Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(8)
« პირველი
...
4
5
[6]
7
8
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
რა არის ფილოსოფია
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
goga_g
Crazy Member
ჯგუფი: Members
goga_g
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2277
წევრი No.: 62032
რეგისტრ.: 22-May 08
#17018370
· 19 Dec 2009, 13:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vano_t
QUOTE
მაშინ რა როლს თამაშობს საერთოდ ფილოსოფია სინამდვილის შემეცნებაში თუ ყოველთვის მართალ(ებ)ი ვარ(თ)?
ყოველთვის მართალი ხარ და მაგიტომაა ფილოსოფია წყლის ნაყვა?ეგაა შენი საკვანძო პასუხი?
შენ თუ შენს თავს მართლად თვლი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გრძნობ ან ეჭვი გაქვს რომ ტყუი,მაგრამ პატივმოყვარეობა და "მე: გაიძულებს უკან არ დაიხიო (გარკვეული კომპლექსური მიზეზების გამო) მაშინ ფილოსოფიისაგან რა გინდა?
მაგ აქტს ფილოსოფიურ წყლის ნაყვას კი არა ადამიანურ სიბრიყვე უფრო ქვია.
არსებობს ამ ქვეყნად ობიექტურობა და სუბიექტურობა.
არიან ადამიანები ვისაც გონია რომ ყოველთვის ობიექტურია (!)
არიან ადამიანები ვისაც გონიათ , რომ ობიექტურები არიან, მაგრამ აქვთ უნარი და ნება იმისა, რომ ეჭვი შეიტანონ თვით ობიექტურობაში, შესაბამისად შეიგნონ თავიანთი შეხედულებების და რწმენის სიმცდარე. (და აშ.)
პ.ს თუ ესე როგორც დაწერე (და კიდე არ შეცვალე რამე) მაინტერესებს :
1. რამ მიგიყვანა მაგ დასკვნამდე.
2. რამ გაიძულა (გიბიძგა) მაგ დასკვნამდე მისვლა (და რატომ).
3. რის საშუალებ(ებ)ით მიხვედი მაგ დასკვნამდე.
This post has been edited by
goga_g
on 19 Dec 2009, 13:24
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Augusto Pinochet
Ordem e Progresso
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Augusto Pinochet
Ordem e Progresso
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 10930
წევრი No.: 58526
რეგისტრ.: 15-April 08
#17018374
· 19 Dec 2009, 13:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vano_t
QUOTE
შენ რა შეიძინე ისეთი, რომ სამყაროზე ობიექტური შეხედულება გაგიჩნდა თუნდაც 1 რომელიმე კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში?
გააჩნია ობიექტური სიტყვა თავისთავად ზოგადია, მე ვთვლი რომ საკმაოდ კარგი და ობიექტური შეხედულება მაქვს სამყაროზე მაგალითად დოსტოევსკის კითხვის მერე ვთვლი რომ ადამიანის ფენომენი მთლიანად შევიცანი (რადგან მან ამოხსნა და ეს ამოხსნილი დაგვიტოვა) და კიდევ ის თუ როგორ უნდა მოვიქცე ცხოვრებაში (ქრისტეს გზას ვგულისხმობ. აი ეს გავიგე მოდი და მიმტკიცე რომ მე ვცდები და არასწორად ვფიქრობ, ჩემი სამყაროსთვის მე მართალი ვარ.
შენ ალბათ იტყვი რა ამპარტავანი ხარ, შენ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს ამდენი რამის ცოდნას იბრალებო, მაგრამ მე გეტყვი რომ ეს ასე არ არის, პირიქით ცოდნა მარტივია, ძნელი მხოლოდ იმის შესრულებაა რასაც ვფიქრობ და რაც დამისახავს მიზნად, ის რომ მე ვიცი ბევრი რამ ამ ცხოვრების, სამყაროს და ადამიანების შესახებ სულაც არ ნიშNავს, რომ მე ვისმეზე ულეთესი ვარ ამით, ცოდან ადვილიათქო იმიტომ რომ სწპორედ ზემოთ ნახსენები ხალხის მიერ დატოვებული და დაწერილი ძალიან ბევრი რამ გვაქვს, არჩევანიც დიდია და საკუთარი აზრი რომ გამოვიტანოთ და ჩამოვიყალიბოთ ეგეც მარტივია, რადგან ყველაფერი დაღეჭილია. ამიტომ ნამდვილად დიდი ვერაფერი ბედენაა თუ ვინმემ საკუთარ თავში, საკუთარ ჭეშმარიტებას მიაგნო, მთავარი არის ის რომ ამ ჭეშმარიტებას ემსახუროს, ანუ ის, რომ სიტყვა იყოს საქმე! აი ეს კი ნამდვილად რჩეულთა ხვედრია და აქამდე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მიკლია მე, არ ვიცი სხვა როგორ არის ამ მხრივ თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს...
--------------------
მოსატყნავი მოიტყნა, ორი წელია ლიგაზე ტიპი თავზე იჯვამს, გუნდს აჯვამს, ფანებსს აჯვამს, ქვეყანას აჯვამს, შექსპირი ტრაკში გამოისვა, magna charta ###ზე შემოიხვია, დედოფალს ჩაიში ჩაუფურთხა, ადმირალ ნელსონს ამოჩიჩქნილ თვალში ჩახედა, ბიტლებს კონცერტზე კვერცხი ესროლა და მომკითხავი არავინ არის © r-evolution
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6356
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07
#17018483
· 19 Dec 2009, 13:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
goga_g
QUOTE
აბა ლოგიკური დასკვნებია და რაღაცეებიო და რაღაცეებიო?
აზრი შეგეცვალათქო ვერ ვიტყვი.ღადაობაზე გადახვედი?
არ ვღადაობ. იმედია მეტს აღარ შემეკითხები ამას.
რაც შეეხება ლოგიკას: აკი ვთქვი მეთქი: ლოგიკა წმინდად თამაშია. ლოგიკური სისტემის ჩამოყალიბების არსი არის თავსებადი ფორმულების მიღება და ბევრ სისტემაში არც არის აუცილებელი თავსებადობის (არაწინააღმდეგობრიობის) მიღწევა. როცა ლოგიკას იყენებ ფილოსოფიაში და ცდილობ სამყაროს შეცნობას მსჯელობის საფუძველზე (რაც არ უნდა ინდგეს ამ შემეცნების ქვეშ), წინააღმდეგობები გარდაუვალია. მე არ მაქვს პრეტენზია არაწინააღმდეგობრივი ვიყო. ვისაც აქვს, იმან აჩვენოს, რომ შემეცნება მხოლოდ არაწინააღმდეგობრივი და თავსებადი მსჯელობის საფუძველზე მიიღწევა.
QUOTE
გადმოიხედე შენი "გადოსახედიდან" და გაეცი პასუხი ჩემს კითხვებს.
ოღონდ რაციონალური.(თუმცა რაციონალიზმი შენთვის ხო წყლის ნაყვაა, ისევე როგორც ლოგიკა ,დასკვნა და მ.ს.)
