Oldboy გამოგაფხიზლებ ეხლავე
ალბათ დამეთანხმები რომ , ჩვენი ცივილიზაცია არის მასკულინური . სახელმწიფო, კანონი, მორალი, რელიგია და მეცნიერება - ყოველივე მამაკაცების შექმნილია. კაცობრიობის ისტორიაში გადამწყვეტს წარმოადგენს თანაფარდობა, როგორიცაა - ,,ობიექტური - მამაკაცური“.
ისტორიულ ეპოქაში ქალებზე სხვადასხვა მითი არსებობდა. მაგალითად : შუა საუკუნეების ინკვიზიციის დროს გავრცელებული იყო
მითი კუდიანი ქალების შესახებ. XIX საუკუნეში ყოფილ საბჭოთა კავშირში ბატონობდა
მითი სუპერქალის შესახებ, რომელიც ერთდროულად იყო ქალი - დედა, ქალი - მოსამსახურე და ქალი - საზოგადო მოღვაწე.
ერთი პარადოქსიც: რაც უფრო აღმერთებდნენ ქალს და თაყვანს სცემდნენ მას ისტორიის ამა თუ იმ მონაკვეთში, მით უფრო დამორჩილებულ მდგომარეობაში იყო იგი სინამდვილეში. ამერიკელი მკვლევარი ბეტი ფრიდანი ამ პარადოქსს ასე ხსნის: ,,
რაც უფრო ნაკლებია რეალური ფუნქციები ქალის როლისათვის, მით უფრო რთავენ და ალამაზებენ მას უაზრო დეტალებით, რათა სიცარიელე შეავსონ.”
მაგალითად :
ძველი ბერძნები აღმერთებდნენ ქალის სილამაზეს, ქმნიდნენ მის სკულპტურულ პორტრეტებს, რომლებითაც თავიანთ ტაძრებს ამშვენებდნენ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში „ზედმეტ” გოგონებს ყრიდნენ ან მსხვერპლად სწირავდნენ, ქალიშვილებს ყიდდნენ, ქალებს კი, როგორც უსიტყვო და მორჩილ დიასახლისებს, ისე უყურებდნენ. მათ რაიმეს ყიდვაც კი არ შეეძლოთ, თუ მისი ღირებულება განსაზღვრულ თანხას აღემატებოდა. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ისინი ოჯახის წევრ მამაკაცებს, ჯერ მამას, მერე ქმარს, ძმას თუ შვილს ეკუთვნოდნენ.
სოკრატე : ,,სამი რამ შეიძლება ჩავთვალოთ ბედნიერებად: ის, რომ შენ ველური ცხოველი არა ხარ, რომ შენ ბარბაროსი არა ხარ და რომ შენ კაცი ხარ და არა ქალი”.
არისტოტელე : ,,ქალი იმიტომ არის ქალი, რომ მას არა აქვს კაცური თვისებები, ამიტომ მასში ისეთ არსებას უნდა ვხედავდეთ, რომელიც ბუნებრივ არასრულყოფილებას განიცდის.”
ჰიპოკრატე ,,ცოლი კაცს მხოლოდ ორჯერ ახარებს: ქორწინების დღეს და დაკრძალვის დღეს”.
ებრაელები, ისევე როგორც ბერძნები, თავს რჩეულ ხალხად თვლიდნენ. ებრაელი მამაკაცები კი ყოველთვის შემდეგ ლოცვას იმეორებდნენ: ,,მადლობელი ვარ, ღმერთო, რომ არ შემქმენი მე წარმართად, გაუნათლებლად და ქალად.”
,,ნეკნიდან შექმნა” ქალზე სერიოზულ თავდასხმის საფუძველი გახდა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ რაც ღმერთმა შექმნა ადამი, მას უკვდავი სული შთაბერა,
ევას სულის შესახებ კი ბიბლიაში რაიმე ცნობა არ არის. არადა წერია რომ (1 მოსე 1:27 , 1:28) ერთ დღეს შეიქმნენ და ერთნაირი "დავალებები" მიიღეს. გაეპარათ ეგ შეცდომა

ეტყობა.
აქვს თუ არა ქალს სული _ სამღვდელოებაში დიდი კამათი გამოიწვია. ბევრი კიდევაც ეჭვსაც კი გამოთქვამდა, არის თუ არა ქალი ადამიანი.
585 წელს მსოფლიო საეკლესიო კრებაზე სპეციალურად განიხილეს ეს საკითხი და დიდი დისკუსიების შემდეგ, მხოლოდ ერთი ხმის უპირატესობით, ფორმალურად სცნეს, რომ ქალს აქვს სული. ასეთი მართლაც ,,გმირული” აღიარება შესაძლებელი გახდა საღმრთო წერილის წყალობით, სადაც მითითებულია, რომ ძე ღვთისა, იესო ქრისტე, იმავდროულად იყო ადამიანის შვილი, ვინაიდან მისი დედა ადამიანი იყო.
მიუხედავად ამისა, ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას შემდგომშიც ეჭვქვეშ აყენებდნენ და საუკუნეთა შემდეგ ამ საკითხის განხილვას ისევ და ისევ უბრუნდებოდნენ. 1690 წელს ფრანკფურტში გამოვიდა წიგნი ,,ქალი ადამიანი არ არის”, 1750 წელს კი ლაიფციგში გამოჩნდა წიგნი ,,საყურადღებო საბუთი იმისა, რომ ქალი ადამიანთა მოდგმას არ მიეკუთვნება”.
