dzuknicha
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 712
წევრი No.: 112188
რეგისტრ.: 11-February 10
|
#17978503 · 14 Feb 2010, 21:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამოჩენილი მეცნიერები რელიგიის შესახებ
ფლამარიონ კამილი: „სამყაროს ასტრონომიული ორგანიზაციის მათემატიკური წესრიგი (მოწესრიგება) გონების ნაყოფია. ეჭვგარეშეა, რომ ეს გონება გაცილებით აღემატება გონებას ასტრონომებისა, რომელთაც მსოფლიოს მმართველი კანონები აღმოაჩინეს“. „მთავარო მიზეზო ყოველგვარი ჰარმონიისა და მშვენიერებისაო! ვინ და რა უნდა იყო შენ, როცა შენი საქმენი ასეთი დიდებულია? და რა ვუწოდოთ მათ, ვინც შენ უარგყოფს, ვინც შენზე არ ფიქრობს, ვისაც არასოდეს უგვრძვნია შენი არსებობა. სამყაროს მამაო! სიყვარულით ვიხრი ქედს შენს წინაშე“...
გერშელი: „რაც უფრო ვითარდება მეცნიერება, მით მეტი დამამტკიცებელი საბუთი ჩნდება იმისა, რომ არსებობს მარადიული, შემომქმედი და ყოვლისშემძლე გონება.“
მედლერი: „ვინც შემთხვევითობის მეტს ვერაფერს ხედავს და არც უნდა დაინახოს იმ ჰარმონიაში, ასე აშკარად რომ ჩანს (ვლინდება) ვარსკვლავებით მოჭედილი ცის აგებულებაში (წყობაში), მან ამ შემთხვევითობას ღვთის სიბრძნე უნდა უწოდოს (დაარქვას).“
უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“
არტურ კომპტონი (ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი): „რწმენა იწყება იმის ცოდნით, რომ სამყარო და ადამიანი უმაღლესმა გონმა შექმნა. ჩემთვის ძნელი არ არის ამის დაჯერება, იმიტომ რომ გეგმის არსებობის ფაქტი და, აქედან გამომდინარე, გონების არსებობა უდავოა. სამყაროს წესრიგი, რომელიც თვალწინ გვეშლება, თავად ადასტურებს ყველაზე დიდი და უზენაესი მტკიცების ჭეშმარიტებას: „ყველაფრის საწყისი ღმერთია“.
კარლ ლინეი (ცნობილი ბუნებისმეტყველი): სიყვარულსა და მოკრძალებას გამოხატავს ღვთის მიმართ, რომელსაც უწოდებს „პირველ მიუწვდომელ მამოძრავებელ ძალას, არსებას არსებათა, მიზეზს მიზეზთა, წინამძღოლსა და მფარველს სამყაროსი, უფალსა და შემოქმედს ყოველივესას! ამგვარად, სამართლიანია, გვწამდეს, რომ არსებობს ღმერთი: დიდი, მარადიული და დაუსაბამო, რომელმაც შექმნა ქვეყანა და ყოველივე რაი არს მას შინა და მოაწესრიგა იგი. უფალი მიეფარება (ქრება) ჩვენს თვალთაგან, თუმცაღა აღავსებს მათ ნათელით. ერთი მხოლოდ აზრი სწვდება მას, მხოლოდ ამ უღრმეს ტაძარშია დაფარული მისი სიდიადე (დიდებულება).“
მ.ვ. ლომონოსოვი: „შემოქმედმა ადამიანთა მოდგმას ორი წიგნი მიანიჭა. ერთში თავისი სიდიადე აჩვენა; მეორეში - თავისი ნება გაუმჟღავნა. პირველი წიგნი - ეს არის ხილული ქვეყანა, რომელიც უფალმა იმისათვის შექმნა, რომ ადამიანს, შეხედავდა რა ამ უზარმაზარ, მშვენიერ და გამართულ შენობას, მისთვის მინიჭებული შემეცნების უნარის წყალობით, ეღიარებინა ღვთის ყოვლადძლიერება. მეორე წიგნი - წმინდა წერილია. მასში შემოქმედი გვაკურთხებს სულის ცხონებისაკენ. წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ამ ღვთივსულიერ წიგნებში განმმარტებლები არიან ეკლესიის დიდი მოძღვრები. ხოლო პირველად ნახსენები წიგნის განმმარტებლები, რომელშიც მოცემულია ხილული სამყაროს აგებულება, არიან ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ასტრონომები და ბუნებაში გამოვლენილ სხვა ღვთიურ მოქმედებათა ამხსნელნი.
ამპერი: „ბუნებაში შეგვიძლია ვჭვრიტოთ შემოქმედის საქმეები და მათი საშუალებით მივიდეთ შემოქმედის შეცნობამდე“.
აგასისი: „ქყეყანა ყველაზე თვალსაჩინო დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ არსებობს პიროვნული ღმერთი, შემოქმედი ყოველივე საგნისა და გამააზრებელი სამყაროსი. მეცნიერება კი შემოქმედის აზრების თარგმნაა ადამიანთა ენაზე“.
