Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(8)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
რა არის ფილოსოფია
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფარსმანი
__________________________
ჯგუფი: Members
ფარსმანი
__________________________
ჯგუფი: Members
წერილები: 10725
წევრი No.: 10213
რეგისტრ.: 16-May 05
#6003123
· 29 Jun 2007, 11:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mnate
ბერტრან რასელს აქვს საკმაოდ კარგად განმარტებული ფილოსოფიის მნიშვნელობა. თუ ხელი მიგიწვდება, წაიკითხე და შესაბამისად ფილოსოფიის რაობაზეც გამოიტან გარკვეულ დასკვნას
--------------------
Time
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
shiklgruber
Super Member
ჯგუფი: Registered
shiklgruber
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 781
წევრი No.: 23667
რეგისტრ.: 25-September 06
#6003479
· 29 Jun 2007, 12:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
11-ე კლასში არჩევით საგნებს შორის არის ფილოსოფია-რელიგია. ერთმა ჩემმა მორწმუნე ნაცნობმა თქვა, ამას ერთად როგორ შეასწავლიან, ისინი ხომ ერთმანეთს გამორიცხავენო.... მე მას არ დავეთანხმე, მაგრამ კამათს აზრი არ ქონდა და . . . .
აგერ ბატონო ჩემი ფილოსოფიური ნააზრევი
http://forum.ge/?f=84&showtopic=33748013
მოკრძალებულად გთხოვთ თვალი გადაავლოთ და შეაფასოთ
--------------------
/////////////////
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nick_el_son
Fake Hero
ჯგუფი: Members
nick_el_son
Fake Hero
ჯგუფი: Members
წერილები: 20753
წევრი No.: 19911
რეგისტრ.: 25-May 06
#6004034
· 29 Jun 2007, 13:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Makumba666
QUOTE
რა არის ფილოსოფია?
ამ კითხვაზე ორნაირად შემეძლო მეპასუხა: დამეწყო ტერმინის წარმოშობით, ამეხსნა რას ნიშნავს ფილია და რას - სოფია. მერე მოვყვებოდი ანტიკური ხანის ფილოსოფოსებიდან, განვიხილავდი ფილოსოფიური შეხედულებების დინამიკას დ.ა.შ. დ.ა.შ. მაგრამ, ჯერ ეს ერთი მეზარება, და მერე მეორეც, მე მგონია, რეალურად ფილოსოფიის არსის ახსნა ცოტა უფრო მოკლედ შეიძლება: ფილოსოფია არის, ერთგვარი მახათი, რომელსაც იყენებს უსაქმური ადამიანი, რათა გაავარჯიშოს ინტელექტი, აღმოაჩინოს ის, რაც ისედაც ყველამ იცის (როგორც, მაგალითად კანტმა აღმოაჩინა ადამიანში აპრიორული მსჯელობის უნარი - გეგონება მანამდე უცნობი იყო ). მოკლედ: ლოგოსი, ინტელექი, დემაგოგია, ფანტაზია, ცინიზმი, გულუბრყვილობა და კიდევ მთელი რიგი კომპონენტები, აჯაფსანდალივით ერთმანეთში არეული + საქმე რო არ გაქვს და არ იცი რა გააკეთო = ფილოსოფიას.
--------------------
Paint it Black!
**
Forgive me father, for I know what I do but I want to hear the last poem of the last poet.
J.M
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მოდუსი
მარად თქვენი ოდიოზური
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
მოდუსი
მარად თქვენი ოდიოზური
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 11803
წევრი No.: 23274
რეგისტრ.: 15-September 06
#6004330
· 29 Jun 2007, 14:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ფარსმანი
QUOTE
ბერტრან რასელს აქვს საკმაოდ კარგად განმარტებული ფილოსოფიის მნიშვნელობა. თუ ხელი მიგიწვდება, წაიკითხე და შესაბამისად ფილოსოფიის რაობაზეც გამოიტან გარკვეულ დასკვნას
+1.
--------------------
http://ediscourse.wordpress.com/
UPDATED!!!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
onavara
Crazy Member
ჯგუფი: Members
onavara
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3876
წევრი No.: 23715
რეგისტრ.: 27-September 06
#6013749
· 30 Jun 2007, 16:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(mnate @ 28 Jun 2007, 22:43 )
დავიწყოთ ტერმინის განმარტებით, დილეტანტები არ გამომეხმაურონ
დაინტერესებული მნათეს განათლებას, აბა ვინ შეეცდება?
ზოგადად და მოკლედ:
მეცნიერება ადამიანის აზროვნებისდა ცხოვრების შინაარსის შესახებ.
ვინაიდან ქართულენობან ლიტერატურას ფოლოსოფიაზე ნაკლებად ვიცნობ, ქართულად ვერაფერს გირჩევ.
რასელი არ არის სანდო ...
ისე კი, თუ აპირებ უმაღლესი განათლების მიღებას, და ამ კითხვაზე უფრო ვრცელი მუშაობა მოგინდება, გაგვიხარდება, თუკი ჩვენს სემინარებზეც შემოივლი ...
* * *
QUOTE
(onavara @ 30 Jun 2007, 16:42 )
QUOTE
(mnate @ 28 Jun 2007, 22:43 )
დავიწყოთ ტერმინის განმარტებით, დილეტანტები არ გამომეხმაურონ
დაინტერესებული მნათეს განათლებას, აბა ვინ შეეცდება?
ზოგადად და მოკლედ:
მეცნიერება ადამიანის აზროვნებისდა ცხოვრების შინაარსის შესახებ.
ვინაიდან ქართულენობან ლიტერატურას ფოლოსოფიაზე ნაკლებად ვიცნობ, ქართულად ვერაფერს გირჩევ.
რასელი არ არის სანდო ...
ისე კი, თუ აპირებ უმაღლესი განათლების მიღებას, და ამ კითხვაზე უფრო ვრცელი მუშაობა მოგინდება, გაგვიხარდება, თუკი ჩვენს სემინარებზეც შემოივლი ...
