმალურობის, ექსცენტრიულობის ტოლფასი იქნება იმის მტკიცება, რომ არანაირი ჩაიდანი არ მოძრაობს მზის გარშემო. ა-ჩაიდნიზმი დაიგმობა რელიგიური ავტორიტეტების მიერ და ა-ჩაიდნისტების დისკრედიტაციას და შეიძლება დევნასაც კი მიჰყონ ხელი. (ჩაიდნის მაგალითი აღებული მაქვს Russel's teapot-დან
http://en.wikipedia.org/wiki/Russell's_teapot
) საქმე იმაშია, რომ იმდენივე დამამტკიცებელი საბუთი გვაქვს ღმერთის, იეჰოვას, ალაჰის ა.შ. არსებობისა, რამდენიც კოსმოსური ჩაიდნის, მფრინავი სპაგეტის მონსტრის, ზევსის და თურის. რატომღაც ამ უკანასკნელების არსებობის ჭეშმარიტებაზე საუბარი თუ ჩამოვარდა სასაცილოდაც არავის ეყოფა და აუცილებლად მათ მორწმუნეებს დაეკისრებათ მათი არსებობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა.. არავინ ჩათვლის რომ მათი არსებობაც ისევე დაუმტკიცებელია როგორც არ არსებობა ვინაიდან არსებობის თეორია აბსურდად ჩაითვლება... სამაგიეროდ როცა საუბარი ეხება თანამედროვე ღმერთებს მაშინ პირიქით ხდება.
რასელი მაგარი ვინმე იყო მარა მაგ ამბავში აშკარად ჩაიჭრა. სისულელეა პარალელის გავლება ისეთ რამეს შორის, რის რაციონალურად შემოწმების საშუალება უბრალოდ ძალიან გართულებულია მეცნიერების თანამედროვე მდგომარეობის გამო და ისეთ რამეს შორის, რის რაციონალურად შემოწმება პრინციპულად შეუძლებელია.
* * *
QUOTE
(Internet_Contraband @ 3 Apr 2009, 11:49 )
არ არსებობა - არსებობის დამტკიცებაზე, საუბარი არც არასდროს ყოფილა, ლაპარაკია იმაზე, რომელი ვერსია უფრო ახლოს დგას საღ აზრთან!
აზრის სისაღე მე და შენ თუ სხვადასხვანაირად გვესმის ჯერ ეგ არ უნდა გავარკვიოთ?
QUOTE
ხოლო ამაზე ვერ იმსჯელებთ, თუ დაშვება არ შეგიძლია
რა შუაშია აქ დაშვება, რა შუაშია?
QUOTE
QUOTE
ყველაფრის ცხადია არა და როცა ეგრევე ჩანს რო დაშვება კამათს უაზროს ხდის მაგას კი ვხედავ ხოლმე.
ამ საკითხთან დაკავშირებით, მეტს ვერაფერს დავწერ ამ განცხადების შემდეგ
ნეტა ყოველთვის ეგრე შვებოდე - როცა ვერაფერს დაწერ, არც არაფერს წერდე
QUOTE
ხანდახან მგონია რომ არასდროს ამოგიხსნია ამოცანა - დაშვებით. თუ მაგასაც წინასწარ ხედავდი?
ესეიგი მაინც უნდა ამახსნევიოს ელემენტარული რამე რა.
შენ რასაც ეძახი ამოცანის დაშვებით ამოხსნას მაგას ქვია დამტკიცება საწინააღმდეგოს დაშვებით. გინდა დაამტკიცო A. ამისთვის დაუშვებ, რომ არა-A სრულდება, და ამ დაშვებიდან ცდილობ მიიღო წინააღმდეგობა. მსჯელობ ასე - რახან არა-Aს დაშვებას წინააღმდეგობამდე მივყავართ, ესე იგი არა-A მცდარი დაშვებაა და ესე იგი A ყოფილა ჭეშმარიტი (ნუ, ყოველ შემთხვევაში თუ ორმაგი უარყოფის კანონს გამოიყენებ, ზოგი მას არ ენდობა მაინცდამაინც). თუ წინააღმდეგობა ვერ მიიღე, ეგ ჯერ არ ნიშნავს რომ ან A ან არა-А დაგიმტკიცებია. ვერ იმუშავა მეთოდმა, თუ ვერ მიიღე წინააღმდეგობა.