ვერ გაგცემ რაციონალური კითხვას თქო. რაციონალიზმი ჩემთვის წყლის ნაყვაა და ამას საბოლოო ჯამში რწმენად ვიღებ.
QUOTE
QUOTE
რატომ იყენებ მსჯელობის მიუღებელ ფორმებს
შენი დაწერე ეს თუ მეშლება?
ლოგიკურობის ჩიხში შეხვედი ფილოსოფური "წყლის ნაყვით"?
მე დავწერე ეგ, იმიტომ რომ იყენებ. ლოგიკის წესებში აშკარად არის მითითებული თუ რა არის მსჯელობაში fallacy და ამ წესებს თუ მივყვებით, მაშინ შენი ბევრი განცხადები წესის განსაზღვრებას აკმაყოფილებს. ლოგიკის ჩიხში შევედი და ამიტომაც ვამბობ, ფილოსოფია წყლის ნაყვაა შემეცნებაში. წავიწიოთ ახლა წინ და გაეცი კითხვებს პასუხი ჩემსავით ნამუსიანად, ან აღიარე, რომ შენც ვერ გამოდიხარ მაგ ჩიხიდან. მაშ ასე.
QUOTE
QUOTE
ახლა შენი სიმართლის ჯერია
მხოლოდ შენს შემდეგ...
რა ჩემს შემდეგ კაცო? შენი სიმართლე და მსჯელობა ჩემს სამართლიან უსამართლობაზეა დამოკიდებული? არ ვარ სამართლიანი თქო. მარტივად მიპასუხე ახლა:
1) რა არის შემეცნება?
2) შესაძლებელია თუ არა შემეცნება?
--------------------
ცოტა გავიშალოთ, უფრო ბევრი გამოვჩნდებით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
goga_g
Crazy Member
ჯგუფი: Members
goga_g
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2277
წევრი No.: 62032
რეგისტრ.: 22-May 08
#17018615
· 19 Dec 2009, 13:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vano_t
QUOTE
შენი სიმართლე და მსჯელობა ჩემს სამართლიან უსამართლობაზეა დამოკიდებული?
არასწორად გაიგე ჩემი პოსტი(როგორც ყოველთვის)
QUOTE
არ ვარ სამართლიანი თქო.
ისევ ცდილობ რომ, გარკვეულ კითხვებზე პასუხი არ გამცე. ეხლა იმაზეც წახვედი, რომ თქვა სამართლიანი არ ვარო. (რაზეც ძაან ეჭვი მეპარება, შენივე დასკვნებზე დაყრდნობით) კიდე ერთხელ გეუბნები, თუ საღადაოდ გაქვს გახდილი ეს თემა და ჩემს პასუხს ელოდები იმიტომ, რომ მერე ათასი (როგორც შენ იძახი "არასამართლიანი")შენებური დასკვნები გააკეთო, (ეგო დაიკმაყოფილო) "ჩამჭრა" და გაიგო ყველაფერი ისე როგორც შენ გაწყობს, მაშინ ჯობია აღარ გავეგრძელოთ.
კაი, მაინცგარკვევით დაგიწერ (ყოველი შემთხვევისათვის): გამეცი პასუხი ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე და შესაბამისად მეც გაგცემ პასუხს, ამ კითხვებზეც.
QUOTE
1) რა არის შემეცნება?
2) შესაძლებელია თუ არა შემეცნება?
პ.ს. თუ ფიქრობ, რომ ყოველდღიურად ხვდები, რომ არაფერი არ იცი?შენი აზრით რისი შედეგია ეგ?
დარწმუნებული ვარ თხა და გიგოს წაკითხვის შემდეგ არ მიგიღია ეგ დასკვნა.
ერთი სიტყვით ასკვნი რომ არაფერი არ იცი და არაფრის შემეცნება არ შეიძლება და მაგ შენ გადაწყვეტილებას ფილოსოფიურად ხსნი.მაშინ როდესაც ფილოსოფია "წყლის ნაყვად" მიგაჩნია.
სასტაულია ,სასტაული.
This post has been edited by
goga_g
on 19 Dec 2009, 13:56
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6356
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07
#17018959
· 19 Dec 2009, 14:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Augusto Pinochet
ძალიან კარგი. დასაწყისს მივაგენით. კონკრეტულად ასახელებ ფილოსოფიას, რომელსაც შეუძლია სრული წარმოდგენა მოგვცეს გარკვეულ ფენომენზე. მაგრამ, ერთის მხრივ უნივერსალურ განცხადებას აკეთებ ("ადამიანი შევიცანი მთლიანად") და მეორეს მხრივ ამბობ, რომ "აი ეს გავიგე მოდი და მიმტკიცე რომ მე ვცდები და არასწორად ვფიქრობ, ჩემი სამყაროსთვის მე მართალი ვარ." ასე თუ გაიგე, მაშინ შენს გაგებაზე საუბრობ, რაზეც, რა თქმა უნდა პრეტენზია ვერ მექნება. მეც მაქვს ჩემებური ხედვა ბოლო ბოლო. თუმცა, გაგება არ არის შემეცნება. შენ უბრალოდ ახალი აზრი გაქვს ძველ კითხვებზე. არადა, კითხვა ზუსტად იმაში მდგომარეობს, თუ რითი ჯობია ობიექტურად შენი ახალი აზრი ძველს. შენი ახალი აზრი სინამდვილეს ასახავს და ძველი სინადმვილის ამსახავი არ იყო?
გარდა ამისა, შენ ამბობ:
QUOTE
ვთვლი რომ ადამიანის ფენომენი მთლიანად შევიცანი
შენ რომ
თვლი
რაღაცას, ეს უკვე გამორიცხავს იმას, რომ ადამიანის არსი იცი. შენ უბრალოდ თვლი და მორჩა. როგორ შეიძლება არსს წვდებოდე და ამასთანავე თვლიდე რაღაცას და ამბობდე ჩემი აზრია ასეთი?
რა არის ადამიანი არსი?
QUOTE
კიდევ ის თუ როგორ უნდა მოვიქცე ცხოვრებაში (ქრისტეს გზას ვგულისხმობ.
თუ, დავუშვათ, ჩემში ყოველგვარი მსჯელობის გარეშე მოვიდა ჩემი ცხოვრების წესის არჩევანი (დავუშვათ წავიკითხე სახარება და უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ქრისტეს ცხოვრების წესით უნდა ვიცხოვრო და გადავწყვიტე ყოველგვარი ანალიზის გარეშე), ჩემი შემეცნება განსხვავებული იქნება შენისაგან? თუ განსხვავებული იქნება, მაშინ რითი ახსნი იმას, რომ ერთიდაიგივე გზას სხვადასხვა შედეგებამდე მივყავართ? თუ იგივე იქნება ჩემი და შენი ცოდნა სამყაროს შესახებ და მე ქრისტეს გზა ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე ავირჩიე, ეს ნათლად არ აჩვენებს იმას, რომ შენი ფილოსოფიური განსჯა ფუჭი იყო და პირდაპირ შეგეძლო აგერჩია ქრისტეს გზა?