უფრო სწორედ, ჩემს სემინარებზე (მხოლობითში)
This post has been edited by
onavara
on 30 Jun 2007, 18:24
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#6017273
· 1 Jul 2007, 01:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
onavara
QUOTE
უფრო სწორედ, ჩემს სემინარებზე
სულხან საბას სახელობის სასწავლებელში ხომ არ კითხულობ? (კათოლიკური ეკლესიის გვერდით რომ არის)
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
onavara
Crazy Member
ჯგუფი: Members
onavara
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3876
წევრი No.: 23715
რეგისტრ.: 27-September 06
#6018100
· 1 Jul 2007, 02:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არა.
სამწუხაროდ, არა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
urukxai
Crazy Member
ჯგუფი: Members
urukxai
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2107
წევრი No.: 51517
რეგისტრ.: 15-January 08
#16303780
· 4 Nov 2009, 15:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პირველი ნაბიჯი ფილოსოფიის წინაკარში შესასვლელად არის ფილოსოფიის ერთ-ერთი რთული ფილოსოფიური პრობლემა.პირველ რიგში ნათლად უნდა გაირკვეს ფილოსოფიური შეკითხვების ბუნება.ეს ნიშნავს ფილოსოფიის საწყისის გარკვევას.პირველ ფილოსოფოსად მიიჩნევენ თალეს მილეთელს,რომელმაც პირველად დააყენა სამყაროს პირველმიზეზის პრობლემა.მართალია,მან ამ კითხვას ძალზე მარტივი პასუხი მოუძებნა-წყლის სტიქიური მიიჩნია პირველსაწყისად,მაგრამ თვით საკითხის დაყენების მხრივ,შეკითხვის დასმის მხრივ,ის ფილოსოფიის ფუძემდებლად იქცა.ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ფილოსოფიის დამწყებისათვის როგორ გაიგებს,როგორ დასვამს პირველ ფილოსოფიურ კითხვას-როგორ განახორციელებს პირველად ფილოსოფიურ აქტს.სწორად დასმული კითხვა,"სწორი სტარტის აგება",არის პირველი ნაბიჯი და ხიდი სწორი პასუხისაკენ.რა არის ფილოსოფიური კითხვის დასმის საფუძველი?ფილოსოფოსი"ბრძენი" არ არის,ის მხოლოდ ცოდნის მოყვარულია და არა მფლობელი.მაგალითად მეფე ფლობს სახელმწიფოს მართვის ცოდნას,ქურუმმაც იცის რელიგიური წეს-ჩვეულებების შესრულება.ფილოსოფოსი მათგან სრულიად განსხვავებული წესით აზროვნებს.აზროვნების ეს წესი გაკვირვებიდან წარმოიშობა.გაკვირვება არის პრობლემური სიტუაცია.უჩვეულო განზომილებაში აღმოჩენა,პირისპირ შესვლა შეკითხვით მიმართებაში ჩვეულებრივძე აღმატებულთან.გაკვირვება არის შემკითხველი აზროვნების საწყისური ფორმა.რომელიც ადეკვატურად მოპასუხე თვალსაწიერს გულისხმობს.ჰერაკლიტე ეფესელმა ფილოსოფიური კითხვა-პასუხის ასეთი გაკვეთილი ჩაუტარა სტუმრებს.იგი მათ უჩვეულო ვითარებაში-პურის საცხობ ღუმელთან წამოწოლილი დაუხვდა.ამან გამოიწვია გაკვირვება,ანუ შეკითხვა"რა არის ეს?"ჰერაკლიტემ უპასუხა:"ნუ გეშინიათ ღმერთები აქაც არიან",აქაც,ჩვეულებრივშიც ღიაა უჩვეულოს,უჩინარის ჰორიზონტი.ფილოსოფიურ კითხვებზე არ არსებობს კითხვის მომხსნელი საბოლოო პასუხები.ასეთი პასუხები გაანადგურებდა შეკითხვოს ფუნდამენტს-გაკვირვებას,და დაგვიხშობდა მეტაფიზიკურ თვალსაწიერს.აზროვნების ეს წესი ხორციელდება შეკითხვების მუდმივად განახლებად მეტამორფოზებში და პასუხთა ვარიაციებში.ფილოსოფია არის აზროვნების განსაკუთრებული წესი.ვიდრე მისი ელემენტების შესწავლაზე გადავიდოდეთ წინასწარ გავეცნოთ მის არსებით მახასიათებლებს.აზროვნების ეს წესი ძველმა ბერძნებმა შექმნეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში.მათი მოსაზრებით,ფილოსოფია არის სიბრძნის სიყვარული.ეს იმას ნიშმავს,რომ ის მხოლოდ ცოდნის კორპუსი კი არ არის,არამედ სიბრძნეში-ცხოვრების ხელოვნებაში წვრთნა და დაოსტატებაცაა.ფილოსოფია შესაძლებელია დაყვანილ იქნეს სამ ნიშანზე :ჭვრეტა,რეფლექსია და კომუნიკაცია.სამყაროს როგორც მტელის გარეთხედვის პოზიციაში ფილოსოფია იღებს ჭვრეტის სახეს,შიგნითხედვის პოზიციაში არის რეფლექსია.ეს ნიშნავს შიგნიდან ხედავდე და განიცდიდე მოვლენებს.ფილოსოფია როგორც კომუნიკაცია ნიშნავს დიალოგში ყოფნას ღმერთთან,სამყაროსთან და მეორე მე-სთან.ფილოსოფია არის კულტურის თვითცნობიერება,ეპოქის კირიტიკა,ბუნების,ადამიანისა და ჭეშმარითების განხილვა უნივერსალურ განზომილებაში.ცოდნისა და არსებობის განმსაზღვრელი სტრატეგიებისა და კონცეპტ-პერსონაჟების შექმნა,მათთან საერთო ტექსტბსა და კონტექსტებში მოძრაობა.განგაში იმ საფრთხეების გამო ,რომელიც სამყაროში ადამაიანის ყოფნას ემუქრება.
