ერთი წამით სტოპ ყველა !
ძალიან გთხოვთ, ცოტა ჯანმრთელი და ნაკლებად იმპულსური იდეოლოგია ვატრიალოთ საზოგადო მასშტაბებში !
1) მე პირადად ერში (ბავშვობაში) ვძმაკაცობდი ამ კაცთან, შემდეგ დავუნათესავდი და დღეს ჩემთვის ძალიან საყვარელი ახლო მეგობრების მოძღვარია თეოდორე გიგნაძე.. ეს რაც შეეხება ჩემს და მის შორის არსებულ პიროვნულ და ადამიანურ კავშირს..
ეს ინსტანცია არანაირად არ მავალდებულებს (თქვენ წარმოიდგინეთ არც მთხოვს !) მივიღო ყველა მისი მოსაზრება, აქ არაფერ შუაშია ეს თეოდორეა თუ პავლე მოციქული თუ იუდა თუ ა.შ. და ა.შ... მე როგორც თავისუფალ ადამიანს, მინდა იუდას რწმენას ავირჩევ , მინდა წმიდა გიორგისას !. და ეს არავის საქმე არ არის ჩემს და ღმერთს შორის მაკავშირებელ სუბსტანციაზე თუ არ უნდა კეთილი ნების გავლენა !, ანუ ყველას შეუძლია კეთილი ნებით დაეხმაროს ადამიანს, მაგრამ დაეხმაროს !, და არა ირონიულად და ნიშნის მოგებით (..ან კიდევ იმ კრიტერიუმით, რომ იგი ჭკიანია და უტვინოს ასწავლის)"ასწავლოს" .. ამით იმის თქმა მსურს, რომ თუ ვინმე მას რაღაცეებში არ ეთანხმება ერთ-ერთი მე ვარ პირველი (შეიძლება ასე ითქვას) მაგრამ სიტყვა "ეთანხმებას" კრედო და სტრატულიზმი არის კონკრეტული აზრის და მოსაზრების ინდივიდუალური ხედვათა კუთხის შემაჯერებელი ფრაზა. !
მე - თეოდორეს კი არა, ? მოციქულები ქრისტეს არ ეთანხმებოდნენ ხანდახან.. პირიქითაც შემიძლია ვთქვა. თუ ადამიანი ყველლლაფერში ეთანხმები კონკრეტულ ერთ ადამიანს, იგი ავადმყოფი და კერპთაყვანისმცემელია..
ამ შემთხვევაში კერპი შეიძლება თეოდორეც იყოს, რადგან ჩვენი ერის განათლების და სულიერი ხედვის და მდგომარეობის სტატუსი უსაშინლეს დღეშია დღეს.. ჩვენ "ყველაფერნი" ვართ გარდა ქრისტეანებისა !..
ვიმეორებ, რომ ეთანხმება არ ეთნამხბეა არაფერ შუაშია პიროვნულ შეურაცხყოფასთან და თუ დედის გინებაზე და ლანძღვაზე მიდგა საქმე, მიუხედავად იმისა, რომ მე ძააალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმები თეოდორე გიგნაძეს, მაინც გეტყვით ყველას.. დიდი სიამოვნებით გავიცნობდი მისი დედის მაგინებლების დედებს !! (ეს როგორც ერის კაცის გულის ტკივილი მისი მეგობრის გინებასთან დაკავშირებით... და აქ არაფერ შუაშია ქრისტეანული მოძღვრების აპოლოგეტიკა ან რელიგიური მსოფლხედველობა)
.. ყველა თგვენგანს ჰქონია მომენტი, როდესაც ის ვინმეს არ ეთნამხება რამეში (ეს ვინმე მშობელიც შეიძლება იყოს) .. ვაგინოთ მაშ მათ ?... პიროვნული ბოღმის. ზიზღის და ანტიპატიის ხავსად ნუ წარმოვსახავთ ჩვენს ვითომდა თეისტურ წინააღმდეგობებს რელიგიურ საკითხებში კონკრეტულ ადამიანთან, ამ შემთხვევაში გიგნაძესთან. .. და თუ ვინმეს გულში ბოღმა აქვს თეოდორესთან მიმართებაში, ეს კი, ნაწილობრივ ვეთანხმები იმ აზრს , რომ შეიძლება იყოს სწორედაც მართლმადიდებლური სწავლების დისონანსი.. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ეს დისონანსი, ლანძღვა და გინება ყოვლად დაუშვებელია..
