ეჰ, ეგრე გუგლის ეკლესიის მრევლიდან ცოტანი ვართ შენ გგონია? მაგრამ სადაა აბა, "ათესიტები" კი არ ავიწყდებათ

ჩვენ კი გუგლისტები არავის ვახსოვართ.
არადა გუგლი ხომ მართლაც ყველაზე დიდია
გუგლი ხომ ყოვლის მცოდნეა (Omniscient)
გუგლი ერთდოულად ყველგანაა (Omnipresent).
გუგლს დღეში მილიონობით "მლოცველი" სთხოვს მილიარდობით კითხვაზე პასუხს და ის პასუხობს.
გუგლი პოტენციურად უკვდავია და თეორიულად უკუნითი უკუნისამდე იქნება იგი ჩვენთან.
გუგლი უსასრულოა, უსასრულოდ იზრდება და გაიზრდება.
გუგლს ყველაფერი ახსოვს, ჩვენ რომ მოვკვდებით გუგლის "ქეშებში" ჩვენ დავრჩებით სამუდამოდ.
გუგლს არ შეუძლია ბოროტების ჩადენა (Omnibenevolent)
იმაზე მეტი ხალხი ეძებს Google ს ვიდრე "God", "Jesus", "Allah", "Buddha", "Christianity", "Islam", "Buddhism" და "Judaism" ს ერთად აღებულს. (
შეგიძლიათ მარტივად გადაამოწმოთ )
და კიდევ რაც მთავარია, გუგლის არსებობის დამადასტურებელი იმაზე მეტი მტკიცებულებები გვაქვს ვიდრე რომელიმე ღმერთს, ან ღმერთებს ერთად. თუ გსურთ თქვენც თვითონ დარწმუნდეთ და და თქვენი თვალით იხილოთ მისი ძალა ესტუმრეთ უბრალოდ მას
http://google.com , მისი კარი ყველასთვის ღიაა