* * *
ფილოსოფია უშუალოდ უკავშირდება ადამიანის არსებობის წესს.არისტოტელე 20 წელი სწავლობდა პლატონის აკადემიაში.როცა კვლევა-ძიებამ მასწავლებლისგან განსხვავებულ აზრამდე მიიყვანა,მან თქვ"მართალია პლატონის მეგობარი ვარ მაგრამ უფრო მეტი მეგობარი ვარ ჭეშმარიტებისა.'ჭეშმარიტებასთან მეგობრობა ადამიანზე მაღლა მდგომ ღვთიურ არსებებს აღარ სჭირდებათ,რადგან თვითონ არიან მისი სანიშნოები.ღვთიურთ"უკვე აღარ სჭირდებათ",ხოლო ცხოველებს ჯერ კიდე არ სჭირდებათ.მხოლოდ ადამიანს სჭირდება სიბრძნის,ჭეშმარიტების სიყვარულში წვრთნა,ტრენინგი,რამაც შეიძლება მისი ცხოვრების წესის გარდაქმნა გამოიწვიოს."შეიცნობთ ჭეშმარიტებას,და ჭეშმარიტება გაგატავისუFლებთ თქვენ.ძველი ელადის სახელგანთქმული ფილოსოფოსები:ჰერაკლიტე,დემოკრიტე,დიოგენე,სოკრატე,პლატონი,და არისტოტელე-სხვადასხვა ფილოსოფიურ სკოლას ეკუთვნოდნენ,მაგრამ ყოველ მათგანში ერთი რაღაცა შეინიშნება სიბრძნის სიყვარულის ძალა.ფილოსოფიური მზერის საშუალებით უნივერსუმის ორბიტაზე გასვლა და განფენა კოსმიურ უსასრულობაში.ამიტომ იგი აღემატება ნებისმიერ მიწიერ საუნჯეს,ძალაუფლებას და თვით მეფობის პატივსაც კი.ჰერაკლიტე შემდეგ აპოლონის ტაძარში ნახეს,ოღონდ არა საკურთხეველთან ხელაპყრობით მლოცველის პოზაში,არამედ ტაძრის კიბეზე ბავშვებთან თამაშობდა ფერადი კენჭებით.გაკვირვებულ თანამოქალაქეებს ეს უთხრა ცხოვრებისა და აზროვნების დიდმა ოსტატმა:"რას მიყურებთ ბრიყვებო,სახელმწიფო საქმეებში მონაწილეობას მირჩევნია ბავშვებთან კენჭებით ვითანაშო.'ჰერაკლიტეს აზრების 52- ე ფრაგმენტიდან ვკითხულობთ,რომ მარადისობა არის მოთამაშე ბავშვი.უჩვეულო ქცევით ფილოსოფოსმა აგვიხნა მარადისობასთან,"დიდ თამაშთან"სიახლოვის თვალსაწიერი.ისტორიასს შემორჩა დემოკრიტეს სიტყვები:"სპარსეთის ტახტს მირჩევნია ერთი მიზეზობრივი კავშირის ამოხსნა."ალექსანდრე მაკედონელი ეწვია დიოგენეს,რომელიც კასრში ცხოვრობდა და ჰკითხა :"რა გსურსო?" ფილოსოფოსმა უპასუხა:"მსურს კასრს მოცილდეთ რადგანაც მზეს ეფარებით ხელმწიფეო."როგორც ერთი ძველი ქართული ტექსტი გვეუბნება:"ფილოსოფოსობაი წურთაი,სიკვდილისაი არს."სოკრატემ მუდმივი ფილოსოფიური მედიტაციებით სიკვდილის შიში გადალახა.იგი დადიოდა ქუჩებსა და მოედნებზე,ნადიმებზე და ყველგან ადამიანებს ფილოსოფიურ მედიტაციებში წვრთნიდა,ასწავლიდა ინტენსიური სულიერი ცხოვრების ტექნიკას.სოკრატული აზროვნების სტილიდან გამომდინარეობდა"სოკრატული ცხოვრების სტილი",რაც გულისხმობს ცხოვრების პირობითობებისაგან განთავისუფლებასა და არსებობას მარადისობის პერსპექტივაში.არისტოტელეს აზრით ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა დასვას კითხვები თუ რა არის სამყაროს დასაბამი,დასაწყისი?ყველაფერი რაც არის,არის სამყაროში მაგრამ სად არის თვით სამყარო?დაინახო თვით სამყაროს გამოვლენილი სახე არის თეორია ,პირველადი აზრით.შუა საუკუნეებში ქრისტიანული ფილოსოფია განუყრელად იყო დაკავშირებული სამონასტრო ცხოვრების წესთან და მისტიკურ მედიტაციებთან.XVIII საუკუნიდან-ეგრეთ წოდებული "ახალი დროიდან" ფილოსოფია ერთგვარად შორდება"ცხოვრების ტექნიკას",საუნივერსიტეტო დაწესებულების ჩარჩოებში ექცევა და სასწავლო კურსის ფორმით ყალიბდება.იგი თანდათან იქცევა ხელოვნური ენის კონსტრუქციად,რომელიც სპეციალისტებისათვის არის განკუთვნილი.XIX საუკუნის ფილოსოფოსები-შოპენჰაუერი,ნიცშე,კირგეგორი-შეეცადნენ ფილოსოფია სასწავლო დისციპლინიდან კვლავ ცხოვრების წესად გადაექციათ.-ფილოსოფია მათთვის არის მოწოდება ცხოვრების წესის რადიკალური გარდაქმნისაკენ.