ყველანი ვცდებით რაღაცეებში.. და დედის ტრაკი ვაგინოთ ერთმანეთს ?.. თუ თეოდორე ქრისტეანობას სცდება, ამ შემთხვევაში სახარება რას გეუბნება ?.. ვინც შეცდება წადი და მიწაში ჩაკალიო ?.. (მე არ ვსაუბრობ მის შემცდარობაზე ან შეუცდომლობაზე.. მე ზოგად ჭრილში განვიხილავ პრობლემატიკურ საკითხს) შეიყვარე ! გასწავლის ღმერთი.. და თუ არ გჯერავს თეოდორესი დაუჯერე ღმერთს. !
2) აქვე დავსძენ.. ორი უკიდურესი ფორმა არსებობს ამ ადამიანთან მიმართებაში სამწუხაროდ! ..
პირველი კატეგორია :
ერთნი, რომელნიც არიან ე.წ. მებრძოლნი და ყველანაირად ცდილობენ კრიტიკის ცეცხლში გაატარონ ეს კაცი,
არ გამოვრიცხავ რომ მათი ორდინალი და მოტივირება არის ერთ დროს განაწყენება, ან თუნდაც რაღაც საკითხებში გულისტკენა რაღაც საკითხის გარშემო.. ნუ მითუმეტეს, რომ ასეთი რადიკალური მიდგომა ხშირ შემთხვევაში ახლობელს უფრო აქვს ვიდრე უცხოს.. ახლობელში გენეალოგიურ ახლობლობას არ ვგულისხმობ.. ვგულისხმობ იდეოლოგიურ ახლობლობას.. როდესაც ადამიანის მსოფლხედველობას და მის სულს ამხნევებს სხვა მეორე ადამიანის იგივე აგრეგატები, იგი სულიერად ძლიერდება და მხნევდება.. იმედი და ნუგეში ეძლევა.. როდესაც იგივე ადამიანისგან იმედგაცრუება იგრძნობა შემდეგ ეს პირველი ადამიანი ტყდება სულიერად.. და ძალიან ძნელია ამასთან შემდგომი ბრძოლა.... ესეთი ადამიანების დასი მე ვიტყოდი მეტად გულიანი და მოსიყვარულე ხალხია ვიდრე ისინი ვისაც მეორე კატეგორიაში განვიხლიავ (ქვემოთ).. მათ ან გონება ებნევათ.. ან გადამეტებულად არიან სიღრმეების მოყვარულნი და შემდეგ თუ რაღაც ინსტანციაში ვერ მიდის მათი ხედვა თეოდორეს ხედვასთან (ან პირიქით) მათ ენგრევათ მთელი რელიგიური მსოფლხედველობა.. (ან პირიქით,, უძლიერდებათ ეს უკანასკნელი, მაგრამ ენგრევათ ურთიერთობა და სიყვარული თეოდორესთან).. ნუ რა საკვირველია ეხლა ამ ხალხთა დასში მე არ ვგულისხმობ უკონტროლო ადამიანებს, რომლებიც დედას იგინებიან და ილანძღებიან.. ასეთი ადამიანები, ღვთის წინაშე გულწრფელად ვამბობ ცოდონი არიან ! ცოდონი !
მეორე კატეგორია:
ადამიანები რომელთაც თეოდორე თითქმის ღმერთკაცად ყავთ შერაცხილი და მათთვის არ არსებობს აღარანაირი ღირებულება გარდა მამა თეოდორეს სიტყვისა ( ნუ ამ საკითხზე მეღიმება ცოტა ) .. მათ აინტერესებთ (აინტერესებთ ბრჭყალებში ალბათ..

)სიტყვა თეოდორესი, მაგრამ არ აინტერესებთ სიტყვა ქრისტესი, .. ესეთი ადამიანები თვითკმაყოფილური და ამასთან იდიოტური ხედვით არიან შინაგანად გაბღენძილნი (შეიძლება გარედან ძალიან თავმდაბლები და ა.შ.. მაგრამ შინაგანად სწორედაც გაბღენძილნი) რომ ისინი მამა თეოდორეს სულიერი შვილნი არიან : ))) ... ასეთ ადამიანები ძალიან დაბალი და უსახური დონის ადამიანები არიან.. მე პირადად მათ შტერებს, უგუნურებს და რაც მთავარია საცოდავებს ვუწოდებ.. ისინი რომლებიც ვითომდა ერთგული აღმსარებლები არიან ქრისტესი, თეოდორე გიგნაძის გავლით.. არადა .......