საბოლოო ჯამში გეთანხმები იმაში, რომ წმინდა გზა აირჩიე. მაგრამ, ჩემთვის ქრისტეს გზა წმინდა გზაა და არავითარი განსჯა არ მჭირდება ამისათვის. ჩემთვის ეს გზა არის წმინდა რწმენის გზა. რამდენადაც არ უნდა ეცადო რაციონალიზაცია მოახდინო ამ გზის, არაფერი გამოგივა. ეგ რაციონალური არგუმენტი მხოლოდ და მხოლოდ შენთვის იქნება მისაღები და არა უნივერსალური ხასიათის იქნება.
goga_g
შენ ჩემგან ელი თანმიმდევრობას. არადა, რამოდენიმეჯერ ავღნიშნე, რომ არ ვარ თანმიმდევარი. თუ საუბრის გაგრძელება გსურს, მაშინ უპასუხე იმ 2 კითხვას, თუ შეიძლება. თუ არადა, მე დავამთავრებ შენის ნებართვით საუბრის გაგრძელებას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
goga_g
Crazy Member
ჯგუფი: Members
goga_g
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2277
წევრი No.: 62032
რეგისტრ.: 22-May 08
#17019101
· 19 Dec 2009, 14:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
გაეცი კითხვებს პასუხი ჩემსავით ნამუსიანად, ან აღიარე, რომ შენც ვერ გამოდიხარ მაგ ჩიხიდან
როდისმე გითხარი, რომ ჩიხიდან გამოვედითქო (საინტერესოა ასევე რომელ ჩიხს გულისხმობ) და ან ის, რომ ყველაფერი შევიმეცნე მეთქი. მაგრამ არ გამოვრიცხავ ფილოსოფიას როგორც საშუალებას ჩიხიდან თავის დაღწევისა (შენგან განსხვავებით).არც ერთ წრეზე სიარულად არ ვთვლი ფილოსოფიას. ამაზე გინდოდა პასუხი?
მე არ ვთვლი , რომ აზროვნება წყლის ნაყვაა და შესაბამისად ვერ ვაღიარებ რაციონალიზმს წყლის ნაყვად იმიტომ, რომ ბევრი დასკვნა მაქვს გამოტანილი სხვადასხვა საკითხებზე.ბევრიც ვერა, მაგრამ ვცდილობ და მაინტერესებს. არ ვთვლი, რომ ცოდნა ამოწურვადია.(ამასაც, შენგან განსხვავებით,)
ეგაა ჩვენს შორის სხვაობა: შენ თვლი, რომ: აზროვნება წყლის ნაყვაა (და შესაბამისად ალბათ უინტერესოც)
მე ვთვლი, რომ აზროვნება არასდროს არაა ფუჭი (მიუხედავად "დროული" შედეგების არქონისა)
ერთი თეორია რომ გამორიცხავს მეორეს და ა.შ., ამის შეგნება და გაგებაც პროგრესია.
კიდე ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება შენი "წყლის ნაყვის" საპირისპიროდ, მარა რახან მარტო ერთი მოითხოვე შევჩერდები ამ ერთს და დავაკვირდები ეხა შენს მოსაზრებას, დაწერე , მერე შენი ნაწერი წაიკითხე და II ის იქნება
QUOTE
მე დავამთავრებ შენის ნებართვით საუბრის გაგრძელებას.
ისევ ჩეს ნათქვამს იმეორებ?
This post has been edited by
goga_g
on 19 Dec 2009, 14:21
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Augusto Pinochet
Ordem e Progresso
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Augusto Pinochet
Ordem e Progresso
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 10930
წევრი No.: 58526
რეგისტრ.: 15-April 08
#17019176
· 19 Dec 2009, 14:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vano_t
QUOTE
მეც მაქვს ჩემებური ხედვა ბოლო ბოლო
რა თქმა უნდა ბოლო-ბოლო კი არა პირველ რიგში უნდა გქონდეს შენი აზრი... შენ გგონია რომ მე ფილოსოფიას მივიჩნევ ისეთ საშუალებად რომელიც ყველა დამიანს ერთ აზრამდე მიიიყვანს და უნივერსალურ ჭეშმარიტებას დაანახებს და აღიარებინებს? არა პირიქით მე ვამბობ რომ ყველა ადამიანს თავისი აზრი და თავისი ჭეშმარიტება აქვს და ამ საკუთარ თავთან ყალიბდება. შენ ამბობ რომ ფილოსოფია წყლის ნაყვაა რადგანაც მე მაინც ჩემი აზრი მაქ შენგან განსხვავებულიაო, გასაგებია და ეს ესეც უნდა იყოს და სულაც არ ნიშნავს რომ ფილოსფიამ აზრი დაკარგა ამით, მისი მიზანი არაა ჩვენ ერთმანეტშ ვუმტკიცოთ ერთმანეთისვე ჭეშმარიტების ჭეშმარიტება, არა შენ პოლემიკა და დავა შენ თავთან უნდა გამართო და მიხვიდე რაიმე დასკვნამდე, რაშიც ფილოსოფია ნამდვილად გეხმარება და ამის უარყოფა კი ნამდვილად სიყლაბე იქნება....
QUOTE
შენ რომ თვლი რაღაცას, ეს უკვე გამორიცხავს იმას, რომ ადამიანის არსი იცი. შენ უბრალოდ თვლი და მორჩა. როგორ შეიძლება არსს წვდებოდე და ამასთანავე თვლიდე რაღაცას და ამბობდე ჩემი აზრია ასეთი? რა არის ადამიანი არსი?
მე დარწმუნებული ვარ რომ ვიცი ერთი ნატამალითაც არ მეპარება ეჭვიუ რომ მართალი ვარ ამ საკითხში თუმმცაღა არ ნიშნავს ეს იმას, რომ შენც იგივე უნდა აღიარო..
QUOTE
თუ, დავუშვათ, ჩემში ყოველგვარი მსჯელობის გარეშე მოვიდა ჩემი ცხოვრების წესის არჩევანი (დავუშვათ წავიკითხე სახარება და უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ქრისტეს ცხოვრების წესით უნდა ვიცხოვრო და გადავწყვიტე ყოველგვარი ანალიზის გარეშე), ჩემი შემეცნება განსხვავებული იქნება შენისაგან? თუ განსხვავებული იქნება, მაშინ რითი ახსნი იმას, რომ ერთიდაიგივე გზას სხვადასხვა შედეგებამდე მივყავართ? თუ იგივე იქნება ჩემი და შენი ცოდნა სამყაროს შესახებ და მე ქრისტეს გზა ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე ავირჩიე, ეს ნათლად არ აჩვენებს იმას, რომ შენი ფილოსოფიური განსჯა ფუჭი იყო და პირდაპირ შეგეძლო აგერჩია ქრისტეს გზა?
