A-G-A-P-E
ღმერთი დღეს კაცობრიობას მხოლოდ ბიბლიით "ესაუბრება"

      
ჯგუფი: Members
წერილები: 17417
წევრი No.: 77217
რეგისტრ.: 5-December 08
|
#17612133 · 24 Jan 2010, 23:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Front National @ 19 Jan 2010, 09:20 ) | უამრავი კითხვა არსებობს ბიბლიიდან გამომდინარე, რომელიც პასუხგაუცემელი რჩება, ამიტომ ვგონებ ურიგო არ იქნებოდა ასეთი თემის არსებობისა, თუმცა თუ მოდერი საჭიროდ მიიჩნევს კითხვების თემას მიუერთოს, რადგან ამ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვის პასუხგაუცემლობა ურიგო იქნებოდა.
ხალხო, გეხვეწებით ეს სიტყვები ამიხსენით:
მათეს სახარება:
22. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. 23. ხოლო იესო არა მიუგო მას სიტყუაი, და მოუხდეს მოწაფენი იესოს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგვიდგს ჩუენ. 24. ჰრქუა მათ იესო: არა ვიდრემე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა. 25. ხოლო იგი მოუხდა და თაყუანის - სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! 26. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მიღებად პური შვილთაგან და დაგებადა ძაღლთა.
ესე იგი, უფალი ამბობს, მე გარდა ისრაელის ხალხთა სახსნელად არავისათვის არ ვარ აქ მოსულიო და სხვას მისცე პური გარდა ამ მიწაზე მცხოვრებისა, იგივეა ძაღლს დაუგდო შენი შვილის საკვებიო.
რა გამოდის, რომ გარდა პალესტინის მიწაზე მცხოვრებისა დანარჩენთათვის ქრისტეს მოსვლა ხსნა არ იყო და დაანრჩენები ძაღლები ვართ?
თუ როგორ?! |
Front National
საინტერეო შეკითხვაა.
პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ იესო ყველა ეროვნების ადამიანს პატივისცემით ეპყრობოდა და მის მიერ გამოყენებული სიტყვები, სხვების დამცირების, უპატივისმცელობის და აბუჩად აგდების გამომხატველ სიტყვებად არ უნდა იყოს აღქმული.
ბიბლიის თანახმად, იესო მოევლინა ებრაელებში და პირველ რიგში ღვთის ნებასა და განზრახვებს, რჩეულ და წმინდა ერს უცხადებდა. იმ დრომდე, მანამ სანამ ღვთის მესიას ისრაელები, (ანუ ებრაელები) უარყოფდნენ , წმინდა და რჩეულ ერად იყვნენ აღიარებული ღვთის მიერ იმის საფძველზე, რომ ისრაელმა შეთანხმება დადო ღმერთთან, რომ მის წმინდა მცნებებს დაიცავდა. ბიბლიის თანახმად, ღმერთმა (მოსეს შუამავლობით) მხოლოდ ებრაელებთან დადო შეთანხმება, რომ ისინი ღვთის რჩეული ერი იქნებოდნენ ღვთის მცნებების დაცვით, რომელიც მოსეს რჯულში იყო ჩაწერილი (ძველ აღთქმაში). ეგვიპტიდან განთავისუფლების შემდეგ, ერმა შეთანხმება დადო ღმერთთან. ბიბლის წიგნ "გამოსვლაში" ასეთი სიტყვები წერია:
" ამიერიდან თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა. მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით. აი, სიტყვები, რაც უნდა უთხრა ისრაელიანებს. მივიდა მოსე და მოუხმო ერის უხუცესობას, და მოახსენა ყველაფერი, რაც უფალმა უბრძანა. ერთხმად მიუგო ერმა და უთხრა: ყველაფერს შევასრულებთ, რაც ბრძანა უფალმა. წაუღო მოსემ უფალს ხალხის ნათქვამი. უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, გამოგეცხადები ზრქელ ღრუბელში, რათა მოისმინოს ერმა ჩემი ლაპარაკი შენთან, და სამუდამოდ გერწმუნოს. ამცნო მოსემ უფალს ხალხის ნათქვამი ".