შენ რა დაშვებასაც მთავაზობ, მანდედან არანაირ წინააღმდეგობას არ ვღებულობთ, ეგრევე ვღებულობთ შენ რასაც იძახი, იმას. და ვრჩებით ესე. იმიტომ რომ იმ დაშვების მართებულობაზე არაფერი ვიცით. წინააღმდეგობა რო მიგვეღო, დავასკვნიდით, რომ დაშვება მცდარია. რახან ვერ მივიღეთ, ეგ ჯერ არ ნიშნავს რო ჭეშმარიტია ან მცდარია. არაფერს არ ნიშნავს ჯერ.
QUOTE
QUOTE
მოდი ამაზე არაფერს არ გიპასუხებ. ღრმად ამოისუნთქე, ათამდე დაითვალე, გადაიკითხე რაც დაწერე, და თვითონ მიხვდები ყველაფერს. ნუ თუ ვერ მიხვდი რა ვქნათ ახლა.
ვერაფერს ვერ იზამ, ფაქტი - ჯიუტია, ეგრეა!
ვერ მიხვდი არა?
QUOTE
QUOTE
ჩვენ ხომ იმ ასზე არ ვლაპარაკობთ, მე გკითხე, იმ ერთის ადგილზე რო აღმოჩნდე, რას აირჩევდი მეთქი და რატომ, რომელი მოტივაციით, და მაგ მოტივაციისთვის თუ გაქვს რაციონალური ახსნა მეთქი. ეს ყველაფერი რაციონალიზაცია-ვერრაციონალიზაციას მოვაყოლეთ, ნუ გავიწყდება ხოლმე რაზე ვკამათობთ.
შენ რაც მკითხე იმაზე გიპასუხე, ნუ გავიწყდება რას მეკითხები, თორემ მგონი სხვას ფიქრობ და სხვას წერ
დამიჯერე, მშვენივრად მახსოვს რა გკითხე. მე გკითხე, შენ, როგორც ინდივიდუუმი, რაციონალური მსჯელობით როგორ მიხვალ იქამდე, რომ სოციუმისთვის მომგებიანის გაკეთება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პირადად შენთვის მომგებიანის გაკეთება. შენ რახან ამ კითხვას გაურბიხარ, ეგ არ ნიშნავს რო სხვა რამე გკითხე
QUOTE
, როგორც უკვე გითხარი, იმ ერთის ადგილზე, თუ გსურს მიიღო უფრო დიდი სარგებელი, ოღონდ მოგვიანებით - მაშინ მოიქცევი სოციუმის ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო თუ გსურს მიიღო იოლი სარგებელი - სწრაფად, მაგრამ ნაკლები, მაშინ პირადი სარგებლიდან გამომდინარე.
აი ნახე, მოვიპარე მილიარდი ისე რო ვერავინ ვერაფერი გაიგო, ვიყიდე კუნძული წყნარ ოკეანეში და ვცხოვრობ იქ ჩემთვის. შენ მოდიხარ და მეუბნები, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმეები რო გეკეთებია, მოგვიანებით უფრო დიდ სარგებელს ნახავდიო. მე გეუბნები, მეტი მე არაფერი სარგებელი მინდა, რაც მინდოდა უკვე ვნახეო. ამის მერე შენ რას მეუბნები?
(აწი სუ მასე უნდა გელაპარაკო
)
QUOTE
ამ ორს შორის არჩევანი, პირადად ადამიანის ბუნებაზეა დამოკიდებული, გარემო პირობებზე, სიტუაციაზე, დროზე და ა.შ. ყველაფერი ერთად ახდენს გავლენას არჩევანზე.
ოო, მეც მანდა ვარ. ადამიანს თუ პირადი სარგებელი ურჩევნია საზოგადოების კეთილდღეობას და ათეისტია, ვერანაირი რაციონალური მსჯელობით ვერ დაუმტკიცებ, რო პირადს საზოგადოებრივი უნდა ერჩივნოს. თუ მორწმუნეა, ესე იგი სწამს, რომ ღვთის ნება მის პირად სარგებელზე განუზომლად უფრო მნიშვნელოვანია. შეიძლება მაინც პირადს მისდევს, მაგრამ იცის რომ საკუთარი რწმენის წინააღმდეგ მიდის.
QUOTE
QUOTE
ცოდნით რო არავინ არ იცის, მე სწორედ ეგ მინდა დაგიმტკიცო. შენ რომელი გირჩევნია მეთქი, და თუ შეგიძლია რაციონალურად ახსნა რატო გირჩევნია მეთქი.
ეგ როგორ უნდა დამიმტიკიცო, როცა თავად გითხარი, რომ ეგრეა? პირადად მე კი იმიტომ მირჩევნია, რომ არ არსებობას მირჩევნია ვარსებობდე და ახნა ასეთია: მივიღო ცხოვრებისგან გამოწვეული სიამოვნება.