კ.მარქსმა განავითარა იდეა,რომლის მიხედვით,ფილოსოფია განუყოფელია პრაქტიკისაგან,-"საქმე ის არის.რომ სამყარო,გარდაიქმნას.XX საუკუნის ფილოსოფოსები ბერგსონი ჰუსერლი ჰაიდეგერი ფილოსოფიას განიხილავენ ინტენსიური სულიერი ცხოვრების მეთოდად.რას ვგულისხმობთ როცა ვამბობთ რომ ეს ტექსტი არის ფილოსოფური ხოლო სხვა ტქსტი არის-რელიგიური,მხატვრული,იურიდიული ან პოლიტიკური?მთელი სახელმძღვანელო იქნება პასუხი ამ კითხვაზე.საკითხის გარკვევაში წინ რომ წავიწიოთ,უნდა გავეცნოთ ფილოსოფიის კიდევ ერთ ფუნდამეტურ ცნებას-მსოფლმხედველობას.ეს ცნება მე-18 საუკუნეშიშემოიტანა ენის პრობლემების გამოჩენილმა გერმანელმა მკვლევარმა ალექსანდრე ფონ ჰუმბოლტმა.მან აღმოაჩინა,რომ ყოველი ენა არის თავისებური მსოფლმხედველობა,მსოფლიოს.როგორც მთლიანის ხატი და ამავე დროს პოზიცია მის მიმართ.შემდეგ ეს ტერმინი ფართოდ იქნა გამოყენებული გერმანულ ფილოსოფიაში.ინგლისურში ამას აქვს შესატყვისი მაგრამ ანგლო ამერიკილ ფილოსოფიაში ხშირად გამოიყენება გერმანული სიტყვა weltanschaung.ხშირად იგი საერთოდ არ შეაქვთ ფილოსოფიის სახელმძღვანელოებში.სამაგიეროდ აქტიურად იყენებენ კულტუროლოგიურ და სოციო-ლინგვისტიკურ კვლევებში,ესეიგი ისტორიულად,გეოგრაფიულად ან ლინგვისტურად განსხვავებული ღირებულებითი სისტემების ანალიზის სფეროში.იგი კონტინენტური ფილოსოფიის ცენტრალური ცნებაა დღესაც.ის ხშირად გამოიყენება რელიგიური ფენომენების კვლევისას.მაგალითად ქრისტიანული მსოფლმხედველობა.მსოფლმხედველობა არის იდეების და მრწამსის ჩარჩო,რომელშიაც ხდება სამყაროს ინდივიდუალური ინტერპრეტაცია და ინტერაქცია.ის არის მრწამსი და სურათი,ხედვა და პოზიცია ერთდროულად.აქ აუცილებელია გავეცნოთ კიდევ ერთ ცნებას-ღირებულება.ეს ცნება აღნიშნავს არა იმას,რაც არის,არამედ იმას,რაც არ უნდა იყოს,ჯერარსს,იდეალს.მე-20 საუკუნეში გაიზარდა ღირებულების ფილოსოფიური როლი,რადგან გაიზარდა კონტაქტი კულტურებს შორის.ამან აჩვენა,რომ შეუძლებელია ერთიანი,უნივერსალური მორალური და რაციონალური პრინციპების შექმნა.ღირებულება იგივე როლს თამაშობს ფილოსოფიაში,რასაც ლოგიკურ თეორიაში აქსიომები.ფილოსოფიური მსოფლმხედველობა არის სამყაროს აგებულებისა და იმ ღირებულებათა ხედვა,რომლითან წარიმარტება ჩვენი ყოფიერება.მსოფლმხედველობა არის ადამიანური ცნობიერების ერთიანი სტრუქტურა და არა მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.ესაა მორალურ,რელიგიურ.ეთიკურ,მხატვრულ და თეორიულ ღირებულებათა ურთიერთქმედების სისტემა და სამყაროს მთლიანობითი გაგება.ლაპარაკობენ ეპოქების მსოფლმხედველობაზე.ტიპოლოგიურად ცნობილია მითოსური,რელიგიური და ფილოსოფიური მსოფლმხედველობები.ნათ მსოფლმხედველობათა ისტორიულ ტიპებს უწოდებენ.მათ წინაზე სამყაროს გაგების და სამყაროში ადამიანის ქცევის ორიენტირების პრობლემები დგას.შეიძლება ითქვას,რომ მათ საერთო საგანი აქვთ.ისინი განხვავდებიან არა საგნის მიხედვით,არამედ მისი გააზრების წესის მიხედვით.ჰუსერლის მიხედვით,მსოფლმხედველობის ტიპებს საფუძვლად უდევთ მთლიანპიროვნული მდგომარეობები-განწყობები,რომელთა საფუძველზეც იხსნება შესაბამისი გაგების ჰორიზონტები.ყველაზე ძირეული განწყობაა,ე.წ. ბუნებრივი განწყობა.ეს არის ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების სამყარო და მას ეწოდება ბუნებრივი მსოფლმხედველობა.ეს სამყარო არის მუდმივი ფონი,რომელზეც გამოიკვეთება იდეალური სამყაროები-მაგალითად მათემატიკურ სიდიდეთა სამყარო.