... ყველაფერში კი - სიყვარული;
ანუ სიყვარულის გარეშე -
რაც არ უნდა ნათელი იდეები მქონდეს, რაც არ უნდა დიდ სიბრძნეს ვფლობდე,
ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნა მქონდეს,
და რწმენით მთების გადაადგილება შემეძლოს -
არარაობა ვიქნები და მეტი არაფერი.
...და რადგანაც ჩემთვის მთავარი ქრისტეა,
...და რადგანაც ერთიანობისათვის საჭიროა მთავარში - ერთიანობა! (ნეტარე ავგუსტინეს ფორმულა)
მე ვთვლი, რომ ერთნი ვართ მართლმადიდებლებიც და კათოლიკებიც;
ისევე როგორც ერთია ქრისტეს ეკლესიის საიდუმლოებები და ღვთის მადლი.
ესაა ჩემი პასუხი მაცხოვრის ლოცვაზე,
რომელმაც პირადად ჩემთვის, პირადად შენთვის და პირადად ჩვენთვის ილოცა.
''დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი.
მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით''რაც შეეხება სხვაობებს, რომლებიც ეკლესიებს აშორებს -
აქ მე უკვე ავღნიშნე, რომ ჩემთვის ახლოა მართლმადიდებლური შეხედულებანი,
რადგანაც სწორედ აქ იხსნება სრულად ქრისტიანული სწავლების არსი.
მაგრამ ეს სხვაობა - რომელიც გვაშორებს - თავისი წონით ვერ აღემატება იმ მთავარს -რაც გვაერთიანებს.
- გარკვეული, კონკრეტული შეხედულობების კრიტიკა?
ერთიმეორეს დარწმუნება იმაში, თუ რომელი ცხება, სად ცდება და ვინაა მართალი?
რა თქმა უნდა, ეს დასაშვებია... რადგანაც განსხვავებების არებობა გარდაუვალია...
რადგანაც არავინაა მართალი, რადგანაც ყველა ცრუა და მხოლოდ ღმერთია ჭეშმარიტი.
მაგრამ დაშვებულს გააჩნია საზღვრები.
საზღვარი კი სიყვარულია.
''იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით.
სიყვარულით გეკეთებინოთ ყოველი თქვენი საქმე''[1კორ]
ამჯერად სათქმელის ძირითადს და მთავარს აქ ვასრულებ.
ამიტომ დროებით დაგემშვიდობებით.
გფარავდეთ სიყვარულისა და მშვიდობიდ ღმერთი, უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მადლი ძვირფასნო!
p.s.ეხლა რაც ღვთისმეტყველობას შეეხება ანუ საკითხებს რომლებშიც განვსხვავდებით;
რაც ამ თემაში ნაკლებად საინტერესოა და ამის გამო
დაინტერესებულთათვის, მხოლოდ აზრს დავაფიქსირებ.
ზოგიერთისათვის ცნობილია - ჩემი შეხედულობები, ისევე როგორც - ჩემი დამოკიდებულობა ამ მეცნიერებისადმი. რომელიც ასე საინტერესოა, მნიშვნელოვანია და აუცილებელია.
... და ყველასათვის ცნობილია - რაოდენ რთული და ტევადია ეს ყველაფერი.
ამიტომ მოკლედ შევეხები იმ ძირითადს, რამაც ამ თემაში გაიჟღერა.
სხვაობის არსებობას რამოდენიმე ფაქტორი განაპირობებს.
არ იქნება მართალი, თუ ერთ რომელიმე ფაქტორს გამოვყოფთ და მას მიზეზად დავასახელებთ;
მითუმეტეს, როდესაც მიზეზად მაგალითად რუსულ ეკლესია დავასახელებთ,
რაც ძალიან დიდი პატივია ჩემი აზრით ამ ეკლესიის მიმართ.
მიზეზი სათავეს გაცილებით ადრე იღებს,
გაცილებით ადრე, ვიდრე თავად მაცხოვარი მოგვევლინა.
ესაა ზღვარი, რომელიც - ე.წ. დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გადის;
- რომელიც რომსა და ათენზე გადის;
- რომელიც ელინისტური აზრის, ფილოსოფის და იურიდიუად მოაზროვნე ძველი რომის,
მისი იდეის «ordo» — უპირველეს ყოვლისა, შორის გადის.
ჩვენ გვაკავშირებს საერთო ისტორიია პირველი ათასწლეული - ოქროს ხანა ეკლესიის ცხოვრებაში.
ჩვენ ვიყავით ერთნი როდესაც ვიშვით, ფეხი ავიდგით, განვმტკიცდით რწმენაში,
მივიღეთ მრწამსი, გავძლიერდით ცოდნაში და სრულად აღვითქვით ღვთიური მადლი, ჭეშმარიტება.
... როდესაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა საეკლესიო ორგანიზმის სტრუქტურა.
რა თქმა უნდა საკვირველი არაა, როდესაც ერთიდაიგივე წმინდა მამას ვცემთ პატივს,
- როდესაც ერთი და იმავეს ეკლესიის მასწავლებელს ვუსმენთ...
საკვირველი და საოცარი ისაა, რომ ასეთი საერთოს ქონის ფონზე,
მაინც ვახერხებთ იმას, რომ ასე განვსხვავდებით ერთმანეთისაგან.
ღვთის წყალობით, დასაწყისში ხსენბული სხვაობა არათუ აშორებდა - არამედ აერთიანებდა ქრისტეს ეკლესიას. ერთი მეორეს ავსებდა და აძლიერებდა, როგორც ჩვევია ეს ცოცხალ ორგანიზმს.
მაგრამ დრო მიდიოდა წუთისოფელში და იქ სადაც სიწმინდე ძლიერდებოდა - ასევე ძლირდებოდა წუთისოფლის განმგებლის ცდუნებაც... და მოხდა ის რასაც ასე სევდიანად იხსენებს ყოველი ქრისტიანი - ათასწლეული ისტორიის მერე გზები გაიყო.
++
როდესაც ელინისტურმა აზრმა, ბერძნულმა ფილოსოფიამ ზენიტს მიაღწია პლოტინის სახით (ფილოსოფ-იდეალისტი, ნეოპლატონიზმის დამაარსებელი), იმავე დროს და იმავე ქალაქში იღწვოდა ადამიანი, რომელსაც ''ღვთისმეტყველობის მამად'' ნათლიან - ორიგენი.
სწორედ ათენის (ჯერ კიდევ წარმართულ) განთქმულ უნივერსიტეტში დაახლოვდა ორი დედაბოძი რომელზეც ეკლესია დგას: წმიდანთა შორის მამა ჩვენი გრიგოლ
კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი რომელსაც იოანე მოციქულის მსგავსად ღვთისმეტყველი ეწოდა და წმიდათა შორის მამა ჩვენი ბასილი დიდი კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი, რომლებიც მოსწავლეებსაც კი ურჩევდნენ, რომ დაეხმარათ ელინისტური აზრის დიდი ავტორები....
აქ ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, მოკლედ ვიტყვი:
- არ ვაკნინებ დასავლეთის დიდ ღვაწლს, მაგრამ ის რასაც ქრისტიანული ღვთისმეტყველობა ქვია, როგორც მის შექმნაში ასევე განმტკიცებაში, უდიდესი როლი აღმოსავლეთს მიუძღვის.
მარტო ალექსანდრიის ეკლესიის მაგალითი რად ღირს?! ...(თუმცა, ჯობია აქ შევჩერდე.)
ამიტომ, როდესაც სიტყვა ღვთისმეტყველობას ეხება, აქ ჩემთვის ახლო, მნიშვნელოვანი და მშობლიურია აღმოავლური ხედვა - მართლმადიდებლური - თუ გსურთ - მოიხსენიეთ ბიზანტიური.... მაგრამ როგორც უკვე ვთქვი - რუსეთი არაფერს შუაში არაა.
აქ ვიცი, რომ კათოლიკი ძმები შემეკამათებიან: - ჩვენც ზუსტად ისეთივე დამოკიდებულობა გვაქვს ხსენებულთან, როგორც თქვენ.
თუმცა საქმე არც ასეა.
განსხვავება არის... და რაც უფრო გადიოდა დრო, ეს სხვაობა უფრო და უფრო იზრდებოდა და ფარავდა ჩვენ საერთოს.
ამჯერად არ შევეხები, არც განთქმულ ''პაპის პრიმატს'' არც ''ღვთიშობლის უბიწოდ ჩასახვის დოგმატს'' და სხვა მრავალს....
პატივისცემის მიუხედავად, პირადად ჩემთვის უცხოა ის არსი, რომელიც თავს იჩენს კათოლიკური ეკლესიის აღიარებულ მასწავლებლების შეხედულობებში (ყველაზე არაა საუბარი), რომლებიც გზათა გაყოფის შემდეგ გამოვიდნენ ასპარეზზე და ''გაამდიდრეს'' კათოლიკური ღვთისმეტყველობა, რამაც შესაბამისი გავლენა იქონია მთლიანად ქრისტიანული რწმენის არსის ხედვაზე.