ებიჯო მე შენს არსებობაზე კი არ გკითხე მანდ, კაცობრიობის არსებობაზე გკითხე. რად გინდა მთელი კაცობრიობა ცხოვრებისგან გამოწვეული სიამოვნების მისაღებად? დაიტოვე მარტო ისინი, ვინც ამისთვის გჭირდება, გაჟუჟე დანარჩენები და იღე სიამოვნება სიკვდილამდე.
QUOTE
სიტუაციაში როცა ვიღაცას "ვერ იჭერენ" იმოქმედებ ისევ და ისევ შენი არჩევნიდან გამომდინარე, გსურს მიიღო დიდი სარგებელი მომავალში სოციუმისგან? მაშინ სოც.პირობებით, ხოლო გსურს პირადი ინტერესი რომელიც ნაკლებია? მაშინ ამ უკანასკნელით.
ვახ სწორედ იმას გეკითხები, თუ არაა ჩემთვის ნაკლები, მაშინ მეთქი?
QUOTE
არჩევანი დამოკიდებულია აღზრდაზე, სიტუაციაზე, გარემო პირობებზე და ა.შ.
კი, კი, დამოკიდებულია. ჰოდა ის ვარიანტი მაინტერესებს, როცა ამ ყველაფრის წყალობით პირადი სარგებელი ჩემთვის ნაკლები კი არა მეტია საზოგადოების კეთილდღეობაზე. ეხლა რაციონალურად დამისაბუთე რო პირიქითაა.
QUOTE
სიტუაცია "ვერ იჭერენ" არ არსებობს, ჰიტლერსაც ეგრე ეგონა.
არა რა მაინც მაგარი უნამუსო ხარ
Jack the Ripperმა არ გაისწორა თავისი? დაიჭირა ვინმემ?
ო ჯეი სიმფსონი წიგნებს წერს სადაც ყვება თავისი ცოლი და საყვარელი როგორ მოკლა და მაგით ირჩენს თავს.
ლუგავოი დუმის წევრია, გამოდის და გვმოძღვრავს ეკრანიდან.
ლევან პირველი კონფერენციებს აწყობს, საქართველო როგორ გადავარჩინოთო.
აესენიც გადაიკითხე
http://en.wikipedia.org/wiki/Cold_case
უნდა მჭირდებოდეს ეხლა ეგეთების მტკიცება?
QUOTE
თუ სოციუმი "ვერაფერს გიშვება" მაშინ სოციუმი არ არსებობს, იმიტომ რომ სოციუმის არსებობისთვის აუცილებელია მის წევრებს შეეძლოთ ნებისმიერ წევრზე ზეგავლენა.
კაცო, რო არ არსებობდეს, მის ხარჯზე რანაირად ვიარსებებდი? მე ვერ მიშვება თორე სხვებს ძალიანაც უშვება.
QUOTE
QUOTE
მერე? წიგნებში წაიკითხეს ეგრე უნდა ქნათო?
წიგნი - მე უკეთესი ვარიანტი ავარჩიე...
ჰო რა გენაღვლება, დანარჩენებს ნივიჟუს გაუკეთებ, ჩემს არგუმენტაციას დაიკიდებ და ქე შეგრჩება ხახვივით
QUOTE
იმათ არ წაუკითხავთ, ისინი ჩვენთან შედარებით პრიმიტივები არიან და ყველა ახუსნელი მოვლენის - ეშინიათ.
უბრალოდ მშიშრები არიან.
დაუკინსს მიწერე ამ საოცარი აღმოჩენის შესახებ? ბოროტების ფუძე რწმენა კი არა, მშიშრობა ყოფილა თქო, ის იწვევს რწმენას და მხოლოდ მერე იწვევს რწმენა ბოროტებას თურმე თქო. მაგრა გაუხარდება, შეიძლება ახალი ფილმიც გადაიღოს.
QUOTE
QUOTE
ეს "სადაც" მომწონს. სად "სადაც"?
დედამიწაზე!
არა ჯიგარო, შენ თქვი, "რელიგიურ რწმენაზეა საუბარი, სადაც თითოეული ორგანიზებული რელიგია ამტკიცებს..."
QUOTE
დედამიწაზე არსებული ყველა რელიგია + მრწამსი ამტკიცებს, რომ სწორედ ის არის ჭეშმარიტი.