კოში: „მე ქრისტიანი ვარ, ანუ მწამს, რომ იესუ ქრისტე არის ღმერთი, ისევე როგორც ეს სწამთ ტიხო დე ბრაჰეს, კოპერნიკს, დეკარტს, ნიუტონს, ფერმას, ლაიბნიცს, პასკალს, გრიმალდის, ეილერსა და სხვებს, როგორც გასული საუკუნეების ყველა დიდ ასტრონომს, ფიზიკოსსა და მათემატიკოსს... ყველაფერ ამაში (სარწმუნოებრივ მოძღვრებაში) ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც თავგზას ამიბნევდა (როგორც მეცნიერს). პირიქით, ნაბოძები რომ არ მქონდეს ეს წმინდა სარწმუნოება, რომ არ მცოდნოდა, რა მელის მომავალში ან რაზე უნდა ვამყარებდე იმედს, ჩემი მერყევი და მშფოთვარე სული ხან ერთ საგანს მიაწყდებოდა (მიეხეთქებოდა), ხან მეორეს...“
ლუი პასტერი: „რაც უფრო ღრმად შევისწავლი ბუნებას, მით მეტად მაოცებს შემოქმედის საქმეები და მოწიწება მიპყრობს. ლაბორატორიაში მუშაობისას ყოველთვის ვლოცულობ“.
ანრი ბეკერელი: „სწორედ ჩემმა საქმიანობამ მიმიყვანა ღმერთთან, რწმენასთან“.
მაიკლ ფარადეი: „მიკვირს, რატომ ამჯობინებენ ადამიანები თავი იმტვრიონ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, როდესაც უფალმა ღვთიური გამოცხადების ასეთი წიგნი გვიბოძა?“
ტომსონი: „ნუ გეშინიათ დამოუკიდებლად (თავისუფლად) აზროვნებისა! თუ თქვენ საკმარისად კარგად იაზროვნებთ, მეცნიერება აუცილებლად მიგიყვანთ ღმერთთან, რომელზეცაა დაფუძნებული რელიგია, და ნახავთ, რომ მეცნიერება სულაც არ არის რელიგიის მტერი, პირიქით, მისი თანაშემწეა“.
სკოტი: „არ ვიცი არც ერთი საღი მეცნიერული დასკვნა, რომელიც ქრისტიანულ რელიგიას ეწინააღმდეგება“.
რამზაი: „ჩემი აზრით, მეცნიერულ ფაქტებსა და ქრისტიანობის არსებით სწავლებაში არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს“.
დეკარტი: „ყოველთვის ვთვლიდი, რომ ღმერთისა და სულის არსებობის საკითხები უმთავრესია იმ საკითხებთან ერთად, რომელთა გადაწყვეტაც უფრო ფილოსოფიის საქმეა, ვიდრე თეოლოგიის; რადგან ჩვენთვის, მორწმუნეებისთვის, საკმარისია გვწამდეს ღმერთი და ის, რომ სული არ კვდება სხეულთან ერთად. მაგრამ ურწმუნოებს, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ ვაიძულებთ აღიარონ რომელიმე რელიგია ან თუნდაც სათნოება (ზნეობრიობა) სხვაგვარად, თუ არა გონებით“.
ფაბერი: „მსოფლიოს უსასრულო გონი მართავს. რაც მეტად ვაკვირდები, მით მეტს ვგებულობ ამ გონის შესახებ, რომელიც არსებული სამყაროს საიდუმლოებათა მიღმა ანათებს. ვიცი, დამცინებენ, მაგრამ ამაზე ნაკლებად ვდარდობ, ცოცხლად გატყავებას უფრო ადვილად გადავიტანდი, ვიდრე ღვთის რწმენა რომ წაერთმია ჩემთვის ვინმეს! ღმერთი... მე არ მჭირდება მისი რწმენა - მე ვხედავ მას.“
ბლეზ პასკალი: „ადამიანები სამგვარად შეგვიძლია დავყოთ: პირველთ იპოვეს ღმერთი და მისი მსახურნი გახდნენ. ესენი გონიერი და ბედნიერი ადამიანები არიან. მეორეთ ღმერთი არ უპოვიათ და არც ეძებენ. ესენი უგუნურები და უბედურები არიან. მესამეთ ღმერთი არ უპოვნიათ, მაგრამ ეძებენ. ასეთი ადამიანები გონიერნი, მაგრამ ჯერ კიდევ უბედურნი არიან“.
რაილი: „ბევრ გამორჩეულ ადამიანს ბუნებისმეტყველებაზე არაფრის ცოდნა არ სურს, თითქოსდა ამას მატერიაილზმამდე მივყავდეთ. ამგვარი საშიშროება რომ შეიძლება არსებობდეს, გასაკვირი არ არის: ლიტერატურაში მეცნიერების ბევრი დამცველი არსებობს, რომელთაც ამგვარი შეხედულებების გავრცელებით საქმე გაიჩინეს. რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, რომ ნებისმიერი ადამიანის მსგავსად, მეცნიერებთანაც შეიძლება შევხვდეთ უხეშ წარმოდგენებს ღმერთსა და ბუნებაზე. მაგრამ დაშორება მეცნიერების სულისა და რელიგიურ-ფილოსოფიური მრწამსისა, რომლითაც ცხოვრობდნენ ნიუტონი, ფარადეი, მაქსველი, ეს, რა თქმა უნდა, ისეთი მდგომარეობაა, რომლის უკუგდებასაც მე არ შევუდგები, რადგან არ ვთვლი საჭიროდ“.
