ჩემო საყვარელო დებო და ძმებო,უფროსებო და უმცროსები,კათოლიკებო და მართმადიდებლებო,პროტესტანტებო და ყველა რელიგიის წარმომადგენელნო ყველას მინდა ბოდიში მოგიხადოთ რაც თქვენ წინააღმდეგ ჩავიდინე ცუდი,
დღეს დილით ვფიქრობდი იმაზე თუ რას ემსახურებოდა ჩემი მონაწილეობა ჩატში და დავინახე რომ ეს სულაც არ იყო სულიერი არამედ იყო უმრავვლესობა ხორცის საქმეები, რაზეც ცოტა მოგვიანებით როდესაც ვკითხულობდი ახალ აღთქმას მომივიდა დასტური ამ აბზაცის მეშვეობით გალატელთა 5:19-23 19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა,
20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა,
21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. და დავინახე რომ ხორცის საქმეებს უფრო მეტს ვაკეთებდი და მოვექეცი რელიგიურ კამათში და დავაში და იმის მტკიცებაში თუ ვინაა ჭეშმარიტი რაც ჩემის მხრივ სრულ უგუნურობად მიმაჩნია რამეთუ რელიგიამ ადამიანებში შური და ზიზღი არ უნდა გამოიწვიოს, მაგრამ ვინანიებ უფლის და თქვენს წინაშე რომ უგუნურად ვიქცეოდი რამეთუ წარმიტაცა ადამიანურმა დავამ და სულიერი გადამავიწყდა.
მე რელიგია ადამიანის სიყვარულს ვერ წამართმევს რომელსაც თქვენს მიმართ განვიცდი, იმიტომ რომ უფლის სიყვარული ყველა რელიგიაზე მაღალია როგორიც არ უნდა იყოს ის, რამეთუ სიყვარულის გარეშე ფუჭია ყველაფერი და თვით რელიგიაც.
მე უდიდეს პატივს ვცემ მათ ვინც უპირველესად უფლის სიყვარულს აყენებენ წინ,რადგან არ არსებობს მცნება ამაზე მაღალი "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავის შენი". და ვისურვებ რომ ის მტრობა რაც რელიგიის გულისთვის არის ადამიანებში იქნება შეცვლილი სიყვარულით ერთმანეთისადმი და უფლისადმი, რადგან ვერცერთი რელიგია ვერ გადაგვარჩენს გარდა უფლისადმი სიყვარულისა და მისი სიტყვის დასცვისა,ვისაც უფალი უყვარს ის მის სიტყვას იცავს.
ამ სიტყვებით რომელიც დავწერე ვდებ თქვენს მიმართ "აღთქმას" რომ არ ვიდავებ არამედ ვილაპარაკებ მხოლოდ უფლის სადიდებელ საქმეებზე, რომლებიც მან მრავლად მოახდინა ჩემს ცხოვრებაში რისთვისაც ვმადლობ ჩემს ღმერთს და ასევე მინდა თქვენც გადაგიხადოთ მადლობა მათ ვისაც გულწრფელად უნდოდა ჩემი დახმარება დაე უფალმა აღასრულოს თვენი ამგვარი ზრახვა, და თვენივე სასიკეთიდ მოგიზღათ ასმაგად.
და ბოლოს მინდა ყველას გისურვოთ სიხარული, სიყვარული და მშვიდობა თქვენს ოჯახებში ჩვენი კეთილი ღმერთისგან, დაე ყოველ ჩვენთაგანს აღესრულებინოს მისი ნება ამ წუთისოფელში და ყოველ ჩვენთაგანზე ესწავლებინოს უანგარო სიყვარული, ისეთივე სიყვარული როგორითაც მან ჩვენ შეგვიყვარა და გვიხსნა ჩვენი ცოდვებისგან, და ეს ციტატა მინდა დავაციტირო იმის დასტურად რომ არ აქვს მნიშვნელობა არც ეროვნებას არც რელიგიას და არც სხვა რამეს მთავარია ვიყოთ ქრისტეში და მის სიყვარულში უკუნითი უკუნისამდე
გალათელთა 3:26-29 26. რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით.
27. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით.
28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.
29. ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ და, აღთქმის თანახმად, - მემკვიდრენიც.
ყველანი დაგლოცოთ უფალმა ჩვენმა მხსნელმა ამინ!
დიდი და გულწრფელი სიყვარულით აჩიკო!
This post has been edited by zanneti on 12 Jan 2010, 20:31
იმიტომ რომ, თუ შენი პირით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები. რომ 10:9