მრწამსი არაფერს არ ამტკიცებს. მრწამსი ამბობს, რა გწამს. ცალკეულ კონფესიებში მეტ-ნაკლებად გავრცელებულია რწმენის არადანიშნულებისამებრ გამოყენება. ეს რწმენის ავკარგიანობაზე არ ამბობს იმაზე მეტს, ვიდრე ლენინის ან მაოს მიერ ათეიზმის გამოყენება საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად.
QUOTE
მოიცა პრობლემა ვერ გავიგე, გინდა სიკეთე და აკეთებ, გინდა "არაკარგი" და აკეთებ, იძულების მომენტი სადაა? თუ რამეს აკეთებ - ესეიგი გინდა მაგის გაკეთება.
რამე თუ გინდა, ეგ ჯერ არ ნიშნავს, რომ კარგ რამედ მიგაჩნია.
QUOTE
რას ნიშნავს და სოციუმი თუ არ არსებობს - ზეგავლენას ვერც ახდენს - შესაბამისად ზნეობა მანდ არ არსებობს და პირადი სარგებლით იქცევი, როგორც უკვე არაერთხელ დაგიმტკიცე. ეს უბრალოდ დაშვებაა, თუმცა რეალობაში ასეთი არაფერი არსებობს.
და თუ არსებობს მაგრამ შენზე გავლენას ვერ ახდენს? სხვაზე ახდენს, შენზე კი ვერ ახდენს. აი მაგარი ხარ და ვერ ახდენს.
QUOTE
ეს "ციდან ჩამოვარდნილი" ზნეობა იმდენად დიდი ასბურდია, რომ განმარტებაც კი არ აქვს, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში სხავდასხვა ზნეობაა, რათქმაუდნა იქაურ სოციუმზე დაყრდნობით, თუკი ზენობა "ციდან ჩამოვარდა" მაშინ ყველა ქვეყანაში ერთიდაიგივე იქნებოდა ზნეობა. რაც ცხადია ასე არ არის.
მორწმუნეებს ჯერათ რომ არსებობს აბსოლჲუტური ზნეობა, მათი რაციონალური შეხედულებებისგან დამოუკიდებელი და მათთვის მიუწვდომელი. ეგ არ ნიშნავს რომ ისინი ჩემობენ, ეს ზნეობა ზუსტად ვიცით რა არისო. პირიქით, თვლიან, რომ არ იციან. მაგრამ ჯერათ, რომ ღმერთი მომადლებს ამის ცოდნას ყოველივეს, ვინც მისგან ამას ითხოვს. და რწმენის არასრულყოფილობის გამო უმრავლესობა ამ ცოდნას ან არ ითხოვს, ან სხვა რამეში ურევს და ამახინჯებს.
QUOTE
QUOTE
არ კრძალავს კაცო არა. გეუბნება რაც მოგივა, მარტივ რამეს გიხსნის, თუ არ გინდა ღმერთი, იქნები უღმერთოდ. ეგაა ჯოჯოხეთი, სხვა კი არაფერი, უღმერთოდ ყოფნა, ანუ სიყვარულის, სიკეთის, სინათლის, სიბრძნის, იმედის და ასე შემდეგ გარეშე ყოფნა.
ჰო, ვთქვათ მოხვდი რაღაც ოთახში (დედამიწაზე) სადაც დაგადგა 10 კაცი და გეუბნება, რომ მე ვარ სიკეთე ან ჩემი მონა იქნები ან ისე მოიქცევი როგორც გინდა, მაგრამ სხვა 10 კაცი მოვა და თავ-პირს დაგალეწავსო, აირჩიე შენით რა გინდა - მე რა მოგივა გითხარი და შენით აირჩიე ახლა, აღარ ვერევიო.
რას აირჩევდი?
აგეგმილებ რაღაც პრიმიტიულ სიტუაციებზე და გამოგდის სისულელე. ეს "მონა" და "ან ისე მოიქცევი როგორც გინდა" არასწორია, ყველა ვარიანტში ისე მოიქცევი, როგორც გინდა. რამდენიმე გზა გაქვს და ერთ-ერთს ირჩევ შენით იმას, რაც გინდა. როგორ გგონია, მორწმუნეები არ ცოდავენ? ზოგს ზუსტად ეგრე გონია შენ რა პრიმიტიულადაც ხატავ და მაინც იმ მეორეს ირჩევენ.
QUOTE
QUOTE
აგიხსნა განსხვავება ღმერთსა და სანტა კლაუსს შორის?
შენ თუ მაგას მოახერხებ მორწმუნე გავხდები. ოღონდ გარეგნობა და სისულელე არ მაინტერესებს, მხოლოდ რწმენა - არ რწმენა ამბავში.