გალილეო გალილეი: „ბუნებრივ მოვლენებში (მოქმედებებში) ჩვენ ვხედავთ უფალ ღმერთს და იგი ამ დროს ისეთივე აღმაფრთოვანებელია, როგორიც ღვთიურ წერილში“. მასვე ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „წმიდა წერილი არასოდეს სცოდავს და არასოდეს ცდება. შეუძლებელია, წმ. წერილი როდესმე ცდებოდეს, ვინაიდან ბევრ ადგილას იგი არა მარტო უშვებს, არამედ მოითხოვს კიდეც განმარტებას, რადგან პირდაპირ, სიტყვასიტყვით გადმოცმულ აზრში უფრო ღრმა რამ იმალება“.
რეინოლდსი: „ბოლო წლების მეცნიერული გამოკვლევების შედეგებში ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც დამაეჭვებდა იმაში, რომ ღმერთი ადამიანებს უშუალოდ ეცხადებოდა სხვადასხვა დროს; ქრისტიანობა კი ამ რწმენაზეა დაფუძნებული“.
ბროუნი: „ამ ქვეყანაზე ღვთის შემეცნება ცხოვრებისეული ამაოებიდან გამოღვიძებული გონების პირველი მოძრაობაა“.
შლეიდენი: „ნამდვილი ნატურალისტი ვერასოდეს გახდება მატერიალისტი და ვერასოდეს უარყოფს სულს, თავისუფლებას, ღმერთს“.
ეილერი: „ბიბლია ურწმუნოთა წინააღმდეგობით არაფერს კარგავს, ისევე როგორც არაფერს კარგავს გეომეტრია, რომელსაც ასევე ეწინააღმდეგებიან ზოგიერთები“.
ლაიელი: „რა მიმართულებითაც არ უნდა წავიყვანოთ გამოკვლევები, ყველგან ვაწყედებით უმაღლესი შემოქმედი გონისა და ღმრთის ბრძნული ჩანაფიქრის მოქმედების უტყუარ საბუთებს ბუნებაში“.
ი.პ. პავლოვი: „მე შევისწავლი ნერვული სისტემის მოქმედებებს და ვიცი, რომ ყველა ადამიანური გრძნობა - სიხარული, მწუხარება, ნაღველი, მრისხანება, სიძულვილი, ადამიანის აზრები, თვით აზროვნებისა და განსჯის უნარი (თითოეული მათგანი) დაკავშირებულია ადამიანის ტვინისა და მისი ნერვების გარკვეულ უჯრედებთან. ხოლო როცა სხეული კვდება, ყველა ეს გრძნობა და აზრი თითქოს წყდება უკვე მკვდარი ტვინის უჯრედებს და საერთო კანონის თანახმად, რომლის მიხედვითაც არც ენერგია, არც მატერია უკვალოდ არ ქრება, შეადგენს იმ სულს, უკვდავ სულს, რომლის არსებობასაც ქრისტიანობა ქადაგებს“.
ალექსანდრე პუშკინი: „არსებობს წიგნი, რომლის ყოველი სიტყვა გამარჯვებულია, ახსნილია, ნაქადაგებია მთელ მსოფლიოში; შედარებულია, შეჯერებულია ცხოვრების ყოველგვარ შესაძლებელ შემთხვევასთან და მსოფლიო მოვლენებთან; რომლის ნებისმიერი ფრაზა იციან ყველგან. ეს წიგნი სახარებაა... მისი მარადიული ხიბლი იმდენად დიდია, რომ თუ ყოველდღიურობით გადაღლილნი, მოწყინებით შეპყრობილნი შემთხვევით გადავშლით, თავს ვერ დავაღწევთ მის ტკბილ გავლენას.“
თეოდორ დოსტოევსკი: „მართლმადიდებლობა ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრებაა. ჩვენი სინდისისა და ზნეობის საფუძველია. ამავე დროს, ის უნდა იყოს საზოგადოებრივი ყოფისა და მეცნიერების საფუძველიც.“
ლუი პასტერი: „ერთ მშვენიერ დღეს მომავალ თაობას გაეცინება თანამედროვე მეცნიერ-მატერიალისტთა სისულელეზე. რაც უფრო ღრმად ვეცნობი ბუნებას, მით უფრო ვიხიბლები შემოქმედის სწორუპოვარი საქმეებით. ლაბორატორიაში მუშაობისას ღმერთს ვევედრებით, კეთილად წარმართოს ჩვენი მოღვაწეობა.“
მაქს პლანკი: „საითაც არ უნდა გავიხედოთ, რა საგანსაც არ უნდა დავაკვირდეთ, ვერსად ვიპოვით წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის. პირიქით, ჩვენ აშკარად დავინახავთ მათ შორის სრულ ჰარმონიას - რელიგიაც და მეცნიერებაც ეძებს ჭეშმარიტებას და მიდის ღვთის აღიარებამდე.“
გოეთე: „ვისაც მომავალი სიცოცხლის არ სწამს, ამ ცხოვრებაშიც მკვდარია.“
დენი დიდრო: „პეპელას თვალები და ფრთებიც კი საკმარისია, რათა უღმერთო გაანადგურო.“
ლუი პასტერი: „რაც უფრო ღრმად ვეუფლები მეცნიერებას, მით უფრო მორწმუნე ვხდები.“
მაიკლ ფარადეი: „როგორც ცრემლები მოძრაობენ გულიდან და გულისკენ, ასევე ბიბლია ღმერთისგან გამოდის და ესმის მას, ვინც ღვთისაა.“
მაქს პლანკი: „რელიგია და მეცნიერება სრულებით არ გამორიცხავს ურთიერთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს; პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს“. „ორივენი - რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება - თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის (მეცნიერებისთვის) - მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიისთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის - მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს“. და მთავარი რომლის უარყოფა შეუძლებელია ნინო ჭელიძე ტურინის სუდარა
წმ. სუდარის გამოკვლევა დღესაც გრძელდება. მას იკვლევენ განსხვავებული აღმსარებლობის და სხვადასხვა მეცნიერების წამყვანი სპეციალისტები. რადგანაც, მეცნიერებს ზოგჯერ კონკრეტული საკითხის მიმართ განსხვავებული შეხედულებები გააჩნიათ, ამიტომ ამ ნაშრომში თქვენ შეხვდებით ურთიერთ გამომრიცხავ ინფორმაციას, მაგრამ ის, რომ ეს ნამდვილად უფლის წმიდა სუდარაა ამის შესახებ მეცნიერები დიდი ხანია რაც აღარ დაობენ.