რატო ეხლა ტერმინებში ვერ ვთანმხდებით, ტორემ სახარებაც თავისთავად ფილოსოფიაა და მისი აღქმაც... ფილოსოფია არ ნიშნავს მაინცდამაინც ყველაფრის გაცნობას და მერე ამის შესახებ წლობით ჩაკეტვას ფიქრს და სიცოცხლის ბოლოს დასკვნამდე მისვლა რომ ჭეშმარიტება შეიცანი სრულებითაც არა, შეიძლება ჩვენ ორივემ შევიცვალოთ აზრი ქრისტეს გზაზე და აღარ ჩავთვალოთ ის ჭეშმარიტ გზად, მაგრამ ესეც არ ამბობს იმას რომ ფილოსოფია ფუჭია
QUOTE
იქნება მისაღები და არა უნივერსალური ხასიათის იქნება.
მაგას ვამბობ მეც რომ უნივერსალური ჭეშმარიტების მიღწევა არაა ფილოსოფია, რადგან უნივერსალური ჭეშმარიტების ძიებაა ფუჭი და არა ფილოსოფია...
This post has been edited by
Augusto Pinochet
on 19 Dec 2009, 14:29
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6356
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07
#17019353
· 19 Dec 2009, 14:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Augusto Pinochet
QUOTE
QUOTE
შენ რომ თვლი რაღაცას, ეს უკვე გამორიცხავს იმას, რომ ადამიანის არსი იცი. შენ უბრალოდ თვლი და მორჩა. როგორ შეიძლება არსს წვდებოდე და ამასთანავე თვლიდე რაღაცას და ამბობდე ჩემი აზრია ასეთი? რა არის ადამიანი არსი?
მე დარწმუნებული ვარ რომ ვიცი ერთი ნატამალითაც არ მეპარება ეჭვიუ რომ მართალი ვარ ამ საკითხში თუმმცაღა არ ნიშნავს ეს იმას, რომ შენც იგივე უნდა აღიარო..
ძალიან კარგი დარწმუნებული რომ ხარ. მაგრამ მაინც, რა არის ადამიანის არსი? ჩემი, როგორც კონკრეტული ადამიანის, არსი რა არის?
QUOTE
QUOTE
თუ, დავუშვათ, ჩემში ყოველგვარი მსჯელობის გარეშე მოვიდა ჩემი ცხოვრების წესის არჩევანი (დავუშვათ წავიკითხე სახარება და უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ქრისტეს ცხოვრების წესით უნდა ვიცხოვრო და გადავწყვიტე ყოველგვარი ანალიზის გარეშე), ჩემი შემეცნება განსხვავებული იქნება შენისაგან? თუ განსხვავებული იქნება, მაშინ რითი ახსნი იმას, რომ ერთიდაიგივე გზას სხვადასხვა შედეგებამდე მივყავართ? თუ იგივე იქნება ჩემი და შენი ცოდნა სამყაროს შესახებ და მე ქრისტეს გზა ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე ავირჩიე, ეს ნათლად არ აჩვენებს იმას, რომ შენი ფილოსოფიური განსჯა ფუჭი იყო და პირდაპირ შეგეძლო აგერჩია ქრისტეს გზა?
რატო ეხლა ტერმინებში ვერ ვთანმხდებით, ტორემ სახარებაც თავისთავად ფილოსოფიაა და მისი აღქმაც... ფილოსოფია არ ნიშნავს მაინცდამაინც ყველაფრის გაცნობას და მერე ამის შესახებ წლობით ჩაკეტვას ფიქრს და სიცოცხლის ბოლოს დასკვნამდე მისვლა რომ ჭეშმარიტება შეიცანი სრულებითაც არა, შეიძლება ჩვენ ორივემ შევიცვალოთ აზრი ქრისტეს გზაზე და აღარ ჩავთვალოთ ის ჭეშმარიტ გზად, მაგრამ ესეც არ ამბობს იმას რომ ფილოსოფია ფუჭია
კარგი, მაშინ მინდა გავარკვიო რა განსხვავებაა ფილოსოფიასა და დოგმას შორის. მე თუ ქრისტეს სწავლება ყოველგვარი ანალიზის გარეშე მივიღე, მაინც იმას იტყვი, რომ ფილოსოფიის გზით მივიღე ეს სწავლება? თუ ამას ფილოსოფიას ეძახი, მაშინ არ გვაქვს საკამათო არაფერი. მე და შენ ერთიდაიმავე რაიმეს ვიძახით. ოღონდ, ის გამაგებინე, მაშინ რა განსხვავებაა ფილოსოფიასა და რწმენას შორის ასეთ შემთხვევაში?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Augusto Pinochet
Ordem e Progresso
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Augusto Pinochet
Ordem e Progresso
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 10930
წევრი No.: 58526
რეგისტრ.: 15-April 08
#17019491
· 19 Dec 2009, 14:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vano_t
QUOTE
ძალიან კარგი დარწმუნებული რომ ხარ. მაგრამ მაინც, რა არის ადამიანის არსი? ჩემი, როგორც კონკრეტული ადამიანის, არსი რა არის?
არსი არასწორი სიტყვაა ალბათ მე გითხარი ზოგადად ადამიანის ფენომენი ამოვიცანი, რომელზეც საუბარი მთელი დღე გასტანს კი არადა მეტი რადგან დოსტოევსკის მთელ ოთხ წიგნზე აქვს ეს გავრცობილი. პირადად თითოეული ადამიანზე არ ვამბობ მე მაგრამ ზოგადად ადამიანი არის არსება რომელიც რაღაც თვისებებით გამოირჩევა სხვა არსებებისგან და აქ ის ერთნაირია, თუმცა არის გასაღებიც იმის რომ ეს თვისებები დასძლიო და გახდე ზეკაცი აი ამ შემთხვევაშI იქნები შენ განსხვავებული ადამიანი და არა იმით რომ განსხვავდები სხვებისგან. არა არ განსხვავდებით ყველა ადამიანი არსობრივად ერთნაირია და მისი ძირითადი თვისებები მისი გაჩენიდან დღემდე არ შეცვლილა.
QUOTE
კარგი, მაშინ მინდა გავარკვიო რა განსხვავებაა ფილოსოფიასა და დოგმას შორის. მე თუ ქრისტეს სწავლება ყოველგვარი ანალიზის გარეშე მივიღე, მაინც იმას იტყვი, რომ ფილოსოფიის გზით მივიღე ეს სწავლება? თუ ამას ფილოსოფიას ეძახი, მაშინ არ გვაქვს საკამათო არაფერი. მე და შენ ერთიდაიმავე რაიმეს ვიძახით. ოღონდ, ის გამაგებინე, მაშინ რა განსხვავებაა ფილოსოფიასა და რწმენას შორის ასეთ შემთხვევაში?
