goga_gძალიან საინტერესო შეკითხვა დასვი. პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ იოანეს სახარებაში ჩაწერილ იესოს სიტყვებს, მთარგმნელები სხვადასხვა ნაირად თარგმნიან ბერძნული მანუსკრიპტებიდან.
ეკლესიურ თარგმანებს, მე პირადად ყოველთვის ვადარებ ბერძნულ ტექსტსა და სხვა თანამედროვე თარგმანებს, რაც ხშირ შემთხვევაში გაუგებრობას ფარდას ხდის ხოლმე.
იოანეს 7:8:ში მართლმადიდებლურ ბიბლიებში შინაარსობრივად თითქმის ერთნაირადაა თარგმნილი, ანუ ასე:
"თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, მე კი ამ დღესასწაულზე არ ავალ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ გასრულებულა ჩემი ჟამი".
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/ioane-7.htmბიბლიის სხვა თარგმანებში, იგივე მუხლი ასეა ნათარგმნი:
"თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, მე კი ამ დღესასწაულზე ჯერ არ ავალ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ გასრულებულა ჩემი ჟამი".
იხილე შემდეგი ბიბლიის თარგმანები ამ ვებ გვერდზე
http://bible.cc/john/7-8.htm :
New International Version (©1984 წ.)
You go to the Feast. I am not yet going up to this Feast, because for me the right time has not yet come. (თქვენ ადით ნადიმზე, მე კი ამ ნადიმზე ჯერ არ ავალ, ვინაიდან ჯერ არ დამდგარა ჩემი დრო".
International Standard Version (©2008 წ.)
Go up to the festival yourselves. I am not yet going to this festival, because my time has not yet fully come." (თქვენ თვითონ ადით ამ დღესასწაულზე, მე კი ამ ნადიმზე ახლავე არ ავალ...)
GOD'S WORD® Translation (©1995წ.)
Go to the festival. I'm not going to this festival right now. Now is not the right time for me to go." (თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, მე კი ამ დღესასწაულზე ახლავე არ ავალ... )
King James Bible (მეფე ჯეიმსის თარგმანი 1611წ.)
"Go ye up unto this feast: I go not up yet unto this feast: for my time is not yet full come". (თქვენ ადით ამ ნადიმზე, მე კი ამ დღესასწაულზე ჯერ არ ავალ... )
Bible in Basic English
Go you up to the feast: I am not going up now to the feast because my time has not fully come. ( თქვენ ადით ამ ნადიმზე. ეხლა არ ავდივარ ნადიმზე...)
Weymouth New Testament
As for you, go up to the Festival. I do not now go up to this Festival, because my time is not yet fully come." ( თქვენთვითონ ადით დღესასწაულზე. ახლა არ ავალ დღესასწაულზე...)
მოკლედ რომ ვთქვათ, ზემოთ მითითებული თარგმანების თანახმად, იესო გულისხმობდა რომ იმ წუთას არ გაჰყვებოდა მათ. ანუ მათთან ერთად არ ავიდოდა, რომ ისინი წასულიყვნენ მის გარეშე. აგრეთვე მის პასუხში, არ ჩანს რას გააკეთებდა იესო - ავიდოდა თუ არა. თითქოსდა ღიად დარჩა საკითხი, ავიდოდა თუ არა იესო დღესასწაულზე.
სინამდვილეში, ვითარება ასეთი იყო:
იესოს მოწაფეები, რჩევის სახით ეუბნებიან მას: "გაერიდე აქაურობას და წადი იუდეაში".
იმის ნაცვლად მოწაფეებს უთხრას 'გავერიდები აქაურობას', ან 'არ გავერიდები აქაურობას', მათ რჩევის საპასუხოდ იესო ასეთ რამეს ამბობს: "თქვენ ადით დღესასწაულზე [იერუსალიმში], მე ჯერ არ ავალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა".
ამ სიტყვების თქმის შემდეგ, იესო ავიდა იერუსალიმში დღესასწაულზე.იბადება კითხვა: რატომ უთხრა, მე ჯერ არ ავალო?
ცხადია, იესო ვალდებული არ იყო ყველაფერი დაწვრილებით ეთქვა თავისი მოწაფეებისთვის რას გააკეთებდა და ზუსტად როდის. მართალია, მას მოწაფეთა რჩევაზე სრული პასუხი არ გაუცია, ანუ გაერიდებოდა თუ არა იქაურობას, მაგრამ არც ტყუილი უთქვამს. ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ საფრთხე არ შექმნოდათ მას და მის მიმდევრებს.
იესოს რომ ტყუილი არ უთქვამს, ანუ არ მოუტყუებია თავისი მოწაფეები, ეს მოციქულმა პეტრემაც დაადასტურა:
"მას არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა იყო მის ბაგეზე" (1 პეტრე 2:22).
zanneti იესო რას ეტყოდა და რას არა ეგ მხოლოდ შენი პირადი აზრია. შენ არ იცი იესო სად რას და როდის იტყოდა.

გარდა ამისა, იესო თავად ამბობდა, რომ ღმერთებიი ადამიანებსაც ეწოდებათ და ამით წერილი არ ირღვევაო და არანაირ კატასტროფას არ წარმოადგენდა ის, რომ გაუცებულ თომას ეთქვა უფალო ჩემო და ღმერთო ჩემოო ან მსგავსი რამ.

შენ უბრალოდ ისე ღრმად გწამს და გჯერა რომ იესო ღმერთია და მამის თანასწორია (და სამების მეორე პირია) რომ რაც არ უნდა დაგიწერო მაინც არ შეიცლი აზრს. ამიტმ დაგიწერე წინა პოსტში რომ აზრი არ აქვს კამათსთქო. მანოახმაც და მისმა ცოლმაც თქვეს ღმერთი ვიზილეთო. ახლა მიდი და მიმტკიცე თუ მასეა ვნ იხილეს. ბიბლია ამბობს ღმერთი იხილესო. ასე რომ გწამდეს როგორც გსურს. უბრალოდ მე ორი სიტყვით მინდოდა მეთქვა შენთვის, რომ მაგ სიტყვების სხვადასხვანაირად გაგება სრულიად შესაძლებელიათქო. გარდა მაგისა, ბიბლიაში იოანეს 1:1-ში იესოზე ნათქვამია რომ "სიტყვა იყო ღმერთი"-ო. მაგრამ იესოს არასოდეს უთქვამს ღმერთი ვარო. თუმცა, იგივე თავში ამბობს, რომ ღმერთი არავის უხილავს ადამიანთაგანო. იესო კი ადამინებმა იხილეს.
საერთოდაც, სიტყვა "ღმერთი" ძალაუფლების მქონე არსებებზე გამოიყენება ბიბლიაში. მაგალითად მოსეზეც, ებრაელ მსაჯულებზეც(მოსამართლეებზე), ამგელოზებზეც და იესოზეც, თვით სატანაზეც კი. მარა შენ და სამების მომხრეებს, მაინც და მაინც იესოზე რომაა ნათქვამი ღმერთი იმას იგებთ ღმერთად და სხვებზე არა. ანუ როგორც გაწყობთ ისე იგებთ.
კაი დავამთავრებ ამაზე.

არ ღირს გაგრძელება.