ადამიანი ,რომ არ დარჩეს ჩაკეტილი ბუნებრივ მსოფლმხედველობაში,ანუ ტავის უშუალო გარემოში და გაეხსნას სხვა სამყაროები,ანუ მსოფლმხედველური სხვა ტიპები,საჭიროა ინტელექტუალურული აქტების განხორციელება.ჰუსერლი ასეთ აქტად მიიჩნევს "ეპოქეს".ეს გულისხმობს ბუნებრივი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე მსჯელობებიდან თავის შეკავებას.ამ განწყობაში მთლიანად გამორიცხვას ექვემდებარება ბუნებრივი მსოფლმხედველობა.ამის შედეგად ვიღებთ ფილოსოფიურ განწყობას და შესაბამისი ჰორიზოტნის გახსნას,სადაც ხორციელდება არსთა,თვისებრიობათა,ეიდოსთა ჭვრეტა.ასეთია ფილოსოფიური მსოფლმხედველობის არსობრივი მახასიათებელი.თუ ფილოსოფიის საწყისია გაკვირვება,რელიგიური მსოფლმხედველობის ამოსავალია ძრწოლა.რელიგიის ფილოსოფიის გამოჩენილი მკვლევარი რუდოლფ ოტტო აღნიშნავს:თუ თქვენ გეტყვიან რომ გვერდით ოთახში ვეფხვია თქვენ შეშინდებით,თუ თქვენ გეტყვიან რომ გვერდიტ ოთახში აჩრდილია მაშინ ძრწოლა აგიტანთ,ხოლო თუ გეტყვიან,რომ ის წმინდა სულია მაშინ მოწიწებით განიმსჭვალებით.ასეთია რელიგიური მსოფლმხედველობის არსებითი სტრუქტურა.მისი ელემენტებია:ძრწოლა და მოწიწება,რწმენა და დოგმატთა კონცეპტი,რელიგიური ეთიკა და წეს-ჩვეულებები. მითოსური მსოფლმხედველობა ბუნებრივ მოვლენებში ხედავს საზრისულ მიმართებას.მითოსური არსებები ცხოვრობენ განსაკუთრებულ სივრცეში.და ამ სივრცის ნიშნებით ხორციელდება ადამიანის მონაწილეობა სამყაროში.ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობდა,რომ რელიგია და მითოსი ფანტაზიისა და წარმოსახვის ნაყოფია,ხოლო მეცნიერებასა და მეცნიერულ ფილოსოფიას თეორიული გონება ქმნის.ნორმის მიხედვით თეორიულ გონებას უნდა დაემორჩილოს ფანტაზია და რწმენა.აქედან გამომდინარე რელიგია და მითოსი მეცნიერების დაბალ საფეხურებად,"არქაულ მსოფლმხედველობებად"განიხილებოდა.დღეს მითოსი და რელიგია მეცნიერების ტოლძალოვან დისკუსირებად,აზრთაწყობებას განიხილება.შესაძლებელია თუ არა მეცნიერება როგორც მსოფლმხედველობა?ამ საკითზე ამჟამადაც მიმდინარეობს დისკუსია.სციენტიზმი თვლის,რომ ადამიანის ქცევის წესების განმსაძღვრელი უნდა იყოს სამყაროს მეცნიერული სურათი,რომელშიც დახშულია მეტაფიზიკური თვალსაწიერი.ამ პოზიციის რადიკალური კრიტიკოსებიდან აღსანიშნავია მარტინ ჰაიდეგერი და ეგზისტენციალიზმი.თომას მანმა და თეოდორ დოსტოევსკიმ თავიანთ ნაწარმოებებში აჩვენეს,რომ მეცნიერების გაფეტიშებაზე დამყარებული მსოფლმხედველობა ეშმაკიდან,სატანიდან მომდინარეობს და დედამიწაზე უბედურება მოაქვს.50-იან წლებში გამოქვეყნდა"რასელ-აინშტაინის მანიფესტი".ნობელის პრემიის ლაურეატმა,ფიზიკოსებმა და ფილოსოფოსებმა წამყვანი ქვეყნების მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს აუხსნეს,თუ რა საფრთხე ემუქრება კაცობრიობას მეცნიერების და ტექნიკის უკონტროლო,თვითმიზანური განვითარებისაგან."მანიფესტი"მოუწოდებდა სათანადო ინსტანციებს.რათა შექმნილიყო მეცნიერების განვითარებაზე ეთიკურ-რელიგიური კონტროლის მექანიზმები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფსიქიატრი
ნუ გეშინიათ გლუკოზის ნემსები მაქვს
ჯგუფი: Registered
ფსიქიატრი
ნუ გეშინიათ გლუკოზის ნემსები მაქვს
ჯგუფი: Registered
წერილები: 475
წევრი No.: 82276
რეგისტრ.: 12-January 09
#16434135
· 12 Nov 2009, 20:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"ფილოსოფია არის დარგი რომელიც შეისწავლის ბუნების დასაზოგადოების უზოგადოეს კანონებს"
მოკლედ და კონკრეტულად , ზედმეტი ფილოსოფიების გარეშე..