ფილოსოფია არის რაიმეს შემეცნება და გაანალიზება, ხოლო რწმენა მისი დაჯერება ან არ დაჯერება. გასაგებია?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
კრიტიკ-ოსი
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
კრიტიკ-ოსი
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3055
წევრი No.: 27089
რეგისტრ.: 17-December 06
#17020381
· 19 Dec 2009, 15:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vano_t
QUOTE
2) შესაძლებელია თუ არა ფილოსოფიური განსჯით შემეცნება? არა. ეს შენი რწმენაა თუ რაციონალური დასკვნა? biggrin.gif
რა რთულ კითხვებს მისვამ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
რამაზი
Crazy Member
ჯგუფი: Members
რამაზი
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2177
წევრი No.: 25829
რეგისტრ.: 19-November 06
#17021725
· 19 Dec 2009, 17:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
vano_t
ფილოსოფია წყლის ნაყვაა!
რათა კაცო, რათა!?
აი მაგალითად, მე საკმაოდ საფუძვლიანად გავეცანი შოპენჰაუერს და უამრავი რამის ცოდნა მივიღე მისგან ისეთი, რაც ცხოვრებაში ძალიან გამომადგა და მადგება. ანუ შოპენჰაუერის ფილოსოფიისაგან ცოდნაც მივიღე და პრაქტიკული სარგებელიც. თან სულაც არ დამიჯერებია მისთვის ბრმად. ყოველ მის ნათქვამს ვაკვირდებოდი და ვიმეცნებდი საკუთარ თავში და სხვა ადამიანებშიც და ნათლად ვხედავდი მისი აზრების სიმართლეს. და ვხედავდი რა სიმართლეს, მერე ვცხოვრობდი ამ სიმართლის მიხედვით და უკვე პრაქტიკაში დასტურდებოდა შეცნობილი სიმართლე. ესაა წყლის ნაყვა?
აქ შეიძლება ვიკითხოთ, თუ ცოდნა რაა, სარგებელი რაა, და ა.შ.,
ყველა ამ კითხვაზეც მაქვს პასუხი, მაგრამ ეს სხვა თემებია. ამიტომ მოკლედ ვამბობ: შოპენჰაუერის ფილოსოფიამ ცოდნაც მომცა და ხეირიც!
და თუ ვინმე იმ უამრავი ფილოსოფოსთაგან, ჩემი აზრით კაცობრიობის საუკეთესო ნაწილს რომ წარმოადგენენ, ვერაფერს ვერ იძენს, ეს მისი პრობლემაა და არა ფილოსოფიის. ფილოსოფია ისევე არაა ყველასათვის, როგორც შტანგისტობა თუ ფიზიკოსობა.
წყლის ნაყვაა შენთვის ფილოსოფოსობა? რა მოხდა მერე! შენთვის ასეთია, სხვისთვის არა. არაა საჭირო შენი აზრის განზოგადება.
თუმცა, როგორც გარკვეული დოზით შტანგისტობა თუ ფიზიკოსობა არავის აწყენს, ასევე ყველასთვის არსებობს ფილოსოფოსობის მისთვის სასარგებლო დოზა.
პლატონის, ავგუსტინეს, შოპენჰაუერის, კანტის, კამიუს თუ სხვა მრავალთა ნააზროვნების წყლის ნაყვად გამოცხადება და თან ამაზე კამათი, აი ესაა მართლაც წყლის ნაყვა!!!
This post has been edited by
რამაზი
on 19 Dec 2009, 17:29
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6356
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07
#17034818
· 20 Dec 2009, 13:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Augusto Pinochet
QUOTE
QUOTE
კარგი, მაშინ მინდა გავარკვიო რა განსხვავებაა ფილოსოფიასა და დოგმას შორის. მე თუ ქრისტეს სწავლება ყოველგვარი ანალიზის გარეშე მივიღე, მაინც იმას იტყვი, რომ ფილოსოფიის გზით მივიღე ეს სწავლება? თუ ამას ფილოსოფიას ეძახი, მაშინ არ გვაქვს საკამათო არაფერი. მე და შენ ერთიდაიმავე რაიმეს ვიძახით. ოღონდ, ის გამაგებინე, მაშინ რა განსხვავებაა ფილოსოფიასა და რწმენას შორის ასეთ შემთხვევაში?
ფილოსოფია არის რაიმეს შემეცნება და გაანალიზება, ხოლო რწმენა მისი დაჯერება ან არ დაჯერება. გასაგებია?
გასაგებია, მაგრამ ვერ დაგეთანხმები. ვერ დაგეთანხმები იმიტომ, რომ განსხვავება ფაქტიურად არ მოგიცია. საკითხი ასე დგას: შეუძლია თუ არა ფილოსოფიას მოგვცეს რაიმე ახალი, და რაც მთავარია ობეიქტური, რეალობაზე?
შევხედოთ 3 საკითხს: 1) როგორ უნდა განისაზღვოს შემეცნება; 2) რა არის ფილოსოფიის მეთოდი; 3) როგორ ვუყურებთ ადამიანიების უმრავლეობა (მაგრამ, აბსოლიტურად ყველა ფილოსოფოსი) ამ სამყაროს სინამდვილეში.
1) როგორ უნდა განისაზღვოს შემეცნება? რაიმე ახლის მოცემას დავარქვათ შემეცნების პროცესი. პირველ რიგში, შემეცნება მკვეთრად თუ არ გამიჯნე სხვა რამისაგან, მაშინ ყველაფერს შეიძლება გააჩნდეს შემეცნების უნარი. მაგალითად, თუ შემეცნება მხოლოდ ის არის თუ როგორ მოვერგებით არსებულ პირობებს, მაშინ ცხოველი (და ბუნება საერთოდ) გაცილებით უკეთესად იმეცნებს, ვიდრე ადამიანი. ამასთანავე, ცხოველი ამას აკეთებს ყოველგვარი ფილოსოფიური განსჯის გარეშე. შესაბამისად, ფილოსოფია არაფრისმომცემი მსჯელობაა, თუ შემეცნების არსს ამდაგვარად ჩამოვაყალიბებთ. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ შემეცნების პროცესი კარგად უნდა განისაზღვროს და თანაც ისე, რომ ფილოსოფიურ განსჯას უნდა მიეცეს საშუალება ამ პროცესში ჩაერთოს. რას წარმოადგენს შემეცნება და როგორ უნდა განსაზღვროთ იგი? შემეცნება უნდა იყოს ახალი ცოდნის შეძენა. ეს ახალი ცოდნა უნდა აკმაყოფილებდეს მნიშვნელოვან პირობას: ეს ცოდნა ობიექტური ცოდნა უნდა იყოს, რომელიც ობეიქტურ განცხადებას აკეთებს რეალობაზე. "ax^2+bx+c=d კვადრატულ განტოლებას გააჩნია 2 ნამდვილი ფესვი" ახალი ცოდნა იყო თავის დროზე. თუმცა, ეს ცოდნა არაფერს გაძლევს რეალობის თაობაზე. ამ ცოდნას არავითარი შემმეცნებელი ძალა არ გააჩნია, რადგანაც რეალობაზე არავითარ განცხადებას არ აკეთებს. ამ ტიპის "ცოდნა" რეალობაზე არაფერ განცხადებას არ აკეთებს. მეორეს მხრივ, თუ ვიტყვი, სამყარო მატერიალურია მხოლოდ და ცნობიერება მატერიალური ტვინის ეპიფენომენია (ანუ, ტვინის გამოვლინებაა მხოლოდ და მის გარეშე ვერ იარსებებს), მაშინ უკვე ვაკეთებ განცხადებას, რომელიც რეალობას ეხება და სავარაუდოდ შესაძლებელია მართალი იყოს ან მცდარი იყოს. ამგვარი განცხადებები იქნება მხოლოდ შემეცნებითი სახის ცოდნა. ფილოსოფოსი მხოლოდ ასეთი ტიპის "ცოდნის" შეძენას ცდილობს. რა არის რეალობა? არის თუ არა რეალობა სიზმარი და მის არსს არაფერი მატერიალური არ წარმოადგენს? თუ მატერიალურია, მაშინ არის თუ არა ცნობიერება მისი გამოვლინება? თუ ცნობიერება პირველადია და მატერია მეორადი? თუ არის შესაძლებელი ცოდნის მიღება საერთოდ? ამ კითხვას, მაგალითად, განსაკუთრებული სტატუსი აქვს, რომელიც წესით საფუძველშივე უნდა ჭრიდეს საუბარს იმის თაობაზე, რომ ფილოსოფიას შეუძლია რაიმე ახალის (რომელიც ობიექტურად ასახავს რეალობას) შეძენა ჩვენთვის. თუ ჯერ გადაწყვეტილი არ არის საკითხი იმაზე, შესაძლებელია თუ არა ცოდნა (და არ არის გადაწყვეტილი), რანაირად შეიძლება ამტკიცოს ფილოსოფოსმა, რომ ფილოსოფია შემეცნების საშუალებაა?
