#16473225 · 15 Nov 2009, 15:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ კმარა აქ ღვარძლიანი ყოვლად უსაფუძვლო განკითხვა და შეურაცხყოფა ადამიანისა, რომელიც 24 სააათი იმაზე ფიქრობს ვის რა სიკეთე გაუკეთოს! რაც თემა გაიხსნა არცერთი მტკიცებულება და არგუმენტი არ დადებულა იმ მარაზმატიკული ბრალდებებისა, რომლებიც აქ მრავლად გადმოიფრქვა. ფაქტი ერთია, ვიღაც ძალიან ბევრს ცდილობს პატრიარქის დისკრედიტაციას, მაგრამ არაფერი არ გამოვა!
მე უკვე აღვნიშნე რომ წაიშლებოდა ყველა პოსტი, რომელიც არ იქნებოდა შესაფერისი რელიგია -ფილოსოფიის განყოფილებისა, და რადგანაც ვატყობ რომ ეს არ შეუძლითა მავანთ. ხოდა იხურება! ხოლოდ რაც შეეხება აქ ზოგ-ზოგიერთ ვაიღვთისმეტყველსა და ვაიპატრიოტს, რომლებსაც მსგავსი სისულელეები მიაჩნიათ დაბრკოლებად:
| QUOTE | პატრიარქმა დალოცა შევარდნადძე---------------------------შევარდნადძემ ტყავი გააძრო საქართველოს. პატრიარქმა დალოცა სააკაშვილი------------------------------სააკაშვილმა კარგად დაიწყო და ცუდათ ამთავრებს. ილოცა 9 აპრილს--------------------------------------------------9 აპრილს გოგონები დახოცეს, თვითონ კი თავს უშველა. შობა დღეს (2008წ) პატრიარქმა თქვა, რომ სოფლის მეურნეუბა უნდა აღორძინდეს----------------მოსავალი სეტყვამ და წყალდიდობა გაანადგურა. შობა დღეს (2008წ) პატრიარქმა ხალხს უთხრა, რომ " საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა"-----------------რაც ტყუილია, რადგანაც საქართველოში პრობლემები სულ მატულობს. შობა დღეს (2008წ) პატრიარქმა ხალხს უთხრა, რომ "საქართველო ბოლოჟამს გაბრწყინდება"----------------------ესეც ტყუილია, რადგანაც ბიბლიაში ეს არ წერია. პატრიარქმა მოუწოდა ქართველებს გამრავლებისკენ--------------------------ერი იწრიტება. პატრიარქმა მოუწოდა ქართველებს სამშობლოში დაბრუნება---------------------უფრო მეტი ხალხი გარბის საზღვარგარეთ. დალოცა სტადიონი-----------------ქართული ფეხბურთის მზე ჩაესვენა. გამოსცა შავი წიგნი, სადაც უნდა ჩაეწერა მკვლელი-----------------------------მკვლელობა არ შემცირდა. პატრიარქმა დალოცა და აკურთხა საქართველო-----------------------საქართველომ დაკარგა ტერიტორიები და ხალხი დარჩა უსახლკაროდ.
[B]პატრიარქი იყო ერთ-ერთი პერველი, რომელმაც ხელი მოაწერა 1983 წელს თვითფრინავის გამტაცებლების და უდანაშაულო მღვდლის დახვრეტას ხელი[/U]. |
მინდა სათითაოდ ვუპასუხო: 1.
| QUOTE | | პატრიარქმა დალოცა შევარდნადძე---------------------------შევარდნადძემ ტყავი გააძრო საქართველოს. პატრიარქმა დალოცა სააკაშვილი------------------------------სააკაშვილმა კარგად დაიწყო და ცუდათ ამთავრებს. |
ქრისტემ იუდა აზიარა, მაგრამ მან გასცა იგი! გიყვარდეს მტერი შენიო კარგად გაქვთ გაზეპირებული, მაგრამ საკმარისია ცოდვილი ადამიანი დალოცოს, რომ ეგრევე ქვეყნის მოღალატე ხდები ხო? ვაი თქვენს ლოგიკას!