--------------------
მუმა ჩქინი, ნამუთ რექ ცას, წიმიდე რდას სახელი ჩქანი, დო მორთას ზოჯვა სქანი, დო რდას ნება სქანი ქვეყანას, მუჭოთ ცას რე, ქობალი გაჭირებას ქომუჩით ჩქი ათე დღას, დო ქმომინტეეთ ვალი ჩქინი, მუჭოთ ჩქი მიუტეენთ მოვალეს ჩქინს, დო ნუ მემჩანთ ჩქი უბადო საქმეს, ათეშენი მირსხით ჩქი უბადო შე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
llaasshhaa
Temuri
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
llaasshhaa
Temuri
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6871
წევრი No.: 17730
რეგისტრ.: 28-February 06
#16434601
· 12 Nov 2009, 21:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ფილოსოფიაააააააა აი ლავ ით ბათ აი დონთ ნოუ ით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Mekaterine
Junior Member
ჯგუფი: Registered
Mekaterine
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 30
წევრი No.: 82648
რეგისტრ.: 17-January 09
#16603810
· 23 Nov 2009, 19:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Менее положительна, нежели упомянутая науки, философия, которою особенно гордится падший человек. Естественные науки непрестанно опираются на вещественный опыт, им доказывают верность принятых ими теорий, которые без этого доказательства не имеют места в науке. Философия лишена решительного средства к постоянному убеждению опытом. Множество различных систем, несогласных между собою, противоречащих одна другой, уже уличают человеческое любомудрие в неимении положительного знания Истины. Какой дан в философии простор произволу, мечтательности, вымыслам, велеречивому бреду, нетерпимым наукою точною, определенною! При всем том философия обыкновенно очень удовлетворена собою. С обманчивым светом ее входит в душу преизобильное самомнение, высокоумие, превозношение, тщеславие, презрение к ближним. Слепотствуюицй мир осыпает ее, как свою, похвалами и почестями. Довольствующийся познаниями, доставляемыми философией, не только не получает правильных понятий о Бог, о самом себе, о мире духовном; но, напротив того, заражается понятиями превратными, растлевающими ум, делающими его неспособным, как зараженного и поврежденного ложью, к общению с Истиною [5]. Не разуме мир премудростию Бога [6]! говорит Апостол. Мудрование плотское смерть есть, мудрование плотское вражда на Бога: закону бо Божию не покоряется ниже бо может [7], потому что это не свойственно ему. “Братия, блюдитеся, да никтоже вас будет прельщая философиею и тщетною лестию, по преданию человеческому, по стихиям мира, а не по Христе, в Немже суть вся сокровища премудрости и разума сокровенна [8]. Философия, будучи исчадием падения человеческого, льстит этому падению, маскирует его, хранит и питает. Она страшится учения Истины, как смертоносного приговора для себя [9]. Состояние, в которое приводится философией дух наш, есть состояние самообольщения, душепогибели, что вполне явствует из вышеприведенных слов Апостола, который повелевает всем, желающим стяжать истинное познание от Бога, отвергнуть знание, доставляемое любомудрием падшего человечества. Никтоже себе да прельщает! говорит он: аще кто мнится мудр быти в вас в веце сем, буй да бывает, яко да премудр будет [10]. Истинная философия (любомудрие) совмещается во едином учении Христовом. Христос — Божия Премудрость [11]. Кто ищет премудрости вне Христа, тот отрицается от Христа, отвергает премудрость, обретает и усвоивает себе лжеименный разум, достояние духов отверженных. Православная беседа >> Библиотека >> Игнатий (Брянчанинов), свт.
Аскетические опыты. Том I
Плач мой
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
რამაზი
Crazy Member
ჯგუფი: Members
რამაზი
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2177
წევრი No.: 25829
რეგისტრ.: 19-November 06
#16604159
· 23 Nov 2009, 19:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რა არის ფილოსოფია
ფილოსოფია არაა რწმენა, არც ურწმუნოება – ფილოსოფია ცოდნაა.
ფილოსოფოსმა რაც იცის, იცის უეჭველად და რაც არ იცის, იცის რომ არ იცის.
ანუ არცოდნის შემთხვევაში ფილოსოფოსმა იცის თავისი არცოდნის შესახებ.
ამიტომაა ფილოსოფია ცოდნა, მაგრამ ვინაიდან არცოდნის ცოდნა არცოდნის აღიარებას წარმოადგნეს, ამიტომაა ფილოსოფია ასევე სიბრძნის სიყვარული, ანუ სწრაფვა ცოდნისაკენ. ფილოსოფოსი არის ადამიანი რომელიც არცოდნის ცოდნიდან იწყებს.
ცნობილი გამოთქმა: „მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“, წარმოადგენს არა ფილოსოფიის არსს, არა ფილოსოფიის დასკვნას, არამედ ფილოსოფიის დასაწყისს.
ვინც აღმოაჩენს თავის არცოდნას და შემდეგ ან რწმენაში, ან ურწმუნოებაში გადავარდება, არაა ჭეშმარიტი ფილოსოფოსი. მორწმუნე და ურწმუნოც ფილოსოფოსობს, მაგრამ ამ ფილოსოფოსობით ერთი რწმენაში, მეორე კი ურწმუნოებაში მტკიცდება.
ფილოსოფოსია ის, ვინც არცოდნის ცოდნიდან, შემდგომ ახალ ცოდნას მიაგნებს, შემდეგ კიდევ ახალს და ა.შ., ანუ სულ უფრო მეტ და მეტ უეჭველ ცოდნას ეუფლება.
რა არის ცოდნა?
ცოდნის მთავარი მახასიათებელი არის აბსოლუტური მარტივი სიცხადე და შესაბამისად ურყევი ეჭვშეუტანლობა მასში. მაშინ როდესაც რწმენა შეიძლება შესუსტდეს ან გაძლიერდეს, ან კიდევ უარესი, დაკარგოს კიდეც ადამიანმა, ცოდნას ეს არ ემუქრება.
მაგალითად, ასეთია ადამიანის მიერ იმის ცოდნა, რომ ის არსებობს. აბა სცადეთ და ვინმე დააჯერეთ, რომ ის არ არის. აი რაც შეეხება რწმენას, მაგალითად სულის უკვდავობისა ან ღმერთის არსებობისა, ეს რწმენა შეიძლება დაკარგოს ან შეიძინოს ადამიანმა.
სულიერების სფეროში ცოდნა ნიშნავს ჭეშმარიტისა და კეთილის, ცრუსა და ბოროტისაგან განსხვავების უნარს.
ადამიანებში არსებობს ცოდნის ორი დონე: პირველი – ცხადი და უშუალოდ მოცემული, როდესაც ადამიანი მეყსეულად, მარტივად და ნათლად განარჩევს ჭეშმარიტსა და კეთილს, ცრუსა და ბოროტისაგან. ასეთი ცოდნა იშვიათია და ფილოსოფიაში პერცეპციის სახელითაა ცნობილი. პერცეპციის მქონე ადამიანებში ეს უნარი ასევე სხვადასხვა დონისაა. მეორე – როდესაც ადამიანს შინაგანი გრძნობა კარნახობს ზოჯერ მაშინვე, ზოგჯერ მოგვიანებით, თუ რასთანა აქვს საქმე, ჭეშმარიტსა და კეთილთან, თუ ცრუსა და ბოროტთან. ამას სინდისი ეწოდება და ასევე სხვადასხვა დონის არსებობს ადამიანის სულიერების მიხედვით.