ასეთ კითხვებს პასუხს რომ გავსცემთ, პასუხი მარტო ჩვენთვის კი არ უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი, არამედ, პასუხი ობიექტურად უნდა ასახავდეს რეალობას.
2) რა არის ფილოსოფიის მეთოდი? ზოგადად, ფილოსოფია ეყრდნობა არგუმენტს. ნებისმიერი კარგი არგუმენტი უნდა იყოს გარკვეული ფორმის. არგუმენტში უნდა შედიოდეს ამოსავალი დებულებები და დასკვნა. დასკვნა წარმოადგენს ახალ განცხადებას რეალობის თაობაზე! მაგრამ, რომ ვთქვა, ჩემი არგუმენტის დასკვნა შეესაბამება რეალობას, ეს იმას ნიშნავს, რომ დასკვნაში მოცემული განცხადება რეალობას უნდა აღწერდეს. თუ ჩემი არგუმენტი ასკვნის, რომ მატერიალური სმაყარო ცნობიერებისაგან დამოუკიდებელი ფენომენია და ჩავთვლით რომ ეს ასეა, ეს დასკვნა სწორი რომ იყოს, მატერიალური სამყარო მართლაც უნდა იყოს ცნობიერებისაგან დამოუკიდებელი ფენომენი. სხვანაირად ჩვენი დასკვნა მცდარია. გარდა ამისა, ამოსავალი დებულებებიდან დასკვნაზე შემთხვევით კი არ გადავდივართ, არამედ ლოგიკის კანონებს ვიყენებ, პლიუს ამას ვიყენებ გარკვეული ტიპის გამოყვანის წესებს, ანუ წესებს, რომელიც საშუალებას მაძლევს ამოსავალი დებულებებიდან ეტაპობრივად გადავიდე (შუალედური დასკვნის საშუალებით ან ამის გარეშე) დასკვნაზე. ამ მეთოდით უკვე პრინციპულად გამორიცხულია იმ საკითხის გარკვევა, შესაძლებელია თუ არა ფილოსოფიური მსჯელობით რაიმე ობეიქტური ცოდნის მიღება. რამოდენიმე პრობლემას შევხედოთ: A) ლოგიკის კანონები, რომელსაც ფილოსოფოსები იღებენ, თავისთავად დამტკიცების გარეშე მიიღება. მაგალითისათვის, საყოველთაოდ მიღებულია იდენტურობის კანონი (რომ ყველა საგანი თავისი თავის იდენტურია) და არაწინააღმდეგობრიობის კანონი (რომ განცხადება და მისი საწინააღმდეგო განცხადება ერთდროულად არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი). რატოა აქ პრობლემა? იმიტომ, რომ თვითონ საკითხი, არის თუ არა ეს კანონები სინამდვილის შესაბამისი, უკვე ფილოსოფიური საკითხია და ამ კანონების სხვა კანონებით ცირკულარული მსჯელობის გარდა ვერანაირად ვერ დაამტკიცებ. ეს იმას ნიშნავს, რომ დაამტკიცო ამ კანონის ჭეშმარიტება, ისევ ეს კანონები უნდა აიღო ამოსავალ დებულებად, რაც თავის მხრივ დასამტკიცებელია. უფრო მეტიც, გამოცდილებიდანაც ვიცით, რომ ეს ასე შეიძლება არ იყოს. მაგალითად, ფიზიკოსები ამტკიცებენ, რომ ელემენტარულ ნაწილაკებს გააჩნიათ ორმაგი ბუნება, ტალღური და კორპუსკულარული. ეს ორი ბუნება ურთიერთგამომრიცხავია. თუ კანონს შევხედავდით, მაშინ ნაწილაკი ან ტალღური ბუნების უნდა იყოს, ან კორპუსკულარული. ორივე ერთად არაწინააღმდეგობრიობის კანონს არღვევს. იდენტურობის კანონზეც შეიძლება ითქვას ბევრი რამ, მაგრამ არ გავაგრძელებ. ასე რომ, ყველანაირი მსჯელობა, სადაც დასკვნა ამ კანონების გამოყენების საფუძველზე მივიღეთ, დასკვნის ჭეშმარიტებას წმინდად ლოგიკურად ეჭვის ქვეშ აყენებს. B) იგივე ითქვის გამოყვანის წესებზეც. გამოყვანის წესებში შედის, მაგალითად, სილოგისტური ლოგიკის წესები, ან პროპოზიციული ლოგიკის წესები (ზოგიერთი ეს წესია კონსტრუქციული დილემა, მოდუს პონენსი, მოდუს ტოლენსი და ა.შ.) და ა.შ. ამ წესბის გამოყენების უფლებაზეც ვრცელდება ფილოსოფიური კითხვები: რამდენად შეიძლება ეს წესები გამოვიყენოთ? რამდენად შეესაბამება რეალობა ამ წესებს? და ა.შ. C) მესამე პრობლემა რომლის წინაშეც მოცემული ფიოლოსოფიური მეთოდი დგას არის ეს:
ნებისმიერი ამოსავალი დებულების სისწორე
ფილოსოფიის საკითხია. რამდენად სწორია არგუმენტში მოცემული ამოსავალი დებულებები? ამ კითხვას მიყავხარ უსასრულო რეგრესიამდე, დაუსრულებელ მსჯელობამდე, რამეთუ არგუმენტის ამოსავალი დებულებები სხვა არგუმენტით უნდა გაამყარო, რომლის ამოსავალი დებულებებიც თავისთავად სხვა არგუმენტით უნდა გაამყარო უსასრულოდ!