ქალის როლი წიგნში ,,ცოლ-ქმრული ცხოვრების შესახებ”, რომელიც ევროპაში გამოვიდა 1943 წელს: ,,ქალის მოვალეობა მისი ქმრის მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ ემსახუროს მას მორჩილად, იყოს მოკრძალებული საუბარში და ჩაცმა-დახურვაში. ყურადღება მიაქციოს წესრიგს სახლში და აწარმოოს საოჯახო საქმეები.”
უკვე XIX საუკნეში ოგიუსტ კონტი, რომელიც სოციოლოგიის მამამთავრად ითვლება, აღნიშნავდა, რომ საზოგადოებაში ქალის არათანასწორუფლებიანი მდგომარეობა განისაზღვრება ,,ქალის ორგანიზმის ბუნებრივი სისუსტით. არ შეიძლება არსებობდეს კაცისა და ქალის სოციალური თანასწორობა. ქალის განსაკუთრებული მოწოდება ოჯახური მოვალეობებია.”
საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის ეპოქაში ,,ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციის” გამოქვეყნების შემდეგ გამოქვეყნდა ოლიმპია დე გუჟის ,,ქალისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია” . ქალებმა დააარსეს თავიანთი კლუბი, სქესთა შორის გარეგანი განსხვავება რომ მოესპოთ, მამაკაცის ტანსაცმელი ჩაიცვეს. მაგრამ
კონვენტმა ქალებს ჩამოართვა შეკრების უფლება და დახურა მათი კლუბები. თავად ოლიმპია დე გუჟი სიკვდილით დასაჯეს.
ქალებისა და მამაკაცების უფლებები თანაბარია. განსაკუთრებით ქრისტიანობის ჭრილში თუ გახედავ : ) ))))))))
ქრისტეს შემდეგ ქალიცა და კაციც თანასწორი გახდა. იესომ ქალი თანასწორ პარტნიორად მიიღო თავისი მოსწავლეების წრეში , არა???
იგი არასოდეს ლახავდა ქალების უფლებებსა თუ ღირსების გრძნობას: „როცა იესო ბეთლემში იყო, სიმონ კეთროვანის სახლში, და ნადიმად იჯდა, მოვიდა დედაკაცი, რომელსაც ალებასტრონით ჰქონდა სუფთა ნელსაცხებელი, ძვირად ღირებული ნარდისა, გატეხა მან ალებასტრონი და თავზე მოასხა მას“ (მარკ., 14, 3). ეს იყო ქალის მიერ უფლისადმი სიყვარულისა და სამსახურის პირველი გამოხატულება. ქალი უკეთ მოიქცეოდა თუ ნელსაცხებელს ღარიბთა სასარგებლოდ მოიხმარდა. მაგრამ იესო იცავს მას: „მოეშვით მაგას, რატომ არცხვენთ? მაგან ხომ სიკეთე მიყო. ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ და, თუკი მოისურვებთ, შეგიძლიათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით. მან ის გააკეთა, რაც შეეძლო: წინასწარ სცხო ჩემს სხეულს დასამარხავად.“) მარ., 14, 6-8). ე. ი. ქალი ისე მოიქცა, როგორც გულმა უკარნახა და ამაში ქრისტემ ცუდი ვერაფერი დაინახა.
ქრისტიანობის გავრცელების პირველ საუკუნეებში ქალები უფალს უანგაროდ, სულის მონდომებით ემსახურებოდნენ. ესენი იყვნენ: მარიამ მაგდალინელი, სუსანა, იოანა, - ჰეროდეს მნე, ქოზას ცოლი და სხვები (ლუკა, 8:2-3). თავად უფალიც სარგებლობდა ქალთა სტუმართმოყვარეობითა და დახმარებით: ეს იყო მოციქულ პეტრეს სიდედრთან (მარკ., 1,31), რომელიც ციებ-ცხელებისგან განკურნა, შემდგეომ კი მარიამთან და მართასთან (ლუკა, 11, 38-42). ქალები იესოს პირველი მიმდევრები და მოწაფეები იყვნენ. ჯვარცმამდე უფალი სწორედ ქალებმა გააცილეს და უფლის აღდგომის პირველი მოწმეებიც სწორედ ქალები იყვნენ.
მაგრამ რა ხდება მერე ?!
ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო , ხო გაგიგია ? ჰოდა : ქრისტიანულ საკრებულოებში შეკრებილ ქრისტიანულ კრებებს, მამაკაცები მოძღვრავდნენ, ქრისტიანული კრებების წევრებს ასწავლიდნენ და ხელმძღვანელობდნენ მამაკაცები. ასეთი სწავლებასას, ხელმძღვანელობა ეკისრა მამაკაცებს. მამაკაცები იღებდნენ სერიოზულ გადაწყვეტილებებს კრებებში, რა იყო სწორი ღვთის თვალში და რა არა. ამას დაემატა ქალების დამონების და მათზე ბატონობისთვის გამზადებული ეკლესიური დოგმატიკა. და მერე დგება შუა საუკუნეების ე.წ. ,,კუდიანებზე ნადირობა”.
ინკვიზიციის მიერ დასჯილ მამაკაცთა და ქალთა რაოდენობას მკვლევარები 1:20, ზოგი 1:100, და 1:1000 შეფარდებით განიხილავს ანუ ვერ შეთანხმდნენ.
"სიბრძნე ისედაც კაცისგან მოდის " ( თუ კაცში ზოგადად ადამიანს გულისხმობდი ვერ შეგატყვე) ___ სიბრძნეს კი , კარგს ვერაფერს დავარქმევ.
პ.ს.
იწრო _ სათუთი, უსუსური
არაფერს არ გიმტკიცებ , მსგავსი ტონი მიეცეს არ მინდა , სუფთა ინფორმაციული სახის პოსტია : ) .
This post has been edited by strelicia on 4 Sep 2010, 17:23