შესაბამისად, უცოდინარობა მდგომარეობს ზემოთ ნახსენები უნარის, ჭეშმარიტისა და კეთილის, ცრუსა და ბოროტისაგან გარჩევის არ ქონაში.
ზემოთ ნათქვამი რელიგიურად ასე გამოითქმის:
ჭეშმარიტი და კეთილი ღმერთია; ცრუ და ბოროტი ეშმაკი. შესაბამისად, ცოდნა გამოდის ღმერთისა და ღვთიურის, ეშმაკისა და ეშმაკისეულისაგან განსხვავების უნარს.
მოკლედ:
ცოდნა სიკეთისა და ბოროტების ცოდნაა.
მცოდნემ იცის რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება.
უცოდინარმა არც ერთი იცის და არც მეორე.
ზემოთ ნათქვამი ზოგს მოეჩვენება მცდარად შემდეგი მიზეზით.
ბიბლიიდან ვიცით რომ ადამის ცოდვათდაცემის მიზეზი იყო ნაყოფის ჭამა ხიდან კეთილის და ბოროტის შეცნობისა. და რომ ამის შემდეგ „აჰა, გახდა ადამი ... შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა“(ძველი აღთქმა.დაბადება.თავი მესამე.22). გამოდის, იფიქრებს ზოგი, სიკეთის და ბოროტის ცოდნა ღუპავს. დიახ, ღუპავს, მაგრამ მაშინ როდესაც ადამიანი თავისი ჭკუით ანსხვავებს სიკეთეს და ბოროტებას და არა ღმერთის მიხედვით. ადამმა თავიდან ჭეშმარიტად იცოდა სიკეთისა და ბოროტის გარჩევა, ვინაიდან ამას ღმერთის მიხედვით (ღმერთიდან) აკეთებდა, ხოლო ცოდვათდაცემის შემდეგ საკუთარი ჭკუით მოინდომა და ეშმაკისეულ ხიბლში ჩავარდა. ასე რომ, ცოდვათდაცემამდე ადამის ცოდნა იყო ჭეშმარიტი (ღვთიური) და ცოდვათდაცემის შემდეგ გახდა ცრუ (ეშმაკისეული).
* * *
ბევრს ჰგონია რომ ფილოსოფია მხოლოდ თაროებზე შემოდებულ წიგნებში და ფილოსოფოსთა თავებშია. ეს არათუ ესე არაა, უფრო მეტიც – ფილოსოფია არის ყველგან და ყველაფერში.
ყოველ ეპოქას მთლიანად განსაზღვრავს და აყალიბებს ამ ეპოქაში გაბატონებული ფილოსოფია.
ფილოსოფია აისახება ადამიანის ცხოვრების ყოველ მსხვილმანში თუ წვრილმანში, სახელმწიფოს უზოგადეს და კონკრეტულ კანონებში, მორალში, ყველა ხელოვნებაში.
რატომ არ არის ფილოსოფოსი მორწმუნე? და რატომ არ არის მორწმუნე თუ ურწმუნო ფილოსოფოსი?
პასუხი:
მე (ფილოსოფოსმა) არ ვიცი რა არის სიკვდილის შემდეგ და ამიტომ არაფერს ვამბობ ამაზე. ეს ნიშნავს რომ რაც არ ვიცი, ვიცი რომ არ ვიცი. და რახან არ ვიცი არც არაფერს ვამბობ ამაზე.
მორწმუნემაც არ იცის და ათეისტმაც არ იცის რა არის სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ერთს სწამს რომ არის რაღაცა და მეორეს სწამს რომ არაფერი არაა.
ცხოვრებაში საკუთარ თავზე მრავალწლიანი დაკვირვებისა და მუშაობის შედეგად მე ვიცი რომ უზნეო ცხოვრება აუბედურებს ადამიანს (იგულისხმება შინაგანი განცდა ბედნიერება–უბედურების და არა მატერიალური კეთილდღეობა) უკვე აქ, ამ ცხოვრებაში და ზნეობრივი კი აძლევს სიმშვიდეს და ნეტარებას. ამიტომ ყოველგვარი იმქვეყნიური სამოთხის დაპირება (რწმენა) თუ მოლოდინი (იმედი) არ მჭირდება ზნეობრივი ცხოვრების სტიმულისათვის.
მორწმუნემ თუ ათეისტმა ეს არ იცის. ერთს სწამს რომ ზნეობრივი ცხოვრება სამოთხეს დაუმკვიდრებს და ამიტომაა ასეთი, მეორე კი თუ ზნეობრივია, მხოლოდ იმიტომ რომ კანონი ან საზოგადოებრივი მორალი აკავებს. თუ რომ მორწმუნე ან ათეისტი შეიმეცნებს იმას, რაც ზემოთ ვთქვი, ანუ ნათლად აღმოაჩენს რომ უზნეობა აუბედურებს და ზნეობრიობა აბედნიერებს, მაშინ იგი უკვე გახდება მცოდნე.
ფილოსოფოსები ყველა ეპოქაში ყოველთვის ყველაზე ცოტანი იყვნენ, მაგრამ ისინი განსაზღვრავდნენ ეპოქის სულს.
რაც უფრო ფილოსოფიურია ეპოქა, მით უფრო ბევრს უტოვებს იგი როგორც თანადროულ, ისე მომავალ საზოგადოებას. ასეთი ეპოქები იყო ელინური და აღორძინების ეპოქები. რაც უფრო კვდება ფილოსოფია საზოგადოებაში, მით უფერული ხდება ცხოვრება – ასეთი იყო მთელი რიგი საუკუუნეები, რომელთაც თითქმის არაფერი დაგვიტოვეს.