ტურინის სუდარა არის ასახვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ვნებათა და მისი დიდებით მოსილი აღდგომის დამამტკიცებელი საბუთი. ერთ-ერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი მას უწოდებს „მეხუთე სახარებას„, იმდენად დაწვრილებით არის აღბეჭდილი ის ვნებები, რომლებიც მასში გახვეულ ღრმერთკაცს მიაყენეს.
ისტორიული წყაროები მოწმობენ სუდარის არსებობას. ჯერ კიდევ მე-7 ს-ში ეპისკოპოსი ბროლიონის ტექსტიდან ვხვდებით, რომ მის ეპოქაში იცოდნენ სუდარის შესახებ, რომელსაც ინახავდა ეკლესია. მე-12 საუკუნეში იმპერატორი ემანუელ კომნენი უჩვენებდა სუდარას იერუსალიმის მეფე ამოსს. რობერტ დე კლარი, მე-4 ჯვაროსნული ლაშქრობის მემატიანე, მოგვითხრობს, რომ ვლაქერნის ღვისმშობლის ტაძარში სუდარას გამოასვენებდნენ პარასკევობით. მასზე „ნათლად ჩანდა უფლის სახე„. ბიზანტიური წყაროები მოწმობენ ნათებაზე სუდარისა. 1204 წ. ჯვაროსნებმა დაარბიეს ბიზანტია. სუდარა საუკუნენახევრის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა.
1355 წ. სუდარა გახდა საკუთრება გრაფ გოტფრიდ დერმანი I-სა. 1452 წ. 22 მარტს გაურკვეველი მიზეზების გამო გოტფრიდ I-ის შვილიშვილმა სუდარა გადასცა ლუდოვიკო სავოელის მეუღლეს. ამადეი მეცხრემ, ლუდოვიკოს ძემ ბრძანა შამბერისეულ ციხე-კოშკში ეკვდერის აგება სუდარის შესანახად. 1532 წ-ის 4 დეკემბერს ღამით ეკვდერში გაჩნდა ხანძარი. მონასტრის ორმა ძმამ და ერთმა მჭედელმა ძლივს მოახერხეს სუდარის ცეცხლის ალიდან გამოხსნა. კიდობანი, რომელშიც ინახებოდა იგი, ნაწილობრივ დადნა და გააფუჭა გადაკეცილი სუდარა. 1534 წ. იგი გადასცეს შამბერის მონაზვნებს, რათა გაემაგრებინათ დაზიანებული ადგილები.
1578 წ. სავოის ჰერცოგმა ემანუელ ფილიბერტმა და მისმა მეუღლემ გადაიტანეს სუდარა თავიანთ ციხე-კოშკში, ტურინში, იტალიის ჩრდილო დასავლეთით. 1694 წ. ემანუელ ფილიბერტის მემკვიდრეებმა აღაგეს შავი მარმარილოს ეკვდერი, რომელიც მიუერთეს წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარს. იქ გადაასვენეს სუდარა და დაასვენეს ტრაპეზე, გუმბათის ქვეშ. სუდარა სავოის ჰერცოგთა სასახლის საკუთრებაა. იგი ინახებოდა ვერცხლის ზანდუკში. ზანდუკს ჰქონდა სამი კლიტე. ერთი გასაღები სავოის ჰერცოგის შთამომავლის იყო, მეორე ტურინის მთავარეპისკოპოსის, მესამე კი ეკვდერში მომსახურერ სამღვდელოებას ჰქონდა. (დღეს სუდარას იცავს ტყვიაგაუმტარი შუშა და აპარატი, რომელიც ქმნის ყველა საჭირო პირობას სუდარის შესანახად).