| QUOTE | | ილოცა 9 აპრილს--------------------------------------------------9 აპრილს გოგონები დახოცეს, თვითონ კი თავს უშველა. |
ნუ აი ამ მარაზმზე საერთოდ რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ნორმალურ ადამიანს? ეს არის პურის რიგში მდგარი ჭორიკანა ადაამიანის ბოდვა, რომელიც აზრზე არ არის საერთოდ რა მოხდა იმ დღეს.
| QUOTE | | შობა დღეს (2008წ) პატრიარქმა თქვა, რომ სოფლის მეურნეუბა უნდა აღორძინდეს----------------მოსავალი სეტყვამ და წყალდიდობა გაანადგურა. |
ეს დაახლოებით იმას ჰგავს: კიდე წვიმს ამ მთავრობის დედა ვატირე! სასაცილოა რა!
| QUOTE | | შობა დღეს (2008წ) პატრიარქმა ხალხს უთხრა, რომ " საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა"-----------------რაც ტყუილია, რადგანაც საქართველოში პრობლემები სულ მატულობს. |
პრობლემების მომატება არ გამორიცხავს ღვთის ან ღვთისმშობლის მფარველობას. რადგან არა მატერიალური ფასეულობაა მნიშვნელოვანი, არამედ სულიერი!
| QUOTE | | შობა დღეს (2008წ) პატრიარქმა ხალხს უთხრა, რომ "საქართველო ბოლოჟამს გაბრწყინდება"----------------------ესეც ტყუილია, რადგანაც ბიბლიაში ეს არ წერია. |
და პატრიარქმა თქვა რომ ბიბლიიდან ამოიკითხა ეს?
| QUOTE | | პატრიარქმა მოუწოდა ქართველებს გამრავლებისკენ--------------------------ერი იწრიტება. |
იწრიტება არა კვატი ღმერთო ჩემო, და ამის მერე მართლმადიდებლებს უწეოდებენ გაუნათლებლებს. სარკეში ჩაიხედეთ! | QUOTE | | პატრიარქმა მოუწოდა ქართველებს სამშობლოში დაბრუნება---------------------უფრო მეტი ხალხი გარბის საზღვარგარეთ. |
სტატისტიკური მონაცემებიც მოაყლოეთ ხოლმე, ასეთ ღრმა მეცნიერულ შრომებს რო დებთ ფორუმზე  | QUOTE | | დალოცა სტადიონი-----------------ქართული ფეხბურთის მზე ჩაესვენა. |
ესეც პატრიარქს დაავრალეთ!? პატრიარქი ეპისკოპოსია და არა შავი მაგიის მაგისტრი! ჯადოს ვერ გაუკეთებდა ეხლა ჩვენს მოწინააღმდეგ გუნდებს და ვარჯიშზე ატჟიმანიებზე კურთხევას ვერ გასცემდა | QUOTE | | გამოსცა შავი წიგნი, სადაც უნდა ჩაეწერა მკვლელი-----------------------------მკვლელობა არ შემცირდა. |
 როგორც ვატყობ აქ სერიოზულ სიბნელესთან გვაქვს საქმე! უფრო რთულადაა საქმე ვიდრე მეგონა | QUOTE | | პატრიარქმა დალოცა და აკურთხა საქართველო-----------------------საქართველომ დაკარგა ტერიტორიები და ხალხი დარჩა უსახლკაროდ. |
პატრიარქი მგონი ერთადერთია ვინც საერთოდ რაიმე ქმედით ნაბიჯებს აკეთებს ამ მიმართულებით და ეგეთი რამე ნაღდად არ ითქმის მაგაზე.
| QUOTE | | პატრიარქი იყო ერთ-ერთი პერველი, რომელმაც ხელი მოაწერა 1983 წელს თვითფრინავის გამტაცებლების და უდანაშაულო მღვდლის დახვრეტას ხელი -? |
აი ეს ბოლო პუნქტი ნამდვილად ამტკიცებს იმ მოსაზრებას რომ სერიოზული კამპანიაა აგორებული პატრიარქის დისკრედიტაციის მიზნით. არ აქვს მნიშვნელობა არგუმენტი დაიდება თუ არა, რადგან ზოგადად ასეთი ბრალდების გაჟღერება მოჭორავე სუბიერქტებში უკვე იწვევს აჟიოტაჟს. მოკლედ მსგავს მარაზმს დავინახავ კიდე აქ და მერე უკვე სხვა ზომებს მივიღებ! მორჩა!
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
|