და ახლა, ამავე კითხვასთან მიმართებით -იმ ჭკვიანი პირველყოფილისაგან რამდენად წინ წაიწია კაცობრიობამ?

ანუ დღეს უკვე აქვს ცივილიზებულ კაცობრიობას პასუხი ამ კითხვაზე? - საიდან გაჩნდა საერთოდ რაიმე.
ის რაიმე რაც "დიდად აფეთქდა"
და "რამაც ის ააფეთქა"
ეს საიდანაა -იციან დღეს? (ვგულისხმობ მატერიაზე ორიენტირებულ მეცნიერებას)
ასე, რომ პაპმა და პატრიარქებმა თუ რაბინებმა და იმამებმა კი არა -მეცნიერებამ უნდა გასცეს ამაზე პასუხი.
მეცნიერი კი - ყოველი ადამიანია - პოტენციურად. ხოლო შემეცნების სფერო - მხოლოდ მატერია არ გახლავთ, არამედ მისი მიზეზი. ის, რაც ფიზიკური თვალით არ აღიქმება.
ამიტომაც, რადგან და თუკი არსებობს ისეთი რამ, რაც ფიზიკური თვალით არ აღიქმება (მაგ. აზრი), გამოდის, რომ არსებობს არამხოლოდ ფიზიკური, არამედ იმგვარი აღქმა, რომელიც ფიზიკურ აღქმას აღემატება.
ადამიანი არ არის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებული არსება. ის იმყოფება განვითარებაში.
რადგან- განვითარება ახასიათებს იმ ყოველივეს რაც დაიწყო დროში და დროში გრძელდება.
This post has been edited by annavita on 25 Jan 2010, 01:04
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო