#16258796 · 1 Nov 2009, 19:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (straight ridah @ 1 Nov 2009, 16:31 ) | კრძალავს ეკლესია?
ეს ჩემთვის საკმარისია..... |
straight ridah
სხვისთვის არაა საკმარისი. ამიტომ, ვისთვისაც საკმარისია, იკმაროს თუ უნდა, ვისთვისაც არაა საკმარისი, შარშანდელი დარბევისა არ იყოს, ნუ დააძალებენ რაიმე დღესასწაულის არ აღნიშვნა აღნიშვნაში. რას იტყვი?
ისე მაინტერესებს, წელს აღარ დაურბევიათ ჰელოუინის მოზეიმენი?
საოცარია და არაფრით არ მესმის, როგორ შეიძლება ვინმეს რაიმეს გაკეთება არ გაკეთება დააძალონ, მხოლოდ იმიტომ რომ ამა თუ იმ რელიგიის თვალსაზრისით ის მიუღებელია ღმერთისთვის.
სახარებიდან გავიხსენებ ერთ მონაკვეთს, როცა იესო ქრისტეს მიატოვებს ზოგიერთი მისი მიმდევარი. რა რეაგირება ჰქონდა იესოს? ჯოხებითა და ქვების შენით დაუწყო მათ მობრუნება? ამბობდა რომ თქვენ არ გესმით რა გზას ადგებით ჩემგან რომ მიდიხართო?
მისი დამოკიდებულებიდან, მოქმედებიდან და სიტყვებიდან ის ჩანს რომ მიუხედავად იმისა, იესოს კარგად ესმოდა რომ ის ადამიანები რომლებიც მის გზას არ დაადგებოდნენ მარადიული სიცოცხლეს პერსპექტივას ხელიდან გაუშვებდნენ, მან არც ძალა დაატანა მათ და არც შეურაცხყოფა მიუყენებია მის მიმდევრობაზე უარის თქმისთვის.
სახარებაში ვკითხულობთ შემდეგს:
"ჩემი ნათქვამი სიტყვები სული და სიცოცხლეა. მაგრამ თქვენ შორის ისეთებიც არიან, რომელთაც არა სწამთ“. იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ იყვნენ ისინი, ვისაც არ სწამდა და ვინ გასცემდა მას. შემდეგ მან თქვა: ამიტომ გითხარით, რომ არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამამ არ მისცა ამის ნება. ამის გამო ბევრი მისი მოწაფე ადრინდელ საქმეებს დაუბრუნდა და აღარ დაჰყვებოდა მას. მაშინ იესომ უთხრა თორმეტს: თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა? სიმონ-პეტრემ უპასუხა: უფალო, ვისთან წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები". - იოანეს სახარება, თავი 6-სე.
სახარებაში ვერსად ვერ ვნახავთ იესოს ან მის მიმდევრებს ვინმესთვის ძალა დაეტანებინოს გინდა თუ არა დაიცავი ის რასაც ჩვენ გასწავლითო.
ადამიანს ღმერთმა არჩევანის თავისუფლება საჩუქრად გადასცა და არავის არ აქვს იმის უფლება, სხვის პირად არჩევანში ხელი აფათუროს.
--------------------
ეკლესიებს ღმერთი არ იწონებს. არც გამოცხადება-ხილვებით ეკონტაქტება სამღვდელოებას; 2-ე საუკუნიდან დღემდე, ღმერთი მხოლოდ ბიბლიით "ესაუბრება" ხალხს და იუწყება,რომ სულ მალე,პოლიტიკური ძალები გააფთრებით დაესხმებიან რელიგიებს გასანადგურებლად რასაც მოჰყვება ღვთის მთავრობის მმართველობა ზეციდან დედამიწაზე.
|