იგივე ერთი-ერთი უდიდესი ''კათოლიკე წმინდანი'' ფრანცისკ ასიზელი, რომლის სახელიც შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ განთქმული სტიგმების შესახებ ალბათ მრავალს სმენია;
ან პატარა ტერეზა, ლიზიელი (იესოს ჩვილი), რომელმაც 23 წელი იცოცხლა ამქვეყნად და მსოფლიო ეკლესიის კიდევ ერთ მოძღვრად იქნა გამოცხადებული. .. და სხვა. (აღარ გავაგრძელებ)
რადგანაც სიტყვა ძალიან გამიგრძელდა, აჯობებს დავკონკრეტდე და მაგალითისათვის მივუთითო სხვაობაზე, რომელიც ღვთისმეტყველობას ეხება.
ქრისტიანობა მთლიანად ერწყმევა ერთ სიტყვას - ქრისტე.
რას ნიშნავს ეს?! ანუ რა წარმოადგენს ამ რელიგიის არს?!
ესაა მსხვერპლი, რომელიც ქრისტემ გაიღო კაცთა მოდგმის წინაშე.
''მაცხოვარი მოვიდა წუთისოფელში, რომელიც ძალადობით, დაპირისპირებითა და ბოროტებით არის სავსე.
მოვიდა, რათა სრულიად გარდაექმნა იგი.
თვინიერ ცოდვისა მიიღო ჩვენი დაცემული ბუნება, რომ საღვთო სიყვარულის ძალით
მოეხდინა ჩვენი შინაგანი ფერისცვალება, შეიმოსა ადამიანური სხეულით,
რომ მარადიული ტანჯვისაგან ეხსნა კაცთა მოდგმა''.
საშობაო ეპისტოლე''ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე''ქრისტეს მსხვერპლი - ესაა ჩვენთვის საღვთო სიყვარულის ჩუქება.
ის გვჩუქნის საკუთარ თავს - საკუთარ სიდიდეს - საკუთარ სიცოცხლეს.
- რაში მდგომარეობს ქრისტეს მსხვერპლის არსი?პასუხის გასაცემად, ხსენებულ სამ ქრისტიანულ კონცეფციაში
სამი განსხვავებული ტერმინი გამოიყენება, რომლებიც
მშვენივრად გამოხატავენ თვითოელი კონცეფციის არს.
კათოლიკურ ღვთისმეტყველებაში -
გამოსყიდვა;
პროტესტანტულ ღვთისმეტყველებაში -
გამართლება;
მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში -
განკურნება და ცხონება;
თუ რა სხვაობაა და რატომაა ეს სხვაობა?! ამაზე ამჯერად არ შევჩერდები.
მაგრამ სხვაობა რომ მნიშვნელოვანია ეს ფაქტია.
ზევით ჩვენი პატრიარქტის ციტადა დავდე.
გამოვყოფ ამას:
''მიიღო ჩვენი დაცემული ბუნება, რომ საღვთო სიყვარულის ძალით
მოეხდინა ჩვენი შინაგანი ფერისცვალება'' ქრისტემ, თავად უცოდველმა, თვინიერად მიიღო ადამიანის დაცემული ბუნება, რომ განეკურნა იგი - ესაა ქრისტეს მსხვერპლის არსი.
თავის დროზე ამ საკითხზე დიდი დისკუსია მქონდა იგივე მართლმადიდებლებთან, რაც დღესაც გრძელდება, რომლებიც უარყოფენ იმას რომ ქრისტემ ადამიანის დაცემული ბუნება მიიღო - ისინი ეყრდნობიან ეკლესიის ზოგიერთ სწავლებას....
მაგრამ საქმე იმაშია, რომ :
1. (თუნდაც წმინდანის მიერ) ცალკე გამოთქმული აზრი - არ შეიძლება ჩაითვალოს ეკლესიის სწავლებად.
2. მათლმადიდებლური ღვთისმეტყველობის მასალები, ხშირად ითარგმნებოდა რუსულიდან, ხოლო რუსული კი - დასავლეთის მასალებს ეყრნობოდა.
სადაც ირკვევა, რომ ქრისტეს ადამიანური ბუნება არ ყოფილა პირველყოფილი ცოდვისაგან დაზიანებული... თუ ეს ასეა, შესაბამისად ქრისტეს მსხვერპლის არსი არა ''განკურნებაშია'' არამედ ''გამოსყიდვაში'' - იმ ცოდვებისაგან გამოსყიდვაში, რაც ადამიანს მიუძღვის უფალის წინაშე... და შესაბასმისად წინა პლანზე გამოდის ტერმინები როგორიცაა: ''გამოსყიდვა'', ''გადახდა'', ''მოსამართლე'', ''სამართალი''... და ა.შ.
აქ შეიძლება ბევრმა თქვას: და რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს?! რა ბუნება მიიღო ქრისტემ და ა.შ.
დამერწმუნეთ, არაფრია უმნიშვნელო და მითუმეტეს ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი.
................. მორჩა! ეხლა კი მართლა უნდა მოვრჩე..