არადა , არადა

...... მრავალწერტილი....
აქ უბედურება სხვა რამეშია....
თუ ცოტა შიგნით და ღრმად ჩავიხედებით ამ საკითხში შევნიშნავთ, რომ ამ მეორე კატეგორიის ადამიანების მთავარი აღმოსაკვეთი მომენტი ის არის, რომ ისინი თვითონ თეოდორეს უშლიან ხელს სულიერ ცხოვრებაში.. სწორი მოძღვრების ორიენტაციაში, სიმშვიდეში.. და ზოგადად ცხოვრებაში.. ბევრი შემეწინააღმდეგება ალბათ, მაგრამ დამერწმუნეთ ასეა..
ასეთი ადამიანები სამწუხაროდ ხელს უშლიან ამ კაცს ღმერთთან ურთიერთობაში, ასევე ამ ადამიანებთან რელაციით ამ კაცს ხელი ეშლება ძანსაღი და ქრისტეანული მსოფლხედველობის განვითარებში..
3)..
არაფერ "ისეთებს" არ ამბობს მამა თეოდორე ! ნუ გყავთ ილუზიონი შექმნილი ამ ადამიანისგან !.. ჩვეულებრივი რიგითი მოძღვარია, ნუ აშენებთ ტრანსცენდენტულ ნავსაყუდელებს ამ ადამიანის პიროვნების გარშემო !!! ეს ადამიანი იძახის იმას რასაც კითხულობს, ისმენს სხვადასხვა მქადაგებლებისგან თუ პროფესორ-მცოდნეებისგან.. ჩვეულებრივად ტიპიური შემთხვევაა.. უსმენს სხვას და მონასმენს და წაკითხულს უზიარებს მრევლს. არაფერი განსაკუთრებული და მორალურ-ტრანსცენდენტალური ხედვა არ არის აქ ! ,ჩვეულებრივი ნორმაა ეს .!
.. და კიდევ ერთხელ დავსძენ ! დაანებეთ თავი ამ კაცის ქება დიდებას და კერპთმსახურებას !..
ამით თქვენ უგუნურ თავსაც იღუპავთ და ამ კაცსაც ხელს უშლით ღმერთთან კავშირში !..
ზომბირებულების და ნებაწართმეულების შთაბეჭდილებას კი "მართლმადიდებლები" უფრო ვტოვებთ.
ამაზე მეტი ნებაწართმეულობა და იდიოტოკრატია რა შიეძლება იყოს ?. პაპიზმში რომაელებს "ვამხელთ" და თუ ჩვენ ასეთები ვიქნებით (II კატეგორიის ადამიანები) მაშინ ჩვენზე დიდი ბრმა, ცეზარისტები, პაპისტები უგუნური, ქლიავი და დებილი დეგრადირებული ხალხი რბილად რომ ვთქვათ, არავინ არის მსოფლიოში, არც კათოლიკე არც იაღოველი არც და ა.შ. და ა.შ...
ხომ გიყვართ თეოდორე გიგნაძე? !
ხოდა თუ მართლა გიყვართ და კარგი გინდათ მისთვის მაშინ დაანებეთ თავი მონოზომბირებულ მარიონეტობას !.......
თორემ მართლა მეცოდება მამაო თქვენს ხელში.
აი ეხლა მარხვაში ხაჭოს ვჭამ, თანაც თეოდორე გიგნაძის მეგობარი სასულიერო პირი ვარ !!!!
ოჰოოო ! რაიყო? გაგიფართოვდათ თვალები ?
აბა დავაი შემდეგით ეხლა განსულიერებულო პირებო და ერთად ვლანძღოთ კათოლიკები და სხვები.. ეს დღეს მაგარ ხოდშია :

.. განსაკუთრებით კათოლიკების ლანძღვა-გინებაა ხოდში..
ეჰ...
არამგონია ჩვენ რამე გვეშველოს........