მიუხედავად ზემოდ თქმულისა, მეცნიერები დიდხანს დაობდნენ სუდარის ასაკთან დაკავშირებით. 1978 წ გამოკვლევებს სათავეში ჩაუდგა ლაზერული ოპტიკის სპეციალისტი, აშშ-ს სამხედრო ძალების აკადემიის ფიზიკის დ-რი ჯონ ჯექსონი. 1987 წ რომის პაპმა ნება დართო ქსოვილიდან მოეჭრათ მცირე ნაწილი, რათა მეცნიერებს დაედგინათ ქსოვილის ასაკი რადიონახშირბადული მეთოდით, რომელსაც ტრადიციულად იყენებენ არქეოლოგები. გამოკვლევები ჩაატარეს ოქსფორდის, არიზონის და შვეიცარიის ინსტიტუტების ლაბორატორიებში. აქ აჩვენა, რომ სუდარა არის შექმნილი 1260-1390 წლებში. რატომ არის ეს მოსაზრება მცდარი? ჯერ ერთი ზემოდ თქმული ისტორიული ცნობები საპირისპიროს გვიჩვენებს, მეორეც სამივე ლაბორატორიაში კვლევის ერთნაირი მეთოდი ჰქონდათ. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა დიმიტრი კუზნეცოვმა განმარტა: „ჩვენ აღმოვაჩინეთ პროცესები, რომლებიც „ამატებენ“ ნახშირბადს ქსოვილში, რაც დიდ ცდომილებას იწვევს ქსოვილის ასაკის დადგენაში. მაგ. ზედმეტი ნახშირბადი შეიძლება გაჩენილიყო ძლიერი გახურების გამო.“ რუს მეცნიერს მხარი აუბეს იტალიელებმაც.
სუდარა სამჯერ იყო ხანძარში მოხვედრილი, როგორც ავღნიშნეთ პირველი ხანძარი მოხდა 1532 წ. მეორე ხანძრის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს, ამის შესახებ თავად სუდარა მოგვითხრობს. 1977 წ. რეი როჯერსმა, რომელიც „თერმული მოქმედებების“ სპეციალისტი იყო, პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე ყურადღება შეაჩერა სუდარაზე შემორჩენილ ხანძრის ნაკვალებზე. მისმა კვლევებმა ცხადყო, რომ სუდარაზე გარდა შამბერის ხანძრის ანბეჭდებისა სხვა ხანძრის კვალიც ჩანს. ბოლო ხანძარი მოხდა 1997 წ. აპრილში საბედნიეროდ სუდარა არ დაზიანებულა. (არსებობს ვარაუდი, რომ ხანძრები სპეციალურად იყო გაჩენილი, რათა სუდარა განადგურებულიყო).
უნგრეთში არის მანუსკრიპტი, რომელიც თარიღდება 1190 წ-ით მასზე არის გამოსახულება ქრისტეს დასაფლავებისა და აღდგომისა. ნახატი შეიცავს ისეთ დეტალებს, რომლებიც მხატვარს შეეძლო ენახა მხოლოდ სუდარაზე.
1982 წ. პროფესორმა ვანგერმა შენიშნა 46 საერთო შტრიხი სუდარაზე აღბეჭდილ სახესა და წმ. სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში არსებულ მე-6 ს-ის მაცხოვრის მოზაიკას შორის. მანვე იპოვა 63 საერთო შტრიხი სუდარაზე აღბეჭდილ მაცხოვრის სახესა და მე-7 ს-ში გამოშვებულ იუსტინიანე მეორის (692-695) ოქროს მონეტაზე.
1898 წ. 26 მაისს ტურინში რელიგიურ ხელოვნების გამოფენასთან დაკავშირებით სუდარა გამოასვენეს ხალხის წინაშე. იტალიელმა არქეოლოგმა, ადვოკატმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა სეკონდო პიამ სუდარას გადაუღო პირველი ფოტო 50x60-ზე. სუდარა გამოისახა ფოტოგრაფიული ნეგატივის სახით, რომელიც არსებობდა 19 ს-ით ადრე იქამდე სანამ კაცობრიობამ გაიგო რა არის ფოტოგრაფია. ფირფიტაზე გამოისახა უფლის მთელი სხეული სახის ნეტარი იერით. ამ სურათის გამო პიას 30 წ. განმავლობაში არაერთი უსიამოვნება შეემთხვა. ზოგს ეს უბრალო სასწაული ეგონა, ზოგს კი დაზიანებული ფირფიტის შედეგი. მოგვიანებით ანატომ პათოლოგმა ივეს დელაგმა უცნაური ნეგატივები გამოიკვლია და დაადგინა, რომ ეს გვამის ანაბეჭდი იყო. მეცნიერი ფიქრობდა, რომ ეს მაცხოვრის ჯვარცმული სხეულია, მაგრამ ეს მოსაზრება დელაგს ცრურწმენაში ჩაუთვლეს და ნაშრომი არ გამოუქვეყნეს.
1931 წლის 3 მაისს ფოტოგრაფმა ჯუზეპე ენრიმ მეორედ გადაუღო ფოტო სუდარას. მეცნიერების გასაკვირად ნეგატივზე კვლავ აისახა გვამის ანაბეჭდი. იმ დროისთვის ევროპის მრავალ ეკლესიებში ინახებოდა სუდარები ადამიანის სხეულის გამოსახულებით. ენრიმ მათაც გადაუღო სურათები, მაგრამ ნეგატივებზე გადასული გამოსახულება არ იკითხებოდა.
