ბევრჯერ შეგინიშნავთ ალბათ ადამიანები (რათქმაუნდა თქვენ თვითონ თუ არ იქცევით მასე), რომლებიც გადაადგილებისას დაინახავენ რა ეკლესიას სასწრაფო წესით გადაიწერენ პირჯვარს.
შეიძლება დილით გამოხვედით სახლიდან, ხართ მორწმუნე, ეკლესია დაინახეთ და დღის წარმატებული დამთავრებისთვის, ან რაიმე საქმის წარმატებული შესრულებისთვის, სულიერი გამხნევებისთვის,ან რაიმე მიზეზით გადაიწერო პირჯვარი, მაგრამ ხშირად ეს ყვეაფერი საკმაოდ უცნაურ სახეს ღებულობს.
ზოგიერთი ერთხელ კი არა რამდენჯერაც დაინახავს ეკლესიას იწერს პირჯვარს, ერთ საათში პირჯვარი გადაიწეროს 15 ჯერ.
მაგალითად რამდენიმე დღის წინ გამოვედი სახლიდან და მივდივარ თსუ-ში ავტობუსით. ახალგაზრდა გოგო ზის ჩემს წინ სკამზე, პირველივე ეკლესია რაც შეხვდა გადაიწერა პირჯვარი სამჯერ
1. ბოგდან-ხმელნიცკის ქ. დასაწყისი_ ბარბარეს ეკლესია.

2. ორთაჭალის ხიდამდე არ მისული _მშენებარე ეკლესია.

3. გენერალური პროკურატურის გვერდით ახალაშენებული ეკლესია

4. მეტეხის ხიდამდე არ მისული ავტობუსიდან ჩანს ასევე ეკლესია მტკვრის მარცხენა ნაპირზე.

5. მეტეხის ტაძარი და იქვე ქვემოთ აბო თბილელის სახელობის ეკლესია. ( აქ მხოლოდ 3 ჯერ გაიწერა, ალბათ ახლო ახლო რადგან იყო ტაძრები)

6. ავტობუსიდან მარცხნივ, აბანოთუბანისკენ გაიხედა და ზემოთ დაინახა თაბორი

7. შემდეგ ნარიყალა და იქვე ქვემოთ ახლი აშენებულიეკლესია ალიევის პარკის პირდაპირ

8. გადავიდა ავტობუსი მეტეხის ხიდს და დაინახა სიონი და ნორაშენის სომხური ეკლესიის გუმბათი, რათქმაუნდა აქაც გადაიწერა პირჯვარი.

9. გაიხედა ხელმარჯვნივ დაინახა სამება , აქაც რასაკვირველია

10. სანამ ბარათაშვილის ხიდზე ავიდოდა ავტობუსი, ანჩისხატი, უფრო შორს კი მამა დავითი მთაწმინდა

11. რუსთაველზე ქაშუეთი, ზოგიერთი თავისუფლების მოედანზე მდგარი წმინდა გიორგის ძეგლის დანახვაზეც იწერს პირჯვარს

12. და ბოლოს ვარაზისხევიდან ხედავს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში აშენებულ დავით აღმაშენებლის ეკლესიას და აქაც პირჯვარს იწერს, ერთხელ ისიც დავინახე როგორ იწერდა ერთი ხანშისესული ქალბატონი პირჯვარს უნივერისტეტის მეორე კორპუსის დანახვისას, სავარაუდოა, რომ ეს ”ცოდნის ტაძარი” რადგან არის იმიტომ გააკეთა.

ამით მეტანიური მგზავრობა დასრულდა.
_______________________________________
საშუალოდ ამ გოგომ უნივერსიტეტმადე 36 პირჯვრის გადაწერის მოქმედება გააკეთა,
ყველაზესაინტერესო კი იყო უცხოელის სახე რომელიც ამავეე ავტობუსით მგზავრობდა და გაკვირვებული იყო ამდენი პირჯვრისწერით.
სხვა დროსაც ბევრჯერ გავმხდარვარ მსგავსი ფაქტის მომსწრე, ალბათ თქვენც დაგინახიათ
რა უდევს საფუძვლად ერთი პიროვნების მიერ ერთ საათსი 36 ჯერ პირჯვარის გადაწერას?
რისი თქმა უნდა ამით?
სხვაზე მორწმუნეა და ამის აფიშირებას აკეთებს
არ აქვს გააზრებული რას აკეთებს მაგრამ ასე ასწავლეს
გაუგია რომ ეკლესია პირჯვრის გაწერასთან ასოცირდება
ან რა უნდა იყოს ამდენი პიჯვრისწერის მიზეზი?
©
http://forum.tsu.ge/index.php?showtopic=17403&hl=