თვლის რა რომ არ ფლობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, ფილოსოფოსი ყოველთვის სიფრთხილით და პატივისცემით ეკიდება ყველას და ყველაფერს, არის ყურადღებიანი ყველას და ყველანაირი აზრის მიმართ, საკუთარ აზრებს სიფრთხილით და გულმოდგინედ აყალიბებს, არავის არ შეურაცხყოფს და ვერც მას შეურაცხყოფს ვერავინ, რამეთუ იგი თავის აზრებს და შეხედულებებს არ აკერპებს, არც ვინმე ადამიანს თუ საკუთარ თავს.
ფილოსოფოსი არავის ებრძვის, არავის არ აწვება, ყოველთვის ცდილობს მხოლოდ გააგებინოს და აუხსნას და თუ არ გამოსდის, მშვიდობიანად გაეცალოს.
ფილოსოფოსობა არაა ადვილი საქმე. იგი მუდმივ მუშაობას მოითხოვს როგორც საკუთარ გონებაზე, ასევე გულზე. მუდმივ თვითშემეცნებას და მუდმივ სრულქმნას.
ფილოსოფოსი არ ეძებს ამ ქვეყნად ბედნიერებას, იმიტომ რომ იცის რომ მოკვდავია, და არ ელოდება საიქიო ცხონებას, იმიტომ რომ არ იცის არის თუ არა იქით რამე.
ფილოსოფოსი ცხოვრობს დღევანდელი დღით და არ აშენებს ოცნების კოშკებს მომავალში.
იცის რა თუ რა არის ცხოვრება და ადამიანი, იგი თავისუფალია ილუზიებისაგან და კმაყოფილდება რეალობით.
მას უყვარს სიცოცხლე, მაგრამ არ გიჟდება მასზე. მან იცის რომ არყოფნა მუდამ მის გვერდითაა სათუთად აფასებს ყოველ მშვიდ და უშფოთველ წუთს თავის ცხოვრებაში. ნათლად ხედავს რა ადამიანის ცხოვრების სიმოკლეს, საბოლოო უსუსურობას და ტანჯულ ყოფას, თანაუგრძნობს ყველას განურჩევლად და არავინ არ სძულს, არამედ შეეწევა ყველას ყველაფერში რამდენადაც კი ეს შეუძლია.
ფილოსოფოსი შემეცნებაში არავის არაფერს არ უჯერებს, გარდა საკუთარი თავისა. ის ეკითხება თავის თავს – ვინ ვარ მე? როგორი ვარ? რატომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ? შეიძლება რამე შევცვალო? და თუ კი, მაშინ როგორ?
ფილოსოფოსი შემეცნებას აწარმოებს საკუთარი თავიდან. ის არ კითხულობს ვინ არის და როგორია ივანე თუ ვალიკო. ის ცდილობს გაერკვეს თავის თავში და აქედან გაიგოს ყველა და ყველაფერი. ფილოსოფიური შემეცნების გზაა თვითშემეცნება. შეიცან თავი შენი – აი ფილოსოფოსის კრედო და მანათობელი ვარსკვლავი.
საკუთარ თავში აღმოაჩენს ფილოსოფოსი მზესაც, მთვარესაც, ვარსკვლავებს, მიწას. საკუთარ თავში აღმოაჩენს იგი შიშს, სიძულვილს, უმეცრებას, სიმშვიდეს, სინათლეს და სიყვარულს. საკუთარ თავში აღმოაჩენს მთელ კოსმოსს. ასე იმეცნებს იგი ყველას და ყველაფერს – საკუთარ თავში.
* * *
გარე სამყარო, სხვა ადამიანები ფილოსოფოსისთვის სარკეა, სადაც ის ხედავს თავის თავს.
შესაბამისად ყველასთან და ყველაფერთან მას აქვს ისეთი დამოკიდებულება, როგორც საკუთარ თავთან.
ფილოსოფია არის ყოველივეს საფუძველი, ყოველივე ფილოსოფიაა და ყოველში ფილოსოფიაა.
ფილოსოფოსი არის რეალობის უშუალო შემმეცნებელი.
ყოველივე სხვა რეალობას იმეცნებს იგავის მეშვეობით.
ფილოსოფია არ არის სიბრძნის სიყვარული, როგორც ჩვეულებრივ ჰგონიათ.
ფილოსოფია არის ფილეო და სოფია, ანუ სიყვარული და სიბრძნე, ანუ სიყვარულის სიბრძნე.
ფილოსოფია იწყება ცოდნით (სიბრძნით) და თავის დასრულებას ნახულობს სიყვარულში.
ანუ ჭეშმარიტი ფილოსოფოსი არის სიბრძნის და სიყვარულის მფლობელი.
This post has been edited by
რამაზი
on 23 Nov 2009, 19:30
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მნათეუსი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
მნათეუსი
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11269
წევრი No.: 27635
რეგისტრ.: 31-December 06
#16612498
· 24 Nov 2009, 08:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
შეერთებულია, მონახეთ ხოლმე სანამ გახსნით, პლეასე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nika asatiany
Super Member
ჯგუფი: Registered
nika asatiany
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 337
წევრი No.: 97086
რეგისტრ.: 2-August 09
#16872815
· 10 Dec 2009, 07:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ორი ადამიანის საუბრი რაღაც თემაზე უკვე ფილოსოფიაა
--------------------
Jésus le Nazaréen, roi des Juifs
© Pontius Pilate
«Clément, juge inique et cruel bourreau, je t'assigne à comparaître, dans quarante jours, devant le tribunal de Dieu ! Et toi aussi, roi Philippe !»
©Jacques de Molay
L'Ordre des Pauvres Chevаliers du Temple de Jerusalem.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sandrex@
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
sandrex@
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5137
წევრი No.: 103135
რეგისტრ.: 24-October 09
#16895609
· 11 Dec 2009, 17:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემი აზრით ფილოსოფია არის ეხა მე რო გავაოფებ
+1პოსტი მე
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(8)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0465 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.