1973 წ. სუდარას შემოაკრიჭეს ძაფის ნაჭრები, რომლებიც ცნობილ ფეიქარ-ექსპერტს ჯილბერ რიზს გადასცეს. მისი გამოკვლების თანახმად წმ. სუდარის სიგრძე არის 4,1 მ-დან 4,36 მ-მდე. სიგანე 1,1მ. სუდარად გამოყენებულია სელის ტილო. იგი პალესტინელებისათვის დამახასიათებელი წესითაა დამზადებული. ძაფი თითისტარზეა დახვეული და ძველი წესისამებრ გათეთრებული. ნაქსოვია ნაძვისებურად. მის ბოჭკოებში შეინიშნება ბამბა. ეს გვიჩვენებს, რომ სუდარა დამზადებული იყო ახლო აღმოსავლეთში.
1993 წ. რებეკა ჯექსონმა გააკეთა სენსაციური განცხადება, რომ ტურინის სუდარად გამოყენებულია ტილო, რიმელიც თავდაპირველად იყო გადაფარებული იმ მაგიდაზე სადაც „საიდუმლი სერობა“ გაიმართა. იუდეველები პასექისათვის იყენებენ მხოლოდ ახალ სუფრას. რებეკა ჯექსონის აზრით იოსებ არიმათიელი იყო წევრი ოფიციალური ებრაული დამკრძალავი საზოგადოების (CHEVRAH KIDUSHA) ამ გზით მას შეეძლო ფორმალურად მოეთხოვა უფლის სხეული პილატესაგან, მაგრამ არ ჰქონდათ საკმარისი დრო, რათა მზის ჩასვლამდე ეშოვა ასე ვთქვათ „კანონიკური“ ტილო და გამოიყენა ის სუფრა, რომელიც საიდუმლო სერობისას მაგიდაზე იყო გადაფარებული. ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ სუდარა პასუხობს ყველა იმ მოთხოვნებს, რომლებიც საჭიროა ებრაული დასაფლავების რიტუალისათვის და აქვს ზუსტი ზომები, რათა გამოეყენებინათ გადასაფარაბლად პასექის მაგიდისთვის 13 კაცზე. (საპირისპიროა მოთხრობილი მარკოზის სახარებაში (15, 46) „მან (იოსებ არიმათიელმა) იყიდა ტილო, გარდამოხსნა იგი, შემოახვია ტილო და დაასვანა სამარხში, რომელიც კლდეში იყო ნაკვეთი, და ლოდი მიაგორა სამარხის კარზე“).
წმ. სუდარაზე არსებულ ადამიანის სხეულის ანაბეჭდის სიმაღლე დაახლოებით 178-80 სმ-ია წონა 75-80 კგ ასაკი 30-45 წ. იმიტომაა მიახლოებითი ზომები, რომ მაცხოვარს ფეხები მოკეცილი ქონდა მუხლებში, თავი ედო ქვის შემაღლებულ ბალიშზე. იერუსალიმის ახლოს აღმოჩენილი I ს-ის საფლავებში დასაფლავებული მამაკაცების საშუალო სიმაღლე 178 სმ-ია. სუდარის მფლობელი იუდაური წესითაა დაკრძალული. ცხედარს სუდარის ერთ ნახევარზე აწვენდნენ, მეორე ნახევარს თავის ზემოდ გადაატარებდნენ, ამის შემდეგ ტილოებს შემოახვევდნენ. ასევე იყო გახვეული ლაზარე რომელიც უფალმა მკვდრეთით აღადგინა.
1973 წ. შვეიცარიელ კრიმინოლოგს მაქს ფრეის ნება დართეს ლაბორატორიული ანალიზისათვის სუდარიდან მტვერი და სხვა ნაწილები აეღო. წმ. სუდარაზე აღმოჩნდა 58 ტიპის ყვავილის მტვერი. თავდაპირველად მან ვერ ამოიცნო ისინი, რადგანაც ასეთი მცენარეები არ ხარობენ ევროპაში. ფრეიმ 7-ჯერ იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში და 1978 წ. დაადგინა, რომ 58 ტიპის ყვავილის მტვრიდან 13 იზრდება პალესტინის უდაბნოში და მკვდარი ზღვის მიდამოებში, 20 - სამხრეთ-დასავლეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში. 16 სახეობა ეკუთვნის ისეთ მცენარეებს, რომლებიც იზრდებიან სხვადასხვა ადგილებში, ევროპის ჩათვლით. დ-რ ფრეის აზრით სუდარა იმყოფებოდა პირდაპირ კონტაქტში გარემოცვასთან ძველ პალესტინაში, ძველი ედესის ტერიტორიაზე და კონსტანტინეპოლში. ეს ყოველივე ადასტურებს ინფორმაციას ტურინის სუდარის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
მოგვიანებით ფრანგმა პროფ. ვანგერმა სუდარაზე სხეულის გარშემო იპოვა 28 სახეობის ყვავილის ანაბეჭი. 20 მათგანი ხარობს იერუსალიმში, ხოლო 8 იერუსალიმიდან 12 მილის შემოგარანში. ისინი იშლებიან მარტსა და აპრილში. ეს ზუსტად აღდგომის პერიოდს ემთხვევა. 1995 წ. ყოველივე ზემოდ თქმული დაადასტურა იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორ ბოტანიკოსმა კოსმა დენინმა.