ღმერთი მორწმუნესთვის ნიშნავს აბსოლჲუტურ და ამოუცნობ სიკეთეს, სიბრძნეს, სილამაზეს, სინათლეს, სიყვარულს. სანტა კლაუსი ცოტა სხვა რამეს ნიშნავს.
მიგახვედრე ცოტა?
QUOTE
რანაირად და ადამიანს რომელსაც გონია რომ სწორედ ის არის ჭეშმარიტი რასაც თვითონ ფიქრობს და თავისი აზრებით წყვეტს რა არის სიკეთე და რა ბოროტება - მოაქვს სიკვდილი, ბოროტება, ტანჯვა წამება.
და რწმენა აქ რა შუაშია? ათეისტს არ შეიძლება ეგონოს რო სწორედ ის არის ჭეშმარიტი რასაც თვითონ ფიქრობს და თავისი აზრებით წყვეტდეს რა არის სიკეთე და რა ბოროტება? მოგიყვანო ასეთი ათეისტების მაგალითები? კონა ხუთ თეთრად?
QUOTE
მაგალითად, ქრისტიანი კონკისტადორები, ჯვაროსნები, მთელი ინკვიზიცია, მახვილით და ხმლით შეტანა საქართველოში სჯულის, მაჰმადიენბმა რა ქნეს და რას შვებიან ყველამ იცის, გარდა ამისა ძველი რელიგიების მსხვერპლთშეწირვები.
და ეს რამეს ამტკიცებს რწმენაზე? მხოლოდ საფრანგეთის რევოლჲუციაზე, ლენინზე, მაოზე და წითელ ბრიგადებზე ლაპარაკი რამეს ამტკიცებს ათეიზმის აუცილებელ ბოროტებაზე?
QUOTE
იგივე ბიბლიაში, გენოციდის გამართლება, ინცესტი, მრისხანე ღმერთი რომელიც ერთი ხელის მოსმით, მთელ ქალაქებს ანადგურებს, ან უბრალოდ თავის რჩეულ ხალს ავალებს სხვა ერის გენოციდს, მათ ქალების და ბავშვების დამონებას და ა.შ.
ღმერთის ნების გაგება სხვაა და მისი მცნებები სხვაა. მე ხო არ გთხოვ ამიხსენი მეთქი ერთ პოსტში სიმების თეორია ან ვაბშემც სამყაროს მოწყობა, და არც იმას გეუბნები რო ესენი ერთი და იგივეა. ბიბლიაზე თუ გინდა ცალკე თემა გავხსნათ და სათითაოდ გავარჩიოთ რეები წერია.
QUOTE
მორწმუნეებზე ზღვა სისხლია, რომ არაფერი ვთქვათ აზროვნების, მეცნიერების შეფერხებაზე.
არ შეუფერხებია არა სტალინს აზროვნება და მეცნიერება? ან მაოს მიერ გაჟუჟულთა სისხლი ყველა ათეისტზეა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Armor
ჯერ საქართველო!
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Armor
ჯერ საქართველო!
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 13042
წევრი No.: 15851
რეგისტრ.: 2-January 06
#13234502
· 4 Apr 2009, 17:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Lashab
QUOTE
ღმერთი რომელიც ამას უშვებს ის სიყვარული არაა
არის ... მაგრამ ამასთანავე სამართლიანია. მისმა სამართალმა დაუშვა ეს ...
QUOTE
მაშინ ყოვლისშემძლე არაა...
ჩვენთან შედარებით ყოვლისშემძლეა ...
დანარჩენი არ ვიცი, პირადად როცა ვნახავ მერე გავიგებ, თუ დამაინტერესაა ...
QUOTE
ზოგი მაგად ცხოვრობს, ზოგს უჭირს, ზოგი ბევრ უსამართLობას ნახულობს, ეს უფრო სოციალური დარვინიზმია და "ყველაზე ძლიერი გადარჩება"-ს პრინციპი, ვიდრე მოყვარული ღმერთის შექმნილი სამყაროს პრინციპი...
დაირღვა "მოყვარული ღმერთის შექმნილი სამყაროს პრინციპი" და შედაგეად მივიღეთ: "ზოგი მაგად ცხოვრობს, ზოგს უჭირს, ზოგი ბევრ უსამართლობას ნახულობს" ...
ღმერთი რა შუაშია? მე (შენ, ჩვენ) ავირჩიე(თ) ეგ გზა ...
This post has been edited by
Armor
on 4 Apr 2009, 17:34
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(25)
« პირველი
...
8
9
[10]
11
12
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0848 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.