baxbaxარადა აგნოსტიციზმი ყველაზე "სწორი" დამოკიდებულებაა სამყაროსთან, მაგრამ გაუკვევლობა არავის სიამოვნებს და ბოლოს მაინც ერთ რამეს ეწებება.

აგნოსტიკოსი ამბობს რომ შეუძლებელია ღმერთის არსებობა/არარსებობის დამტკიცება.
ათეიზმს ბევრად სჯობია.

მაგრამ აქ ერთი რამეა -აგნოსტიკები წესით უნდა თვლიდნენ რომ ძებნა უნაყოფოა, დაეთანხმონ მარქსის აზრს: "ფილოსოფია ცხოვრებაში, იგივეა რაც მასტ...ცია სექსში."
მაგრამ აგნოსტიკოსი იმასაც ვერ იტყვის, რომელია სწორი- ძიების შეჩერება თუ გაგრძელება, მაინც ყველა იმას აკეთებს რაც გაუხარდება... რადგან მათთვის "სწორი" ვერ იარსებებს.

კავშირშია ეს ფარდობითობის თეორიასთან, ფილოსოფიური კუთხით და არა ფიზიკური...
ნეტარი ავგუსტინე აგნოსტიკებზე ამბობდა: ხომ ამბობთ [შეუმეცნებელია ჭეშმარიტება], და ამ დებულებას ჭეშმარიტებად აღიქვამთ, მაშინ თქვენივე თავს ეწინააღმდეგებით.

ეს წინადადება თქვენით განსაჯეთ.
ათეიზმი მე დემაგოგია მგონია, როცა ის გასცდება არარელიგიურიობას და ამბობს რომ: არ არის მისტიკა, არ არის ღმერთი... მაგრამ ამას ვერასოდეს დაამტკიცებს. ასე რომ მისი მოსაზრება არ დასტურდება, მაშ გამოდის - დემაგოგობს.

ამიტომაა
ეგრი რომ ბევრს ვისაც ათეისტად მოაქვს თავი, აგნოსტიკოსია, რადგან არარელგიურია და მეტი არაფერი.

ადამიანური ლოგიკა ღმერთს ვერასოდეს ჩაწვდება, "არ ვიცი" კარგი პასუხია, მაგრამ არა საკმარისი.
ათეისტი და აგნოსტიკოსი რომ შევადაროთ ასეა:
1. ათეისტმა შეიძლება თქვას- სხვა პლანეტაზე სიცოცხლე არაა...
2. აგნოსტიკოსი იტყვის - არ ვიცი.
3. მორწმუნე იტყვს - არის...
აქ საუბარია დამოკიდებულებაზე, თორემ შეიძლება აზრი ნაკლებად დევს ჩემს მიერ მოყვანილ მაგალითში.

მე როგორც ნაწილობრივ აგნოსტიკოსი, შემიძლია ვთქვა: რაც უნდა ადამიანს ის იწამოს, მთავარია ბედნიერი იყვეს, ან ისეთი იყვეს როგორც მას გაუხარდება(ანუ მაზოხისტი და უბედური), მაგრამ ზოგს სთხოვს შინაგანი ხმა რომ რაღაცის იწამოს რადგან გაურკვევლობა არავის უნდა...
აგნოსტიკოსი ნეოსოფისტია, მაშ კანონიც მისთვის დიდი ვერაფერი ავტორიტეტი იქნება, ასე რომ სრულ გაურკვევლობაში ყოფნა არავის უნდა, ყველა პოულობს თავისთვის მყარ და გარკვეულ პოზოციას რომელიც მას ბედნიერს გახდის.

პ.ს. მეჩქარებოდა ეხლა და უფრო ღრმად ვერ ჩავეძიე, არადა აგნოსტიციზმზე ბევრი რამ ვიცი ამ საკითხზე რადგან თავად ეს ეტაპი მქონდა და შეიძლება ითქვას ჩემი აზროვნების დიდი ნაწილი კვლავ აგნოსტიკურია.
დავამატებ ერთ რამეს - აქ არაა საუბარი იმაზე - არსებობს თუ არა ჭეშმარიტება, არამედ იამზე- შეიძLება თუ არა ის იქნეს აღქმული ადამიანის მიერ! რადგან ჩემს მაგალითში სხვა პლანეტაზე სიცოცხლესთან დაკავშირებით:
2 ვარიანტია:
1. არსებობს სიცოცხლე სხვა პლანეტაზე.
2. არ არსებობს.
ანუ არსებობს ფაქტი- ან იარსებებს ან არა, სხვა ვარიანტი არაა... მაგრამ ჩვენ არ ვიცით... მაგრამ შეიძლება ოდესმე გავიგოთ...
ღმერთზე უფრო რთულადაა საქმე - იგი ან არსებობს ან არა, მაგრამ ამას ადამიანი ვერ გადაწყვეტს აზროვნებIთ... ესაა აზრი აგნოსტიციზმის...
This post has been edited by OtherguyL on 12 Oct 2009, 11:21
Virtuous Historian...
Vanilla WoW for ever. Dota 2 isn't bad either.