1931 წ. ფრენცის ფილასმა სუდარაზე თვალების არეში დააფიქსირა ორი ჭიკარტის მაგვარი საგანი. ეს მონეტებია. ებრაული ტრადიციით მიცვალებულს თვალებზე ადებდნენ მონეტებს, რათა არ გახელოდათ. მონეტები მოჭრილია იუდეის პრეფექტის პონტოელი პილატეს დროს 29-30 ან 30-31 წლებში. ამიტომ ამ მონეტებს „პილატეს ლეპტა“ ეწოდებათ. მონეტებზე წარწერებში დაშვებულია გრამატიკული შეცდომები. სიტყვებში „ტიბერიუსში“ და „იმპერატორში“ ლათინური და ბერძნული ასოებია აღრეული. თავდაპირველად ეს მეცნიერებს აბსურდული ეგონათ, მაგრან კერძო კოლექციებში მოძიებულ მონეტებზე იგივე შეცდომები იპოვეს. მეცნიერების აზრით ამის მიზეზი ისაა, რომ მონეტების უმრავლესობა იჭრებოდა პროვინციებში და საკმაოდ დაბალი ხარისხის იყო. 1979 წ. გათხრებისას ერთ-ერთ ებრაულ საფლავში თავის ქალაში იპოვეს ორი მონეტა მოჭრილი 44-45 წლებში. მათზეც აღმოჩნდა იგივე გრამატიკული შეცდომები.
წმ. სუდარაზე აღბეჭდილი უფლის სხეული დაზიანებულია მათრახების ცემით, რომლებსაც ბოლოებში ჰქონდათ სიმძიმეები ძვლის ან ტყვიის სახით. რომაულ მათრახს „ფლაგრუმს“ უწოდებენ. მას აკეთებდნენ მშრალი ტყავის ღვედებისაგან. ბიოლოგმა პოლ ჯოზეფ ვინიონმა სუდარის შესწავლისას აღადგინა ეს მათრახები. ისინი ერთმანეთისაგან 3 სმ-ით დაშორებულ 2-3 წვრილი ღვედებისაგან შედგებოდა და მოკლე ტარაზე იყო მიმაგრებული. ჯარისკაცები უფალს სცემდნენ 3 სახის მათრახით. სუდარაზე აღბეჭდილია არანაკლებ 98-100 დარტყმა, რომლებიც მთელი სიძლიერით არის მიყენებული. 59 დარტყმა მიყენებულია 3 წვერა მათრახით, 18 - 2 წვერიანით და 21 ერთ წვერა მათრახით. ებრაელთა კანონის მიხედვით მათრახების დარტყმის რაოდენობა არ უნდა გასცილებოდა 39-ს. ამ ზღვარს არ იცნობდნენ რომაელები, რადგანაც გვემა ყოველთვის წინ უსწრებდა ჯვარცმას, ისინი არ თვლიდნენ საჭიროდ სასიკვდილოდ განწირული ადამიანის დაზოგვას.
მაცხოვრის ჭრილობათა ფორმა გავს ციფრ „8“, ვინაიდან კანი დაგლეჯილი იყო მათრახის ბურთულებისაგან. დარტყმები ყველაზე მეტად ამჩნევია მხრებს, ზურგს და წელს. რადგანაც დასჯილს აშიშვლებდნენ და აბამდნენ 70-სმ. სვეტზე, რის შედეგადაც მკერდი იყო დაფარული. ამასთანავე, დარტყმები იმდენად ძლიერი იყო, რომ გულის მხარეს არ ურტყამდნენ, რათა გული არ გახეთქოდა. გასათვალისწინებელია, რომ ჯარისკაცებს პილატესაგან იესოს მოკვლა არ ჰქონდათ ნაბრძანები. ღვედები გვემის დროს გარს ერტყმოდნენ წვივებს, განსაკუთრებით მარცხენა ფეხისას. ისიც კი არის დადასტურებული, რომ ერთი ჯალათი მაღალი იყო, მეორე დაბალი და მარცხნივ და მარჯვნივ იდგნენ.
პირველი შეურაცხება უფლისა გაცილებით ადრე მოხდა, სინედრიონის მიერ დაკითხვის შემდეგ: „მაშინ ჰნერწყუვიდეს პირსა მისსა და ხურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს“ (მათე 26, 67). სუდარაზე სახის ანაბეჭდები ატარებენ კვალს სახეში გაწნული სილებისა და შემოკრული მუშტებისა.
კარლეტო კუნი აღწერს ეთნიკურ წარმომავლობას: გარდაცვლილი ეკუთვნის სემიტურ ტიპს. თმა გრძელია. წვერი მოკლე, ორივე შუაზეა გაყოფილი. ასეთი ვარცხნილობა ახასიათებდათ ანტიკური დროის ებრაელებს. ერთმა მეცნიერ ანთროპოლოგმა უთხრა ა.ლეგრანს, რომელიც ასევე სუდარას იკვლევდა, რომ მას არა აქვს არავითარი საფუძველი უარყოს სემიტური სახის ანაბეჭდი და რომ სუდარა ერთადერთი სანდო ძეგლია, რომლის მიხედვით შესაძლებელია ანროპოლოგიური შესწავლა ებრაელებისა განთესვამდე.
