თვითონ სიტყვა გეუბნევა: სინანული! ანუ, იმას რასაც ნანობს ადამიანი!
როგორ გავაღვივოთ სინანული? მოდი ჯერ ავხსნათ რა არის სინანული უფრო სიღრმისეულად.
სინანული ესაა - სინდისის უმაღლესი "ოქტავა".
რა არის სინდისი? - ესაა დანაშაულის შეგრძნების და გაცნობიერების დანახვის ინსტრუმენტი, დამცავი "სიგნალიზაცია".

მეფეს ყველაზე მეტად რა ამშვენებ? რა გამოარჩევს სხვებისგან? გვირგვინი!
ხოდა ასეთივეა სინანული ადამიანისთვის, უფრო სწორედ კი მისი სინდისისთვის!
"როცა მეფე მეფობას ჰკარგავს, გვირგვინიც ავტომატურად ერთმევა!"

"როცა ადამიანი სინდის ჰკარგავს, სინანულის გრძნობაც ავტომატურად ერთმევა!"

პ.ს. რაც შეეხება სინანულის გაღვივებას?

ეს ისეთივე რთულია, როგორც "ამღვრეული წყალის გასუფთავება"!

ამისათვის კი საჭიროა:
1. უნდა გადაიკეტოს ყველა ის გზა, რითიც ხდება წყაროს დაბინძურება და გაჭუჭყიანება.
2. შემდეგ მოხდეს მისი გასუფთავება სპეციალური მეთოდებით.(მე "საკუთარი ცარიელი ხელებით გასუფთავებული არც წყარო" გამიგია, არც მინახია, არც მეცნიერულად არ დასტურდება ასეთი რამ და ვერც ვერავინ შემედავება ამაში.

)
3. ის ვინც იცის წყაროს წყალი რამდენად მნიშვნელოვანია, როგორც თავისთვის, ისე სხვებისთვის, ის მეორედ აღარ დააბინძურებს!

(იმედია ქარამგმებს მიხვდები. ნათქვამია ღორებს მარგალიტებს ნუ დაუყრი, ისინი მაინც გასთელავენო(თვისებები აქვთ ასეთი მახინჯი "ღორებს"). ეს იმისთვის, რომ გაიგო აქ რა ბუზიც ტრიალებს).