#49496850 · 15 Dec 2016, 19:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
masaki
QUOTE | ძნელია დაინახო ღმერთში სიყვარული რომელმაც უამრავი ადამიანი გაწირა ფაქტობრივად ამყვეყნიური ტანჯვისთვის და შემდეგ უკვე სამუდამო ჯოჯოხეთისთვის სადაც ულევია მატლი და ცეცხლი (მარკოზი 9:46) |
ეს ციტატა ბოლომდე უნდა წაიკითხო.
48 სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. 49 რადგან ყოველივე ცეცხლით დამარილდება. 50 მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდება, რიღათი აღადგენთ მას? იქონიეთ თქვენში მარილი და მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთში.“
ასევე უპრიანი იქნება ყურადღება მივაქციოთ სხვა მუხლებსაც:
გამოჩნდა ღმერთის მადლი, ყველა ადამიანის მხსნელი, ჩვენს აღსაზრდელად, რათა უარვყოთ უღვთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი, და ვიცხოვროთ ამქვეყნად გონივრულად, სამართლიანად და ღვთისმოსაობით. (ტიტე 2:11-12)
არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად (2 პეტრე 3:9)
ერთია ღმერთი და ერთია შუამავალი ღმერთსა და ადამიანთა შორის – ადამიანი ქრისტე იესო, რომელმაც თავი გასწირა ყველას გამოსასყიდად (1 ტიმოთე 2:5-6)
იმისათვის ვშრომობთ კიდეც და ვიღწვით, რომ მინდობილნი ვართ ცოცხალ ღმერთს, რომელიც მხსნელია ყველა ადამიანისა, უფრო მეტად კი მორწმუნეთა. (1ტიმოთე 4:10)
ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყნიერება და არ ჩაუთვალა ადამიანებს მათი დანაშაულებანი და გვიბოძა შერიგების სიტყვა. (2 კორ 5:19)
ყოველი ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გასწორდება და ოღროჩოღრო გზა გავაკდება. და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღვთისაგან.” (ლუკა 3:5-6)
სამუდამოდ არ გაწყრება და არც მისი რისხვა არის საუკუნო..არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგებს და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხდის. რადგან როგორც ცა მაღალია დედამიწაზე, ასევე დიდია წყალობა მისი მოშიშთა მიმართ; როგორც შორს არის აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე განგვაშორა მან დანაშაულნი ჩვენნი. როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, ისე შეიწყნარებს უფალი მის მოშიშებს; (ფს102:9-13 )
განა მსურს ბოროტეულის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, არამედ რომ მოიქცეს თავისი გზებიდან და იცოცხლოს. (ეზეკიელი 18:23)
მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა - თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას (ისაია 55:7)
ბოროტეულის სიკვდილი კი არ მსიამოვნებს, არამედ ის, რომ მოიქცეს ბოროტეული თავისი გზიდან და იცოცხლოს. მოიქეცით, მოიქეცით თქვენი გზებიდან, ბოროტეულნო! (ეზეკიელი 33:11)
|