წმ. სუდარა გვიდასტურებს მაცხოვრის გოლგოთის გზაზე მსვლელობისას, დაცემის შედეგად მიღებულ დაზიანებებსაც. „ ხოლო მათ აღჰკიდეს ჯვარი და, ვითარცა დასჯილსა, რამეთუ ძელსა მისცა შეხებად იზმინდეს, ამისთვისცა თავადსა აჰკიდეს, და ვითარცა წარვლესრე, პოვეს სვიმონ კვირინელი...და მერმე აღიღეს უფლისაგან და მას ზედა დადვეს იგი.“ მაცხოვრის ორივე მუხლზე ჩანს წაქცევის კვალი. მარცხენა ფეხის მუხლი გაყვლეფილია კვლავწაქცევებისაგან. დაცემის შედეგად ჯვარი ძლიერ ტრამვას აყენებდა მარცხენა ბეჭზე. ცხვირის წვერის და მუხლების სისხლთან შერეულია მტვერი. საბოლოო ანალიზებმა აჩვენეს, რომ ეს მტვერი ერთნაირი სახეობისაა.
რომაელი ჯარისკაცები სიკვდილმისჯილს ხშირად თამაშის საგნად აქცევდნენ. მაცხოვარსაც ამგვარად მოექცნენ. მათ შეუცვალეს ზედა სამოსი მეწამული მატერიის ნაჭრით ან ძველი წითელი ჯარისკაცული მოსასხამით. შეთხზეს ეკლის გვირგვინი და მარჯვენა ხელში დააჭერინეს ჯოხი. იჩოქებდნენ მის წინაშე, ვითომდაც თაყვანს სცემდნენ. შემდეგ გამოსტაცებდნენ ჯოხს, ურტყამდნენ ეკლის გვირგვინიან თავში და სახეში. (იოანე 19, 2-3). უფალს გამსკდარი ჰქონდა წარბი, მარჯვენა ქუთუთო გახეული, ცხვირი და მარჯვენა ლოყა ძლიერ გასიებული. დარტყმები მიყენებულია სავარაუდოდ 4-5 სმ. სისქის ჯოხით. სუდარაზე აღბეჭდილი თავი დაფარულია სისხლის მდინარეებით. გვირგვინს ჰქონდა არა სალტის არამედ მიტრის ფორმა, რაც აღმოსავლეთში ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა. ეკლის გვირგვინზე ყოველი დარტყმის შედეგად ეკლები თავს ესობოდნენ სულ უფრო ღრმად. აღნიშნულია 30 ღრმა ჭრილობა თავსა და თხემზე.
იმ დროისათვის ჯვარზე სიკვდილი ითვლებოდა ყველაზე მძიმედ და სამარცხვინოდ. ჯვარცმის წინ გვემის გამო სიკვდილმისჯილები განიცდიდნენ საზარელ წყურვილს. ბუზები და კოღოები ღრუბლად გროვდებოდნენ დაწყლულებულ სხეულზე. სისხლის სუნზე ძაღლები მიდიოდნენ და გლეჯდნენ მათ ფეხებს.
გასული საუკუნის 30-ან წლებში ჯუზეპე ენრის მიერ გადაღებულ ფოტო სურათზე დაკვირვებისას, სამხედრო ქირურგმა პიერ ბარბემ (იგი ათეისტი იყო და სუდარაზე ჩატარებული კვლევების შემდეგ აღიარა ღმერთის არსებობა) შენიშნა, რომ სამსჭვალები ხელის სახსრის ზედა ნაწილზეა მოთავსებული. რომაელმა ჯარისკაცებმა გამოცდილებით უკვე იცოდნენ თუ რა ადგილას უნდა მოხვედრილიყო სამსჭვალი, კერძოდ ხელის სახსრის ორ დიდ ძვალს შორის. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლო სხეულს ჯვარზე გაჩერება. თუმცა ეს აუტანელ ტკივილთან იყო დაკავშირებული. ჯვარზე აღსრულების სისასტიკე ბევრად იყო დამოკიდებული იმაზე თუ რა სახით აცვამდნენ ჯვარს. ჯვარზე გაკვრის რამდენიმე ვარიანტი არსებობდა. პირველი ვერსიით ჯვარცმულს ხშირად კიდურებს უმაგრებდნენ თოკით. მეორე ვერსიით მარტო ხელებით აცვამდნენ ჯვარს. ამ დროს ხელები საოცრად დაჭიმული იყო და ჯვარცმულს უჭირდა ჰაერის ჩასუნთქვა. მესამე ვერსიით სიკვდილ მისჯილი ქვედა და ზედა კიდურებით იყო მიმსჭვალული. ხშირად ფეხების ქვემოთ საყრდენ ფიცარს აჭედებდნენ. მეოთხე ვარიანტი გულისხმობდა ჯვარცმას ყოველგვარი საყრდენის გარეშე. იმ დ
|