ბიბლიის თანახმად, მოსეს რჯულში ჩადებული კანონებისა და მცნებების მიხედვით, ძაღლი ითვლებოდა უწმინდურ ცხოველად, ანუ რელიგიური თვალსაზრისით, ძაღლი არაწმინდა ცხოველად მიიჩნეოდა. ( წაიკითხე ლევიანების 11:27 და გამოსვლის 22:31). როცა იესო იყენებს გამოთქმას: "არ არის კარგი, რომ შვილებს (ანუ ისრაელის ძეებს] წაართვა პური და ძაღლებს (ანუ მათ, ვინც ღვთის თვალში წმინდა ერს არ წარმოადგენენ) გადაუგდო", იესომ ქანაანელ ქალს დაანახვა ებრაელთა — როგორც ერის — სხვა ერებისგან განსხვავებული და განსაკუთრებული მდგომარეობა და არანაირად არ დაუმცირებია ქანაანელი ქალი, ვისაც ამ სიტყვებს ეუბნებოდა. როცა ქანაანელი ქალი ღვთის მიერ გამოგზავნილი მესიისადმი რწმენას ავლენს, იესო მის თხოვნას და სურვილს არ უგულებელყოფს და ისე მოექცევა მას როგორც ისრაელის შვილს და ასეთ სიტყვებს ეუბნება: "ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, მოგეცეს, როგორც შენ გსურს". ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, რომ იესო პატივისცემით მოეპყრო ქანაანელ (არაებრაელ) ქალს და მისი ქალიშვილი განიკურნა.
უფრო მეტიც, იესოს რომ არაებრაელი ადამიანებისადმი უპატივცემლობის გამოხატვა და დამცირება სდომოდა, პირველ რიგში საერთოდ არც კი მოუსმენდა და დაელაპარაკებოდა რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მისი სურვილი დააკმაყოფილა. მას თავისუფლად შეეძლო ისევე მოქცეულიყო, როგორც მისი დროის რელიგიური წინამძღოლები იქცეოდნენ და საერთოდ არ დალაპარაკებოდა ქანაანელ ქალს. ერთი რამ მინდა გავიხსენო, რომელიც აღწერილია იოანეს სახარებაში. სამარიელ ქალს, რომელიც წყლის ამოსაღებად მიდის, იესო სთხოვს: "წყალი დამალევინე"-ო. საერთოდ, იუდეველებსა და სამარიელებს ღრმად ფესვგადგმული წინასწარშექმნილი ცუდი აზრის გამო ურთიერთობა არა აქვთ ერთმანეთთან. ამიტომ გაოცებული ქალი ეკითხება: "როგორ, შენ, იუდეველი, წყალსა მთხოვ მე, სამარიელ ქალს? ვინაიდან იუდეველებს საერთო არაფერი აქვთ სამარიელებთან". - იოანეს სახარება 4:9. მაგრამ იესო მკვეთრად განსხვავდებოდა თავისი დროის რელიგიური მოღვაწეებისგან და ადამიანებისადმი განსაკუთრებულ თანაგრძნობას ავლენდა. მას შემდეგ რაც ისრაელმა, ანუ ებრაელებმა ღვთის გამოგზავნილი მესია უარყო, აღარ წარმოადგენს ღვთის რჩეულ ერს. უფრო მეტიც, იესოს ერთერთმა მიმდევარმა, სახელად პეტრემ, ასეთი რამ თქვა: "ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის" და ეს სიტყვები პეტრემ მას შემდეგ წარმოთქვა, რაც ებრაელებმა, როგორც ერმა, არ მიიღო ღვთის მესია და უარყო ის. შესაბამისად, ღმერთმა უარყო ისრაელი, როგორც რჩეული ერი.
--------------------
ეკლესიებს ღმერთი არ იწონებს. არც გამოცხადება-ხილვებით ეკონტაქტება სამღვდელოებას; 2-ე საუკუნიდან დღემდე, ღმერთი მხოლოდ ბიბლიით "ესაუბრება" ხალხს და იუწყება,რომ სულ მალე,პოლიტიკური ძალები გააფთრებით დაესხმებიან რელიგიებს გასანადგურებლად რასაც მოჰყვება ღვთის მთავრობის მმართველობა ზეციდან დედამიწაზე.
|