3) როგორ ვუყურებთ ადამიანიების უმრავლეობა (მაგრამ, აბსოლიტურად ყველა ფილოსოფოსი) ამ სამყაროს სინამდვილეში და რას გვაძლევს ფილოსოფიური განსჯა სინამდვილეში? ფილოსოფიური განსჯა იძლევა მხოლოდ წინადადებების გენერაციას. დაიწყებ ამოსავალი დებულებებით, იყენებ ლოგიკის კანონებს და გამოყვანის მეთოდებს და საბოლოოდ იღებ მხოლოდ-და-მხოლოდ და ისევ-დაისევ წინადადებებს, რომელიც ამბობს უბრალოდ რაღაცას, მეტი არაფერი. ეს ფილოსოფიური წინადადებები ამბობენ მაგალითად შემდეგს: მატერია პირველადია და ცნობიერება მისი პროდუქტია; ცნობიერება პირველადია და მატერია მისი პროდუქტია; ნივთების თავისთავად შეცნობა შეუძლებელია (ბატონო ჩემო, ამას კანტი ამბობდა); შემეცნება შესაძლებელია და ა.შ.; მერე რა? მივიღეთ რაიმე ახალი განცდა? განვიცადეთ მატერიის პირველადობა? განვიცადეთ და უშუალოდ განვჭრიტეთ ცნობიერების პირველადობა? განვიცადეთ და უშუალოდ 100 %-ით განვჭრიტეთ ის ფაქტი, რომ ნივთების შეცნობა თავისთავად შეუძლებელია? არაფერი ასეთი არ გაგვიციდია. ისევ ვხედავთ ცხოვრებას ისე, როგორც ვხედავთ. თუ სხვანაირად განვიცდით მომავალში რაიმეს, ისე განვიცდით, როგორც განვიცდით მაინც. თუ ჩემს განცდას სახელებს დავარქმევ, არავითარ ახალ ცოდნას არ ვიღებ. თუ ჩემს წინ არსებული ჭიქა წითელია და მე ვამბობ, რომ ჩემს წინ არსებული ჭიქა წითელია, განცდის კონსტატაციას ვაკეთებ მხოლოდ.
თუ გინდა კიდევ "ობიექტური ვიქნები": 1) ერთის მხრივ, რაც ფილოსოფიურ მეთოდს შევეხე, ეს ყველაფერი ფაქტია. სხვანაირად ფილოსოფია არ კეთდება. 2) მეორეს მხრივ, იგივე განსჯა თვითონ ჩემს მსჯელობასაც (გინდა ფილოსოფია დაარქვი ამას და გინდა შტეროსოსოფია) ეხება, რაც ამავე მსჯელობას უარყოფს. ისმის კითხვა: სად არის გამოსავალი მაშინ? მუუუ.
ახლა უშუალოდ შენ უპასუხე ამ კითხვას ისევ: რა განსხვავებაა რწმენასა და ფილოსოფიას შორის? და რა განსხვავებაა იმაში, რწმენით (100 %-იანი რწმენით) დაიწყებ შემცნებას თუ ფილოსოფიური მსჯელობით?
QUOTE
QUOTE
ძალიან კარგი დარწმუნებული რომ ხარ. მაგრამ მაინც, რა არის ადამიანის არსი? ჩემი, როგორც კონკრეტული ადამიანის, არსი რა არის?
არსი არასწორი სიტყვაა ალბათ მე გითხარი ზოგადად ადამიანის ფენომენი ამოვიცანი, რომელზეც საუბარი მთელი დღე გასტანს კი არადა მეტი რადგან დოსტოევსკის მთელ ოთხ წიგნზე აქვს ეს გავრცობილი. პირადად თითოეული ადამიანზე არ ვამბობ მე მაგრამ ზოგადად ადამიანი არის არსება რომელიც რაღაც თვისებებით გამოირჩევა სხვა არსებებისგან და აქ ის ერთნაირია, თუმცა არის გასაღებიც იმის რომ ეს თვისებები დასძლიო და გახდე ზეკაცი აი ამ შემთხვევაშI იქნები შენ განსხვავებული ადამიანი და არა იმით რომ განსხვავდები სხვებისგან. არა არ განსხვავდებით ყველა ადამიანი არსობრივად ერთნაირია და მისი ძირითადი თვისებები მისი გაჩენიდან დღემდე არ შეცვლილა.
მეგობარო, როგორ შეიცანი ზოგადად ადამიანი, როცა ზოგადად ადმიანი არც კი გაგიცდია? "ზოგადად ადამიანი" არის აბსტრაქცია, უშინაარსო სიტყვა სინამდვილეში. როდესმე განგიცდია (დაგინახია, მოგისმენია, შეხებიხარ და ა.შ.) ზოგადად ადამიანს? შენ აღიქვამ მხოლოდ კონკრეტულ პეტრეს, პავლეს და ივანეს. შენს განცხადებას, რომელიც სინამდვილეში თავის მოტყუებაა, მხოლოდ აზრი ექნება, ყველა კონკრეტული ადამიანს უშუალოდ რომ ჭვრეტდე. ეს იმას ნიშნავს, რომ პეტრეც ხარ, პავლეც და ივანეც შენ თავთან ერთად. ხარ ასეთი რამ? შენ მე ხარ? შენ ხედავ ჩემს სამყაროს? დოსტოევსკიმ როგორ დაგანახა რა სამყაროს ვხედავ მე და ვინ ვარ მე? მე თვითონ არ ვიცი ვინ ვარ მე და გარდაცვლილმა დოსტოევსკიმ საიდან იცის ვინ ვარ მე? შენ თუ იცი სინამდვილეში ვინ ხარ შენ? შენი ნამდვილი სახე გინახია?
დსტოევსკიმ შენ შეიძლება დაგანახოს წინადადებები. რას წერდა დოსტოევსკი ვერ გეტყვი, რამეთუ არ ვარ ამ ლიტერატურაში გათვიცნობიერებული, მაგრამ დსოტოევსკი შენ იმის მეტს ვერაფერს გეტყდოდა, თუ რა თვისებები მიანიჭა მის გმირს. დოსტოევსკი გეტყოდა "გრიგოლი კაი კაცია", "ჯაბანას სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია" და ა.შ. შენ კიდევ, ამის საფუძველზე ზოგადად ადამიანი როგორ შეიმეცნე?
