ღირსების დაცვა:
1) თავდაცვითი ფორმის შემთხვევაში კიდე შეიძლება

..
2) თავდასხმა - არა ! არა ! არა ! არავითარი !....
..საერთოდ პირადი ღირსებისთვის ავტორიტარული ბრძოლა ყოველთვის სუბიექტურია
როდესაც საქმე ღირსების დაცვას ეხება, (მაშინაც კი(!), როდესაც ქრისტეანულ ღირსებაზეა საუბარი) აქ ადამიანი ყოველთვის სუბიექტურია რაღაც დოზით მაინც.. ანუ მას სიყვარული კი ამოძრავებს, მაგრამ ეგოიზმიც და ამპარტავნებაც ამავდროულად

უფლის ტრანსცენდენტულობის და ყოვლისგანმგებლობის განმაპირობებლი არ არის ადამიანთა საქმეები..
ყოველი ადამიანი საკუთარი სულის ქმედებას ახორციელებს..
ანუ გასაგები, რომ იყოს ადამიანი ქრისტეანული მადლის დოქტრინას ვერასოდეს დაიცავს ! ხელშეუხებელია ეს და იმიტომ.
(თეისტურ სწავლებას-კი ბატონო.. დაიცავს)
ყოველი კერძო გამოვლინება საკუთარი ღირსების დაცვისა არის განმსჭვალული 3 პუნქტით:
ამპარტავნება, ეგოიზმი და სიყვარული.. აპრიორი პირველი ორია.. სიყვარული ყველაზე ცოტა დოზით....
სიყვარულის პედაგოგიკაა ის, რომ დადე სული შენი ადამიანისთვის.. აცხოვნე მოყვასი და გაუშვი შენზე წინ ..
...
ამმაოდ მსახურებენ მე - ამ სიტყვებს უფალი სწორედ იმ ხალხზე ამბობს ვინც, უფლის ღირსებებს იცავს ხოლმე თავისი ჭკუით..
(არ მინდა არასწორედ ვფორმალირდე.. ვიმეორებ:
თეისტური იდეოლოგიის და რელიგიური სწავლების დაცვა მოვალეობაც არის გარკვეულწილად თეოლოგი ადამიანის .. ! )
..ცოტა ფილოსოფიას შევეხე, მაგრამ იმედია გასაგებია მაინც..
პოსტ სკრიპტუმი არის ის, რომ არანაირი ძალადობა არასოდეს , არანაირი ფორმით ქრისტეს რჯული არ ყოფილა და არც იქნება !
შეიყვარეთ მტერნი თქვენნი.. რამეთუ რომელნი მოყვასთა თვისთა ჰყვარობენ, რაი არს მადლი მათდა ?..
რომელნიცა კეთილისმოქმედთა თვისთა კეთილს უყოფენ ეგრეთვე, რომელი მადლის არს მათდა ? (ეს ჩემი პერეფრაზირებაა.. ორიგინალში უფალი I პირში მიმართავს მოციქულებს)
..
ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ, მეორე მიუშვირეთ !..
შეიყვარეთ ! შეიყვარეთ და შეიყვარეთ ! ! !
და არა ფსევდო საქმოსნური ხედვა.. "ეჰ .. ეგ საწყლები.. გვეცოდებიან.." ამ წინადადებას ერთადერთი სული აქვს !!!
ეს არის ამპარტავნება და რელიგიური შოვინიზმი !!!
ისე კი პოსტიდან ერთ პუნქტს ამოვარიდებ:
prince meo რომ წერს ოჯახის ღირსების დაცვაზე :
თქვენს ოჯახს, რომ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს და თქვენ ბუნებრივი რეაქცია გქონდეთ ამაში ქრისტეანობა არაფერ წილს არ იყრის ზოგადად.. ეს რეფლექსია ნორმალური ადამიანის..

და ნორმალურია აბსოლუტურად ნორმალური ადამიანისთვის.
..........
და ბოლოს....
ნამდვილად ჭეშმარიტ ღირსეულ ადამიანს არასოდეს სჭირდება ღირსების დაცვა

მისი ღირსება უდრეკია ..
ისევე როგორც თვითმფრინავს არ სჭირდება, რომ მდინარე, რომელსაც იგი გადაუფრენს სუფთა წყლით იყოს მოცული ..
This post has been edited by fracture on 1 Sep 2010, 23:21