ჩემი აზრით (ახლა ჩემს აზრს გეუბენბი, რომელიც ჩემთვის რწმენაა), სინამდვილეში ფილოსოფიას ადამიანი მიყავს დიამეტრალურად საწინააღმდეგო მიმართულებით, ვიდრე რაც არის იგი სინამდვილეში. თუ გაინტერესებს, ჩემს რწმენას ამის თაობაზე გაგანდობ. მაგრამ ამის ფილოსოფიურ ანალიზს და ზედმიწევნით არაწინააღმდეგობრიობას ნუ მომთხოვ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Augusto Pinochet
Ordem e Progresso
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Augusto Pinochet
Ordem e Progresso
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 10930
წევრი No.: 58526
რეგისტრ.: 15-April 08
#17048339
· 21 Dec 2009, 09:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vano_t
QUOTE
1) როგორ უნდა განისაზღვოს შემეცნება? რაიმე ახლის მოცემას დავარქვათ შემეცნების პროცესი. პირველ რიგში, შემეცნება მკვეთრად თუ არ გამიჯნე სხვა რამისაგან, მაშინ ყველაფერს შეიძლება გააჩნდეს შემეცნების უნარი.
რა გამიჯვნა უნდა ისედაც გამიჯნულია, იცი როგორ რაღაცას ამბობს, მე რო ჭამაზე გესაუბრო და შენ რო იკითხო: რა არის ჭამა, თუ ეს რაღაც ნივთიერებების პირის ღრუდან მუცელში გადაშვებაა, მაშინ იგი უნდა გაიმიჯნოს სხვა რამისგან, რა გამიჯვნა უნდა რომ მეუბნებიო განსხვავება ვერ ახსენიო ერთ რაღაცას გეტყვი, რაღაცა დაინახე შენ სიტყვაზე და არ მოგეწონა და რომ მითხრა დანახვასა და მოწონებას შორის არ არის განსხვავებაო იგივეს ამბობ. შემეცნება არის რაღაცას რომ გაიგებ ზოგადა ტვინში ინფორმაციის შესვლა არის შემეცნება და იმისი დაჯერება კიდევ სხვა რაღაც არის, ეგრე თუ მიუდექი საერთოდ ვერც ერთ აქტს და მოქმედებას ვერ გამიჯნვ ერთმანეთისგან....
QUOTE
მეგობარო, როგორ შეიცანი ზოგადად ადამიანი, როცა ზოგადად ადმიანი არც კი გაგიცდია? "ზოგადად ადამიანი" არის აბსტრაქცია,
მე მეუბნები საიდან იციო და შენ თვითონ იმავე წინადადებას იმით ამთავრებ, რომ შენს მიერ ადამიანის არსის ცოდნის დემონსტრირებას ახდენ და ამბობ, რომ ის აბსტრაქციაა, საიდან არის აბსტრაქცია, როგორ? მე ვერ დაგეთანხმები ამაში..
QUOTE
როდესმე განგიცდია (დაგინახია, მოგისმენია, შეხებიხარ და ა.შ.) ზოგადად ადამიანს? შენ აღიქვამ მხოლოდ კონკრეტულ პეტრეს, პავლეს და ივანეს. შენს განცხადებას, რომელიც სინამდვილეში თავის მოტყუებაა, მხოლოდ აზრი ექნება, ყველა კონკრეტული ადამიანს უშუალოდ რომ ჭვრეტდე. ეს იმას ნიშნავს, რომ პეტრეც ხარ, პავლეც და ივანეც შენ თავთან ერთად. ხარ ასეთი რამ?
მე მგონი შენ უფრო იტყუებ თავს იმით რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალური გგონია, კი რაღაც საკითხებში და გრძნობებში რაზეც შენ ასე გაუთავებლად საუბრობ ის მართლაც ინდივიდუალურია, მაგრამ აქ ამაზე არ არის საუბარი, მე ვსაუბრობ ქმედებებიდან გამომდინარე, მართალია მე ვერ ვიგრძნობ იმას რასაც პეტრე ან პავლე გრძნობდა მაგრამ მე შემიძლია დავინახო რას აკეთებდა პეტრე და პავლე და ივანე და როდესაც ვხედავ რომ ისინი ერთი სისტემით მოქმედებნ და ერთი ძირითადი თვისებები აქვთ მე შემიძლია დავასკვნა რომ პეტრეც, პავლეც და ივანეც ერთ ჩარჩოში სხდებიან და თვითოეული მათგანი მხოლოდ გრძნობებშია ინდივიდუალური თუმცა ესეც პირობოთად იმიტომ რომ არ ვიცით, თორემ სულაც არ გამოვრიცხავდი, რომ გრძნობებშიც ერთნაირები არიან... ჩემთვის ადამიანი როგორც არსება, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებებს და დგამდა ნაბიჯებს არის ყველა ერთნაირი მიუხედავად იმისა ცხოვრობდა ის პირველ ყოფილ საზოგადოებაში თუ 21-ე საუკუნეში... ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ხერხები შეიცვალა ადამიანშI და არამც და არამც თვისებები რაც მას გაჩენის დღიდან დაანათლა მას გამჩენმა. აი ამ თვისებების ამოცნობაზე და შემეცნებაზეა საუბარი და დოსტოევსკიც მათზე საუბრობს, შეგიძლია წაიკითხო "დიდი ინკვიზიტორი" და იქ საუბრობს ძალაინ კარგად ადამიანებზე, ზოგადად და არა იმაზე თუ რას გრძნობდნენ პეტრე, პავლე და ივანე!
QUOTE
ჩემი აზრით (ახლა ჩემს აზრს გეუბენბი, რომელიც ჩემთვის რწმენაა), სინამდვილეში ფილოსოფიას ადამიანი მიყავს დიამეტრალურად საწინააღმდეგო მიმართულებით, ვიდრე რაც არის იგი სინამდვილეში. თუ გაინტერესებს, ჩემს რწმენას ამის თაობაზე გაგანდობ. მაგრამ ამის ფილოსოფიურ ანალიზს და ზედმიწევნით არაწინააღმდეგობრიობას ნუ მომთხოვ.
ნამდვილად ვერ მივხვდი რის საფუძველზე ფიქრობ ამას? მაგალითად მე რატომ ვარ წასული დიამეტრალურად საწინააღმდეგო მხარეს წასული? არა შეიძLება წასული ვარ ეს ვთქვათ თქვენ არ იცით, მაგრამ მე ვკითხულობ აპრიორი რატომ ვარ წასული? იქნებ და არ ვარ წასული საწინააღმდეგო მხარეს და ძალიანაც სწორ მხარეს მივდივარ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
goga_g
Crazy Member
ჯგუფი: Members
goga_g
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2277
წევრი No.: 62032
რეგისტრ.: 22-May 08
#17052231
· 21 Dec 2009, 15:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რატომღაც, გამახსენდა გასეტის "მასების ამბოხი"....
აი ის რა...ადამიანი-მასაზე, მის ბაკანზე და ჰერმეტულობაზე, რომ წერს...
This post has been edited by
goga_g
on 21 Dec 2009, 15:42
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
monogamist
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
monogamist
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11951
წევრი No.: 61462
რეგისტრ.: 17-May 08
#17052284
· 21 Dec 2009, 15:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რაც უფრე მეტს ილაპარაკებ მით უფრო ბევრ სისულელეს იტყვი
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(8)
« პირველი
...
4
5
[6]
7
8
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0604 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.